სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/202024155_1386995431685823_2620949259517867465_n.jpg
16/06/2021 15:32

სოფელ გედსამანიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელ გედსამანიაში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მეკა“ აწარმოებს. ,,პროექტის ფარგლებში ნიაღვარდამჭერი ცხაურები და ფერდების დამცავი გაბიონები მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად დავიწყეთ, პროექტი ორწლიანია, წელს 300 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია პროექტი მთლიანად წელს დასრულდეს"- აცხადებს შპს ,,მეკა"-ს დამფუძნებელი დირექტორი კახი კვატაია. სოფელ გედსამანიაში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით დაფინანსდა. ბეტონის საფარი აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0402.JPG
16/06/2021 12:46

ხარაგაულის მერი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად,  “შ.პ.ს.  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილეს, აკაკი მშვიდობაძეს, ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი სირაძეს, საპროექტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ნარიმანიძეს, გარემოს დაცვის და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაკა გოდერძიშვილს,  ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროს მამუკა ქვათაძეს და სამშენებლო და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ სოფელ ლეღვანში, თაგვების უბანში, მცხოვრები მოსახლეობა წინააღმდეგია ახალმა მაგისტრალმა მათ უბანი გადაკვეთოს. ეს პოზიცია დაადასტურა ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა, გელა მაღრაძემ.  მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკითხთან დაკავშირებით განმარტა: „ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას თუკი  ვინმეს საკუთრების უფლება შეიზღუდება, მათ კანონი დაიცავს. თუმცა, თუკი მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ არის წინააღმდეგი, რომ მობეტონებული გზა გარკვეულ მონაკვეთზე დაზიანდება - სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და დაბრკოლებების გარეშე უნდა განხორციელდეს.“ მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში, დამსვენებელთა შემოსვლის გამო,  წყლის მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ აუცილებელი იქნება წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობა. როგორც რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მამუკა ქვათაძემ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა და წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის 2-3 საათით გახანგრძლივდება. შეხვედრაზე, როგორც წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფელ ლეღვნიდან წამოსულ მაგისტრალზე  დიდვაკისა და საღანძილის მოსახლეობის დაერთება მოხდება. შეხვედრის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მერიის სამსახურებისა და  გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, „თაგვების უბნის“ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ახალ მაგისტრალს მათ უბანზე გაევლო და მშენებლ კომპანიას ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ. ,, ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და განვუმარტეთ, რომ თუკი წყლის მაგისტრალის მშენებლობისას მოხდება მათი საკუთრების დაზიანება, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. შემოთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტზე უარი განვაცხადეთ, რადგან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ ეს შესაძლოა პროექტისთვის საფრთხის შემცველი იყოს  ‘’ - აცხადებს დავით დევდარიანი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0397.JPG
16/06/2021 09:25

