სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074.JPG
11/09/2019 17:57

გიორგი გაგოშიძის ინიციატივა მერს - ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკაში პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორთან, აკადემიკოს გიორგი გაგოშიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილ საზოგადებას, გიორგი გაგოშიძე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ სფეროში ბოლო დროს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა. მიმოიხილა ასევე ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები. ისაუბრა მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ. ბატონმა გიორგიმ შეხვედრაზე დააყენა ინიციატივა, რომლის შესახებაც უკვე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, კერძოდ, მერიის დახმარებით შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ხარაგაულელი გიორგი გაგოშიძე, სრულიად უსასყიდლოდ, სამ თვეში ერთხელ ჩამოვა ხარაგაულში და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან ამ სფეროს განვითარებისთვის კონსულტაციებს გამართავს, სადაც ძალიან სასარგებლო რჩევები იქნება გაცემული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69702909_1222723837907067_27572921241174016_n%20(1).jpg
10/09/2019 15:32

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების საუბნო გზას. არსებული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე, ვარძიის მეორე უბანში, საერთო ჯამში ორივე საუბნო გზაზე 1 000 მეტრამდე ამორტიზებული მონაკვეთი კეთილმოეწყობა. მეორე უბანში გზის რეაბილიტაციასთან ერთად ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ამორტიზებული ხიდი პრობლემებს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას. სოფელში გაკეთდა ასევე, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა.   აღნიშნული პროექტები სტიქიის ფონდით ფინანსდება, რაც ასევე,  მეხუთე უბანში სანიაღვრე არხის კაპიტალურ მოწყობას გულისხმობს. სანიაღვრე არხის მოწყობის შემდეგ სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და წვიმის დროს შექმნილი პრობლემები მოიხსნება. სოფელ ვარძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 300 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0352.JPG
07/09/2019 12:57

ხიდარი-საქარიქედის მინდვრებზე დოღის ჩატარება ტრადიციად მკვიდრდება

უკვე მეორე წელია, ხარაგაულში, კიცხისა და ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით დოღი ტარდება. საცხენოსნო სპორტში მოყვარულები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებიდან იღებენ მონაწილეობას.  წელს, სოფელ ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, დოღის ფარგლებში, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას.  საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი სხლითელმა ზაზა გურიელმა დაიკავა, მეორე ადგილზე, სოფელ კიცხის მკვიდრი ავთო ფოფხაძე გავიდა, მესამე ადგილი კი, ხიდრელმა ზურაბ ჩაჩანიძემ მოიპოვა. დოღის დასასრულს, გაიმართა ღვინის კონკურ სი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ახალგაზრდა გიორგი ლელაძის ღვინომ დაიმსახურა. სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  „კარგი იქნება თუ, ამ ზონაზე, შემოდგომის პირველ კვირაში, დოღის ჩატარება და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტცია ტრადიციად დამკვიდრდება. დროთა განმავლობაში ის სახელს გაითქვამს, სხვა დატვირთვებსაც შეიძენს და საერთო სახალხო დღესასწაულად გადიაქცევა“ - აღნიშნა ღონისძიებების დასასრულს ნიკოლოზ თოფურიძემ.  ხარაგაულის მერმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა და დიდი მადლობა გადაუხადა როგორც ორგანიზატორებს ასევე, სოფლის მოსახლეობას. კიცხის ზონაზე გამართული დღევანდელი ღონისძიებების მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69640098_424070278464674_2835279706486472704_n.jpg
07/09/2019 12:34

უნიკალური სოფელი ხარაგაულში - სოფელ ფარცხნალზე ფილმს იღებენ

 ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს. ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო" წაიკითხა, სადაც სოფელ ფარცხნალზეა მოთხრობილი. სოფელზე, რომელმაც ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებას უდიდესი კორიფეები აღუზარდა. დიდი ხნის ოცნება იყო ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო ქალბატონ იზასაც. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფარცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი და მისი ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში გაიზარდნენ. ფილმის სცენარები გადაიღეს: ევგენი ხარაძის, არჩილ ხარაძის, რუსუდან და ანა ხარაძეების სახლში, კიტა ბუაჩიძის ეზო-გარემოში, გადაიღეს ასევე,  დიდი გალაქტიონ ტაბიძის დარგული ცაცხვი და სახლი, სადაც ის ფარცხნალში მასწავლებლობის დროს ცხოვრობდა. გარდა ამისა ფილმის სიუჟეტი გადაიღეს კახორის სალოცავზე და სხვა ღისშესანიშნავ ადგილებში. ფილმში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულელი ახალგაზრდებიც, რომლებიც  იმერულ სიმღერებს ასრულებენ. ფილმის რეჟისორი და ოპერატორი, „პიონერფილმის" პრეზიდენტი 16 წლის მარიამ(მაშო) გიგილაშვილი გახლავთ „ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა"-გვეუბნება მაშო გიგილაშვილი. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ფილმის სიუჟეტი ისე დაიგეგმა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ უცხოელები, რადგან ამას გარკვეული მიზანი ქონდა. ლიტერატურული თეატრის რეჟისორის ინფორმაციით ფილმს უცხოელები თავიანთ ქვეყანაში თანატოლებს ჩაუტანენ და აჩვენებნ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში, ყველფერი ეს კი ხარაგაულის და კერძოდ სოფელ ფარცხნალის პოპულარიზაციისთვის კეთდება.   ფილმის გმირები, ებრაელი- ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი „პიონერფილმის" აღსაზრდელები არიან და კინოხელოვნებას ეუფლებიან. დიდი შთაბეჭდილებებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლული ნინა ზინგერი სურვილს გამოთქვამს მომავალში აუცილებლად კიდევ ჩამოვიდეს ხარაგაულში. ფილმის გადამღები ჯგუფი მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე საკუთარი ხარჯებით იღებს. პრემიერა კი, სავარაუდოდ ნოემბერში, ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ხარაგაულში გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0115.JPG
04/09/2019 13:36

