სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3.jpg
09/09/2020 12:21

საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ ანგარიშის განხილვა გაიმართა

8 სექტემბერს ხარაგაულში, საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი (სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძე E60 ცენტრალურ მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. სარეკონსტრუქციო გზა დაყოფილია 3 მონაკვეთად, რომელთა საერთო სიგრძე 15.58 კმ-ს შეადგენს. პირველი მონაკვეთი(ლიჩი-ნადაბური) - 8.18 კმ; მეორე მონაკვეთი (ნადაბური - ციცქიური) - 5.3 კმ; მესამე მონაკვეთი - (ციცქიური - ცენტრალურ საავტომობილო გზამდე) - 2.1 კმ. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ორი სოფლის (ნადაბური, ციცქიური) მოსახლეობას „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. პროექტის გზშ ანგარიშის განხილვას მოსახლეობასთან ერთად მოუსმინეს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6.jpg
09/09/2020 12:15

დოღი და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა ხარაგაულში

 5 სექტემბერს, ხარაგაულში, ხიდრის და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით, დოღი გაიმართა. საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი ჩრდილელმა უჩა შველიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მასპინძელი სოფელ ხიდრის მკვიდი ზურაბ ჩაჩანიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კვლავ ჩრდილელი მერაბ თიაკანაშვილი გახდა. ღონისძიების ფარგლებში, დოღის დასასრულს, ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა -დეგუსტაცია მოეწყო. გაიმართა ღვინის კონკურსი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ხიდრელი ჯამბულ ხეცაძის ღვინომ დაიმსახურა. სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დაესწრნენ. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოეს. ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა პირველ ადგილოსანს თასი გადასცა. კიცხის ზონაზე გამართული ღონისძიებების მხარდამჭერი გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C.jpg
07/09/2020 10:30

დეპუტატებმა მერიის ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა გადადეს, ხოლო ორი-უარყოფითად შეაფასეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიის ზედამხევდელობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში უარყოფითად შეაფასა, ასევე უარყოფითი შეფასება მისცეს ქონებისა და ეკონომიკის მართვის სამსახურსაც. საკითხების განხილვა დებატებით წარიმართა საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის. უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური დებულებით გათვალისიწნებულ უფლება-მოვალეობების ნახევარ ნაწილსაც კი ვერ ასრულებდა. დეპუტატებმა ასევე კომუნიკაციის პრობლემებზეც- ისაუბრეს . დეპუტატებმა ინგა მაღრაძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა ანგარიშების უარყოფითად შეფასება გააკრიტიკეს და აღნიშნული ფაქტი, მერის სამსახურიდან გადადგომას დაუკავშირეს, ისევე როგორც-ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, აფრასიონ ლურსმანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან წასვლის საკითხი. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ. მან სამსახურის ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ უმრავლესობას უარყოფითად შეფასების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ ქონდათ მიღებული. სხდომაზე გადაიდო ორი სამსახურის ანგარიშის განხილვა. ( ადმინისტრაციული სამსახურის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის.) სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ,რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116879428_2842051356042019_1808115871371640322_o.jpg
04/09/2020 17:01

