სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dgfhcvbn.jpg

ხარაგაულის კინოთეატრში ხატვის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

3 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში „ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის“  გამარჯვებულების  გამოვლენა-დაჯილდოება მოეწყო. 

კონკურსში მონაწილეობა საბაზო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათ საშუალება ჰქონდათ ნახატები შეესრულებინათ შემდეგ სამ თემაზე: „ეს ჩემი საქართველოა“’,   „მომავალი ჩვენია“ და „თავისუფალი ფანტაზია“.

კონკურსის პირობებიდან გამომდინარე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ასაკობრივ კატეგორიაში. პირველიდან-მეექვსემდე, მეშვიდედან-მეცხრემდე  და მეათედან მეთორმეტე მოსწავლეთა კლასებს შორის.

I-IV კლასის მოსწავლეებს შორის პირველი სამი ადგილის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი ადგილი-მარიტა ჩაგელიშვილი (III კლასი გიმნაზია).
მეორე ადგილი-თათია ნოზაძე        (VI კლასი, ნადაბური).
მესამე ადგილი-მართა გურგენიძე  (V კლასი, გიმნაზია).
VII-IX კლასების გამარჯვებულები არიან:
პირველი ადგილი-თეონა ჭიპაშვილი (VII კლასი, გიმნაზია).
მეორე ადგილი-ნოდარ მანჩხაშვილი (VII კლასი, ზვარე).
მესამე ადგილი-ეკატერინე ბუაჩიძე (VII კლასი , ნადაბური).

X-XII კლასებს შორის საპრიზო ადგილი დაიმსახურეს:
პირველი ადგილი-მარიამ გელაშვილი (X კლასი, ნადაბური).
მეორე ადგილ- ლუკა ყრუაშვილი (X კლასი, გიმნაზია).
მესამე ადგილი-ანა კვინიკაძე ( X კლასი, მესამე საჯარო სკოლა).

ხატვის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და საჩუქრებით.

კონკურსის ორგანიზატორები გახლდათ, ა(ა)იპ  "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი" (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლებისა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

ნანახია: 5568 - ჯერ