სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdfghsfdgfd.JPG
17/10/2018 12:05

ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი თამაში, 12 ოქტომბერს, სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის სტადიონზე  „გეზრბენში“ გაიმართა. შეჯიბრში 8 სკოლის უფროსკლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდები ოთხ-ოთხი მონაწილით იყო დაკომპლექტებული. თამაშში  პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდენ. გოგონებს შორის პირველი ადგილი ხევის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე-უბისის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილზე დაბის #2 საჯარო სკოლა გავიდა.   ვაჟებს შორის პირველი ადგილის მფლობელი კვლავ ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი #2 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საღანძილის საჯარო სკოლა გავიდა. სასკოლო სპორტული-ოლიმპიადა გრძელდება. შემდეგი თამაშები გაიმართება: კალათბურთი - 19 ოქტომბერს, ხოლო მინი ფეხბურთი - 1-2 ნოემბერს. ოლიმპიადა მხიარული სტარტებით 9 ნოემბერს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghjdghdfgh.JPG
15/10/2018 18:15

ევსემ შველიძემ  დავით გობეჯიშვილის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტსმენმა, ევსემ შველიძემ (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი) დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულს (79 კგ. წონით კატეგორიაში)  ოქროს მედალი და თასი გადაეცა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის, წელს, მეთხუთმეტედ რაჭაში გაიმართა. ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და რუსეთის, მოჭიდავეები.         
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghnjmcnmvcnm.JPG
15/10/2018 17:02

ბიუროს სხდომაზე სოციალურ საკითხებსა და საპრივატიზაციო ობიექტებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, პირველ საკითხად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის გაწეული მუშაობის შესახებ 9 თვის ანგარიში განიხილეს. აღნიშნული ანგარიში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა. როგორც ნანა კიკნაძე აღნიშნავს,  ხარაგაულის მერია  6 ძირითად პროგრამას და 17 ქვეპროგრამას ახორცილებს.  9 თვის მონაცემებით სოციალურ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ  434 800 ლარია გაცემული, აღნიშნული თანხით დახმარება 1789 ბენეფიციარს გაეწია. ნანა კიკნაძემ, ასევე, ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ა(ა)იპ „სათნოების სახლისა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიერ  გაწეული  მომსახურებების შესახებ. განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაჭირვებულ მოქალაქეებზე  ერთჯერად, 100 ლარიანი სოციალური დახმარებების გაცემას. მისი განმარტებით, ხარაგაულში სოციალური ფონი მძიმეა ამიტომ, ერთჯერადი დახმარებები, როგორც გაიცემოდა წინა წლებში ასევე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ნანა კიკნაძის განმარტებით,  ერთჯერადი დახმარებებზე მერიაში ძალიან ბევრი  განცხადება შემოდის, რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება: „იმის გამო, რომ ხშირია ერთჯერად დახმარებებზე მოქალაქეთა მომართვიანობა, ბევრმა მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი დახმარებების პროგრამა შეწყვიტა. ხარაგაულის მერიაში ეს პროგრამა ამ დრომდე მოქმედებს, თუმცა ამ მიმართულებით თანხა  მიმდინარე წელს თითქმის არ გაცემულა. სამწუხაროდ, მოიმატა ონკოლოგიურ ავადმყოფების და ოპერაციების დაფინასებაზე მოქალაქეთა მომართვიანობამ და ძირითადი თანხები, რომელიც სოციალურ მიმართულებებისთვის იყო გათვალისწინებული აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე გაიხარჯა.“ კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიაში  სარემონტო სამუშაოების საჭიროებაზე ისაუბრა. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე სოფლის ამბულატორიის ექიმი,  სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, ამიტომ ისინი ხშირად არ არიან ამბულატორიაში, რის გამოც სოფელში პაციენტები  სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ. სხდომაზე  ბიუროს წევრებმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ბევრი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. „არიან  გაჭირვებული ოჯახები, რომელთაც არც საცხოვრებელი პირობები, არც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და მაინც არ ქვთ საარსებო შემწეობები. -აღნიშნა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი თხელიძემ. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებელია ბიუჯეტში სოციალური მიმართულებებით თანხების გაზრდა. სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ჯაბა ბერაძემ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა წარადგინა. მისი განმარტებით საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა სოფელ თეთრაწყაროში არსებული 2830 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, რომელიც შეფასებულია 8 200 ლარად.  ასევე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის N105  მდებარე 6579 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (შეფასებულია 66 000 ლარად) და სოფელ საღანძილეშია არსებული რკინის მილები საერთო სიგრძით  286 მ. (შეფასებულია 10 ათასი ლარად). საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა შენიშვნა. მისი  განცხადებით, თეთრაწყაროში აღნიშნულ საპრივატიზაციო ობიექტს მოსახლეობა იყენებს პირუტყვის საძოვრად და ობიექტის გასასხვისებლად გადაწყვეტილება მოსახლეობასთან უნდა იყოს  შეთანხმებული. საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ საკითხის შესწავლა  ზედამხედველობის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაავალა.  სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 2 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მანანა ბარბაქაძე        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sfdghdfgjfghjn.jpg
15/10/2018 10:32

