სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0788.JPG
19/12/2019 17:45

ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2019 წლის 19 დეკემბერს,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. 2020 წლის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში 8 260 ,5  ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით  534,7  ათასი ლარით მეტია, ხოლო გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი განისაზღვრა  8 402,0 ათასი ლარითგაიზარდა, რაც  2019 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით 676,2 ათასი ლარით მეტია. 2020 წლის  ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოყენებულია მომავალი 2020  წლის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 141,5 ათასი ლარი. 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაფინანსება  72,0 ათასი ლარით და განისაზღვრა  964.0 ათასი ლარით;  მოიმატა ბაღების გაერთიანების დაფინანსებამ 230,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 1 390,0 ათასი ლარით. გაიზარდა ასევე ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის   დაფინანსების ხარჯები  196,8  ათასი ლარით და ჯამში განისაზღვრა 1 942,3 ათასი ლარი. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები შეადგენს 687,3  ათასი ლარს. ასევე გაზრდილია განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  დაფინანსების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე, 2019 წლის ზაფხულის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ხარჯები; ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტულ მიმარულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და გზა ყველა სოფელს, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა და კულტურის განვითარება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 2020 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0772.JPG
19/12/2019 16:33

ხარაგაულში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

ხარაგაულში, ჭადრაკში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელშიც, ხარაგაულის N2, N3, საღანძილის, ვარძიის, ბორის, კიცხის, ღორეშის, ვაშლევის და ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VI-XII კლასის მოსწავლებს შორის ჩატარდა. I-VI კლასამდე გამარჯვებულები გახდნენ: ვაჟები: პირველი ადგილი - გიორგი კოჩაძე; მეორე ადგილი - დიმა ხიჯაკაძე; მესამე ადგილი ლუკა კურტანიძე. გოგონები: პირველი ადგილი - ანასტანია ხარაბაძე; მეორე ადგილი - ელენე კიკნაძე. მესამე ადგილი - ნინო ხიჯაკაძე. VI-XII კლასამდე გამარჯვებულები ვაჟები: პირველი ადგილი - მურადი ოკრიბელაშვილი; მეორე ადგილი - ვაჟა მაღრაძე; მესამე ადგილი - გიორგი ლურსმანაშვილი. გოგონები: პირველი ადგილი - მარიამ კვირიკაშვილი; მეორე ადგილი - გვანცა გოგოლაძე; მესამე ადგილი - ნინო ბაკურაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
17/12/2019 14:24

19 დეკემბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს

19 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო წლის ბოლო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. სხდომაზე ასევე განიხილავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კიცხში მდებარე 1 518 კვმ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობის (ს/კ N36.10.32.451) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმციას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ღორეშაში მდებარე შენობის 96.22 კვმ ფართის (ს/კ N36.06.32.341.01.501) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციას,  რომლებსაც დეპუტატებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე გააცნობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/79421895_2675639469161993_6194903150911029248_o.jpg
16/12/2019 16:51

ბიურომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი განიხილა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დღეს ბიუროს სხდომაზე, მერიამ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მას შემდეგ, რაც საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოს ბიუჯეტის პროექტი არგუმენტირებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დაუბრუნა, მერიამ კანონმდებლობის შესაბამისად მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს, საკრებულოს დარგობრივი კომისიები და ფრაქციები ხვალ, 17 დეკემბერს 11:00 საათზე განიხილავენ. ბიუროს სხდომაზევე განიხილეს კიდევ ორი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლდა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ; საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად ბიურომ 2019 წლის 19 დეკემბერის 10:00 საათი განსაზღვრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1378_1.JPG
13/12/2019 22:24

