სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909716_257477962255317_4834397492534668251_n.jpg
06/10/2020 14:09

ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეებს შეუერთდა

დღეს ხარაგაული ევროპული მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნას შეუერთდა.   ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმის ეზოში აქტივობები რამდენიმე სახელწოდებით გაიმართა  „მემკვიდრეობა და განათლება-სწავლა სიბერემდე!“ „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“ - პატარებმა სურვილის მიხედვით ქართული ანბანის ასოები მოხატეს, გააფერადს და გამოძერწეს. „უძველესი ტრადიციები“ თაობებს შორის გადაცემული ადათ-წესები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „მემკვიდრეობა და განათლება“ მოეწყო ფოტოგამოფენა - „თაობები ერთ სივრცეში“.  ეზოს გაფორმება და ბავშვების ბედნიერი სახეები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა.  ისტორიულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დღეს ხარაგაულში სტუმრად მყოფი ევროკავშირის ელჩის მეუღლე შვედეთიდან მეთთე ჰერტცელი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე დაესწრნენ, რომელთაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადსხვა აქტივობებში.  მუზეუმის ხელმძღვანელის ნინო დიდიძის თქმით -“წელს ევროპის დღეების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება განათლებაზე გამახვილდა. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით სკოლებს და ახალგაზრდებს ვთხოვეთ მათი ურთიერთობა აესახათ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. და ასევე დავინტერესდით ხარაგაულელი ბავშვების კავშირით ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ მოგვაწოდეს ვიდეოები, რომლებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე. 2016 წლიდან იუნესკომ, ქართული ანბანი არამატერიალური ძეგლების სიაში შეიყვანა სწორედ ამიტომ, ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს, ქართულ ანაბანს დავუთმეთ წელს ევროპის დღეები, ხარაგაულში“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120909705_1271486776532659_7650384951386751286_n%20(1).jpg
06/10/2020 13:56

ხარაგაულში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 532 პედაგოგი მუშაობს!   დღეს მათი დღეა - მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ამ დღის მიზანია მასწავლებელთა დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითრებაში შეტანილი წვლილისთვის.  სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციულად, ხარაგაულში, 5 ოქტომბერი განსაკუთრებულად აღინიშნება.  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრისა და განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ასევე, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლის წლის წარმატებულ მასწავლებლებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.   საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის განცხადებით, „წლევანდელი 5 ოქტომბერი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ღონისძიებით ვერ აღინიშნა, თუმცა, სკოლებმა, ტრადიციულად წლის საუკეთესო პედაგოგები გამოავლინეს. ჩვენ პირადად მივედით მათთან მივულოცეთ მასწავლებლებს პროფესიული დღე და წარმატებულ პედაგოგებს საჩუქრები გადავეცით“ წლის საუკეთესო მასწავლებლებად დასახელდნენ   ეკატერინე ქურდაძე- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა; სოფიკო ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; ირმა ჩაჩანიძე - ნადაბურის საჯარო სკოლა; დარეჯან წიქარიშვილი - ვაშლევის საჯარო სკოლა; ლიანა ჩადუნელი- ბორის სკოლა-პანსიონი; ლენა ციცვიძე- ხიდარის საჯარო სკოლა; იამზე პავლაძე - კიცხის საჯარო სკოლა; მზევინარ კიკნაძე- ზვარეს საჯარო სკოლა; ხათუნა ღონღაძე- მოლითის საჯარო სკოლა; თეონა ბანცაძე - სარგვეშის საჯარო სკოლა; ნანა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა მარიამ ხუციშვილი - ბორითის საჯარო სკოლა; ინგა გლუნჩაძე - ბაზალეთის საჯარო სკოლა; ალექსანდრე იჩქიტიძე- ღორეშის საჯარო სკოლა; მადონა მაქაძე - ლეღვანის საჯარო სკოლა; ნათელა კამკამიძე - ანდრია პირველწოდებუის გიმნაზია; მზია კვინიკაძე - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა; ნინა ხუციშვილი - ხევის საჯარო სკოლა; მედული კუპრაძე - წყალაფორეთის საჯარო სკოლა; მამუკა ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა; გოჩა ჩადუნელი - ხუნევის საჯარო სკოლა; ლელა მჭედლიშვილი - ლაშის საჯარო სკოლა; თეა ტალახაძე - დაბის N2 საჯარო სკოლა; ლელა ხელაშვილი - საღანძილის საჯარო სკოლა; ნინო ჩხეიძე - წიფის საჯარო სკოლა მანანა სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1994 წლიდან დაიწყო და ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
06/10/2020 13:45

საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

6 ოქტომბერს ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც 8 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიუროს წევრებმა განიხილეს 2015 წლის, 6 აპრილის, №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილება. ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილება. მერს უნდა მიეცეს თანხმობა დაბა ხარაგაულში ,დეკანოსიძის ქუჩა N 5-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე(საჯარო რეესტრის ყოფილი ფართი) ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის, თხოვების ფორმით არსებობის ვადით გადასაცემად. საკრებულო რიგგარეშე სხდომას 8 ქტომბერს 10 საათზე ჩაატარებს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
05/10/2020 16:38

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 6 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 06 ოქტომბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი დაბა ხარაგაულში ,დეკანოსიძის ქუჩა N 5-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე(საჯარო რეესტრის ყოფილი ფართი) ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის, თხოვების ფორმით არსებობის ვადით გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
05/10/2020 16:03

საკრებულომ ორი კომისიის ანგარიში დადებითად შეაფასა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. პირველი მოისმინეს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიში, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე პერიოდის საქმიანობას ასახავდა, დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. ანგარიშში დეტალურად იყო განხილული ერთი წლის საქმიანობა და ასევე, დასაბუთებული ყველა შეფასება და კომენტარი, რაც კი საანგარიშო პერიოდში  კოსმიიის მხრიდან გაკეთებულა.  საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში, რომელიც კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძემ წარმოადგინა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატების მიერ ორივე კომისიის საქმიანობა დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს  საკითხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხ - ხიარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_22.jpg
02/10/2020 16:40

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 5 ოქტომბრის მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 05 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120338931_695546154392323_5589010629087992378_n.jpg
29/09/2020 15:39

ხარაგაულში პროექტ ეტალონის შესარჩევი ტური ჩატარდა

ხარაგაულში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. 2020-2021 სასწავლო წლის ხრაგაულის ეტალონი მოსაწვლის გამოსავლენად ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო!  ტესტირების I ეტაპი, დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის 25 საჯარო და 1 კერძო სკოლაში გაიმართა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შესაბამისი დონის ტესტები ჩაუტარდა. ტესტირების პროცესი ყველა სკოლაში შეფერხების გარეშე წარიმართა, მალე გახდება ცნობილი იმ მოსწავლეთა სია ვინც მეორე ტურში გადავიდა და აგრძელებს ბრძოლას ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_21.jpg
28/09/2020 10:08

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი საკითხები: მალხაზ გოგნაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას ნანა ალხაზიშვილი ითხოვს სტატუსის მინიჭებს გელა ჩაჩანიძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას მურმანი ჩადუნელი ითხოვს სტატუსის მინიჭებას მაგული ზიბზიბაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას სხდომაზე დამსწრე პირებმა თამარ სულაქველიძემ, ნინო ფერაძემ და ალექსანდრე ტაბატაძემ იმსჯელეს და ხუთივე განმცხადებელზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. ხუთივე განმცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_3.jpg
25/09/2020 11:33

ხარაგაულის მერია განმეორებით აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 25 სექტემბერს 16 საათზე დაიწყება და 5 ოქტომბერს 16 საათზე დასრულდება. იხ. დანართი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_4.jpg
25/09/2020 11:30

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ აუხციონს აცხადბს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 25 სექტემბერს 16 საათზე დაიწყება და 5 ოქტომბერს ასევე 16 საათზე დასრულდება. იხ. დანართი
სრულად