სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0485.JPG
27/11/2020 12:31

ბიუროს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს, 27 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა. ბიუროს წევრებმა ორი საკითხი მოისმინეს. ეს საკითხებია  1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: პეტრე შარიქაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი აღნიშნული საკითხები 30 ნოემბრის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდა დასამტკიცებლად! ბიუროზე ასევე, ინფორმაცია გააკეთა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა - N48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_38.jpg
26/11/2020 17:21

27 ნოემბერს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 27 ნოემბერს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს სხდომაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები 1. ინფორმაცია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 – 2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს: პეტრე შარიქაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. სხვადასხვა: N 48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად კობა ლურსმანაშვილის არჩევის შესახებ ცნობად მიღების თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/127505228_2069673493167568_6438620301864245440_o.jpg
25/11/2020 13:50

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

ხარაგაულის ახლად არჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. ახლად არჩეული მერი პირველივე სამუშაო დღეს აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში. კობა ლურსმანაშვილმა საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლოდ საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის საკითხი, რაც ხარაგაულის ინტერესებისა და განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელია. ,,ყველა მოქალაქისათვის მერის კაბინეტის კარი ღია იქნება და აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებ. შევეცდები, გავამართლო იმ ადამიანთა იმედები, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს და ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცი, განვახორციელო. ჩემი მიზანია, ყველა საკითხი, რაც დღეს მუნიციპალიტეტში აქტუალურია, უმოკლეს დროში გადაწყდეს და ხარაგაული ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი გახდეს .“-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. ახლად არჩეულ მერს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლების გაცნობა პირველ სამუშაო დღეს არ დასჭირვებია, რადგან ყველა თანამშრომელს აქამდეც კარგად იცნობდა. იგი ხარაგაულის გამგებლის თანამდებობას 2013-2016 წწ. იკავებდა. 2016 წელს არჩეულ იქნა ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატად. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებზე კობა ლურსმანაშვილს ნდობა მოსახლეობის 55, 7 % -მა გამოუცხადა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak_1.jpg
19/11/2020 12:51

ხარაგაულის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოებაში მიიღო

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  საკრებულომ აღნიშნული დოკუმენტები ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს დაევალათ. ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე Kharagaulinews.gov.ge.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_34.jpg
16/11/2020 15:05

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებსა და ფრაქციებს.   საბიუჯეტო პროცესში ჩართვის მსურველ პირებს და ორგანიზაციებს აღნიშნული პროექტების გაცნობა შეგიძლიათ საკრებულოს აპარატში შემდეგ მისამართზე: დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15 ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს გაეცნობით ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე Kharagaulinews.gov.ge  ამასთანავე, გაცნობებთ, რომ პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები შეგიძლიათ წარმოადგინოთ საკრებულოს აპარატში ზემოაღნიშნულ მისამართზე მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_37.jpg
16/11/2020 14:53

ხარაგაულის საკრებულო 17 ნოემბრის რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_36.jpg
16/11/2020 14:50

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოებაში მიიღო. ბიუროს სხდომა 16 ნოემბერს 11 საათზე ხარაგაულის საკრებულოში ჩატარდა და ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიურ ფორმატში მოხდება, რის შემდეგაც შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნდება. მუნიციპალიტეტის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 17 ნოემბერს 11 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_33.jpg
13/11/2020 14:46

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 16 ნოემბერს მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2020 წლის 16 ნოემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.მომხს: მაია ალავიძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_32.jpg
11/11/2020 16:49

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ „სუფთა რეგიონი 2020“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ხარაგაულის მოსახლეობას შეუძლია წარმოადგინოს ფოტო-მასალა შემდეგი ნომინაციებისთვის! ყველაზე სუფთა ქუჩა სუფთა, ლამაზი ეზო სუფთა, ლამაზი, საწარმოს დაწესებულების ეზო  ლამაზი აივანი იაქტიურეთ! იყავით პირველები, წარმოაჩინეთ თქვენი უბნის, დაბის, სოფლის ყველაზე ლამაზი/სუფთა ქუჩა, ეზო, აივანი, ....გააცანით ის სრულიად საქართველოს მოსახლეობას! ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე pr.kharagauli@gmail.com ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 18 ნოემბრის ჩათვლით. გამოგზავნილ ფოტო-მასალის შეგროვებას და ორგანიზატორებთან გაგზავნას უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური! კონკურსი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - KGT, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსს აფასებს სპეციალურად კონკურსისათვის შექმნილი ჟიური! გამარჯვებულები დასახელდება 2021 წლის იანვარში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_30.jpg
11/11/2020 16:37

ხარაგაულელ ფერმერ ქალებს სასოფლო-სამეურნეო მასალები გადაეცათ

სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ხარაგაულელ ფერმერ ქალებს, რომლებიც მცირე მეურნეობით არიან დაკავებული, მათივე საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მცენართა დაცვის ქიმიური საშუალებები გადაეცათ. „პროექტს გაეროს განვითარების ფონდი აფინანსებს. სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების მხარდაჭერა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ გადაეცათ საქმიანობისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო მასალები. მომავალში მოწყვლად ჯგუფს საკუთარი მეურნეობის გასაფართოებლად ასევე ტრენინგები ჩაუტარდებათ“ - განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ. „სოფლად მცხოვრები ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პანდემიის გავლენის მიმართ, უარყოფითი ეკონომიკური შედეგების გარდა, ბევრი ქალისთვის იზოლაციაში ყოფნას საოჯახო საქმის მნიშვნელოვან მატებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ოჯახური ძალადობის საფრთხეს უკავშირდება. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ შინამეურნეობებს, რომლებთაც ქალები უდგანან სათავეში, ხელს ვუწყობთ პანდემიის მიმართ მათი მედეგობის გაზრდას და ვაწვდით იმ აუცილებელ ხელშეწყობას, რომელიც მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას სჭირდება“. აღნიშნავს UNDP(გაეროს განვითარების პროგრამის) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობ 9 ბენეფიციარს გადაეცა, რომლებიც განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩენ!
სრულად