სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1018.JPG
20/01/2021 17:02

ხარაგაულის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება შეიქმნება. აღნიშნული საკითხი  დღეს, 20 იანვრის  საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და დღესვე გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით საკითხი მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. მისი განცხადებით,  განყოფილება წარმოდგენილი იქნება სამი საშტატო ერთეულითა და სამი ხელშეკრულებით დასაქმებული პირით. განყოფილებაში აუცილებელი პირობაა, რომ იყოს იურისტი, ფსიქოლოგი და სოც მუშაკი. კახა გოლუბიანის თქმით, ახალ განყოფილებას საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე ექნება შესასრულებლად. ამიტომ დანიშვნის შემდეგ თითოეული  თანამშრომელი გაივლის სპეციალური სწავლების ორ თვიან კურსს. საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განცხადებით  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ხარაგაულშიც არის გამოწვევები. „იმედი მაქვს განყოფილებაში დასაქმდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ბავშვთა სჭიროებები და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ“ - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია  სჯობს ხელშეკრულებით თანამშრომლების აყვანა დროებით გადაიდოს და განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მხოლოდ  შტატით დანიშნულებმა იმუშაონ.  კახა გოლუბიანის თქმით, ბავშვთა უფლებებს  საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა და სამი თანამშრომელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს ის ვალდებულებები და უფლება-მოსილებები, რომელიც განყოფილებამ უნდა შეასრულოს. საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი გასულ წელს მიიღო და დაამტკიცა. შემდეგ შეიმუშავეს საკითხი, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კოდექსის აღსასრულებად ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.   დღევანდელ სხდომაზე კახა გოლუბიანმა ასევე, წარმოადგინა საკითხი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მერიაში ხელშეკრულებით დანიშნულთა რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 24-ამდე. სამი მათგანი ახალი განყოფილების თანმაშრომელი იქნება, ხოლო ერთი -  ადმინისტრაციული ერთულის სპეციალისტის თანმადებობაზე დაინიშნება. აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ; საკითხი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ღორეშაში მდებარე სოფლის ცენტრალურ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა.   და ბოლო საკითხი, რომელიც მერიის ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ალავიძემ წარადგინა ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემას შეეხებოდა. რომლის გადაცემაზეც ხარაგაულის მერმა თანხმობა მიიღო. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1049.JPG
20/01/2021 16:46

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობის მოწყობა მიმდინარეობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს.  დღეს, სკოლაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე მუნიციპაური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.  ამ ეტაპზე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. სასწავლო პროცსის აღდგენის შემთხვევაში სკოლის კონტიგენტი, მშენებლობის დასრულებამდე, სოფელ ვარძიის სკოლის შენობით ისარგებლებენ.  წყალაფორეთში სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.  ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მოსწავლეები სწავლას, 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ მარელისის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1066.JPG
18/01/2021 16:32

მერიაში წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, 2021 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრა მერიაში წლის ბოლოს განხორციელებული საკადრო პოლიტიკით დაიწყო და ხალხის არჩეულმა მერმა, წარმომადგენლებს ახალი მოადგილეები და მერის თანაშემწე წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობას, რაც მუნიციპალიტეტის წარმატების ფორმულის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საუბარი შეეხო, პანდემიით არსებულ გამოწვევებს. მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოსთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ განმეორდეს სოციალური აქცია, რომელიც წინსაახალწლოდ პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს შეეხო. ამ საკითხზე მუშაობა მან მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს დაავალა სოციალური სამსახურისა და მერის წარმომადგნლების ჩართულობით. თავის მხრივ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური აქციის ფარგლებში კვლავ ის ბენეფეციარები შეირჩევა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. მერის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ასევე, გასულ დღეებში, ხანგრძლივი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია პერიოდულად გრძელდება. შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და რაშიც მერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას, რადგან ისინი თავად ირჩევენ მცირე პროექტებს დასაფინანსებლად. კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების წარმოდგენის დროს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისკენ მოუწოდა. ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების ფუნქციონირებაზე. ყურადღება გამახვილდა ნადაბურის თემზე, სადაც, წლებია, სოფლებში ექიმის არარასებობის პრობლემა დგას. მერის ინფორმაციით, ეს გამოწვევა ახლა, ნაწილობრივ დაძლეულია. ნადაბურში დაინიშნა საზოგადოევბრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ვალდებულია, შესაბამისი განათლებით, კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო კონსულტაციები გაუწიოს მოსახლეობას. აღნიშნული პრობლემა, ამ კუთხით დარეგულირდება ასევე, მაღალმთიან სოფელ გედსამანიაშიც. სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდამავალი პროექტების მიმდინარეობა სოფლებში არ შეჩერებულა, ხოლო რაც შეეხება ახალ დაფინანსებას, მერია ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. თავის მხრივ, მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ზოგიერთი ნაწილი შეხვედრის ფორმატში გადაწყდა, ხოლო ზოგიერთის მოგვარების გზები შესაბამამისი თანამდებობის პირებთან გადანაწილდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_42.jpg
18/01/2021 16:19

ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

20 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომაზე ბიუროს წევრები მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ასევე-განხილული იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარმოადგენენ საკითხს   მერიასა და საკრებულოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა  რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებაზე. წარმოგიდგენთ 20 იანვრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში „ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.  მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი. 3.ხარაგაულის მუნუიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი:კახაბერ გოლუბიანი 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად  შრომითი ხეკლშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართება ასევე, 20 იანვარს 11 საათზე;    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133971955_2979878758925944_397799479062379443_o.jpg
30/12/2020 14:18

ხარაგაულში საახალწლო ნობათების გაცემა მიმდინარეობს

წინა საახალწლოდ ხარაგაულში სოციალური კამპანია მიმდინარეობს.   კამპანიის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები საკვები პროდუქტის ნაკრებს და ტკბილეულს ადგილზე მიიღებენ.   ხარაგაულის მერიამ სოციალური კამპანიისთვის 35 000 ლარი გამოყო, საერთო ჯამში დახმარება მიიღო 700-მა ბენეფიციარმა. საახალწლო სოციალური აქტივობები განახორციელეს ასევე,   ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ  რომელთაც საახალწლო ტკბილეული გადასცეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 606 აღსაზრდელს. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ადმინისტრაციამ საახლწლო ნობათი ტკბილეული და ხილი მიიღო, უფასო სასადილოს 73-მა ბენეფიციარმა. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურმა  ტკბილეული გადაეცა 15 წლამდე ასაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 25 შშმ პირს. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა  ტკბილეულის ნაკრები გადაეცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რეგისტრირებულ 180 ბავშვს.  ხარაგაულის მერის პრველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი:   „მთავარი აქცენტი უკიდურესად გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, დევნილებზე, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეებზე, სამამულო ომის ვეტერანებზე, მარტოხელა მშობლებსა და ხანდაზმულებზე გავაკეთეთ. 35 000 ლარი გამოვყავით ბიუჯეტიდან და ამ თანხით დახმარებას 700 ოჯახი მიიღებს. პროდუქტების ადგილზე მიტანას მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. ძალიან სასიხარულოა, რომ წინა საახალწლოდ სოციალურ აქტივობებში აიპებიც ჩაერთვნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ყველას გვესმის, რომ, დღეს, პანდემიის პირობებში, გვიწევს ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით თავს წარმატებით გავართმევთ. ბედნიერ 2021 წელს ვუსურვებ ყველა ხარაგაულელს და სრულიად საქართველოს“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133570898_2851117591795623_6850404132142625460_o.jpg
30/12/2020 14:14

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ამერის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

ფარცხნალის თემში, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას, ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის ახალი წარმომადგენელი დანიშნა. ავთანდილ თაბუკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა. იგი გასულ წლებში იყო ამავე სოფლის დეპუტატი და ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი პირადად ესტუმრა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს და მერის ახალ წარმომადგენელს ეფექტური და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. თავის მხრივ ავთანდილ თაბუკაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა, უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ჩაერთოს სოფლის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში და ყველა გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133937147_2978725072374646_4045053158356260347_o.jpg
30/12/2020 14:11

თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულელებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

ჩვენმა ბიჭებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს 79კგ. ევსემი შველიძე - ვერცხლის მედალი - II ადგილი 86 კგ. ზაურ ბერაძე - ბრინჯაოს მედალი - III ადგილი 125 კგ. თედო ებანოიძე - IV ადგილი   დღეს, 28 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში-2020 -ის დასკვნითი შეხვედრა, თბილისში გაიმართა. ხარაგაულელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები გადაინაწილეს, რითაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საგზურები მოიპოვეს. მედალოსნებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადის საკვალიფოკაციო ტურნირებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბიჭებს ამ წარმატებას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/kic.jpg
30/12/2020 14:08

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

მოსახლეობასა და მერს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი აქვს მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცვთ სოფლის წარმომადგენლების შერჩევას. დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი, პაატა ბერაძე შეუდგა საქმიანობას.   ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა ახალ წამომადგენელს და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 სოფელი შედის; კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო. პაატა ბერაძე ამბობს, რომ მისთვის საპასუხისმგებლოა ახალი თანამდებობა და ყველაფერს გააკეთებს, დაგროვილი გამოცდილებით დიდი სარგებელი მოუტანოს კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133031592_2097389497062634_6529571642357508409_o.jpg
30/12/2020 11:37

ხარაგაულის მერიას საკონფერენციო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა. პროექტი კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პროექტში ჩართულ ყველა პირს. ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის დ ა ქვემო ქართლის რეგიონებში ხორციელდება. პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_41.jpg
29/12/2020 17:26

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის 20 იანვარს მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 20 იანვრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 5 (ხუთი) წლის ვადით, სააყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად