12/11/2026
16 ნოემბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება
სხდომაზე 18 ნოემბრის და 7 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხას განიხილავენ
საკითხთა ნუსხა
18 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2027 წლის
პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების შესახებ
მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,
ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში მდებარე
23412 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.14.33.083)
შპს ,,New Road”-ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით,
სასყიდლით 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და
ქონების მართვის სამსახურის უფროსი
07 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წელს
სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მისი აღკვეთისათვის გატარებული
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია
მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და
არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2027 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების
შესახებ
მომხს: ლენა კალანდაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2026 წელს გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიში
მომხს: ლენა კალანდაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
სრულად
06/11/2026
11 ნოემბერს , მთავარი სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა“ გაიმართება
11 ნოემბერს , ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა“ გაიმართება.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო სივრცეები, საინტერესო პროგრამა და განსაკუთრებული გარემო დახვდებათ, რაც თითოეულ მათგანს დაუვიწყარ ემოციებს შეუქმნის.
„ გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ხარაგაული და გსურთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული ერთად აღვნიშნოთ. სტუმრებს ტრადიციულად მრავალფეროვანი, სადღესასწაულო სივრცეები და საინტერესო პროგრამა დახვდებათ. ველოდებით საპატიო სტუმრებს, ხარაგაულელებსა და მათ, ვისთვისაც ჩვენი მხარე ძვირფასია. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუმარი იპოვის მისთვის საინტერესო გარემოს და ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაგვამახსოვრდება. გელოდებით ხარაგაულში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
სტუმრების დახვედრა დევების შემოსასვლელთან დაიწყება, საზეიმო ღონისძიებები კი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდება. ადგილზე მოეწყობა ისტორიული მუზეუმის ფოტოექსპოზიცია „ხარაგაული საუკუნის ინტერვალით“, საგამოფენო და თეატრალიზებული სივრცეები, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ტურიზმის კუთხეები, ასევე საბავშვო-გასართობი და სპორტული ზონები. დამთვალიერებლებისთვის მოეწყობა სეზონური ნობათით და ბუნებრივი მასალებით გაფორმებული ფოტოზონები, პარალელურად კი სტუმრებს მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დათვალიერებისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
დღესასწაულის მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები უზრუნველყოფენ. კონცერტი „ხარაგაულის ხმების“, ხარაგაულის კვარტეტის, ანსამბლების, „ოდილას“, „საუნჯეს“, „უბისის“, „მთიელის“, ასევე სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება , ,,ხარაგაულობა“ კი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება.
სრულად
03/11/2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკი
საკრებულოს წევრები კანონით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, ყოველწლიურად ხვდებიან ამომრჩევლებს და აწვდიან ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ.
გაეცანით შეხვედრების გრაფიკს, რომელიც მოიცავს დეპუტატების, სოფლებისა და შეხვედრების თარიღების შესახებ ინფორმაციას
ადმინისტრაციული
ერთეული
საკრებულოს წევრის სახელი და გვარი
ანგარიშის წარდგენის დღე
ანგარიშის წარდგენის დრო
საკონტაქტო ტელ. N
დაბა ხარაგაული
გივი თხელიძე
4 ნოემბერი
13.00 საათი
595457668
დაბა ხარაგაული
ეკა ტერინე შველიძე
4 ნოემბერი
13.00 საათი
595331050
ბაზალეთი
იზოლდა ვეფხვაძე
3 ნოემბერი
17.00 საათი
557192332
ზვარე
ვლადიმერ ტალახაძე
5 ნოემბერი
16.00 საათი
577671462
ბორითი
მანანა ბარბაქაძე
6 ნოემბერი
13.00 საათი
577442828
მოლითი
მერაბ ტალახაძე
6 ნოემბერი
17. 00 საათი
595600434
მოლითი
სპარტაკ ლაცაბიძე
6 ნოემბერი
17. 00 საათი
596117058
წიფა
ბესიკ ტალახაძე
6 ნოემბერი
16.00 საათი
598523400
ლეღვანი
გელა მაღრაძე
9 ნოემბერი
15.00 საათი
599852625
წყალაფორეთი
როინ გელაშვილი
9 ნოემბერი
15.00 საათი
599407079
ხევი
ბესარიონ გრიგალაშვილი
9 ნოემბერი
14.00 საათი
599253071
ნადაბური
დოდო ხაჩიძე
10 ნოემბერი
16.00 საათი
5951328112
---------
სრულად
02/11/2026
დღეს, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა , რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე
კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ
საკრებულოს წევრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა.
დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო
სკოლის“ ხელმძღვანელმა , ლალი ალექსიძემ .
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4ySYrHy ]
საკრებულოს სხდომაზე ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში ,რომელიც დეპუტატებს ამავე გაერთიანების ხელმძღვანელმა ოთარ ბანცაძემ გააცნო .
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4BWtTrp ]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის
სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა.
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4itOydo
დეპუტატები ასევე გაეცნენ ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშს , რომელიც ამავე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ წარმოადგინა.
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4iusvDj
ანგარიშები, დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა
სრულად