გეოგრაფია

ზოგადი ცნობები ხარაგაულზე


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  29 688. კაცი ცხოვრობს. სიმჭიდროვეა 28,2 კაცი 1 კმ-ზე, ანუ რაიონი სუსტად არის დასახლებული. შესამჩნევია სისტემატური დემოგრაფული კლების ტენდეცია. განსახლების ძირითადი არეალი ზ. დ. 200-600 -ის ფარგლებშია მოქცეული. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტებია ფონა და სახვლარი, რომლებიც ზ. დ. დაახლოებით 1000-1100-მდე მდებარეობენ.

სოფლის მეურნეობა


მუნიციპალიტეტის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.  მთლიანი ტერიტორიის 1,5% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ამ ტერიტორიის 70,9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1% (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5% , მუდმივ ნარგავებს – 22,5%,მრავალწლიან ნარგავებს-6,6%) სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. ხარაგაული მეფუტკრეობის მხრივ წამყვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში. განვითარებულია მევენახეობამეხილეობამესიმინდეობამეცხოველეობა.

ვაზის  ჯიშებიდან გავრცელებულია:

ცოლიკაური, ციცქა, იზაბელა, პინო, თეთრი და შავი ალიგოტე. მათი უმრავლესობისგან საშამპანურე ღვინის კარგი მასალა მზადდება.

 

ტურიზმი


მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ამას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და კურორტინუნისი.

 

მრეწველობა


საბჭოთა მმართველობის დროს განვითარებული იყო მრეწველობაც. მოქმედებდა კვების, სამთო მრეწველობის, ხე-ტყის საწარმოები, ღვინის, რძისა და ავეჯის კომბინატები. დღესდღეობით მრეწველობის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მიმდინარეობ სამშენებლო ქვის ბლოკების დამზადება, ხე-ტყის დამუშავება, იწარმოება მინერალური წყალი ზვარე.

რაიონის სამრეწველო საწარმოებდან აღსანიშნავია მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკა (რომელიც ამჟამად ძალზე მცირე დატვირთვით მუშაობს), მინერალური რესურსების საექსპლუატაციო უბნები: მარმალილოს (ხორითი), გრანიტის (ვახანი, მოლითი), საბორდიურე, სამშენებლო ქვის (ხანდები, კოზმანი), ყოფილი სამტრესტის ღვინის ქარხნის ბაზაზე მოქმედი სააქციო საზოგადოება „იმერი“, ხე-ტყის დამამუშავებელი რამდენიმე მცირე საწარმო.

რაიონში მაღალ დონეზეა განვითარებული ხალხური რეწვა: საქასრიის, ვერტყვიჭალის, ციხისძირის, მაქათუბნის, ხევის მცხოვრებნი ცაცხვის, ბლის ხეების ქერქისგან, თხილის წნელებისგან უზადო ოსტატობით წნავენ კალათებს, გიდელებს, საყვავილეებს, საპურეებს, თიხისგან დამზადებულ დოქებს, ქოთნებს, ღვინისჯამებს, ქვევრებს. თიხის ჭურჭელს ამკობენ მოჭიქვით, მოხატვით, ამოკაწვრით და რელიეფური ფიგურებით.

 

ხარაგაულის სტრატეგიული მდებარეობა


მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის გვირაბითა (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.). აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალის და ხაშური-სამტრედიის რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის რამდენიმე სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა.

 

 კულტურული მემკვიდრეობა


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნაშთები ადასტურებენ, რომ ქართველი ერის მთელი არსებობის მანძილზე აქ სიცოცხლე ჩქეფდა. ხარაგაულის  რაიონში არის მღვიმე „დევისხვრელი , სადაც პირველყოფილი ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში .

აღსანიშნავია ბეჟათუბნის ბრინჯაოს ნივთების განძი, რომელიც ძვ XI - X სს ით თარიღდება, სარგვეშის ცნობილი ნეკროპოლი, სადაც ანტიკური ხანის რწყინვალე ოქროს სამკაულები აღმოჩნდა, სოფელ ლაშის  ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან  ჩამოსხმული მინიატურული ვერძის ქანდაკება , რომელიც ძვწელთაღრიცხვის VII - V სს. განეკუთვნება, ბორის განძი, რომელიც ძვ. I დაახალი წელთაღრიცხვის III -ით თარიღდება.

