სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0679.JPG
15/07/2019 17:03

საკრებულოს ბიურომ დღეს მორიგი სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ 15 ივლისს მორიგი სხდომა გამართა. ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურების, 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშები მოისმინეს.  აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავს, მანამდე კი, შესაბამისი კომისიებში იმსჯელებენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
12/07/2019 16:00

15 ივლისს საკრებულოს ბიურო მერიის სამსახურების ანგარიშს მოისმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურო 2019 წლის 15 ივლისის  მორიგ სხდომას გამართავს. ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ანგარიშებს მოისმენენ.  განხილული იქნება ორი სამსახურის ანგარიში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელსაც სამსახურის უფროსი კახაბერ გოლუბიანი წარადგენს და   შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის მომხსენებელიც ასევე, სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე იქნება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/66433021_633960470433404_5895074752447381504_n.jpg
12/07/2019 15:40

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის  10 ივლისის რიგგარეშე  სხდომაზე დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს.  მათ თანხმობა მისცეს მერს ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსთვის, დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046), სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად; მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა მაია ალავიძემ წარადგინა. საკითხი დადებითად გადაწყდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0711.JPG
12/07/2019 15:11

ხარაგაულის საკათედრო ტაძარში პირველი წირვა აღევლინა

დღეს ხარაგაულის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ჩატარდა. პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აღავლინა. ხარაგაულში პირველი საკათედრო ტაძრის მშენებლობა( ფონდის დირექტორი ცეზარ ბუბულაშვილი) ათწლეულია მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის ხელშეწყობით და შემოწირულობებით ტაძარი რამდენიმე თვის წინ დაიხურა და აღიმართა ჯვარი. დღეის მდგომარეობით მოპირკეთებულია მხოლოდ პირველი სართული, სამუშაოები ჯერ ისევ გასაგრძელებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ პეტრე-პავლობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ხარაგაულისთვის!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0430.JPG
11/07/2019 15:37

ხარაგაულის პირველ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება

ხარაგაულში დაბის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იწყება. შესასრულებელი სამუშაოებისთვის ტენდერი ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 5 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება იწყება 13 ივლისს და 16 ივლისს სრულდება. 2019-2020 სასწავლო წლის ზამთარს ხარაგაულის პირველი საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობის ახალი სისტემით შეხვდება! პროექტი ადგილობრივი ბუჯეტიდან 52 000 ლარით ფინანსდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0386.JPG
11/07/2019 11:50

ლახუნდარაში და პატარა ვარძიაში სოფლის პროექტებით წყლის ჭაბურღილები მოეწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ვარძიასა და ლახუნდარაში, კავილაძეებისა და ეკლესიის უბანში წყლის ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო. საერთო ჯამში სამუშაოების დასრულების შემდეგ 130-მდე ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს.  ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე სოფლის პროექტებით დაწყებულ სამუშაოებს ადგილზე გაცვნენ და ჭაბურღილების მომსახურებისა და მოსხლეობისთვი ს წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  სამ ლოკაციაზე ჭაბურღილის მოწყობა მოსახლეობამ, 20 თებერვალს, გამართულ საერთო კრებაზე აირჩია. ჭაბურღილები მოწყობილია, დარჩენილია წყლის რეზერვუარების შეძენა და მილების გაყვანა ოჯახებამდე, რომელიც ადგილობრივების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.  საერთო კრება წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანადართული ოქმით   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
10/07/2019 15:55

ხარაგაულის საკრებულო 12 ივლისს რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 9   წლის  10    ივლისის     რიგგარეშე  სხდომის   საკითხი:   ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში  მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;  მომხს:  ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_7.png
10/07/2019 15:18