თქვენთვის შეტყობინებაა - ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ მხარდაჭერით ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა. „თქვენთვის შეტყობინებაა" - ასეთი იყო კამპანიის სახელწოდება, რომლის მიზანიც ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება გახლდათ. შეხვედრა, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,  მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში ჩატარდა და მასში  მონაწილეობა, ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. კამპანიის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის უარყოფითი შედეგები, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე, გაიმართა თემატური პერფორმანსი და გამოფენა. თეატრალიზებული მონოლოგებისას საზოგადოების წარმომადგენლებმა  მოუსმინეს სხვადასხვა პერსონაჟების (მასწავლებელი, ბაღის მეთოდისტი, მშობელი, ბავშვები) რეალურ ისტორიებს, რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მოდერატორები გახლდნენ ბავშვთა ძალადობის შემცირებისაკენ მიძღვნილი კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების  სუპერვაიზერი თინათინ ჭელიშვილი და ბექა ძოწენიძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე.    შეხვედრაზე მრავალჯერ აღინიშნა ის ფაქტი, რომ ხარაგაული პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა და მზადაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს.  ,,ძალიან კარგია , როდესაც მუნიციპალიტეტი და საჯარო სივრცე ღიაა სიახლეებისადმი, მზადაა საუბრისთვის, დისკუსიითვის, ამ ფონზე გამოწვევები, რომლებიც ნამდვილად არსებობს დაძლევადია ამბობს თინათინ ჭელიშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისაკენ მიმართული კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების  სუპერვაიზერი.  განსაკუთრებით აღასანიშნავია ის რომ შეხვედრაში მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები,  ბაგა ბაღის პედაგოგები, მეთოდისტები და დირექტორები. ძალიან ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობდა, იყო ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. ბავშვებმა წამოწიეს საკითხები ბულინგთან, ძალადობასთან და ასევე, თანასწორობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს  აღიქვამდნენ თანასწორებად  და მათი ურთიერთობა პატივისცემაზე იყო დაფუძნებული. ბავშვების მხრიდან  წამოვიდა საჭიროება, რომ გამახვილდეს ყურადღება არაფორმალური განათლების მეთოდებზე. მნიშვნელოვანია სკოლებში გაკეთდეს კლუბები, ბავშვებმა თავად მოახდინონ  იმ პრობლემების იდენტიფიცირება და რისკების შემცირება, რაც ბულინგს და ძალადობას უკავშირდება. თვითონ დაიწყონ ინფორმაციის მოძიება და ცნობიერების ამაღლება, როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში თემის დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბულინგის და  ძალადობის პრევენციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მშობელთა კლუბები, რომლებიც პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე იქნება მიმართული.“ ბექა ძოწენიძე -  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე. „შეხვედრის მიზანი იყო, რომ  მოსწავლესა და პედაგოგს და მშობელსა და პედაგოგს შორის სუბორდინაცია პოზიტიური გაგებით მოგვეშალა და მათ ღიად ესაუბრათ საკუთარი  ინტერესების შესაბამისად, რაც ნამდვილად გამოგვივიდა  ვინაიდან თითოეული ადამიანის როლი და თითოეული ინდივიდის სიტყვა იყო დაფასებული, მათ სრულიად ღიად  შეეძლოთ დაეფიქსირებინათ ნებისმიერი პოზიცია განათლების საკითხებთნ დაკავშირებით, რაც გააკეთეს კიდეც, დისკუსიაში ჩართული იყვნენ,  როგორც საჯარო სკოლის ისე კერძო სკოლის მოსწავლეები. პედაგოგები აფიქსირებდნენ იმ პრობლემატიკას, რაც სკოლაში მათი მხრიდან ჩანს და აღიქმება. დირექტორები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს გვათავაზობდნენ. ასეთი ტიპის შეხვედრის მიზანია რეალურ რეზულტატზე გავიდეთ და სკოლებში, თუ სხვა სივრცეში  აღმოიფხვარს, როგორც ბულინგი და ისე სხვა სახის ჩაგვრა.“ ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში) შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ რამდენად იცნობენ საჯარო სკოლები, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) დოკუმენტს, როგორც რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები.  აღინიშნა, რომ რეფერირებაში ჩართულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, ან მათ ოჯახებთან, ან იმ გარემოსთან სადაც ბავშვი იმყოფება  ევალება ძალადობის შემთხვევის გამოვლენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეხვედრაზე მოვიწვიეთ სოციალური მუშაკი. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს იმ სერვისებზე, რომელსაც მას სახელმწიფო სთავაზობს და  თვითონაც ჩართული იყოს მის განხორციელებაში. ციური ჩუბინი ძე ( ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი) :  - ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო სთავაზობს ბავშვს  სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანას, ალტერნატიული ზრუნვის ფორმებს, რაც შეიძლება იყოს მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი. ხარაგაულში ჩვენ ასეთი საჭიროება არ გვქონია. ძირითად შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი იქნა გამოტანილი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ და, ოჯახში ძალადობის ყველა შემთხვევაში,  ხარაგაულში ბავშვები დარჩნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, რა თქმა უნდა გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0470.JPG
13/12/2019 14:54