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თეთრაწყაროს, ბორის, საღანძილის და დაბის #3 საჯარო სკოლებს. სველი წერტილები ეწყობა ნადაბურის, ლეღვნის და ღორეშის საჯარო სკოლებში, სახურავი შეიცვალა  მოლითის საჯარო სკოლაში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელს, 410 000 ლარი გამოეყო. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-8cf37d345a8baa7b9e52e6e0aa6b1337-V.jpg
03/09/2019 16:54

მხატრიშვილების ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან

დღეს, სოფელ ვახანში, მხატრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა.  სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ, მიუხედავად ოპერატიული მოქმედებისა ხანძრის ლიკვიდაცია ვერ შეძლო. ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა.  ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მალხაზ მხატრიშვილის 8 სულიან ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან მაქსიმალურად დაეხმარებიან, რისთვისაც დაუყოვნებლივი რეაგირება უკვე დაწყებულია.  ოჯახის წევრებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, სახლიდან ვერაფრის გამოტა ნა ვერ შეძლეს, უკვე შეხვდნენ მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი. მათი ინფორმაციით, მხატრიშვილები, დროებით, ნათესავის სახლში იცხოვრებენ.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებული ოჯახისთვის იწყებს სოციალურ აქციას, პირველადი საჭირო ნივთების შეგროვების მიზნით. მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ მხატრიშვილების ოჯახს.  აქციის ფარგლებში ვაგროვებთ ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებ პროდუქტებს.  დახმარების მსურველები დაუკავშირდით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს. ტელეფონის ნომრებზე: 599 85 26 52 ნანა კიკნაძე; 599 37 23 72 ალექსანდრე ტაბატაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69509485_2453470661378876_897628459554045952_o_1.jpg
03/09/2019 12:01

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების ანგარიშები მოისმინეს

 2 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიების გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს, რომელიც აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეებმა მალხაზ ფხალაძემ, გივი თხელიძემ და ვარლამ ჭიპაშვილმა  წარადგინეს. ანგარიშებ ის მოსმენისას დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. საბოლოოდ, აღნიშნული კომისიის ანგარიშები დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.  სხდომაზე ასევე, განიხილეს  „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა. დეპუტატებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგები, ასევე, სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V დევდარიანის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია და ა (ა). ი. პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ გედსამანიაში მდებარე ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 177,0 კვმ. ფართის (ს. კ. 36. 08. 38. 321) „ სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0045.JPG
03/09/2019 11:47

ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ორშაბათის თათბირზე, მერის წარმომადგენლებისგან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  2 სექტემბრის მონაცემებით, ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება. სოფლის პროექტების შესრულება აქტიურ ფაზაშია. ზოგიერთ სოფელში სამუშაოები დასრულებულია.  რაც შეეხება წყლის სისტემების მოწყობას, რისთვისაც მერიამ წყლის მილებზე ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
29/08/2019 19:50

2 სექტემბერს საკრებულოს კომისიები ანგარიშებს წარადგენენ

  2 სექტემბრის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, საფინანსო – საბიუჯეტო და ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიები  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს წარადგენენ.   სხდომაზე ასევე მოისმენენ: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე წარადგენს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა საკრებულოს 2 სექტემბრის სხდომაზე კიდევ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის   მეორე კვარტლის შესრულების  შედეგებს,  სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისათვის სრულიად     საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის დავით V დევდარიანის   სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი წარადგენს და                                                                 ა (ა). ი. პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე, დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ გედსამანიაში მდებარე ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 177,0 კვმ. ფართის (ს. კ. 36. 08. 38. 321) „ სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ამ ბოლო საკითხს საკრებულოს მერიის ქონებისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე წარადგენს.                          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69634279_2426400577606143_6020889205134065664_n.jpg
28/08/2019 09:48

ხუნევში შესაძლოა სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნას

ამის შესახებ ბიუროს წევრებმა 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს. 27 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა,  ა(ა)იპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“  ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე მდებარე 117 კვმ. ფართის „სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ნანული კვინიკაძემ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფართი მუნიციპალიტეტის მერიას გასული წლის ოქტომბერში 3 წლის ვადით გადაეცა.  ახლა კი ხუნევის საჯარო სკოლის N1 შენობის პირველ სართულზე მდებარე 117 კვმ. ფართის გადაცემას მერიისაგან ბაღების გაერთიანება სამი წლის ვადით ითხოვს. დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს აღნიშნული ფართის გადაცემას „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ ამის შესახებ ცნობილი 2 სექტემბერს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გახდება.    
სრულად