უნდა ვიამაყოთ ყველამ ერთად ხარაგაულის თეატრით - რეზო კლდიაშვილი

პრემიერა შედგა. ხარაგაულის თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ წარსდგა. თანამედროვე დრამატურგის რეზო კლდიაშვილის პიესაზე  რეჟისორი ირინე ჩხეიძე თეატრალური დასთან ერთად  4 თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მუშაობდა. ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად პრემიერას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , პიესის ავტორი, რეზო კლდიაშვილი და  თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ლევან როხვაძე ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასასრულს კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის თეტრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის თეატრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს , აღფრთოვანებული ვარ, მე ვფიქრობ ის ნიჭიერება, რომელიც ხარაგაულს აქვს სრულად გამოვლინდა დღეს ამ სცენაზე. ესა რის ჩვენი სულის , ჩვენი გულის ნამდვილი გამოძახილი. მინდა წარმატებები ვუსურვო დასის თითოეულ წევრს, თითოეულ თქვენთაგანს და წარმატება ვუსურვო ხარაგაულს.“ თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს მადლობა გადაუხადა თეატრის მიმართა გამოხატული მხარდაჭერისადმი და აღნიშნა ,რომ დასის წევრები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ. ლევან როხვაძე : ,,დარბაზი სავსეა ოვაციებით, რომელიც ჩვენ ასე გვენატრება, ისევ გაცოცხლდა თეატრი და გილოცავთ. ხარაგაულის თეატრს სიხარულით ველოდებით იმერეთის მე-12 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც სიურპრიზები ელოდებათ.“ განსაკუთრებული ემოციების მატარებელი იყო პიესის ავტორის რეზო კლდიაშვილის სიტყვა: რეზო კლდიაშვილი: ,,სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ 8 წელიწადია სრული ანშლაგით მიდის ახმეტელის თეატრში, მინდა გითხრათ, რომ ის სპექტაკლი, ისე მიყვარდა და ისე ვიყავი მიჩვეული, რომ არც მქონდა სურვილი სხვაგან დადგმულიყო. აი ახლა ვიდექი და თურმე ეს ისეთი პატრიოტული სპექტაკლი ყოფილა, ფინალმა შემშალა, ცრემლები წამომივიდა, გაოგნებული ვარ, ეს რა დასია და ეს რა მსახიობებია, მთელი ჩემი ცხოვრება მოვდიოდი ხარაგაულში და ვერ მოვაღწიე და აი ამ სიბერეში ჩამოვედი და თურმე ამ დღეს უნდა მოვსულიყავი. ძალიან კარგები ხართ , მომენატრებით ძალიან, 19 ში ქუთაისში წარსდგებით , რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქია და  ამ სპექტაკლს ძალიან დიდი ინტერესით ელოდება. მე ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ ხარაგაულის თეატრით. ვერ გეტყვით , რომ არ ვარ განებივრებული, კარგი სპექტაკლებით , მაგრამ დღევანდელმა სპექტაკლმა შოკში ჩამაგდო.“ სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა.  90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები  ვხდებით. სპექტაკლი  მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა. სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ ხარაგაული  , 19 ივნისს იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგება. წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0004_1.JPG
14/06/2021 18:41

ბაზალეთში მერის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად  თამაზ ჭიპაშვილი დაინიშნა. თამაზ ჭიპაშვილი ამ დრომდე ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა. თენგიზ ჭიპაშვილი, რომელიც 2014 წლიდან ამ დრომდე, ბაზალეთში მერის წარმომადგენლად მუშაობდა, დღეიდან ასისტენტად გააგრძელებს მუშაობას. ბოლო პერიოდში ხარაგაულში  მერის სამი წარმომადგენელი შეიცვალა. წარმომადგენლებმა პოზიციები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/198498373_1161085490963638_1700557753931476700_n.jpg
14/06/2021 12:17

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც კიცხის, ხიდრის, ვარძიის და წყალაფორეთის მოსახლეობა ჩაერთო.  „გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რადგან ეს კონკრეტული აქცია მისი ინიციატივით ჩატარდა. იშვიათია, როცა თვითმმართველობიდან გვაქვს ასეთი შემოთავაზება და მზაობა. იშვიათია ასე ზედმიწევნით ზუსტად აანალიზებდე სისხლის უანგარო დონორთა მობილიზების საჭიროებას ქვეყანაში“ - აღნიშნავს სისხლის საქალაქო სადგურის მთავარი მენეჯერი მარინა რუხაძე. სწორედ ამიტომ, ხარაგაულის მერიას, საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სისხლის უანგარო დონორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. „ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა კიცხის ზონის მოსახლეობას აქციაში ჩართულობისთვის, ასევე მადლობა მერიის ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას აქციის ორგანიზებისთვის. კვლავ მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ქველმოქმედებაში“- ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.   „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს. 14 ივნისი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს  უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობა წარმოადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd56_as6d_a6sd_65_1.JPG
11/06/2021 12:44

ექვს ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა.   საბჭომ  მაღალმთიან  დასახლებაში  მუდმივად  მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 9 მოქალაქეთა განცხადება განიხილა. ექვს გამცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო სამს უარი ეთქვა დოკუმენტში არსებული უზუსტობის გამო. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი. იხილეთ        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ES.jpg
11/06/2021 11:41

ღორეშაში გამარმარილოებული კირქვის მოპოვებაზე სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

2021 წლის 18 ივნისს, 13:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფელ ღორეშას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, დაგეგმილია შპს ,,ლაიმსთოუნ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (გამარმარილოებული კირქვების) პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. სკოპინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A1.jpg
10/06/2021 16:58

