სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930.JPG
22/07/2019 17:25

ხარაგაულში „დღის ბანაკი„ დაიწყო

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 5 დღიანი პროექტი, „დღის ბანაკი“ დაიწყო. იდეის ავტორი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომელი მარინა ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება წლებია უნდოდა, თუმცა ვერ ახერხებდა. პროექტში, ამ დროისთვის 32 ახალგაზრდაა ჩართული, ბანაკში არიან როგორც ადგილობრივები, ასევე დამსვენებლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილის ინფორმაციით, ბანაკი ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი პროგრამებითაა დატვირთული. ბავშვები ყოველი დღის გეგმას დილით თავად ადგენენ და აქტივობებს სურვილის მიხედვით არჩევენ. ახალგაზრდების სახლში მათ ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაი-ყავა, ტკბილეულით, შუა დღით კი, სადილით უმასპინძლდებიან. ბანაკის მონაწილეები სამ ჯგუფად არიან დაყოფილები. არის შეჯიბრებები, რომელსაც სპეციალური ჟიური აფასებს.  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რამდენიმე სივრცე და ერთი საკონცერტო დარბაზია. ასე, რომ დილის 9 საათიდან, საღამოს 17 საათამდე ბანაკის მონაწილეებს ნამდვილად აქვთ შესანიშნავი გარემო იმისთვის, რათა ზაფხულის არდადეგები, შინაარსიანად, საიმედო გარემოში გაატარონ.   დღის ბანაკს, ხვალიდან, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შეუერთდება. მონაწილეებს დღის განმავლობაში გარეთ გასვლა ეკრძალებათ, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავენ დრო ისე გადის ამის არც სურვილი გასჩენიათ და არც საჭიროება დამდგარა. დღის ბანაკს ერთი მენეჯერი ყავს - თათია ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდებს აქტივობების ორგანიზებაში და დღის დაგეგმვაში ეხმარება. პროექტი, პარასკევს, 26 ივლისს, ღია ცის ქვეშ, საზეიმოდ დაიხურება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0440.JPG
19/07/2019 15:37

რა გაკეთდა ნადაბურში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული სოფელ ნადაბურსა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისს აერთიანებს.   ნადაბური ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულში, სადაც 2014 წლის მონაცემებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებაა დაფიქსირებული. იმ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრში 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2019 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 500-ს მიაღწია. 2014 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნადაბურში, ძამულის, ჭალის და ქვრივიშვილების უბანში, მგზავრთა მოსაცდელები მოეწყო.  2017 წელს სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 6 ადგილობრივი. წლების განმავლობაში ნადაბურის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ამორტიზებული ცენტრალური საავტომობილო გზა, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო 2018 წელს და ამ დროისთვის, 5,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტი ითვალისწინებს, ცხაურების, სანიაღვრე არხების, მილხიდების და გვერდულების მოწყობას. პროექტის ფარგლებში კეთდება ასევე 12 მეტრიანი გაბიონი მდინარე ძირულას ნაპირზე. 2018 წელს, სოფლის ცენტრში, მდინარე ძირულაზე აშენდა ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი, რომლის უქონლობაც ადიდებული მდინარისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. 2019 წელს აშენდა სამი ახალი ხიდბოგირი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი ბონდის ხიდს ძამულის უბანში. მოძველებული ხიდბოგირები საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას და წლების განმავლობაში აღნიშნული პრობლემა მწვავედ იდგა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე. 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაოები სოფელ გოლისში და ძამულის უბანში. 2019 წელს დაიწყო სოფელ ნადაბურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ,  საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. პროექტის მომზადების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს გზის მშენებლობის მიზნით გამოაცხადებს. საუბარია ლიჩი-ნადაბურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაზე, რომლის დასრულებაც 2020 წელს იგეგმება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ გოლისის ცენტრალურ გზას, ბოლო 5 წლის განმვალობაში პერიოდულად უტარდება რეაბილიტაცია. სოფლის გზა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს და იქ ბეტონის საფარის მოწყობა ვერ ხერხდება. ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული ზ.დ. 760 მეტრზე, ხარაგაულიდან 53 კილომეტრში, მდინარე ძირულას მარცხენა სანაპირზე მდებარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9579.JPG
18/07/2019 16:29