მერის მრჩეველთა საბჭომ წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

დღეს, ხარაგაულის მერთან, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ნიკოლოზ თოფურიძესთან მუნიციპალიტეტში არ სებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი ესწრებოდნენ. საბჭოს მხრიდან საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა უპატრონო ძაღლების მომრავლება, გარე ფასადების რეაბილიტაცია, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, შოთა გოლუბიანის მხრიდან დაისვა „ცაშეკრულას“ კანიონის მოწესრიგების საკითხი. როგორც გოლუბიანი განმარტავს, კანიონში არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების სქელი ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიფაროს მიწით. სხდომაზე იმსჯელეს ასევე, დევების გამოქვაბულისა და ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიების გარე განათებაზე. ყურადღება გამახვილდა სამშენებლო მასალებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის არარსებობაზე, რაზეც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, რომ დაბაში შესაბამისი ტერიტორია ვერ მოიძებნა და ასეთი ადგილის მოძიება მუნიციპალურ ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში მოხდება. ხარაგაულის მერმა მოისმინა ყველა დასმული საკითხისა და არსებული გამოწვევების შესახებ, რაზეც მრჩეველთა საბჭომ შეხვედრაზე იმსჯელა. მისი ინფორმაციით, მათგან გარკვეული საკითხები გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ნაწილს კი, შესაბამის სამსახურებთან ერთად გაივლის და მოგვარების გზებს დასახავს. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. საბჭო კი, 11 წევრისგან შედგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
13/12/2019 14:21

16 დეკემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 16 დეკემბერს მორიგ სხდომას გამართავს, სადაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებს ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ; მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლდა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; მომხს: ჯაბა ბერაძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2020 წელს განსახილველ საკითხთა ნუსხის განხილვისა და დამტკიცების შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0202.JPG
12/12/2019 12:24

ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო! სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა სოფელში არსებულ რესურსს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვერტყვიჭალაში ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღი აშენდება. აღსაზრდელები დროებით, ალტერნატიულ ფართში არიან გადაყვანილი. მათთვის განკუთვნილი ოთხი ოთახი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს. სკოლამდელი აზრდის დაწესებულების მშენებლობა 2020 წელს დასრულდება და 2020-21 სასწავლო წელს ვერტყვიჭალელი აღსაზრდელები ახალ ბაღში დაიწყებენ სწავლას. პროექტის ღირებულება 700 000 ლარია, საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78498223_2814468158584088_5199831955109052416_o.jpg
10/12/2019 15:17

12 დეკემბერს ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება

12 დეკემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება საპრემიერო ჩვენება ფილმისა „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. ფილმი სტუდია „პიონერფილმის" და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პროდიუსერები არიან იზა ვეფხვაძე და გრიგოლ ჩიგოგიძე, რეჟისორი მაშო გიგილაშვილი. მონაწილწობენ: ებრაელი და გერმანელი მოსწავლეები - ლეონ შავიტი და ნინა ზიგერი, ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდები. ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2 დეკემბერს შედგა თბილისში, რომელსაც საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა დაესწრო და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხაზგასმით აღინიშნა ფილმის აქტუალობის და მრავალმრივ საჭიროების შესახებ მომავალი თაობებისთვის ფილმის ჩვენებები საქართველოს არაერთი სკოლის და უნივერსიტეტის მოთხოვნით კვლავაც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში. აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულში პრემიერას დაესწრება გადამღები ჯგუფი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1348.JPG
06/12/2019 11:51

ხარაგაულის უსინათლოთა ცენტრმა შამაჯამებელი ღონისძიება გამართა

4 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული უსინათლოთა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მენეჯერის, გულიკო ჭარბაძის ინფორმაციით, მხედველობა შეზღუდული პირები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან ბრაილის შრიფტს, ცენტრში ფუქნციონირებს ასევე, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და სამაგიდო თამაშების წრე. „ჩვენ ერთად ვართ შემოგვიერთდით“ - ამ დევიზის გარშემო ხარაგაულის უსინათლოთა პროექტში 25 მხედველობა შეზღუდული ადამიანია ჩართული, მათგან 9 ბენეფიციარი წელს დაემტა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა პირებმა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროექტში ხუთი პირია დასაქმებული. ბრაილის შრიფტის შემსწავლელ წრეს მზია კურტანიძე უძღვება, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელ წრეს, ვასილ ლომიძე ხელმძღვანელობს, ლიტერატურულ წრეს - ხათუნა ლაბაძე ,  ხოლო სამაგიდო თამაშების წრეს, რომელიც პროექტს წელს დაემატა - რომან შავიძე. პროექტის ხელმძღვანელბმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც მხედველობა შეზღუდული პირების რესოციალიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.   
სრულად