სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/104738bori%201.jpg
16/10/2019 16:04

„ეტალონის“ მონაწილეთა სია ცნობილია

საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპიონატი  - „ეტალონი“, ხარაგაულში, 29 ოქტომბერს გაიმართება.   ეტალონში მონაწილეთა შესარჩევად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტესტირებები, 8 ოქტომბერს ჩატარდა. კონკურსის შედეგად სკოლებიდან 75 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე შეირჩა. ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე, 29 ოქტომბერს გამართული კონკურსის შედეგად გამოვლინდება, რომელიც დაბის #3 საჯარო სკოლაშო, 12 საათზე დაიწყება. პროექტს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება. მონაწილეთა სია: ნინო კიკნაძე - საღანძილის საჯარო სკოლა - IX დავით კამკამიძე - საღანძილის საჯარო სკოლა XI თენგიზ ლომიძე- ვახანის საჯარო სკოლა X მარიტა ბლუაშვილი -ვახანის საჯარო სკოლა X ბეჟან ჩხიკვაძე - ბაზალეთის საჯარო სკოლა VIII  მურმან ბიწაძე - ღორეშის საჯარო სკოლა VIII  სანდრო გაჩეჩილაძე - ღორეშის საჯარო სკოლა XI დიმიტრი ღონღაძე - წიფის საჯარო სკოლა XI ლუკა ზეიდელი - წიფის საჯარო სკოლა X ლიზი კურტანიძე - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა X ელენე ჩიჩილიძე - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა X ქეთევან ლაცაბიძე - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა X ეკატერინე ბუაჩიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა VIII მარიამ ბუაჩიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა X მარიამ გელაშვილი - ნადაბურის საჯარო სკოლა XI მარიამ რიკაძე ბორითის - საჯარო სკოლა X თამარ გაჩეჩილაძე - ბორითის საჯარო სკოლა X ნუნუ ჩაჩანიძე - კიცხის საჯარო სკოლა VIII გიორგი ბერაძე - კიცხის საჯარო სკოლა IX თეკლა ავალიშვილი - კიცხის საჯარო სკოლა IX ნინო მაისურაძე - კიცხის საჯარო სკოლა IX ნიკა მაჩიტაძე - კიცხის საჯარო სკოლა X მათე მაჩიტაძე - კიცხის საჯარო სკოლა X ანა გოდიბაძე - კიცხის საჯარო სკოლა X ოთარ ჩხიკვაძე - კიცხის საჯარო სკოლა X ნინო ვეფხვაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა X თეონა შარიქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა X დავით მესხი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია X კესო ჩხიკვაძე - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია X ლიზი ლაცაბიძე - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია X მარიამ სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა VIII სალომე ლურსმანაშვილი - უბისის საჯარო სკოლა VIII მარიამ ყურაშვილი - მოლითის საჯარო სკოლა X ლიზა ღონღაძე - მოლითის საჯარო სკოლა X დიანა ლომსაძე - ლაშის საჯარო სკოლა IX ნიკოლოზ კვინიკაძე - ლაშის საჯარო სკოლა X სალომე კვირიკაშვილი - ლაშის საჯარო სკოლა XI გოჩა ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა XI ანი ბლიაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა XI ნინო ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა XI ნინო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა XI ინოლა ღონღაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა XI თამთა პავლაძე - ბორის საჯარო სკოლა VIII გიგა ბერაძე - ბორის საჯარო სკოლა IX დავით ბერაძე - ბორის საჯარო სკოლა XI გიგა მაისურაძე - ვარძიის საჯარო სკოლა VIII თათია ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა XI გვანცა გოგოლაძე - ვაშლევის საჯარო სკოლა IX მარიამ ტაბატაძე - მარელისის საჯარო სკოლა IX ნია ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა IX ნინო არევაძე - მარელისის საჯარო სკოლა IX ნონა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა XI მარი ქურდაძე - მარელისის საჯარო სკოლა X ლუკა ცისკაძე - მარელისის საჯარო სკოლა X ნინო ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა X ნათია გოგოლაძე - ხუნევის საჯარო სკოლა VIII ნათია ლომიძე - ხუნევის საჯარო სკოლა VIII ეკა ლომიძე - ხუნევის საჯარო სკოლა VIII ლუკა გაგოშიძე - ხიდრის საჯარო სკოლა X გიორგი ტყემალაძე - ხიდრის საჯარო სკოლა X გიორგი ლელაძე - ხიდრის საჯარო სკოლა X  ნია ფოფხაძე - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა IX საბა მესხი - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა X ქეთი დავაძე - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა X ლია კამკამიძე - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა XI თამუნა გრიგალაშვილი - ხევის საჯარო სკოლა IX მარიამ ხაჩიძე - ხევის საჯარო სკოლა IX თამარ სამხარაძე - ხევის საჯარო სკოლა IX ნინო გრიგალაშვილი - ხევის საჯარო სკოლა XI ნათია ხაჩიძე- ხევის საჯარო სკოლა XI თამაზ დალალიშვილი - ზვარეს საჯარო სკოლა VIII თინათინ ტალახაძე - ზვარეს საჯარო სკოლა IX ინგა გოგნაძე - ზვარეს საჯარო სკოლა X შორენა ცისკაძე - სარგვეშის საჯარო სკოლა IX მაია გელაშვილი - სარგვეშის საჯარო სკოლა VIII
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789.JPG
15/10/2019 17:13