გაცოცხლებული პროექტები

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცოცხლა, ასეთი პროექტი სულ ათია . მათგან ზოგი უკვე დასრულდა , ნაწილი განხორციელების ეტაპზეა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რატომ ხდება 2018-1019 წლებში დაგეგმილი პროექტების ახლა გაცოცხლება, რა ხელისშემშლელი მიზეზები არსებობდა პროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე, რა სამუშაო გასწია ხარაგაულის მერიამ, პროექტების გაცოცხლებისთვის, ამასთან დაკავშირებით კომენტარს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აკეთებს. კობა ლურსმანაშვილი: როგორც იცით, ხარაგაულში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელ  პროექტებზე  პრობლემები არსებობდა, რაც არ იყო დამალული და  ყველასთვის ცხადი იყო. სირთულეები იყო ასევე პროექტების განხორციელების ეტაპზეც, ამიტომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ბევრი პროექტი გაჩერდა, მეწარმეებთან  ხელშეკრულებები შეწყდა, და ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გათხოვილ იქნა. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად გავიარეთ ეს საკითხები და 2020 წლის დასრულებამდე ოთხი პროექტი გავაცოცხლეთ, ხოლო ახლო პერიოდში უკვე  6 პროექტის გაცოცხლება მოხერხდა, ჯამში სულ ათი ძველი პროექტი განვაახლეთ, რომელსაც მოსახლეობა ელოდებოდა და პრაქტიკულად დაუსრულებელ პროექტებს ეძახდნენ . ამ პროექტებიდან  რამდენიმე უკვე დასრულდა. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი არ იყო ადვილი და მარტივი . ჩვენ გავაკეთეთ პროექტების გადაფასებაც , გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  თანხების დამატება, რათა ეს პროექტები  მოქმედებაში მოგვეყვანა. ძველი გაცოცხლებული პროექტების  ფარგლებში ჩვენ დაგვემატა ფინანსები, ეს გახლავთ მილიონ 200 ათასი ლარი, რომელიც გამოიყო მარელისში და ლეღვანში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის. აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოების წარმოებისთვის გასულ წელს გამოყოფილი იყო ფინანსები, თუმცა   აღდგენის და სამუშაოების დასრულების კუთხით არსებობდა პრობლემები. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები,გამოვლენილი არის შემსრულებლები. როგორც მოგახსენებათ, ძირითადი სტიქიის ეპინცენტრი იყო ლეღვან - მარელისი და დიდვაკე, სევე ცენტრალური გზის მიმდებარე სოფლები, სადაც მიმდინარეობს ხიდების და ხიდბოგირების აღდგენითი სამუშაოები. მიმაჩნია რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მისმა ყველა რგოლმა განსაკუთრებით მოადგილეეებმა , ბატონმა ვალერი ჭიპაშვილმა და დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურის მიმართულების სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა კარგად იმუშავეს და საერთო ჯამში გუნდური მუშაობით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს . საგულისხმოა , რომ ეს შედეგები მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოიფარგლება. ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა მასშტაბური პროექტებიც, რომლებიც ხარაგაულში აქტიურად მიმდინარეობს.“ გთავაზობთ ხარაგაულის მერიის ძალისხმევით 2018 -2019 წლებში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს: სოფელ მოლითის და ბაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. გზის რეაბილიტაცია ბაბში უკვე დასრულდა, მოლითში კვლავ მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 283 ათას 126 ლარი. სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის  და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია.პროექტი უკვე დასრულდა, ღირებულება 304 ათას 999 ლარი. სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი), პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 440ათას 189ლარი. სოფელ თეთრაწყაროში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი). პროექტი დასრულებულია, ღირებულება 150 ათასი ლარი. სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი). პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 202 ათას 556 ლარი. სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია.პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 268 ათას 216 ლარი. სოფელ ნუნისის გზის რეაბილიტაცია ხიდიდან მონასტრამდე . პროექტი მიმდინარეობს , ღირებულება 217 ათას 042 ლარი. სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია. პროექტი მიმდინარეობს , ღირებულება 361 ათას 756 ლარი. ლეღვანი - მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 137 ათას 475 ლარი. გოლათუბანში სხვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაცია. პროექტი მიმდინარეობს, ღირებულება 275 ათას 500 ლარი. ესაუბრა ინგა ბერაძე 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_2.JPG
10/06/2021 14:06

