სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0120.jpg
30/04/2021 15:04

დაბა ხარაგაულში 24 - საათიანი წყალმომარაგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულის 24- საათიანი წყალმომარაგების მიზნით,  სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა , მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაბა ხარაგაულში, დეკანოსიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. კობა ლურსმანაშვილმა პროექტით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, უშუალოდ მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის შპს ,,ლ და კ“ - ს წარმომადგენლის ჯუნა მოწონელიძის მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგების სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა და პატარა ხარაგაულში 90 ოჯახი გამრიცხველიანდა. ამჯერად სამუშაოები ლეღვნის სათავე ნაგებობაზე და დაბა ხარაგაულში შიდა დაქსელვაზე მიმდინარეობს  , რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება. კობა ლურსმანაშვილი: ,,შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დაპირება წყალმომარაგების 24 საათიან მიწოდებასთან დაკავშირებით  , რომელიც გაცემული იყო, წარმატებით სრულდება. ხარაგაულში ორი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს , წყალმომარაგების და წყალანირების, რომლზედაც  ჯამში 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. უახლოესი  წელიწად - ნახევარი ჩვენ ასეთ სამშენებლო ფორმატში ვიქნებით. ჩვენ ვცდილობთ, ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს ჩვენ მოსახლეობას ამ სამუშაოების შესრულების დროს.  შემსრულებელ კომპანიას  მოვთხოვეთ, რომ დრულად და ხარისხიანად ჩატარდეს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგი , სარეაბილიტაციო სამუშაოები. იქ სადაც მოხდება წყლის მილების ჩალაგება დროულად იყოს გადაგებული ასფალტი. ბატონი დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამის მონიტორინგს მუდმივად განახორციელებს. ხარაგაულის მერია მოწოდებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ ხელი შევუწყოთ კომპანიების მუშაობას , და მოვთხოვოთ რომ დროულად და ხარისხიანად შეასრულონ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და  მეორეს მხრივ ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე, რომ ნაკლები დისკომფორტი მიიღონ.“. დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის  პირველი ეტაპი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის 14-კილომეტრიან  მაგისტრალის  სრულ რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარის მოწყობას, კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენას და  მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. საერთო  ჯამში,  ამ მიმართულებით  პირევლ ეტაპზე 3  917 000  ლარი  დაიხარჯება.                  პროექტის ფარგლებში,  წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი  აუზის, ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მოხდება. ასევე, მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა და დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი  სექტემბერის თვეში დაიწყება და 2 585  372  ლარი დაიხარჯება.    პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და  ხარაგაულის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება. პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა  და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კოორდინირებით  ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90.jpg
29/04/2021 11:45