სოფელ სარგვეშში აღმოჩენილია ანტიკური ხანის მდიდრული სამარხი, რომელშიც იპოვეს ვერცხლის თასი, ბეჭდები, სამაჯურები, მძივები. ისინი ახ.. I საუკუნეს განეკუთვნება.

რაიონის ტერიტორიაზე უხვადაა მიმოფანტულ ფეოდალური ეპოქის ძეგელები: უბისის სამნავიანი ბაზილიკანუნისის ,,დედაღვთისა

ვანის ,,წმინდა გიორგის და ბორითის ,,კოზმანისეკლესიები. XI- XIII  სსმნიშვნელოვანი ძეგლია ვარძიის სამონასტრო კომპლექსიგედსამანიის , ტბეთისლაშისნებოძირის ეკლესიები და მრავალი სხვა.

ხარაგაულის ტერიტორიაზე უხვადაა უძველესი სასულიერო, საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობები, ციხეები, კოშკები. ცნობილია, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე აუღებელი ციხეები საზღვრის მცველნი იყვნენ იმერეთის სამეფოში.

ხარაგაულის რაიონზე გადიოდა ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზა.

 ქრისტეს მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მობრძანებით ეს მიწა და ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მის მიერ ხარაგაულის მთებში აღმართული რკინის ჯვარი იცავს მის შემოგარენს.

 

ფოლკლორი


ხარაგაულში განსაკუთრებით მოკრძალებით ეპყრობიან ისეთ კულტურულ ფენომენს, როგორიც არის ფოლკლორი. რაიონში არის ფოკლორული და ხალხური სიმღერის ცნობილი ანსამბლები, უძველესი, დიდი ტრადიციების მქონე თეატრი. მოსახლეობა დღემდე ინახავს ხალხურ  ტრადიციებს.

ხარაგაულის რაიონში გამრჯე, კეთილშობილი და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ადამიანები ცხოვრობენ, განთქმულია იმერული სამზარეულო, თიხის კეცებზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპური, უძველესი ტრადიციებით დაყენებული ღვინის გემო და სურნელი, აქ სტუმარი ,,ღვთისაა“ და მისი მოსვლით ოჯახში ზეიმი ისადგურებს. მჭერმეტყველებით მოგხიბლავთ სუფრის წამმართველი  - თამადა.

მობრძანდით, დატბით, საკუთარი თვალით ნახეთ საქართველოს ეს ულამაზესი რაიონი, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია და ქართულ ადათ-წესებსაც განსაკუთრებული კრძალვით ინახავენ.

 

მასალა აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული და ქართულენოვანი ვიკიპედიიდან

 

 