რა გაკეთდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს პარასკევია და როგორც დაგპირდით, სოფლებში განხორციელებული პროექტების სერიას გაგაცნობთ, ამჯერად სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში-2013 წლიდან შესრულებულ პროექტებს წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც, ახლო მომავალში იგეგმება.   სარგევეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის: სარგვეში, ხორითი, საბე და მირონწმინდა (წითელი ხევი). ხარაგაულიდან სარგვეშის ცენტრამდე მანძილი-11 კმ-ია. ტერიტორია-1419, 21 ჰე-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 662 მაცხოვრებელი.   სოფელი სარგვეში მწვანეში ჩაფლული პატარა ადმინისტრაციული ერთეულია, რომელზეც არაერთი ლეგენდა და ისტორიული ნარკვევი არსებობს. სარგვეშში აღმოჩენილია უძველესი ძვირფასი განძი, რომელიც III საუკუნით თარიღდება. იგი „სარგვეშის განძის“ სახელწოდებით არის ცნობილი. (ვერცხლის ბარძიმი, ოქროს სხვადასხვა ფორმის 3 ბეჭედი, თვლებით ინკუსტრირებული სამაჯური, ოქროს ხატის უღელი და ვერცხლის კოვზი). განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის ბარძიმი, რომელზეც სასანიანთა დინასტიის მეფეთ-მეფე ბაჰრამ II , მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრეა გამოსახული.   სოფელ სარგვეშში არსებობს 1885 წელს აგებული „ქაშვეთის“ წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც თურმე ორი ბერძენი ხუროთმოძღვრის მიერ ყოფილა აგებული.   სოფელზე მიედინება მდინარე „ყარნები“ აღნიშნული სახელწოდება მდინარის მახლობლად მომხდარ ბრძოლას უკავშირდება, რომელიც ოსმალებსა და ქართველებს შორის გამართულა.   სოფელი სარგვეშში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტიები, კერძოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია- ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის 11-კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსაცდელებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობა.   ასევე ცისკაძეების უბანში მიმდინარეობს საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა;   დაიწყო სოფლის ცენტრალურ უბანში გარე განათების დამონტაჟება;   მიმდინარეობს სარგვეშის საბაზო სკოლის სველი წერტილების მოწყობა;   დაიწყო და დროებით შეჩერებულია ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია;   აქვე გაგაცნობთ უკვე დასრულებულ პროექტეთა ნუსხას;   სოფელში აშენდა და კეთილმოეწყო ბიბლიოთეკის შენობა;   კეთილმოეწყო ელექტრო წისქვილი;   მოეწყო ცენტრალური უბნის წყლის სისტემა; რეაბილიტირდა საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა;   სოფლის ცენტრში მოეწყო სველი წერტილი;   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი აუშენა სოფელი სარგვეშის მაცხოვრებელს.   სოფელი საბე მდებარეობს მდინარე ყარნების მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 500 მ-ზე.   სოფლის მშვენებაა XVIII საუკუნის, ხანდების ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.   საბეში, ზეკვადის უბანში არის მიწა, რომელიც გამოიყენება, საპნების, შამპუნების, კრემების, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების დასამზადებლად, ხოლო ვარძანეთის უბანში არის კანის დაავადებებისათვის სამკურნალო წყალი.   სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბეში 2013 წლიდან როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედა, ასევე ხარაგაულის მერიამ ორ ადგილობრივ ოჯახს, საცხოვრებელი სახლები შეუძინა.   აშენდა ორი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, საბე-მაღალოურის და ვეფხვაძეების უბნის დამაკავშირებელი;   მობეტონდა საბე-სარგვეშის საავტომობილო გზა 3800 მ-ზე;   მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაეცათ სასმელი წყლის მილები;   პერიოდულად რამდენჯერმე შეკეთდა საუბნო გზები;   ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის დამონტაჟების სამუშაოები;   სოფელი ხორითი სოფელ ხორითში ცნობილია მარამარილოსებრი კირქვების საბადო.   სოფელში არის შუა საუკუინეების „ღვათაების“ ეკლესიის ნანგრევები და წმინდა გიორგის XVII ს. ეკლესია.   სოფელ ხორითში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხორითი-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის 500მ-იან მონაკვეთს, ამ ეტაპზე პროექტი დასრულებული არ არის და სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.   აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი.   რეაბილიტაცია ჩაუტრდა გრძელიძეების, ასათიანების, ღონღაძეების, კალანდაძეების, ნავაძეების საუბნო გზებს.   მოეწყო ეკლესიასთან მისასვლელი გზა;   მოსახლეობას დაურიგდა სასმელი წყლის მილები;   ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხორითი-ღვერკის 1500მ-იანი მონაკვეთის მობეტონების სამუშაოები;   სოფელი მირონწმინდა მდებარეობს მდინარე ყარნების ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე. ხარაგაულიდან 6 კილომეტრის დაშორებით.   სოფელში არის „მირონწმინდის“ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები.   სოფელში აშენდა და მოეწყო წისქვილი;   ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე აშენდა ხიდ-ბოგირი;   რეაბილიტაცია ჩაუტარდა საუბნო გზებს;   მოეწყო ბეტონის საფარი-260 მ-ზე;   მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დაურიგდა წყლის მილები;   ამჟამად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობა;   სარგვეშის ადმინისტარციულ ერთეულში დაგეგმილი პროექტებს განეკუთვნება:   სოფელ სარგვეშში დაგეგმილია: გარე განათების დასრულება, საუბნო გზების კეთილმოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია;   სოფელ საბეში: საუბნო გზების კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება.   სოფელი ხორითი: ხორითი-სარგვეშის საავტომობილო გზის დასრულება და წყლის სისტემის მოწესრიგება;   სოფელ მირონწმინდაში: გარე განათების დასრულება და საუბნო გზების რეაბილიტაცია;  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_17.jpg
04/09/2020 10:11