პატარა მეზღაპრე გოგო ხარაგაულიდან

ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა უკვე კითხვა იცის და რაც ყველაზე მთავარია ზღაპრებსაც წერს. ანა ჭუმბურიძე , უკვე პირველი ზღაპრების წიგნის ავტორია. პატარა მეზღაპრეს დღეს ფართო აუდიტორიასთან პირველი  შეხვედრა ჰქონდა. ,,დღევანდელ დღეს მოუთმენლად და სიხარულით ელოდა. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა  ფართო აუდიტორიასთან. ძალიან თავისუფლად და აქტიურად გრძნობდა თავს. იმღერა, მოჰყვა ლექსები, ზღაპრები. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად დაწერა ზღაპარი. ძალიან მოეწონა სიტუაცია და კითხულობს  შემდეგი შეხვედრა ბავშვებთან როდის იქნებაო?“ - გვაიმბობს ანას ბებო, იზა ვეფხვაძე , რომელიც ამავდროულად რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატრული თეატრის დირექტორი , რეჟისორი და მსახიობი გახლავთ. ანას და ბავშვების შეხვედრა ა(ა)იპ ხელოვნების და კულტურის ცენტრის ინიციატივით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა. ,,4 წლის იყო პირველად რომ მიამბო ზღაპარი ჭიანჭველაზე.ბაღში იის ფოთოლზე ჭიანჭველა უნახავს. მოვიდა და ძალიან ემოციურად შეთხზა ლამაზი ამბავი. ულამაზესი ზღაპარი იყო. მე ვუთხარი რომ ამ ლამაზ  ამბავს ჩავიწერდი. ის დღე იყო და დაიწყო ყოველდღე ულამაზესი  ამბების - ზღაპრების თხრობა და დაჟინებით მთხოვდა ჩამეწერა. ასე დაგროვდა ძალიან ბევრი ზღაპარი. ყველა ამბის ბოლოს, აუცილებლად აკეთებდა დიდაქტიკურ, თავისებურ დასკვნას თანატოლებისთვის. დიდხანს ვფიქრობით მე და ანას მშობლები გამოგვეცა თუ არა წიგნად, მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვეცით და მე მას სიყვარულის წიგნი დავარქვი“- გვიამბობს იზა ვეფხვაძე. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი მაია მაღრაძე , მოსწავლეებთან ერთად ანასთან შესახვედრად სიხარულით ემზადებოდა. მაია მაღრაძე: ,, ულამაზესი დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში, რომელშიც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. გიმნაზიის მე- 2 კლასის მოსწავლეები  ვმონაწილეობდით. ეს დღე ეძღვნებოდა ანა გოგოს ზღაპრების პრეზენტაციას. მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს საინტერესო იდეისათვის, მადლობა ქალბატონ იზას უსაყვარლესი ანოსათვის და მადლობა თვით ანა ჭუმბურიძეს , საოცარ, ულამაზესსა და უნიჭიერეს გოგოს.              ანას შემოქმედება განმსჭვალულია სიკეთითა და ზნეობრივ- აღმზრდელობითი ხასიათის ზღაპრებით, რაც ნამდვილად კარგი ,,საკვებია ‘ მომავალი თაობისათვის. ანას შემოქმედება მოვლენაა, ვუსურვებ მას, უდიდეს წარმატებასა და იმ მწვერვალის დაპყრობას, სადაც ოქროს ასოებით აწერია სიტყვა ,, ბედნიერება”. ანას პატარა ლექსებზე მუსიკა დაწერეს დალი მერაბიშვილმა და კომპოზიტორმა მაყვალა ხორბალაძემ . ეს სიმღერებიც, ნოტებით, წიგნში შევიდა. ანას ყველა ზღაპრისთვის ძალიან ცნობილმა მხატვრებმა ექსკლუზიურად შექმნეს ნახატები.  ინგლისში მოღვაწე ქართველმა მთარგმნელმა,რომელიც   ანას ზღაპრებს  ინტერნეტში გამუდმებით უსმენდა, ზღაპრები ინგლისურ ენაზე თარგმნა.  წიგნის გარეკანი ზაალ სულაკაურმა დახატა. წიგნის თანადამფინანსებელია ქართველი ებრაელი, ოჯახის უახლოესი  მეგობარი ბატონი პაატა იოსებაშვილი.  ასე შეიქმნა უამრავი კეთილი ადამიანის სურვილით და სიყვარულით ანა გოგოს ზღაპრების წიგნი.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0671.JPG
28/04/2021 18:42

ხარაგაულში საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა

ხარაგაულში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა.  ტრადიციული საგაზაფხულო -  სააღდგომო გამოფენა   მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ  დაინტერესებულმა პირებთან ერთად დაათვალიერეს.   გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მუშაობის ფორმატში  შექმნილი ნაქარგები, ხატები, თექის ნამუშევრები, ხისგან დამზადებული ნაკეთობები  და სხვადასხვა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული აქსესუარები.  ასევე ლალი ალექსიძის , ირმა ყრუაშვილი, ირმა ბუაჩიძის, ნინო ფერაძის, ნინო ყიფშიძის და მანანა თხელიძის   მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.  ვარლამ ჭიპაშვილი:  ,, საკმაოდ მრავალფეროვანი ნამუშევრებია. ამ ადამიანების შემოქმედებას  დაფასება და ყურადღება სჭირდება.  ვისურვებდი რომ დღის სინათლე იხილოს ყველას შემოქმედებამ. კულტურა და განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი პიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც ნამდვილად ძალიან დიდი თანხები იხარჯება და რაც შეიძლება მეტი ეფექტი უნდა მივიღოთ. კულტურის სამსახური ცდილობს ორგანანიზება გაუკეთოს ასეთ შეხვედრებს, თუმცა კიდევ მეტი ღონისძიება და აქტიურობა გვჭირდება. გვაქვს გარკვეული გეგმები, ვიმედოვნებ რომ პანდემია ჩაცხრება, სიმშვიდე გვექნება და მრავალი ასეთი ღონისძიების მოწყობის საშუალება გაჩნდება.“ ,, დღევანდელი გამოფენა სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში მიმდინარე მუშაობის ერთგვარი დათვალიერებაა. სასიამოვნო გარემო შეიქმნა , ადამიანები მონატრებულები არიან  ასეთ შეხვედრებს , გამოფენა რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს“ - აღნიშნავს კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/177468441_161122792584332_2256551756222686498_n.png
27/04/2021 17:10

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საგაზაფხულო გამოფენაზე გეპატიჟებათ

        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 28 -29 აპრილს კინოთეატრის ფოიეში ტრადიციული საგაზაფხულო გამოფენა გაიმართება. გთხოვთ გვეწვიოთ. გამოფენა 1 საათზე დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57.jpg
27/04/2021 14:58

რა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიამ 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და სოფელ ხევში ბაღის მშენებლობისათვის, მერიის საკუთრებაში არსებული 412კვ.მ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის , სახელწიფოზე გადაცემასთან დაკავშირებით, მომზადებული საკითხი წარადგინა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძე უძღვებოდა. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ალავიძის განმარტებით, საბავშო ბაღის მშენებლობისთვის მერიამ სახელმწიფოს საკუთრებაში 412 კვ.მ მიწის ფართი უნდა გადაცეს, რისთვისაც საჭიროა მერს საკრებულოდან თანხმობა მიეცეს. სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის  ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულს გზების რეაბილიტაციისათვის 493 311 ლარი გამოეყო, ხოლო მაღალმთიანი სოფლების განვითრების ფონდიდან-650 000 ლარი. მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გედსამანიისა და ზვარის ბანაკამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. პროექტები გარდამავალია და ამჯერად, პირველი ეტაპი დაფინანსდა.  რეგიონალური განვითრების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მარელისის ცისკაძეების უბნის, სარგვეშის ცისკაძეები უბნის, ბორითის გოჭოურის უბნის, თეთრაწყაროს ვეფხვაძეების უბნისა და ბაზალეთის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი  აღმოაჩნდა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება, რაც სოფლებში ძირითადად  გზის, გარე განათებისა და წყლის მოწესრიგებას მოხმარდება. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის დაბალანაზღაურებადიანი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა-100 ლარით და  ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის სუბსიდირების ზრდა. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება მერის  კობა ლურსმანაშვილის   ინიციატივით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკარების  ხელფასის მატება   100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებით ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობას" სოფლებში  გარე-განათების ახალი  ქსელის მოსაწყობად სუბსიდია მიეცა. სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა  დადებითად შეაფასეს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/3333333333333333333333333333.jpg
23/04/2021 19:05

