სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/bkjlhbjk%2Cbnm.jpg
11/12/2018 10:51

ცხოვრება კიდურების გარეშე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, კიცხის იგორეთში მცხოვრებ გოჩა ბოგვერაძეს ესტუმრა და ა(ა)იპ „სათნობის სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები გადასცა. გოჩა ბოგვერაძე მარტოხელაა, არ აქვს სოციალური დახმარება და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. მან მარჯვენა ხელი და ფეხი, 2009 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, იგი პირადად გაუწევს გოჩას შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა დროულად დაენიშნოს ფულადი დახმარება და მისი ყოფა შემსუბუქდეს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ასეთი მარტოხელა, კიდურების გარეშე დარჩენილი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ და შემწეობას არ იღებენ. მერი ყველა ასეთ ადამიანთან პირადად მისვლას გეგმავს, რათა პრობლემები ადგილზე მოისმინოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0008.JPG
06/12/2018 12:39

მონაცემები და ანალიზი ხარაგაულში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის

,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“ - ასეთი არის წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება, რომლის ფარგლებში მთელ მსოფლოში 16 აქტიური დღე უკვე 25 წელია აღინიშნება . კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის  საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად, იმ ა(ა)იპების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრობას ემსახურებიან. ესენია - ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“, „შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი“ და „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.“ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ვთხოვეთ ანგარიშში ეჩვენებინათ როგორია ბავშვების ჩართულობა და წრეების მიხედვით დაგვენახა გენდერული ბალანსი. სად უფრო მეტია გოგონების ინტერესი, სად ბიჭების -  აღინიშნა შეხვედრის დროს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში  6-დან 18 წლამდე ბავშვები ირიცხება, მაგრამ აქტივობა  14-15 წლის ასაკის შემდეგ იკლებს, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორია ძირითადად  საგნობრივ წრეებში დადის, რადგან უმრავლესობა მათგანი აბიტურიენტია. სულ მოსწავლეთა სახლში 202 ბავშვი ირიცხება, აქედან 62 ბიჭია. ბიჭები ჩართულები არიან ყველა წრის საქმიანობაში.  აღსანიშნავია მათი დაინტერესება ქსოვის ერთ-ერთი სახეობის ,,მაკრამეს“ შესწავლით, ხოლო გოგონების - ხის მხატვრული დამუშავებით, ამ წრეში 12 ბავშვიდან 4 ბიჭი და 8 გოგოა. წლის განმავლობაში ღონისძიებებისა და  წრეობრივი სამუშაოებისთვის  ა(ა)იპ-ს 2 250 ლარი ჰქონდა განსაზღვრული ( წრეობრივი მუშაობისთვის მასალების შესაძენად). გასულ წელთან შედარებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა კონტიგენტი 40 ბავშვით არის გაზრდილი. რაც შეეხება ,,სპორტისა და შიდა  ტურიზმის ცენტრს“, აქ 10 სახეობის 24 სპორტული სექცია დაბასთან ერთად ხარაგაულის 10 სოფელში ფუნქციონირებს. ისევე, როგორც მოისწავლე ახლაგაზრდობის სახლში აქაც ყველა სექცია უფასოა, სპორტულ სექციებში გაერთიანებული 376 ბავშვიდან 54 გოგონაა და 322 ვაჟი. გოგონები ჩართულები არიან სპორტის ისეთ სახეობებში როგორიცაა ძიუდო ( 110 ვაჟი - 4 გოგო), კალათბურთი ( 40 ვაჟი - 35 გოგო ), კარატე (21 ვაჟი - 8 გოგო ), მძლეოსნობა (12 ვაჟი - 5 გოგო), მაგიდის ჩოგბურთი (6 ვაჟი - 2 გოგო). სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე მიმდინარე წელს გაიხარჯა 13 800 ლარი ( მგზავრობა, ღამის თევა და კვება). რაც შეხეება შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას აქ მუსიკალურ განათლებას 69 გოგო და 11 ვაჟი იღებს. სკოლაში სწავლა ფასიანია და გადასახადი თვეში 10 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლის ბაზაზე უკევ მეორე წელია ფუნქცონირებს ვოკალურ - ინსტრუმენტალური ბენდი ,,გრავე“, რომელმაც მუსიკით დაინტერესებული ბიჭებისთვის მიღება უკვე გამოაცხადა. ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში). ,,ძალიან საინტერესო ანალიზი გაკეთდა, ზოგადად ყურადღება მისაქცევია ის, რომ ერთია როგორი  ჩართულობა გვაქვს ამა თუ იმ წრეზე, ვაჟების და გოგონების მხრიდან, მაგრამ მეორეა, ვთავაზობთ თუ არა ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას მათ ინტერესებზე გათვლილ აქტივობებს. სპორტისა და ტურიზმის ცენტრში არ გვაქვს წრე, რომელიც უშუალოდ გოგონებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგალითად ტანვარჯიში ან ჩოგბურთი, მიზეზი არის ის, რომ არ გვყავს  შესაბამისი  სპეციალისტი, ჩოგბურთის შემთხვევაში - შესაფერისი ინფრასტრუქტურული გარემო. კარგი იქნება თუ ასეთი ანალიზის გაკეთების  შემდეგ ზუსტად გავთვლით ვის ვაწოდებთ სერვისს  და არის თუ არა მასში როგორც ბიჭების ისე გოგონების ინტერესები შესაბამისად დაკმაყოფილებული და ასევე, აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე. გენდერული საბჭო შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლებს ა(ა)იპ-ებთან, როგორც  გამოწვევების დასაძლევად, ისე  გარკვეული სიახლეების და მიღწევების  პოპულარიზაციის მიზნით.“ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, შრომით სფეროში ქალთა უფლებების დაცვას. მოხდა კონკრეტული მაგალითების განხილვა და მასზე მსჯელობა. დაიგმო გენდერული თუ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ყველა სახის ფორმა. მუხედვად იმისა, რომ შრომის კოდექსი, ეროვნული კანონები, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტები, მათ შორის კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ - კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა შრომის ბაზარზე, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მადლობას უხდის ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ და კულტურულ - ჰუმანიტარულ ფონდ ,,სოხუმს“ გაწეული საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/47432781_516969632117959_6742973224495087616_n_1.jpg
05/12/2018 11:26