გოგონებისთვის და ბიჭებისთვის მკლავჭიდში შეჯიბრება გაიმართა

"ხარაგაულის ა(ა)ი.პ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში" მკლავჭიდში მოსწავლეთა შორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 141 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას მათგან 108 ბიჭი და 33 გოგო. შეჯიბრს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები 2007-2009 წ. გოგონათა შორის : 40 კგ. I - შველიძე ნინო (დაბის #2 საჯარო სკოლა); II - შავიძე თინათინი (დაბის #2 საჯარო სკოლა); 45 კგ. I - ბერაძე ნინო (დაბის #2 საჯარო სკოლა); II - ყანჩაველი ნინო (ბაზალეთის საჯარო სკოლა); III - ღონღაძე ანა (გიმნაზია); 50 კგ. I - თაბუკაშვილი ქრისტინე (დაბის #2 საჯარო სკოლა); II - ლომსაძე ანა (დაბის #2 საჯარო სკოლა; 55 კგ. I - ჭყოიძე ნინო (მარელისის საჯარო სკოლა); II - მაჩიტაძე ანა (ბორითის საჯარო სკოლა); III - ხარაძე ლანა ( დაბის #2 საჯარო სკოლა); 60 კგ. I - ნიქაცაძე ანა ( დაბის #2 საჯარო სკოლა); II - წიქარიშვილი ლანა ( ბორითის საჯარო სკოლა); 65 კგ. I - ხარატიშვილი თამარი (დაბის #2 საჯარო სკოლა); II - ტაპატაძე ანა ( საღანძილის საჯარო სკოლა); III - მახათაძე ქეთევანი (დაბის #2 საჯარო სკოლა); 75 კგ. I - კურტანიძე ლიზი (ბორითის საჯარო სკოლა); II - ბანცაძე ლიზი (დაბის #2 საჯარო სკოლა); III - კიკალიშვილი თინათინი (გიმნაზია); 80 კგ. I - ბერაძე ეკა (გიმნაზია); II - ბოგვერაძე ქეთევანი (დაბის #2 საჯარო სკოლა); 2004 - 2006 წ. გოგონები 45 კგ. I -  მაღლაფერიძე გვანცა (დაბის #2 საჯარო სკოლა); II - ჭანკოტაძე თიკო (საღანძილის საჯარო სკოლა); III - კიკნაველიძე მელანო (ლეღვნის საჯარო სკოლა); 55 კგ. I - სარალიძე თინათინი (ბორის საჯარო სკოლა); II - სახვაძე ანა ( ბორითის საჯარო სკოლა); 65 კგ. I - შარიქაძე გვანცა (ლეღვნის საჯარო სკოლა); II - რიკაძე მარიამი (ბორითის საჯარო სკოლა); III - ფოფხაძე ნია (დაბის #2 საჯარო სკოლა); 80 კგ. I - შარიქაძე ნინი ( ლეღვნის საჯარო სკოლა); II - გუდაძე მარიამი (  დაბის #2 საჯარო სკოლა); III - კამკამიძე მარიამი (ბაზალეთის საჯარო სკოლა); 2007- 2009 წ. ვაჟები 40 კგ. I - სარალიძე ჯაბა ( ბორის საჯარო სკოლა); II - გაბუნია ლუკა ( საღანძილის საჯარო სკოლა); III - კურტანიძე გიორგი ( ბორითის საჯარო სკოლა); 50 კგ. I - კვირიკაშვილი ლიკა ( ბაზალეთის საჯარო სკოლა); II-პაკსაშვილი ნუკრი (ბაზალეთის საჯარო სკოლა); III-იჩქიტიძე გიორგი (დაბის #2 საჯარო სკოლა); 55 კგ. I-ბარბაქაძე კოტე (ბორითის საჯარო სკოლა); II-გორგაძე ლუკა (დაბის #2 საჯარო სკოლა); III-ტაპატაძე კახა (საღანძილის საჯარო სკოლა); 60 კგ I-კამკამიძე დავითი (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-თაბუკაშვილი ნოდარი (დაბის #3 საჯარო სკოლა); III-ბარბაქაძე გიორგი (ბორითის საჯარო სკოლა); 65 კგ I-ნიქაბაძე ვახტანგი (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-დუგლაძე ზურაბი (დაბის #2 საჯარო სკოლა); III-გოგოლაძე ნიკა (დაბის #2 საჯარო სკოლა); 70კგ I-თაბუკაშვილი გიორგი(დაბის #2 საჯარო სკოლა) 80კგ I-თაბუკაშვილი თორნიკე (დაბის #2 საჯარო სკოლა) 85კგ I-ლურსმანაშვილი ნიკოლოზი (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-ღონღაძე სანდრო (გიმნაზია); III-ჩუბინიძე მერაბი (გიმნაზია) 2004-2006 წ. 45კგ I-კაპანაძე ლევანი (საღანძილის საჯარო სკოლა); II-ტოროშელიძე ზურაბი (გიმნაზია) 50კგ I-იოსებაშვილი არჩილი (დაბის #3 საჯარო სკოლა); II-ცხოვრებაძე გიორგი (დაბის #2 საჯარო სკოლა); III- ლომსაძე საბა (მარელისის საჯარო სკოლა) 55კგ I-მანჯავიძე ლევანი (დაბის #3 საჯარო სკოლა); II-ტაპატაძე ლუკა (საღანძილის საჯარო სკოლა); III-შარიქაძე ლევანი (ლეღვნის საჯარო სკოლა); 60კგ I-ლურსმანაშვილი გურამი (დაბის #3 საჯარო სკოლა); II-ლურსმანაშვილი თამაზი (დაბის #2 საჯარო სკოლა); III-ღამბაშიძე მერაბი (დაბის #2 საჯარო სკოლა) 65კგ I-ლურსმანაშვილი საბა (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-მაღრაძე თემური (მარელისის საჯარო სკოლა); III-გიორგაძე გიორგი (გიმნაზია) 70კგ I-ნიქაბაძე საბა (დაბის #2 საჯარო სკოლა) II-კაპანაძე ლევანი (ბორითის საჯარო სკოლა) III-ოქრომჭედლიძე დემური (ბორის საჯარო სკოლა); 75კგ I-ნანიტაშვილი თორნიკე (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-ბლუაშვილი ნიკა (გიმნაზია) III-ხარატიშვილი ავთო (დაბის #2 საჯარო სკოლა); 80კგ I-სებისკვერაძე ელგუჯა (დაბის #2 საჯარო სკოლა); II-ბერაძე რომეო (ხიდრის საჯარო სკოლა) 85კგ I-ხიჯაკაძე შალვა (ბორის საჯარო სკოლა) II-კაციტაძე ლევანი (ხიდრის საჯარო სკოლა) III- ლურსმანაშვილი რეზო (დაბის #3 საჯარო სკოლა 85+კგ I-კაციტაძე ნიკა (ხიდრის საჯარო სკოლა); II-ყაველაშვილი გიგი ( საღანძილის საჯარო სკოლა); III-პავლაძე ილია (ბორის საჯარო სკოლა);
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0080.JPG
10/06/2021 11:29

ხარაგაულში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო

ხარაგაულის წყალარინების(კანალაზიცია) მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.  ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან  ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  ამ ეტაპზე ხარაგაულში წყალარინების ცენტრალური სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რასაც  დაბის ტერიტორიაზე გზის მთლიანი საფარის რეაბილიტაცია და გაკეთება მოჰყვება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაული დიდი ხანია ელოდება წყალარინების სისტემის მოწესრიგებას. მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა ამ პროექტის განხორციელებას. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა  და აღარც მდინარე და აღარც გარემო არ დაბინძურდება.  მოსახლეობას,  რასაც დავპირდით ყველაფერს ვაკეთებთ , მათ შორის ფაქტია კეთდება წყალარინებაც და აქტიურად ხორციელდება  ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, ორივე საკითხი დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.“   პროექტის მეორე ეტაპი გამწმენდი ნაგებობის, კოლექტორის და შიდა ქსელების მოწესრიგება იქნება. პირველი ეტაპით გათვალიწინებული სამუშაოები დაფინანსებულია და ვადებში დასრულდება. სამუშაოებს  ფირმა ,,მაილი კონტრაქშენი“ აწარმოებს.  პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მილიონ  800 ათასი ლარი დაიხარჯება.  
სრულად