სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1190.JPG
28/02/2020 12:07

ვახანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტები შეირჩა

 სოფლად მცირე პროექტების დაფინანსების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა თავად ირჩევს პროექტს, რომელსაც ღი აკენჭისყრის შედეგად ხელმოწერით ადასტურებს. ვახანის თემში, სადაც სამი სოფელია გაერთიანებული საერთო კრებები ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა. ვახანის მოსახლეობამ 2020 წელს, ინასარიძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი. ზედუბანში მათთვის განკუთვნილი 10 000 ლარით, მოსახლეობამ, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება აირჩია. სერბაისში ასევე, 10 000 ლარით სანიაღვრე არხს მოაწყობენ ყორღანის უბანში და დარჩენილი თანხით საუბნო გზებს მოხრეშავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1318.JPG
28/02/2020 12:03

რა პროექტები შეარჩიეს ნადაბურის თემში

ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფელი შედის - ნადაბური და დიდი გოლისი.  დიდი გოლისი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს. აქაურ მაცხოვრებლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 10 000 ლარი ერგოთ. აღნიშნული თანხით სოფლის ცენტრალური გზის გასწორხაზოვნება და გზაზე ცხაურების მოწყობა გადაწყვიტეს.  ნადაბურში სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ საერთო კრებაზე 12 000 ლარი შემდეგ მცირე პროექტებზე გადაანაწილა.  სოფლის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელისა და სკვერის მოწყობა, ასევე საბავშვო ბაღისთვის ეზოს ინვენტარის შეძენა-მონტაჟი.  სოფლის საერთო კრებებს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერის მოადგილე, თეიმურაზ ჩხეიძე უძღვებოდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0457.JPG
28/02/2020 11:59

სარგვეშის თემში საერთო კრებები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებვების ჩატარება გრძელდება. მცირე პროექტების დასაფინანსებლად მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია.  საერთო ჯამში სარგვეშის თემზე, წელს 42 000 ლარი დაიხარჯება.  სარგვეშის მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე გარე განათებას მოაწყობს.  საბეში ასევე, გარე განათებას მოახმარენ გამოყოფილ თანხას და საუბნო გზას შეაკეთებენ.  მიროწმინდის მოსახლეობამაც გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი.  ხორითში კი, საუბნო გზებს მოხრეშავენ. კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0062.JPG
28/02/2020 11:41

საერთო კრება ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულში დასრულდა! ბოლო შეხვედრები გაიმართა ლეღვანის, მარელისის, დიდვაკისა და პატარა სახვლარის მოსახლეობასთან, სადაც საერთო კრების ფორმატში მოსახლეობამ მცირე პროექტები შეარჩია. ლეღვნის მოსახლეობამ, რომელთაც 16 000 ლარი მცირე პროექტებზე უნდა გაეხარჯათ, სოფელში სუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭეს პრიორიტეტი და აღნიშნულ თანხას მთლიანად გზების რეაბილიტაციას მოახმარენ. მარელისში 12 ათასი ლარით წყლის სისტემას გამართავენ ტაბატაძეების, ლეკურიანიშვილების, კელასაურის და ბერაწმინდის უბნებში. ნაწილი თანხით ქურდაძეების უბანში გზის ამორტიზებული მონაკვეთის შეკეთება დაიგეგმა. დიდვაკის მოსახლეობა 10 000 ლარს საუბნო გზების შეკეთებასა და სკვერის რეაბილიტაციას მოახმარს. პატარა სახვლარის მოსახლეობა ასევე, 10 000 ლარს წყლის მილებს შეიძენს და სოფლის ცენტრალურ გზას შეაკეთებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/02/2020 11:27

2 მარტს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  2 მარტს მორიგ სხდომას გამართავს.  სხდომაზე განიხილავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელსაც ნიკოლოზ თოფურიძე თავად წარადგენს. დეპუტატები მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს და ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშს. გარდა ანგარიშებისა, სხდომაზე, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური წარადგენს ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის, N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით  ორი წლის ვადით  შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“  (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხს წარადგენს მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე, რომელიც ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა  ნუსხის  დამტკიცების შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ ისაუბრებს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი კი, დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს წარუდგენს საკრებულოს.  საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე რვა საკითხს განიხილავს, რომელიც 2 მარტს დილის 10 საათზე დაიწყება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/88032394_2565017337089158_583610674555387904_n.jpg
26/02/2020 10:33