გედსამანიის და ზვარის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

 მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ყველაზე დიდი დაფინანსება 650 ათასი ლარი მიიღო.  აღნიშნული თანხით,  ხარაგაულის მერია მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ორ სოფელში გედსამანიასა და ზვარეში მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს. გედსამანიაში გზა  1351 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება. პროექტის სატენდერო ღირებულება 535 948  ლარია. პროექტი გარდამავალია და პირველ ეტაპზე  300 000 ლარის სამუშაოები შესრულდება.   ტენდერი გამოცხადდა ასევე ზვარეში ბანაკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე. პროექტის მიხედვით, გზა 1508 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.  პროექტის ღირებულება 700 482 ათასი ლარია. პროექტი გარდამავალია და წელს  350 000 ლარის სამუშაოები შესრულდება.  აღნიშნულ პროექტებზე,  სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისს დასრულდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_56.jpg
23/04/2021 18:36

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

  27 აპრილს, 10:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები იქნება განხილული: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე    მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე,412კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.33.304). სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ .          მომხსენებელი: მაია ალავიძე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: მაია ალავიძე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: მაია ალავიძე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/471_septeverbearingraspberry_close.jpg
22/04/2021 12:36

ხარაგაულში ჟოლოს ბაღი ცხრა სოფელში გაშენდა

  სოფელ ბორის მაცხოვრებელი ნინო კელენჯერიძე და კიცხელი ნელი დოლიკაშვილი სახელმიწფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარები არიან. დღეს მათ საკუთარი ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად კუთვნილი ჟოლოს ნერგები მიიღეს.   სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავალი“  კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას ითვალისწინებს. სოფლის განვითარების  სააგენტოს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ბონდო კიკნაველიძის , ინფორმაციით ხარაგაულში ამ პროექტით სულ 23 ბენეფიციარმა ისარგებლა და  საერთო ჯამში  5 ჰექტარზე მეტ ნაკვეთზე  ჟოლოს პლანტაცია გაშენდა . ბონდო კიკნაველიძე: ,,ეს არის შესანიშნავი პროექტი, სადაც სახელმწიფო ბენეფიციარს 100 პროცენტით უფინანსებს ყველა ხარჯს. მოსახლეობის ინტერესი  ძალიან დიდი იყო, სამწუხაროდ უკვე შეწყდა ამ პროგრამის განხორცილება და  ვფიქრობ მომავალში ისევ გაგრძელდება. ბენეფიციარები დიდ ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ამ პროგრამიდან. ადრე სოფელ სოფელ  დავდიოდით და ვეძებდით  ხალხს, ახლა თვითონ მოდიან და გვეძებენ, ინტერესდებიან, რაც ძალიან მახარებს." სოფელ ბორის მაცხოვრებელი ნინო კელენჯერიძე ჟოლოს პლანტაციას 2300 კვ მეტრზე გააშენებს, დღეს მან საკუთარი მეურნეობისთვის სახელმწიფოდან უსასყიდლოდ 1086 ,,კაროლინას“ ჯიშის ჟოლოს ნერგი მიიღო.   , ,გადავწყვიტე ჩემს ძირითად საქმიანობასთან ერთად სოფლის მეურნეობასაც მივყო ხელი. გამიმართლა რომ ჩემი ფართობი ახლოს არის წყალთან.  სირთულე შეგვექმნა  შარშან პანდემიის გამო და პროგრამა  ერთი წლით გადაიდო. სამუშოების შესასრულებლად მუშახელის დაქირავებას ვფიქრობ. პროგრამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მიფინანსდება სარწყავი სისტება, ნერგები , ბოძები,  გასაჭიმი მასალა , ყველაფერი ის რაც საჭიროა პლანტაციის გასაშენებლად.“ ნელი დოლიკაშვილი თავის საკარმიდამო ნაკვეთზე ჟოლოს პირველად დარგავს. სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია და აქვს მოლოდინი, რომ მოსავალსაც მიიღებს და შემოსავალიც ექნება. ჟოლოს მოყვანით ხარაგაულში სოფელი გედსამანიაა ცნობილი, აქ მაცხოვრებლებისთვის   შემოსავლის მთავარ წყაროდ, ჟოლო  ჯერ კიდევ ბევრი წლების წინ იქცა. მალე გედსამანიას კიცხი, ვარძია, ბუდიანეთი, ჩხერი, ამაშუკეთი, კვესრევი, მოლითი, ქვები და ჩრდილი შეუერთდება.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0455.JPG
22/04/2021 09:51

რა საკითხებზე ისაუბრეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე

ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე, მერიამ საბიუჯეტო ცვლილება და 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვალოდა კელენჯერიძე უძღვებოდა.  ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში შემოსულობები  2 მილიონ 128 ათასი ლარი იყო, ხოლო ხარჯები  2 მილიონ 688 ათასი ლარის ოდენობით გაიწია. 3 თვის მანძილზე ხარაგაულის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტები,სოციალური პროგრამები, სკოლამდელი განათლება, დასუფთავების ღონისძიებები, კულტურული მიმართულება და  სპორტული  პროგრამები დააფინანსა. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურული ხარჯების ათვისების მაჩვენებლით კმაყოფილი არაა, მიზეზად ზამთრის სეზონს და არსებულ უამინდობას ასახელებს, რამაც  სამუშაოების წარმოებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა.ინფრასტრუქტურაზე უნდა გახარჯულიყო 2 748 100-ლარი ამ დროისთვის 642 300 ლარია გახარჯული, თუმცა აღნიშნული თანხა-96 700 ლარით მეტია წინა წელთან შედარებით“ - განმარტავს ის. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,დღეის მდგომარეობით ფაქტიურად  უკვე პროგრესი გვაქვს. ეტაპობრივად დაიწყო სამუშაოები.დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში მეტი შედეგები გვექნება. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ საბიუჯეტო სახსრების დროულად ათვისების, დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების  მიზნით. საკრებულოსგან მივიღებთ რეკომენდაციებს,საქმიან წინადადებებს“ - განაცხადა ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ. დღეს საკრებულოს ბიუროზე მერიამ ასევე 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ხარაგაულს გზების რეაბილიტაციისათვის 493 311 ლარი გამოეყო, ხოლო მაღალმთიანი სოფლების განვითრების ფონდიდან-650 000 ლარი. მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გედსამანიისა და ზვარის ბანაკამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. პროექტები გარდამავალია და ამჯერად, პირველი ეტაპი დაფინანსდა. რეგიონალური განვითრების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მარელისის ცისკაძეების, სარგვეშის ცისკაძეები უბნის, ბორითის გოჭოურის უბნის, თეთრაწყაროს ვეფხვაძეების უბნისა და ბაზალეთის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება, რაც სოფლებში ძირითადად  გზის, გარე განათებისა და წყლის მოწესრიგებას მოხმარდება. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის დაბალანაზღაურებადიანი თანამშრომლების ხელფასების გაზრდა-100 ლარით და  ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის სუბსიდირების ზრდა. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება მერის კობა ლურსმანაშვილის   ინიციატივით განხორციელდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკარების  ხელფასის მატება   100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. დღესვე, საბიუჯეტო ცვლილებით ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობას" სოფლებში  გარე-განათების ახალი  ქსელის მოსაწყობად სუბსიდია მიეცა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/qali111.jpg
21/04/2021 13:48

ქალთა საჭიროებების კვლევის მიზნით, ხარაგაულში ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), -ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით,  მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობასა და გაძლიერებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში,  ზაალ სულაკაური და ნათელა გრიგალაშვილი ხარაგაულელ ქალებზე  ჩანახატებსა და ფოტო ისტორიებს შექმნიან, რომლის მიზანი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა იქნება.  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან, შეირჩევა 30 ბენეფიციარი . შეიქმნება 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდება. ნამუშევრების შექმნის შემდეგ, ხარაგაულში გამოფენა მოეწყობა.  კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზების საძიებლად, მუნიციპალიტეტის მერიასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, თანამშრომლობით, გაიმართება დიალოგი.  დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ხელშესაწყობად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) კონსულტაციებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი-ელენე რუსეცკაია გაუწევს. ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ  ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდება.      
სრულად