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 7 სექტემბერს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 07 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: გიორგი ჭყოიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს: ზურაბ ბანცაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით მომხს: ზურაბ ბანცაძე 7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 10.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 11.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/logo-1.png
03/09/2020 11:48

ხარაგაულში საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის გზშ საჯარო განხილვა გაიმართება

2020 წლის 8 სექტემბერ ს ,   17:00   საათ ზე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ს სოფ . ციცქიურის  სა რიტუალო   სახლის შენობა ში,   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ს ორგანიზებით  გაიმართება  საჩხერე-ხარაგაულის დამაკვშირებელი სოფ . ლიჩიდან თბილისი - სენაკი - ლესელიძე E60 ცენტრალურ მაგისტრალამდე) საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტი ს და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა,   რომელიც ხორციელდება   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ს დაფინანსებით . დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია  თანდართულ დკუმენტებთან ერთად  განთავსებულია და  შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_16.jpg
02/09/2020 17:13

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხა და საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს

2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა, რომელმაც საპრივატიზაციო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ხუთი ობიექტი: სოფელ საბეში, ყოფილი კლუბის შენობა (სადემონტაჟოდ) და სოფელ ლახუნარაში 170კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მასზე მდგარი შენობა -ნაგებობა. მისივე განმარტებით საპრივატიზაციო ნუსხას ემატება ასევე- სოლომონ მეფის N2 შესახვევში არსებული, სხვადსხვა ადგილზე მდებარე სამი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (100 კვ.მ, ა11 კვ.მ და 28 კვ. მ მიწის ფართები). ჯაბა ბერაძის განმარტებით დაბა ხარაგაულში მდებარე საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია პიროვნება, რომელიც აპირებს ტერიტორიაზე ღია ტიპის სარიტუალო დარბაზის მოწყობას. ბიუროს წევრების განცხადებით წარდგენილ საპრივატიზაციო ობიექტებს განიხილავენ კომისიის სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე იმსჯელებენ რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ობიექტების გასხვისება. ჯაბა ბერაძის განცხადებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში საზოგადოებრივი ცენტრისა და საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის საჭიროა სახელმწიფოს გადაეცეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სოფელ ხევში მდებარე 2150 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სხდომაზე ასევე განიხილული იყო საბიუჯეტო ცვლილება. საკითხი, სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ განვითარებაზე, შემცირდა ეკონომიკური ზრდა და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებლები, რის გამოც გარკვეულწილად შემცირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგადასახადო შემოსავლები-1 450 000 ლარით. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გამოუყო ფინანსური დახმარება. ამ მიზნით, ხარაგაულს 950 000 ლარი გამოეყო, რომელიც ხარაგაულის ბიუჯეტის შემოსულობების გათვალისწინებით განისაზღვრა. აღნიშნული ფინანსური დახმარების საშუალებით ხარაგაულის ბიუჯეტი მხოლოდ 500 000 ლარით მცირდება, როგორც საშემოსავლო ისე ხარჯვით ნაწილში. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ განკარგულება მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულება მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C.jpg
02/09/2020 14:56