რა გაკეთდა ხიდარში - სოფლის ინფრასტრუქტურა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის ჯორტების უბნის გზის 1 000 მეტრიან მონაკვეთს, მიმდინარე წელს, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.   საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე განხორციელდა აღნიშნული მონაკვეთის გაფართოება, მოხრეშვა-მოსწორება. ბეტონის საფარის დაგებას კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს. ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ხიდარში ჯორტების უბნის გზის რეაბილიტაციას შპს „გურია - 2015“ ასრულებს, რომელმაც ტენდერი 153 471 ლარად მოიგო. გზის რეაბილიტაცია ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სოფელ ხიდარში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 2014 წელს აშენდა საბავშვო ბაღის ახალი შენობა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, 2015 წელს მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზის 5კმ.-იანი მონაკვეთი, ამავე წელს სოფლის პროექტებით აშენდა ახალი სარიტუალო სახლი, 2017 წელს ბეტონის საფარი დაიგო სოფლის სასაფლაომდე და სკოლამდე მისასვლელ გზაზე, 2018 წელს აშენდა და კეთილმოეწყო დაწყებითი განათლების, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, საჯარო სკოლის ახალი შენობა. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესრულდება სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა და მოხდება შენობის ინვენტარით უზრუნველყოფა. ხიდარი, ზ.დ. 520 მეტრზე, მდინარე ბორიმელას სანაპიროზე, ხარაგაულიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულია, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. მერის წარმომადგენელი ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოტე ბერაძე; ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ხარაგაულის საკრებულოში - ნონა ზურაბიანი.  #სოფლის_ინფრასტრუქტურა
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0618.JPG
09/07/2019 16:30

ხარაგაულის მერთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა

9 ივლისს, ხარაგაულის მერთან ნიკოლოზ თოფურიძესთან, რიგით მეორე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.  საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პოლიეთილენის შემგროვებელი ბუნკერების დაცლისა და მათი სეპარირების საკითხი. ხარაგაულის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მიერ დაწყებული პროექტი „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ ამჟამად, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის მოვლა-პატრონობაშია. ეს უკანასკნელი კი,  ჰიდრავლიკური პრესის გაუმართაობის გამო ბუნკერების დაცლას და პოლიეთილენის სეპარირებას სისტემატურად ვერ უზრუნველყოფს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ზუსტად ამ საკითხზე დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დიოქსინ ფურანების მართვაზე მუშაობს. მერი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და პოლიეთილენის შემგრობეველი ბუნკერების დაცლა და სეპარირება უფრო ინტენსირი გახდება.  საბჭოს წევრებმა ძირითად საკითხად დააყენეს ასევე, დაბის წყალმომარაგება და ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის პროცესში ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სტიქიით დაზიანებული ლეღვნის წყლის მთავარი მაგისტრალის აღდგენამდე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ალტერნატიული რეზერვუარის მოსაწყობად პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგება, ვერ სახელდება. რაც შეეხება ხარაგაულის ქუჩებში მაღალი გამავლობის მანქანების ინტენსიურ გადაადგილებას, რომლებიც სამშენებლო მასალას ეზიდებიან, კომპანია black sea group -ი ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ ახორციელებს გზის მორწყვას. საბჭოს წევრების აზრით, კარგი იქნება თუ მერი პირადად გააკონტროლებს გადარეცხვის შემდეგ  ქუჩების დაგვა-დასუფთავებას. მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. მრჩეველთა საბჭო სულ 11 წევრისგან შედგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0582.JPG
09/07/2019 11:28

ნოდარ ახალკაცის ტურნირი ვახანის გუნდმა მოიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, 3 ივლისს, სოსო და მურთაზ აბაშიძეების სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირმა ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები.   ტურნირის ფინალური შეხვედრა 8 ივლისს  გაიმართა, სადაც ერთმანეთს  ვახანისა და დაბის გუნდები  დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეტად საინტერესო  და ძალზედ დაძაბული გამოდგა. მატჩი ვახანის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა დაჯილდოება. გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები: საუკეთესო მეკარის ტიტული წილად ხვდა  იაკობ შავიძეს, საუკეთესო მცველი გახდა ზურაბ ეჯიბაძე, საუკეთესო ნახევარმცველი კი, გიორგი კურტანიძე, ხოლო ტურნირის ბომბარდირის წოდება გაიოზ ბლუაშვილს მიენიჭა. ასევე, დაჯილდოვდა  ტურნირის ასაკოვანი და ვეტერანი ფეხბურთელი  სოსო აბაშიძე, რომლის სახელსაც ატარებს ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონი. გამარჯვებული ვახანის გუნდს ტურნირისათვის სპეციალურად დაზადებული თასი გადაეცა. ორგანიზატორების თქმით ტურნირი  ყოველწლიურად გაიმართება.
სრულად