ხარაგაულში სამაგიდო თამაშების კვირეული ჩატარდა

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კინოთეატრი ფოიეში, მოყვარულთათვის სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი ჩატარდა. თამაშები ნარდის მოყვარულებით დაიწყო და ჩემპიონატში 22-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი დავით ჩადუნელი გახდა, ხოლო მეორე ადგილი საკრებულოს დეპუტატმა დავით კიკნაძემ მოიპოვა. ასევე 22-მა მოხალისემ (11-მა წყვილმა) გამოთქვა სურვილი დომინოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. თამაშის გამარჯვებული გახდნენ მამა-შვილი თენგიზ და ირაკლი კიკნაძეები, მეორე ადგილ კი, პაატა ვეფხვაძისა და ალეკო ტაპატაძის წყვილმა დაიკავა. სამაგიდო თამაშების კვირეული ჭადრაკის ჩემპიონატით დასრულდა, რომელში მონაწილეობის  სურვილი 6 -მა მონაწილემ გამოთქვა. ამ უკანასკნელში კი, პირველი ადგილი გიორგი ღონღაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე დომინოს გამარჯვებული ირაკლი კიკნაძე გავიდა. გამარჯვებულები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0879.JPG
18/07/2019 15:10

ხევი-უბისას ავტობანზე ადგილობრივები დასაქმდებიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კოპანიის “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ხევი-უბისას პროექტსა და სურვილის შემთვევაში მშენებელი კომპანიის მხრიდან, მშენებლობის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ ვაკანტურ მიმართულებებს გაცნობოდა. აღნიშნული მიმართულებებია: მიწაზე მომუშავე პერსონალი, ოპერატორები, ლითონზე მომუშავე პერსონალი, ბეტონზე და ხის მასალაზე მომუშავე პერსონალი, შემდუღებლები, ელექტრიკოსები, გეოდეზისტები, არმატურის მქსოველები, მექანიკოსები, დამხმარე მუშები და ბეტონის ქარხნის ოპერატორი. კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე 1 000-ზე მეტი მუშა-ხელი სჭირდება. დასაქმების მსურველებმა შეგიძლიათ მიმართოთ სოფელ ბორითში მდებარე კომპანიის მთავარ ოფისს, ან დარეკოთ საკონტაქტო პირთან - 593 31 76 18 გიზო კიკვაძე. ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/66748129_2264006667182736_3942221498835533824_n.jpg
16/07/2019 18:06

კიცხის და ლაშეს გაზიფიცირება იწყება

მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი გაზიფიცირდება.  კიცხსა და ლაშეში კომპანიამ უკვე დაასაწყობა მილები, რითაც აღნიშნული სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად, მაგისტრალის მშენებლობა უნდა დიწყოს.  სამუშაოების დასრულების შემდეგ ხარაგაულში კიდევ, 621 აბონენტი გაზიფიცირდება. კიცხის და ლაშეს გაზიფიცირებას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამ დროისთვის ბუნებრივი აირით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი ჩხერი, ბაზალეთი, ჯაფაროული, თეთრაწყარო და ისლარი სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/64418085_2716288188445265_2755897410797436928_o.jpg
16/07/2019 17:03

ანონსი!

17 ივლისს, 13:00 საათზე, სოფელ ბორითის კულტურის სახლში,  რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკევთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე ტყევდორაძე, იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მ.შ. ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მშენებელი კოპანიის  “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. მისამართი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბორითის კულტურის სახლი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0679.JPG
15/07/2019 17:03

საკრებულოს ბიურომ დღეს მორიგი სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ 15 ივლისს მორიგი სხდომა გამართა. ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურების, 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშები მოისმინეს.  აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავს, მანამდე კი, შესაბამისი კომისიებში იმსჯელებენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
12/07/2019 16:00

15 ივლისს საკრებულოს ბიურო მერიის სამსახურების ანგარიშს მოისმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურო 2019 წლის 15 ივლისის  მორიგ სხდომას გამართავს. ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ანგარიშებს მოისმენენ.  განხილული იქნება ორი სამსახურის ანგარიში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელსაც სამსახურის უფროსი კახაბერ გოლუბიანი წარადგენს და   შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის მომხსენებელიც ასევე, სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/66433021_633960470433404_5895074752447381504_n.jpg
12/07/2019 15:40

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  10 ივლისის რიგგარეშე  სხდომაზე დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს.  მათ თანხმობა მისცეს მერს ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსთვის, დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046), სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად; მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა მაია ალავიძემ წარადგინა. საკითხი დადებითად გადაწყდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0711.JPG
12/07/2019 15:11

ხარაგაულის საკათედრო ტაძარში პირველი წირვა აღევლინა

დღეს ხარაგაულის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ჩატარდა. პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აღავლინა. ხარაგაულში პირველი საკათედრო ტაძრის მშენებლობა( ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი) ათწლეულია მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის ხელშეწყობით და შემოწირულობებით ტაძარი რამდენიმე თვის წინ დაიხურა და აღიმართა ჯვარი. დღეის მდგომარეობით მოპირკეთებულია მხოლოდ პირველი სართული, სამუშაოები ჯერ ისევ გასაგრძელებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ხარაგაულისთვის!
სრულად