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საიუჯეტო ცვლილება განიხილეს

15 ოქტომბერს გამართულ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხა  6 045 741 ლარი შეუმცირდა 18 290 ლარით და განისაზღვრა  6 027 451 ლარით. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემოსული მომართვების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში  ვალდებულებების დასაფარავად   დამატებით საჭიროა   35 000 ლარი და სათნოების სახლის სუბსიდიის  ხარჯებში კვების ხარჯების შესავსებად   4 000 ლარი. ამ  ხარჯების შესავსებად სოციალური პროგრამებში მოხდეს ცვლილება ქვეპროგრამებს შორის და შესაბამისად იქნას თანხები გადატანილი. მოხსენებით ბარათში საუბარი იყო ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე. ორგანიზაციას სუფსიდირების სახით ესაჭიროება   45 710 ლარი.  აქედან 20 710 ლარი იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის,  ძველი საკანალიზაციო სალექარების განმონტაჟებისა და ახალი სალექარების მოსაწყობად  18 000 ლარი და საწვავ-საცხები მასალების შესაძენად 7 000 ლარი. საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილ ცვლილებაში საუბარი ესებოდა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილის კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   განისაზღვრა 16 770 420  ლარით, ხოლო  გადასახადები  21 459 820 ლარით. მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამსახურის შეფასებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც წარმოდგენილი საკითხი ადასტურებს. მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ცვლილება არაა დასაბუთებული. ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ხარჯებზე,  დაინტერესდა თუ რატომ ითხოვს სათნოების სახლის თანხის დამატებას ამ თანხით ხომ არ იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების მატება? როგორც სათნოების სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე განმარტავს, უფასო სასადილოს დაემატა სამი ბენეფიციარი და სულ 74 პიროვნებას ემსახურება. ჩიჩილიძემ ასევე აღნიშნა, რომ თანხის დამატება ფასების ზრდამაც გამოიწვია. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდას, სათნოების სახლის  დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი რამ მიმდინარე წელს არ იგეგმება. კითხვები იყო დასუფთავების სამსახურის სუბსიდირებათან დაკავშირებით, რომელსაც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ფურცელაძე პასუხობდა. ა(ა)იპ-ის დირექტორი აცხადებს,  რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები კონტეინერების დაცლა და შესაბამის ადგილზე განთავსება ხშირად ხდება და ყოველივე ეს საწვავის ხარჯს ზრდის. ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილის კაპიტალური რემონტისათვის 10 000 ლარის დახარჯვა არასწორია. იგი ამბობს, რომ ამ თანხით უმჯობესი იქნებოდა ახალი,  მაღალი გამავლობის,  ავტომობილის შეძენა. დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე;  მომხს: გივი კურტანიძე „ა(ა)ი.პ. ე.კიკნაძის სახელობის  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორის სკოლა-პანსიონში N2- შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 227 კვ.მ, ფართის სარგებლობის უფლებით, (უსასყიდლო უზურფრუქტი ფორმით ) არსებობის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერითვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ჯაბა ბერაძე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებიT  ამის შესახებ ცნობილი 15 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0646.JPG
15/10/2019 14:09