ხარაგაულის ისტორია


ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია მარგვეთის საერისთაოში შედიოდა.
აქ გადიოდა "აბრეშუმის გზა" . ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც აღმოჩენილია სოფელ ბორში ძვ. წთ. აღ. I და ახალი წთ. აღ. მე-3 საუკუნეებში. უნიკალურია ასევე ოქროს ნივთებით მდიდარი სარგვეშის სამაროვანი ახალი წთ.აღ. I- IV ს. და ლეღვნის სამარხეული კოლექცია. ხარაგაულის სახელწოდებაც დიდ "აბრეშუმის გზასთანაა"დაკავშირებული, კერძოდ, ის ადგილები, სადაც ახლა დაბა ხარაგაული მდებარეობს ხეობაში მგზავრების დასასვენებელ ადგილი იყო, მიმავალი ქარავნები ხშირად ისვენებდნენ ჩხერიმელას ხეობის გაშლილ ადგილზე, დასვენების დროს ხეობაში ხორაგი გროვდებოდა და ეს სახელწოდება და ეს ამბავი ლეგენდის სახით შემორჩა ამ ადგილის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა "სამეფოსა საქართველოსა"–ში ამ ადგილზე ხორაგეულის ციხეს მიუთითებს, ეს ციხე ეკუთვნოდათ მამუკაშვილ აბაშიძეებს და ციხის ადგილმდებარეობა დღეისათვის ცნობილი არ არის. რუსული "ცარიზმის" დროს რუსებმა ხორაგეულს "ბელაგორი" უწოდეს. კერძოდ ლეგენდა მოგვითხრობს, რომ როდესაც ერთმა რუსმა მთავარმმართებელმა ხარაგაულის ტერიტორიაზე მატარებლით გაიარა, ფანჯრიდან მომზირალს აღმოხდა: "какие сдес белые гори" ამის მერე დასახლებას ბელაგორი ეწოდა. რევოლუციის შემდეგ ცვლილება ბელაგორის სახელწოდებასაც შეეხო, მეფის რუსეთის დროინდელი სახელი შეიცვალა და ორჯონიკიძე ეწოდა – სოფელ ღორეშაში დაბადებული სერგო ორჯონიკიძის საპატივცემულოდ. "ორჯონიკიძის რაიონი", ასე მოიხსენიებოდა იგი საბჭოთა რეჟიმის დროს, მისი დამხობის შემდეგ კი დაბას ისევ ძველი სახელი ხარაგოული დაუბრუნდა, თუმცა შემდეგ შელამაზდა და დღეს ხარაგაულად მოიხსენიება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, "დევისხვრელი". სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. III ს. I – ძვ. წ. ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟში. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.
ფეოდალურ ხანაში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. ტერიტორია არგვეთის საერისთავოში შედიოდა.
1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის ჯარს შორის. ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
1917 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. დაბა ხარაგაულში დასახლება გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1905-07 წლების რევოლუციის დროს ზემო იმერეთის ნაწილმა, კერძოდ კი სადგურ ყვირილასა და ხარაგაულის (ბელაგორის) მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა გლეხებმა გამოაცხდეს ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა. 1921 წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაში მოხვდა, 1928-1929 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი რაიონის სახით განაგრძო არსებობა. 1932-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.


მასალა აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან "ხარაგაული" და ქართულენოვანი ვიკიპედიიდან.

 


ხარაგაულის გეოგრაფია 


ხარაგაულის რაიონი ( ფართობი 913,9კმ²) მდებარეობს საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში, იმერეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება ხაშურისა და საჩხერის, დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, ჩრდილოეთით ჭიათურისა და და საჩხერის, სამხრეთით ბორჯომისა და ბაღდათის რაიონები. რაიონის ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონში შედის 20 ტერიტორიული ერთეული. ხარაგაულის რაიონში შემავალი სოფლების რიცხვია 78.

 ხარაგაულის რაიონი მთაგორიანია.მისი ტერიტორია  მოიცავს იმერეთის მაღლობის, ლიხის და მესხეთის (უმაღლესი მწვერვალი_სამეცხვარიოს მთა_2642მ.) ქედების ნაწილებს. სურამის(948მ.) და რიკოთის (999მ.) უღელტეხილებზე გამავალი საავტომობილო გზებით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოს.

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, ზომიერად ცივი ზამთრითა და 600მ. სიმაღლემდე, ცხელი, მშრალი ზაფხულით. ხოლო 600 მ-დან 1200მ-დე ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით მერყეობს 3,2_ დან 3,9º-მდე, ივლისის კი 22,6_დან  15,_6ºc_მდე.ნალექი 1200_1800მმ. წელიწადში.

რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა. მას ბევრი მდინარე ერთვის, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნი ჩხერიმელა, რომლესაც სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე 1150მ. სიმაღლეზე.იგი მთლიანად მიეკუთვნება ხარაგაულის რაიონს და მისი ტერიტორიის 39კმ. კვეთს სათავიდან შესართავამდე. მდინარე ჩხერიმელის ხეობაში გაყვანილია რკინიგზის მაგისტრალის ერთ-ერთი  რთული მონაკვეთი (წიფა_ძირულა).

მდინარე ძირულა და მისი შენაკადები ძირითადად საზრდოობენ თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე,წყამცირობა ზაფხულში.

