სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/tyhgkjhgjkghj.jpg
17/09/2018 15:01

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ტრადიციულ თათბირზე საუბარი, ძირითადად, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის პრობლემას შეეხო. მერის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტიური ხდება საშეშე მერქნის მოპოვების საკითხი, ამიტომ ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ ხარაგაულის სატყეო უბნის ხელმძღვანელთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის დალაგებაში, რათა მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს ტყე-კაფების გამოყოფა. შეხვედრაზე მერმა, ამ დროისთვის, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfgjdhkjklhkl.jpg
17/09/2018 14:57

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად, N3 და N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო წელი ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში განახლდა. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კი, სწავლა 24 სექტებერს დაიწყება. ხარაგაულის სკოლებში წელს 176 პირველკლასელი ჩაირიცხა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfsdfsdgjm%2Cjk%2C.JPG
14/09/2018 17:03

ხარაგაული-საჩხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან  ერთად, სოფელ ნადაბურში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, სანდრო ლეჟავასა და ვასილ ფეხმაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი  გზის პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნადაბურში იგეგმება ხიდის მშენებლობა მდ. ძირულაზე, ასევე, 2 500 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია სოფელ ნადაბურსა (1 კმ.) და ციცქიურში (1.5 კმ.). შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს  ნადაბურის ცენტრალური გზის (6 კმ.) რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 727 502 ლარით აფინანსებს. საერთო ჯამში, ორივე პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0069.JPG
13/09/2018 17:29

ხარაგაულის მერმა სხლითის და ვანის მოსახლეობას მოუსმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, სოფელ სხლითის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ორ სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  ხარაგაულის მთიანი სოფლების ძირითადი გამოწვევა დაზანებული ინფრასტრუქტურაა. ვანში 4 კმ-იანი გზა 2017 წელს დაიგო, გზის რეაბილიტაციას ითხოვს სხლითის მოსახლეობაც. მერის ინფორმაციით, სხლითში 3კმ-მდე გზა 2020 წელს მობეტონდება.  სხლითის და ვანის მოსახლეობა, სოფლებში მოძველებული წისქვილებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას ითხოვს.  ნიკოლოზ თოფურიძის და არჩილ მაღრაძის განცხადებით, ხიდ-ბოგირების აღდგენა 2018-2019 წლებში ყველა სოფელში დასრულდება. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური, რათა წისქვილების რეაბილიტაციიის საკითხი დადებითად გადაიჭრას. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0172.JPG
13/09/2018 17:28

მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მერს შეხვდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  პროექტის ფარგლებში - „ჩვენ აქ ვართ“ შექმნილ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. კომიტეტში გაერთიანებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, რომელთაც კარგად ესმით მათთვის საჭირო და აუცილებელი მოთხოვნები. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  ხელმძღვანელმა, რუსუდან გურგენიძემ მუნიციპალიტეტის მერს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად, წარუდგინა ის ინიციატივები რაც მათ ერთობლივად შეიმუშავეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  2019 წლის ბიუჯეტში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246.JPG
13/09/2018 14:40

განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადებით, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  ვარლამ ჭიპაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს და მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარუდგენს. შეხვედრა 21 სექტემბერს, 10 საათზე, ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ეზოში გაიმართება. იხილეთ დანართი.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfvbcvbcvbcv.JPG
12/09/2018 15:28

ხარაგაულის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის - „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და  ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს. „ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები ეკატერინე შველიძე და ეთერ ვეფხვაძე გახლავთ. პრეზენტაციაზე, მთავარმა რედაქტორმა, ზეინაბ ბუაჩიძემ მოკლედ  მიმოიხილა წიგნში შესული ისტორიული მასალები. მან მადლობა გადაუხადა წიგნის პირველი გამოცემის დაფინანსებისთვის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებს. გამომდინარე იქედან, რომ  „ხარაგაულის ქრონიკების“ პირველი გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკებს გადაეცათ, წიგნის შეძენის მსურველი კი ძალიან ბევრია, ფინანსების მოძიების შემდეგ, იგეგმება მისი მეორედ გამოცემა. დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და ხარაგაულელებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის შექმნისთვის. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfhgsdfgdfgfgfdg_1.jpg
11/09/2018 09:04

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხარაგაულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, დაბა ხარაგაულში ცივი შესხურებით შეიწამლა ის ადგილები, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები - „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. მსგავსი სახის შეწამვლა დაგეგმილია ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. უახლოეს მომავალში იგეგმება, ასევე, თერმული ნისლით შეწამვლა. მავნებელი ტემპერატურის კლების პარალელურად თავშესაფარში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა, როგორც მექანიკური ასევე შეწამვლის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვანია.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ytfutfufuyfu.jpg
11/09/2018 09:03

მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული. რაც შეეხება მილებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს, თვის ბოლომდე, მოხდება მათი გადანაწილება სოფლებში საჭიროებების მიხედვით. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, რომელმაც ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სოფლებში მოსახლეობის პრობლემების გამოვლენისა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgsdfgsdfgdfgfdg.JPG
11/09/2018 08:49

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულს ქერი გადასცა

ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით ხიდარი-კიცხის საზღვარზე დოღი გაიმართა. დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ  გიორგი არევაძეს (საღანძილე)  -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ.  გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებმა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმს განვითარების ცენტრი“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად