სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbvgn%20cvb.jpg
04/06/2019 11:01

მუნიციპალიტეტის მერმა თათბირი გამართა

3 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველა იმ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა. „არსებული გამოწვევების ფონზე ნადმვილად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 60-მდე სოფელში დაიგო როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fvhjmc%20bn.JPG
03/06/2019 16:39

საკრებულომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში მოისმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 ივნისის მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის დეტალური განხილვა საკრებულოს კომისიების სხდომების ფორმატში, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამიტომ სხდომაზე 2018 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშზე მსჯელობა,  პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა. ძირითადი გამოწვევები, რაზეც სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა სხდომის დაწყებამდე თავად ისაუბრა, გასულ წელს დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი პროექტებია. სწორედ ეს შენიშვნები ქონდა დეპუტატების უმრავლესობას. საკრებულოს სხდომას, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ გამოწვევებზე თანაბრად პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე, საკანონმდებლო  ორგანო. მისივე განმარტებით, ის რომ სიკეთე მოსახლეობამდე დროულად ვერ მივიდა, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ  არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს, რომელთაც ამ დრომდე ვერ შეასრულეს ვალდებულებები ხელშეკრულებები უკვე შეუწყდათ. „სამწუხაროა, რომ არავინ საუბრობს იმაზე, რამდენი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში ბოლო ორი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა სხდომაზე ხარაგაულის მერმა და საკრებულოს დეპუტატებს შეახსენა, რომ 2017-2018-2019 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან, თითქმის 60 სოფელში ცენტრალური და საუბნო გზების კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.   საკრებულოს უმრავლესობამ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ უარყოფითად შეაფასა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს შვიდი საკითხი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენზე (ბოძებზე) საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) სააქციო საზოგადოება „სილქნეტისთვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 2 წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით (იჯარის ფორმით) სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ36.17.33.328). პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია „აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯიაა“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვმ (ყოფილი სარიტუალო სახლი)(ს/კ 36.05.31.202) პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშ) ორი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhmcvbnm_1.jpg
03/06/2019 14:28

ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველი საზეიმო კონცერტი ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. კონცერტი მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო დატვირთული. პატარების მონაწილეობით შესრულდა საესტრადო სიმღერები, ცეკვები და ლექსები.  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში შეკრებილი პატარები განსაკუთრებით გაახარა „მოდუსის“ ანიმატორებმა, რომლებიც ღონისძიებისთვის ხარაგაულის მერიამ სპეციალურად მოიწვია. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს.  პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა კონცერტმა, რომელიც ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. ხარაგაულელი ახალგაზრდების საინციატივო ჯგუფის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ასევე გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი „რა, სად, როდის“ და ქუჩის კალათბურთი. ინტელექტუალურ კონკურსში საჯარო სკოლების ოთი გუნდი მონაწილეობდა, სადაც საბა ებანოიძის გუნდმა გაიმარჯვა. ხარაგაულში ბავშვთა დაცვის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით განახორციელა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnxcvbn.JPG
31/05/2019 17:12

ლაშეში კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ ლაშეში, კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.   კომპანია „ბორი-85“-მა კიკალიშვილებისა  უბანში ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან, ხოლო ლაშეში 600 მონაკვეთზე დააგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG
31/05/2019 11:41

ხარაგაულში სასოფლო საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია 104 ათასი ლარით დაფინანსდა

31   მაისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი ორი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა, რომელმაც   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაზრდასთან და საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამატებით 30 ათასი ლარი გამოეყო. თანხა გადანაწილდება რეესტრიდან გამორჩენილ იმ სამ სოფელზე, რომლებიც აღნიშნულ პროექტით მიმდინარე წელს ვერ დაფინანსდა: ანეულა, მიროწმინდა და ციხისძირი. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2019 წელს საერთო ჯამში 890 ათასი ლარით დაფინანსდა. სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ მეორე  საკითხად სოფლებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან   104 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ:   ვახანის, ხიდარის, ფარცხნალისა და წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიებს. სხდომაზე მყოფი დეპუტატები დაინტერესდნენ რის მიხედვით დაფინანსდა აღნიშნული ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაგრძელდება თუ არა სოფლებში დანარჩენი საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია. როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია დაზიანების მიხედვით შეირჩა და პროექტი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ყურადღება მიექცევა იმ ამბულატორიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ორი საკითხი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ვარლამ ჭიპაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
30/05/2019 16:00

რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართება

31 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლი 1 აპრილის N 50/15 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: თემურ თაბუკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს დასაფინასებელი საექიმო ამბულატორიების სარეაბილიტაციო პროექტების მოწონების შესახებ. მომხს: თემურ თაბუკაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvbn.jpg
30/05/2019 15:36

საღანძილეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ საღანძილეში, სოფლის ცენტრალურ გზაზე  რეაბილიტაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა.  საღანძილეში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება და სოფლის სასაფლაომდე მივა.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhgjcgh.jpg
29/05/2019 14:50

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

29 მაისს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით სპორტდარბაზში  ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა. კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  ახალგაზრდა მხატვრებს შემდეგ თემებზე შეეძლოთ ემუშავათ: 1. "ეს ჩემი საქართველოა" 2. "მომავალი ჩვენია" 3. "თავისუფალი ფანტაზია". გამარჯვებულებს  კომპენტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება  და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა 3 ივნისს, 13:00 საათზე, კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghjnm.jpg
29/05/2019 13:03

ისტორიულ მუზეუმში ბარელიეფების გამოფენა მოეწყო

28 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მუზეუმის დარბაზში პირველად გაიხსნა ქალაქებისა და შენობების ხედებით გამოსახული, რამდენიმე ბარელიეფის გამოფენა, რომელიც ხარაგაულელ დამთვალიერებელს სოფელ ისლარის მკვიდრმა, გია მეიფარიანმა წარუდგინა.  გია მეიფარიანი ბავშობიდან ხატავდა, ძირითადად პორტრეტებს. თვითნასწავლ შემოქმედს რუსეთში  აქვს დამთავრებული სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი. იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორატორის სპეციალობებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გია მეიფარიანი, ხუთი წელია, რაც ბარელიეფის დარგით დაინტერესდა. ამ დროისთვის მოყვარულ ხელოვანს მოხატული აქვს ხარაგაულში მდებარე შენობის ერთ-ერთი კედელი.  გამოფენაზე, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ მოკლედ მიმოიხილა გია მეიფარიანის ცხოვრების განვლილი გზა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ისტორიულ მუზეუმში, გია მეიფარიანის ბარელიეფების პერსონალურ გამოფენაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინება თანხას, რათა ხარაგაულის ხედების და იერსახის გალამაზების მიზნით, შენობებზე ბარელიეფების გამოსახულებები გაკეთდეს. როგორც თავად გია მეიფარიანმა განაცხადა იგი საბოლოოდ დაბრუნდა სოფელში და ფიქრობს, მთელი თავისი შესაძლებლობები ხარაგაულს მოახმაროს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghnjcvbn.JPG
28/05/2019 15:21

დაფინანსდა ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17  მაისის N 1125 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 467 658  ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის სამი სოფლის ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. ზარანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1 328 მეტრიან (196 878 ლარი), ზედუბანში 2 000 მეტრამდე (241 962 ლარი), ხოლო ღუდუმექეთში 1 000 მეტრამდე (168 170 ლარი) მონაკვეთს. საერთო ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულს   4 667 658  ლარი გამოეყო.  ამ თანხით 2019 წელს 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.    
სრულად