ხარაგაულში ბენდმა "გრავემ" კონცერტი გამართა

შემოდგომის პირველი დღე ხარაგაულში  პირველ სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა "გრავემ", ლალი ალექსიძის ხელმძღვანელობით, კონცერტი გამართა. საღამო სწორედ ისეთი იყო, რომ კონცერტზე მყოფ ადამიანებს მთელი კვირა გაჰყვებათ ის ემოცია და პოზიტიური განწყობა, რაც მათ სხვადასხვა შემსრულებლის მოსმენით მიიღეს.  ბენდმა მსენელს განახლებული რეპერტუარი შესთავაზა. კონცერტზე ბენდთან ერთად, გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები სალომე კვირიკაშვილი, ნიცა ზუმბაძე, მარიამ მანჯავიძე. მუსიკალურ კომპოზიციებს, სპეციალური მოწვევით ვიოლიონოთი აფორმებდნენ ნინო სანოძე და ანა მაჭავარიანი.  ხარაგაულის მერია, ხელს უწყობს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. ჩვენ იმედს გამოთქვამთ როგორი განწყობითაც შევხვდით შემოდგომას ასევე დატვირთული, ხალისიანი და ლამაზი იქნებ ის ხარაგაულელებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94.jpg
02/09/2020 14:51

რა გაკეთდა ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში

რა გაკეთდა-პროექტის ფარგლებში დღევანდელ რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადმინისტრაციულ ერთეულზე-ზვარეზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ექვსი წილის განმავლობაში ზვარეში განხორციელებულ პროექტებს. ადმინისტრაციული ერთეული სამი სოფელს - ზვარეს, ნუნისსა და ჩრდილს აერთიანებს. სამივე სოფელი მაღალმთიანი სტატუსის მატარებელია. ხარაგაულის ეს პატარა მწვანეში ჩაფლული მაღალმთიანი დასახლება გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით, სამკურნალო წყლებით და  მისტიური ღირსშესანიშნაობებით. სწორედ ამიტომ, სოფლებზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.  ზვარე  მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ხარაგაულიდან ზვარის ცენტრამდე 25-კმ-ია. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებელი-850-ია. წლების წინ აღინიშნებოდა მოსახლეობის მიგრაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც ზვარის თემის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობამ შეღავათებით სარგებლობა დაიწყო, სოფლებიდან მოსხლეობის მასობრივი გადინება შეჩერდა. საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყალი, რომელის ჩამოსხმა 1936 წელს დაიწყო. ზვარის წყლის ჩამომსხმელი ქარხანა წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა. თუმცა ამ დროისთვის წყალის წარმოება გაჩერებულია. ამ ეტაპზე სოფელში ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა. სოფელ ზვარეში 2014 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა: გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომლით სარგებლობა მოსახერხებელია ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობისთვის. შეიცვალა საექიმო ამბულატორიის შენობის სახურავი. დასრულდა სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. გადაიხურა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ზვარის საჯარო სკოლას ნაწილობრივ შემოიღობა ზვარის ცენტრალური სასაფლაო სოფელ ზვარეში მობეტონდა 220 მეტრი გზა. გაკეთდა სამი ხიდ-ბოგირი  ნუნისი  კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ნუნისის სამკურნალო აბაზანებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ზაფხულობით კანის დაავადებების სამკურნალოდ, კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, მათ შორის უცხოელებიც. ნუნისზე არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც წყლების უნიკალურობის გარდა, განიხილავენ დღემდე ამოუცნობ მისტიურ ღირსშესანიშნაობებს და ისტორიულ ნაგებობებს(ბერების კლდე, ღვთისმშობლის ეკლესია). ნუნისში მოწყობილია გარე განათება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ჩრდილი ჩრდილი საქართველოს ტერიტორიაზე დასახელებულ უძველეს სოფელთა რიცხვს მიეკუთვნება. მკვლევარები ჩრდილს გვიანი ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთ კერამიკულ ცენტრად მიიჩნევენ. ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც 3 000-4 000 წლის წინანდელ ეპოქას ეხმიანება. სოფელში აგებულია ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე შემორჩენილი ხუთსართულიანი კოშკის ნანგრევები. ჩრდილი იყოფა სამ უბნად: კოშკის უბანი, დაწყებითი სკოლის უბანი და კაოთის უბანი. სოფელ ჩრდილში კაოთში და კოშკის უბანში დაიგო ბეტონის საფარი ორ მონაკვეთზე. ( 3 200 მეტრზე) დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა. დამონტაჟდა გარე განათებები სოფელ ჩრდილში მოწესრიგდა კიკნაძეების, ტალახაძეების და დალალიშვილების სასმელი წყლის სისტემები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_15.jpg
02/09/2020 14:27

ხარაგაულის საკრებულო 2020 წლის 3 სექტემბერს რიგგარეშე სდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 02 სექტემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე
სრულად