ხარაგაულში პროექტებზე სამუშაოები სპეციალური პირობების დაცვით გაგრძელდება.
დღეს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ.
→ კომპანიის ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ის აუცილებელი მოთხოვნები გააცნეს, რაც მუნიციპალიტეტში სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში უნდა დაიცვან! კორონა ვირუსის პრევენციის და კონტროლის მიზნით, კომპანიის წარმომდგენლებმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლონ დასაქმებულის ტემპერატურა სამუშაოზე გამოცხადები ს მომენტისთვის!
→ მეწარმეებს გადაეცათ სპეციალური კითხვარი, რომელიც დასაქმებულმა პირმა უნდა შეავსოს.
→ უნდა გაკონტროლდეს პერსონალის ტრანსპორტით ჯგუფურად გადაყვანის პროცესი. აუცილებელია ტრანსპორტს რეგულარულად ჩაუტარდეს დეზინფექცია, მგზავრები ისხდნენ ჯვარედინად, დისტანციურად და შიგნით მსხდომ პირებს ეკეთოთ პირბადე.
→ პერსონალის ჯგუფური კვებისას დაცული უნდა იქნეს საგანგებო სიტუაციებით გასაზღვრული მოთხოვნა, პერსონალის სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. დასაქმებული პირები საცხოვრებელ გარემოში არ უნდა იყვნენ კომპაქტურად შესახლებული.
→ მუნიციპაიტეტი ვალდებულია მიამაგროს მაქსიმუმ 2 ობიექტზე ერთი პერსონა ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვის კონტროლის მიზნით.
→ ხარაგაულის მერის ინფორმაციით, კონტრაქტორი იმ შემთხვევაში გააგრძელებს პროექტზე სამუშოებს თუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას შეასრულებს.
სრულად