ხარაგაულის რაგბის გუნდი საქართველოს რაგბის კავშირში გაწევრიანდა

13 ოქტომბერს პირველად ხარაგაულში რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართა.  ამ დღიდან ხარაგაულის რაგბის გუნდი, ოფიციალურად, საქართველოს რაგბის კავშირის წევრი გახდა. პატარა ბორჯღალოსნებით დაკომპლექტებული გუნდი ხარაგაულში მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ახალგაზრდებმა ამ ინიციატივით მიმართეს. მათი ერთობლივი ძალისხმევით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით სოფელ კიცხის სტადიონის ბაზაზე რაგბის სექციამ ერთი წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს საქმიანობის კოორდინატორის, იოსებ დეკანოიძის ინფორმაციით, ხარაგაულის რაგბის გუნდს ყავს პროფესიონალი მწვრთნელი, გია გოგოლიძე, რომელმაც რაგბის ფედერაციაში სემინარები წარმატებით გაიარა. ხარაგაულში რაგბის რეგიონულ ფესტივალში დასავლეთ საქართველოს 21-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც სტადიონზე სპეციალური პროგრამა წარმოადგინეს, საჩვენებელი თამაშები გამართეს და შემოწმება გაიარეს. რაგბის ფესტივალი ყოველწლიურად, სპეციალური კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კალენდრის მიხედვით ფესტივალს კვლავ ხარაგაული უმასპინძლებს. რეგიონული ფესტივალის ყველა გუნდი წამახალისებელი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0545.JPG
11/10/2019 17:46

ხარაგაულში სპორტინგის ჩემპიონატი ჩატარდა

სპორტინგი - ასე ეწოდება სპორტის სახეობას, რომელიც სტენდით სროლაში შეჯიბრს გულისხმობს. ხარაგაული ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მოყვარულებს შორის სპორტინგის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი 4 ეტაპად გაიმართა, რომელიც ყველა შემდეგ ეტაპზე რთულდებოდა. 14 მონაწილიდან ნახევარ ფინალში ექვსი მონაწილე გადავიდა. საბოლოოდ კი, სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  პირველი ადგილი კოტე კვირიკაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე მალხაზ სარალიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მერაბ ყანჩაველი გახდა. სპორტის ეს ურთულესი სახეობა საქართველოში 2009 წლიდან იკიდებს ფეხს და ჩემპიონატები ძირითადად, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე იმართება. ხარაგაულში ტურნირი, საქარიქედის მინდვრებზე ჩატარდა და დიდი ოვაციების ფონზე ჩაიარა. მონაწილეებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ერთი ძალიან აზარტული და სასიამოვნო დღე გაატარეს. სპორტინგის ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური. ტურნირზე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყვნენ სპორტინგის კონსტრუქტორები და ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ტურნირში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
11/10/2019 09:30

15 ოქტომბერს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

15 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლდიმერ გელაშვილი, საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს წარადგენს.  აღნიშნულ საკითხზე საკრებულო 17 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0368.JPG
09/10/2019 15:01

ხარაგაულში საბალეტო სტუდიამ ფუნქციონირება დაიწყო

ხარაგაულში საბალეტო სტუდიამ ფუნქციონირება დაიწყო.  მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირადი ინიციატივით, სტუდიას, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი წრისთვის საჩუქრად მუსიკალური აპარატურა გადასცა.  საბალეტო სტუდიაში მიღება ფუნქციონირებს სამ ასაკობრივ ჯგუფში: 4-დან 7 წლამდე, 7-დან 12 წლამდე და 12 წლის ასაკიდან ზემოთ ნებისმიერი მსურველისთვის. მეცადინეობები კვირაში სამი დღე, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას ჩატარდება.  გარდა საბალეტო ხელოვნებისა, თბილისიდან სპეციალურად მოწვეული პედაგოგ-ქორეოგრაფი, ინგა თოფლიშვილი მსურველებს შეასწავლის სამეჯლ ისო ცეკვებს, ასევე შესაძლებლობა გეძლევათ დაეუფლოთ პლასტიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0302.JPG
08/10/2019 12:04

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტები მზადაა

ხარაგაულის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხარაგაულში  24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენაზე ისაუბრეს. კერძოდ, კომპანიას უკვე მზად აქვს პროექტები, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში ე.წ „წყალკანალის“ ტერიტორიაზე ახალი ჭაბურღილების მოწყობა და სტიქიით დზიანებული ლეღვნის წყლის მაგისტრალის აღდგენა მოხდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების სამსახურის უფროსის, ნიკა კახიძის ინფორმაციით, ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის სათავე ნაგებობის აღდგენასთან ერთად ხარაგაულში აუცილებელია ალტერნატიული ჭაბურღილების მოწყობა, რადგან როგორც ცნობილია ძლიერი ნალექის დროს ლეღვნის წყალი იმღვრევა, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება უწყდება. რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, საპროექტო ორგანიზაცია ვერ მივიდა იმ წერტილამდე საიდან ხდება ლეღვნის წყლის ამღვრევა. რეალურად ეს არის ბუნებრივად, მიწისქვეშ კარსტული წარმოშობის წყალი, რომელსაც საიდანღაც ემატება უხვი ნალექის შედეგად მთიდან წამოსული ნიაღვრის წყალი და ხდება ამღვრევა. გამომდინარე აქედან, კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად თანხმდება შემდეგზე: ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის იმუშავებს ორი სათავე ნაგებობა, უხვი ნალექსი დროს გაითიშება ლეღვნის სათავე და ჩაირთვება ხარაგაულის ალტერნატიული ჭაბურღილი.    ამ ეტაპზე ორ მხარეს შორის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289_1.JPG
07/10/2019 16:30

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაუხურის საქმიანობა დადებითად ერთმა დეპუტატმა შეაფასა

7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. ცვლილება შეიტანეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში, სადაც მომხსენებლის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, დაემატება პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტში სამი და მეტი ტყუპისთვის ფულადი დახმარების სახით, 1 500 ლარის გაცემას გულისხმობს. დეპუტატებმა ინიციატივა მოიწონეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.                                                                                                     საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ღარიხევიდან  ბრუისის უბნის გამოყოფისა და მისთვის ამავე სახელწოდებით  სოფლის კატეგორიის მინიჭების შესახებ. როგორც მომხსენებელმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა განმარტა, თუ საკრებულო აღნიშნულ წინადადებას მოიწონებს, იგი მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნება სამთავრობო კომისიას განსახილველად. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბრუისისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას. ოთხი საკითხი წარმოადგინა სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსაურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, მათ შორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4 251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, საკითხები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მეოთხე საკითხი, რომელიც სამსახურის უფროსმა წარმოადგინა, მერიის შენობის პირველ სართულზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად,  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, 15,12 კვ.მ ფართის გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობდა. ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა. სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი, რომელიც დეპუტატებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო. საკრებულოს წევრებმა ბოლო საკითხად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის   მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს  აღნიშნული სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ გააცნო. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა შესაბამისი კომისიის დასკვნა და აღნიშნა, რომ კომისია უარყოფითად აფასებს სამსახურის საქმიანობას. კომისიის წევრებმა ძირითად მიზეზად პროექტების შეუსრულებლობა, მშენებელ კომპანიებზე გაცემული ავანსები და საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკრებლოს უმრავლესობამ სხდომა გამართა.  სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.  კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. დადებითი შეფასება აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  ინგა მაღრაძემ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ, პავლე კიკალიშვილმა, რუსუდან გიორგაძემ, ვალოდა კელენჯერიძემ და ნიკოლოზ მაღრაძემ.                                                                                        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0400.JPG
07/10/2019 14:43

როგორ აღნიშნეს ხარაგაულში მასწავლებლის დღე

პედაგოგთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 4 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, სამუსიკო სკოლის დარბაზში საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.    ღონისძიებაზე რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით და გამორჩეული აქტივობებით შეფასდნენ, ფასიანი საჩუქრებითა და წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოეს.   ხარაგაულის სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ხარაგაულის ხმებმა“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ასევე, 5 ოქტომბერს, დაბის #1საბავშვო ბაღში, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.   საბავშვო ბაღების აღმზრდელების და თანამშრომლების ჩართულობით შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები. მოეწყო ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი დაესწრნენ, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს. პედაგოგთა პროფესიულ დღეს განსხვავებული აქტივობით გამოეხმაურა ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე. მან მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი პედაგოგი, დარო გელაშვილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორ, ლენა აბაშიძესთან ერთად მოინახულა და მასწავლებლის დღე პირადად მიულოცა. 92 წლის ქიმიის პედაგოგმა, სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში 50 წელი გაატარა.  აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერია პროფესიული დღის აღსანიშნავად, დარო გელაშვილს, ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარს გადასცემს, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
04/10/2019 17:23

ხარაგაულის ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

4 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ საღანძილეში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის საკითხი განიხილეს. საკითხის შესახებ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „იმერეთი ხურომ,“  მერიის დაკვეთით,  სოფელ საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად საჭირო ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. როგორც ბერაძე ამბობს ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია საბავშვო ბაღის აშენება ძველი ორსართულიანი შენობის დემონტაჟის გარეშე, ეს უკანასკნელი კი საღანძილის ადმინისტრაციული  შენობაა. ეკონომიკის სამსახურის უფროსი  განმარტავს, რომ ზემოხსენებული შენობის დემონტაჟის ღირებულება 2700 ლარია. დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15 შენობის პირველ სართულზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ) (ს/კ 36..01.33.046) 15,12 კვ.მ ფართის გადაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.   მომხს: ჯაბა ბერაძე                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.  მომხს: კახა გოლუბიანი წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ   დეპუტატები ამის შესახებ ცნობილი  7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს მორგის სხდომაზე გახდება.  
სრულად