წიაღისეულიდან აღსანიშნავია:მარმარილო, მოსაპირკითებელი დიორიტი, საკედლე ქვა, კვარციანი ქვიშა, თერმული და მინერალური წყლები.

რაიონის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე, რომელსაც უკავია მთელი ფართობის 2/3- ზე მეტი (68,2%). მთისწინეთსა და დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, რომელსაც ერევა წაბლი, მუხა, იფანი, ცაცხვი, საშუალო ზონაში ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე ბუჩქნარი, ბევრია ხვიარა მცენარე, ძირითადად კი გაბატონებულია წიფლნარი. ტყის ზემო სარტყელში ფოთლოვანების გარდა არის ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო მდინარეების ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.

რაიონის მთის ტყეებში ბინადრობს კავკასიური ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი.ფრინველებიდან აღსანიშნავია როჭო, მწყერი, შაშვი, კოდალა, ქორი, ყვავი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია ქაშაყი, კოლხური ტობი, ციმორი, წვერა, ღორჯო, მდინარეთა ზემო დინებაში არის კალმახი.

რაიონის კურორტებიდან აღსანიშნავია ნუნისი და ზვარე „სამთა ნუნისი“ ელიტარული მთიანი კურორტია მისი პოპულარობა განაპირობა თბილმა (27-28 º-c ) მინერალურ-გოგირდოვანმა წყალმა რომელიც გამოიყენება კანის სამოძრაო ორგანოების ქრონიკული და პერიფელიური ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია .კურორტ ნუნისთან ახლოს არის სოფელი ზვარე, აქ არის ზვარის ცნობილი მინერალური წყლები. მინერალური წყალი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ . ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა მინერალური წყლის ჩამოსხმა , ამჯამად შეჩერებულია, მაგრამ წყლის საუკეთესო  სამკურნალო თვისებები, საოცრად ლამაზი გარემო და მდებარეობა  კურორტს განვითარების საიმედო პერსპექტივას უსახავს.

ხარაგაულის რაიონს განვითარების ფართო პერსპექტივას უსახავს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი. რაიონის ბუნება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ადამიანის უშუალო ზემოქმედება არ განუცდია და წარმოდგენილია ტყის მასივებით, მდინარეთა ხეობებით, კარსტული ფორმებით, კრისტალური ქანებით და წყაროებით, ტურიზმის მომავალი განვითარების არსებით ფაქტორს წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტში მოიპოვება შემდეგი ბუნებრივი რესურსები: მარმარილო (მოლითი, მარელისი, ფონა), თეთრი მარმარილო (ჭარტალი), თიხა (გოლათუბანი), მოსაპირკეთებელი მასალა (წიფა), სამშენებლო ქვები (ამაშუკეთი, საქასრია), კვარცის მიწა (ქროლი), აზბესტი (ბჟინევი).

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული (3215 მცხოვრები). იგი მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობაში. ზ. დ. 280-400 მ-ზე. დაბაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი, ხარაგაული_ძირულას 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზით იგი უკვავშირდება დასავლეთ_აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასას.

რაიონის ტერიტორია მაგისტრარული- სატრანსპორტო ხაზებით უზრუნველყოფილია. მას აღმოსავლეთით ჩრდილო-დასავლეთისკენ კვეთს წიფისა (სიგრძე 3910 მ) და ხანდების (740 მ.) გვირაბში გამავალი, ქვეყნის აღმოსავლეთის და დასაავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რკინიგზა და ძირულა- სურამის მარშუტის ორი საავტომობილო გზატკეცილი.  მათგან ერთი რიკოთის უღელტეხილით (სიგრძე 1722 მ.) და ძირულის ხეობის გავლით (48 კმ.),  ხოლო მეორე სურამი უღელტეხილით და ჩხერიმელას ხეობის გავლით (55 კმ.)  გადადის მეზობელ ზესტაფონის რაიონში.ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საერთო სიგრძე  215 კმ-ია.

ხარაგაულის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა მეტყველებს მის სტრატეგიულ პოლიტიკურ - სამეურნეო და სოციალურ - კულტურულ მნიშვნელობაზე.

 

ინფორმაცია აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული“

 

ნანახია: 0 - ჯერ