ხევის თემში სოფლის კრებებზე პრიორიტეტები განსაზღვრეს

ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ციცქიურში, ხევში, წაქვასა და გრიგალათში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა. კრებაზე მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭეერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩია. ხევის მოსახლეობა 12 00 ლარს საუბნო გზების მოხრეშვასა და სოფლის წისქვილის რეაბილიტაციაში დახარჯავს. გრიგალათში ასევე, 12 000 ლარს გარე განათების სისტემის მოწყობასა და ცხაურების რეაბილიტაციას მოახმარენ. ციცქიურის მაცხოვრებლები, რომელთაც 10 000 ლარი აქვთ განსაკარგი, აღნიშნულ თანხას მთლიანად გარე განათების სისტემის მოწყობას მოახმარენ. წაქვაში 12 000 ლარით სპორტული მოედნის მოწყობა გადაწყვიტეს, ნაწილი თანხით კი, საუბნო გზებს მოხრეშავენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას, პირადად ხელმძღვანელობდა ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე. კრებების ჩატარება დასრულდა და იგი მუნიციპალიტეტის 78-ივე სოფელში შედგა!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/87579877_2688582911388865_3589917112639946752_o.jpg
25/02/2020 15:50

გედსამანიაში სოფლის პროექტებით საფეხმავლო ხიდბოგირს მოაწყობენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. კრებაზე, რომელსაც მოსახლეობის 20 პროცენტი უნდა ესწრებოდეს, ადგილობრივები წინასწარ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე, სოფლისთვის საჭირო პროექტების შერჩევას ხელმოწერით ადასტურებენ.  ხარაგაულის მაღალმთიან დასახლებაში, სოფელ გედსამანიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრება 24 თებერვალს ჩატარდა. მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის წისქვილის რეაბილიტაცია და ბლიაძეების და რიკაძეების უბანში საფეხმავლო ხიდბოგირის მოწყობა გადაწყვიტა. გედსამანიას სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 12 000 ლარი გამოეყო. სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულში თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ოქმები გადაეგზავნება საკრებულოს დასამტკიცებლად, მომზადდება პროექტები და გზაფახულზე დაიწყება სამუშაოები.  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 147 მცირე პროექტი დაფინანსდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1847.JPG
25/02/2020 13:34

ფარცხნალის თემის ოთხ სოფელში საერთო კრება ჩატარდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები გასაზღვრა. ფარცხნალის მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს შარიქაძეების და სასახლის უბანში, ასევე საუბნო გზებზე მოაწყობენ სანიაღვრე არხებს. ღუდუმექეთის მოსახლეობა მცირე პროექტების დაფინანსების ფარგლებში 10 000 ლარს გზის შეკეთებასა და წყლის სისტემისთვის მილების შეძენას მოახმარს. ახალსოფელში კუთვნილი 10 000 ლარით ცივწყაროს უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ასევე წყლის ავზის შეძენას, საუბნო გზების მოხრეშვასა და გია თაბუკაშვილის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობას გეგმავენ. ისლარის მაცხოვრებლები ასევე, 10 000 ლარით წყლის მილებს შეიძენენ და წყლის სისტემას მოაწყობენ. ნაწილი თანხით კი, წისქვილისთვის მასალებს შეიძენენ და გარე განათების ქსელს გამართავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1915.JPG
21/02/2020 16:48

ვარძიაში 16 000 ლარით ორი მცირე პროექტი განხორციელდება

სოფელ ვარძიას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 16 000 ლარი აქვს განსაკარგი. სოფლის საერთო კრება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, უძღვებოდა, ვარძიაში, 18 თებერვალს ჩატარდა. მოსახლეობამ წინასწარ შემუშავებული იდეების შესახებ იმსჯელა და პრიორიტეტები განსაზღვრა. 16 000 ლარით ვარძიის მოსახლეობა საჯარო სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის დამატებითი წყლის დებეტის მოსაძიებლად ჭაბურღილს მოაწყობს. ამავე თანხაში ადგილობრივები, სოფლის ცენტრალურ გზაზე, გარე განათების სისტემის მოწყობას გეგმავენ.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს.  აღნიშნული პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო.  სოფლის კრებები 25 თებერვალს სრულდება. მცირე პროექტების განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98.jpg
20/02/2020 09:36

2020 წელს ფარცხნალი და საქარიქედი გაზიფიცირდება

ხარაგაულში, წელს, ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება! საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა! სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია. გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია. ამ დროისთვის ხარაგაულში ბუნებრივი აირით სარგებლობს ჩხერის, ჯაფაროულის, ახალსოფლის, ისლარის, ბაზალეთის და თეთრაწყაროს მოსახლეობა.  2020 წელს, ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირებისთვის თითქმის ყველა სოფელში დასრულდება წინასაპროექტო სამუშაოები.  
სრულად