ბორითში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე არჩილ მაღრაძესთან ერთად, საავტომობილო გზის,ხევი-უბისას მონაკვეთზე, განსახლების ზოლში მოყოლილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. განსახლების დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ უჯმაჯურიძის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, 4 დეკმებერს, 19 ოჯახთან გაიმართა შეხვედრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე მოსახლეობას დეტალურად განემარტა სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ღირებულება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არცერთი ოჯახი არ დარჩება უკმაყოფილო. დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციები გაუწიონ მოსახლეობას და პირადად მიაწოდონ ინფორმაცია განსახლების საკითხებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში. ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/dghjkhvj%2Clknl.%3Bm%2Cl.jpg
03/12/2018 17:52

ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს გაათმაგებული მონდომებით მუშაობისკენ მოუწოდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა გასული ორი დღის განმავლობაში, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებული ვითარება მოისმინა, მოსახლეობის მდგომარეობა მოიკითხა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დარიგდა გადასახური მასალა. მან მადლობა გადაუხადა ასევე, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც სტიქიის დღეებში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და დროულად ახდენდა ზარალის აღმოფხვრას.  ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს გაათმაგებული მონდომებით მუშაობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ისინი ყველა მოქალაქის პრობლემის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რათა დროულად მოხდეს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/fgjhndxgh.JPG
03/12/2018 17:39

დეპუტატებმა 9 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს

დღეს საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. ანგარიში დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში  60,3 %-ით შესრულდა, დაგეგმილი 11 997 700 ლარის ნაცვლად მიღებულია - 7 234 200 ლარი. შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია რეგიონული განვითარების ფონდიდან მისაღები თანხების გამო. გადასახადების გეგმა მუნიციპალიტეტს შესრულებული აქვს 151, 1 %-ით. დაგეგმილი 295,5 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 447,9 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილში გეგმა შესრულებულია 58,8 %-თ.  ანგარიშის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათი განცხადებით 2018 წელს დეგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ამ ეტაპზე ნახევარიც არ არის განხორციელებული.  საკრებულოს წევრებმა ასევე, ერთჯერად დახმარებების აუცილებლობაზე ისაუბრეს. საკრებულოს განთლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ერთჯერად დახმარებებზე გაცემულია მხოლოდ-900 ლარი. მისი თქმით მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ოჯახია, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და მათთვის 100-150 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მნიშვნელოვანია. დავით კიკნაძის მოსაზრებას, ერთჯერად დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით, სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც იზიარებენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გადაჭარბებით იყო დაგეგმილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლი, რომელიც ვერ შესრულდა,  ისევე როგორც ვერ შესრულდა-არა ფინანსური აქტივების  კლებიდან შემოსავლები.  ვარლამ ჭიპაშვილმა და გია თავზარაშვილმა ასევე შენიშვნები გამოთქვეს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დაბალ პროცენტულ მაჩვენებელზე. ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, გასული წლის დეკემბერში  მილიონ 700 ათასი ლარი გამოეყო და პროექტები ჯერ კიდევ არ არის მზად.   სხდომაზე ეთიკის, იურდიული, სამანდატო და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ დეკემბერში მოწვეულ იქნას რიგგარეშე საკრებულო სხდომა, სადაც მოწვეული იქნება მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც დეპუტატებს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.   ოთარ ლურსმანაშვილის პოზიცია  საკრებულოს დეპუტატებმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მერს მოუსმინონ. სხდომაზე ეკონომიკისა და  ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯაბა ბერაძის თქმით, მომავალი წლიდან დასუფთავების გადასახადი უნდა გადაიხადო დაბა ხარაგაულსა და იმ სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, სადაც ნაგვის ბუნკერებია განთავსებული. ერთ სულ მოსახლეზე, დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი იქნება-50 თეთრი.  ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ წევრზე, გადასახადი -20 თეთრით განისაზღვრა.  აღსანიშნავია, რომ  ოთხი ან/და მეტ წევრიანი ოჯახები არ გადაიხდიან ორ ლარზე მეტს (სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში-80 თეთრზე მეტს). სხდომაზე  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე წარადგინა საკითხი. კახა გოლუბიანის განმარტებით, სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურიდან ერთი შტატი გამოთავისუფლდა, რომელიც უნდა გადავიდეს კოორდინაციის განყოფილებაში, კერძოდ მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტი დაინიშნება ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286.JPG
03/12/2018 17:07

ხარაგაულის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე სტატუსის მინიჭება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/sxfghdxgcbnmbn.jpg
03/12/2018 12:41

„შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში,,

25 წელია, რაც ცივილიზებული მსოფლიო ყოველწლიურად, 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ერთვება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.  2018 წელს კამპანია იმართება მოწოდებით - „შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომის სამყაროში“. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს სოლიდარობას მთელ მსოფლიოში მიმდინარე კამპანიის - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას. ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება , როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა არჩილ მაღრაძემ და თემურ ჩხეიძემ და მერის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში ინგა ბერაძემ, დღეს მერიის თანამშრომლებს 16 დღიანი კამპანიის შესახებ საინფორმციო ბუკლეტები დაურიგეს და აღნიშნეს, რომ ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომის სამყაროში თანაბარუფლებიანობის ხელშეწყობისთვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, რასაც საზოგადოებასთან ერთად, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/dghjfghjhj.jpg
03/12/2018 10:28

ხარაგაულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურ ფაზაშია. მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა, 2 დღის განმვალობაში დროულად ახდენდა ზარალის აღწერას.  მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ჩრდილში 4 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. დაზარალებული ოჯახები ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ მოინახულეს და დაზიანებები ადგილზე დაათვალიერეს.  ამ დროისთვის, მერიას უკვე შეძენილი აქვს დაზიანებული 39 შენობა ნაგებობებისა და სახლებისათვის საჭირო ხის მასალა და თუნუქის სახურავები (ჯამში 2 612 კვ.მეტრი). მიმდინარეობს გადასახური მასალის ადმინისტრაცუილ ერთეულებში გადანაწილება.  ორი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა დაბა ხარაგაულში, ბაზალეთის, ბორითის, ვახანის, ვარძიის, ღორეშის, ხუნევის, ზვარისა და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fhgjfhkghjlkj.jpg
21/11/2018 10:56

კიბოს სკრინინგ პროგრამაში  ხარაგაული აქტიურადაა ჩართული

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო არაერთ სკრინინგ პროგრამას ახორციელებს. მოქალაქეებს უტარდებათ უფასო გამოკვლევები, რითაც სიკვდილიანობის შემცირების მიღწევაა შესაძლებელი. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს 4 კომპონენტს, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი -25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით; პროსტატის კიბოს სკრინინგი- 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესის ბენეფიციარებში 2 წლიანი ინტერვალით. იმერეთის მასშტაბით პროგრამას  ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. სისტემატურად ხდება  მოსახლეობის ინფორმირება და ჯგუფების გადაყვანა  ქუთაისში, „ევექსის“ ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში. აღსანიშნავია, რომ  ტრანსპორტირებისა  და  კვლევის ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  თითქმის  ყოველ კვირას ხორციელდება ბენეფიციარების  გამოკვლევა, ამ ეტაპზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი-შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით  სკრინინგ პროგრამაში  300-მდე  ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარების ინფორმირებას  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომელი ნანა ბერაძე უზრუნველყოფს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxghjfcghnjmvcb_1.jpg
19/11/2018 11:42

ხარაგაულს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა.  ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლეს. ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ხარაგაულში რამაზ ბლუაშვილის მოწვევით შედგა.  ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საღანძილეში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.      
სრულად