„რა? სად? როდის?“ - საქართველოს მასშტაბით მეცხრე ადგილი ხარაგაულის გუნდმა დაიკავა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის (დირექტორი ვალერი გოგნაძე)  გუნდმა, თბილისში, ინტელექტკლუბის მიერ ჩატარებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“  მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გასული სასწავლო წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა ინტელექტუალური თამაში - "რა? სად? როდის?". სწორედ ამ ტურში გამოვლინდა გამარჯვებული - მეორე საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც მონაწილება მიიღო საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში. ინტელექტუალურ თამაშში სულ 77 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის გუნდმა, რომელიც 8 მოსწავლისგან შედგებოდა,  საქართველოს მასშტაბით მეცხრე,  ხოლო იმერეთის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა. ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის გუნდის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfjhdgjhfghj.jpg
15/10/2018 10:27

სამხატვრო პლენერის დახურვა ხარაგაულში

ორი დღის მანძილზე ხატავდნენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ხარაგაულის ხედებს. რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ინიციატივით, სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში უკვე მესამედ ჩატარდა. მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა სოფელ უბისაში ღია სივრცეში შედგა, რომელსაც ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.  თემურ ჩხეიძემ მერიის სახელით ხუთი მხატვარი სამადლობელი სიგელით და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.  სამხატვრო პლენერის ფარგლებში 17 მხატვარმა 2-2 ნამუშევარი შექმნა, რომელთაგან ერთი საჩუქრად იმ ოჯახებს გადასცეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დანარჩენი ნამუშევრები კი, ტრადიციულად, ლიტერატურულ თეატრს გადაეცა. იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერისთვის და პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის. პლენერის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებსა და მხატვრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ხარაგაულის ხედებით და სტუმარ-მასპინძლობით, საშემოდგომო ნობათით გაუმასპინძლდნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dcghjfgchjfhgj.jpg
15/10/2018 10:06

მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ, მერაბ კოსტავას თანამებრძოლებმა, მეგობრებმა და ადგილბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მისი ტრაგიკულად აღსრულების ადგილზე, ხარაგაულის სოფელ ბორითში, მისივე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.   სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა, წმიდა კეთილმსახურის თამარ მეფის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მერაბ კოსტავას მეგობარმა და თანამებრძოლმა მამა მირიანმა (სამხარაძე). პანსიონის მოსწავლეებმა კი, უკვდავი „შავლეგო“ შეასრულეს და გმირის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენეს. ამავე დღეს, ბორითის კულტურის სახლში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა, იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ აჩვენა, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0114.JPG
12/10/2018 09:37

ლაშის სკოლა 100 წლისაა

ლაშის საჯარო სკოლაში (დირექტორი ნანა აბესაძე) სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით სკოლას მისი დამაარსებლის, წმიდა სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა.  ღონისძიებას სასულიერო პირები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, წმიდა სიმონ მჭედლიძის შთამომავლები, სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  საზოგადოებას მოსწავლეებმა სკოლის დაარსების ისტორია შეახსენეს. ირინე ჩხეიძემ და ბათუ კიკნაძემ ლიტერატურული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც წმიდა სიმონ მჭედლიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.  სიმონ მჭედლიძის შვილიშვილმა, დამანა მელიქიშვილმა სკოლას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მდიდარი ბიბლიოთეკა შესძინა და ათობით წიგნი საჩუქრად გადასცა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0007.JPG
12/10/2018 09:29

ხარაგაულის ტურისტული განვითარებისთვის

11 ოქტომბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, არასამთავრობო  ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ტურისტული და ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ამერიკის საელჩოს, USAID- ის, ეკოტურიზმის ასოციაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ასევე, ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომელთაც ხარაგაულის, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე სოფელ სახვლარის განვითარების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხარაგაულში ვიზიტისას წარუდგინეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა დღევანდელი შეხვედრის გამართვის იდეა. შეხვედრაზე შაკო ჩხეიძემ და შოთა ხარატიშვილმა აღნიშნული იდეის მნიშვნელობასა და დამაბრკოლებელ მიზეზებზე ისაუბრეს. ხარაგაულის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოაჩინა ისტორიის პედაგოგმა, ზეინაბ ბუაჩიძემ. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის 18 სოფელში მოიპოვება წყლები, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებებს კურნავს. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა  მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, პროდუქტების ფალსიფიკაცია და სოფლის მეურნეობის დარგების განუვითარებლობაა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgkhflghkgh.jpg
08/10/2018 16:41

ლიტერატურული თეატრი ბორითში სპექტაკლს და სამხატვრო პლენერს ჩაატარებს

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლს -  „საქართველოს შიშველი სატევარი“ გამართავს. ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს -„გამა“. პლენერში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც  ხარაგაულის ულამაზეს ხედებს დახატავენ და ნამუშევრებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ საჩუქრად. პლენერის დახურვა და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოხდება, სოფელ უბისაში, უბისის მონასტერთან ახლოს 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdjhdghjfgkjhk.jpg
08/10/2018 16:22

ანსამბლმა „კახორმა“ „სულიკო 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

7 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კახორმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში - “სულიკო 2018" მიიღო მონაწილეობა. ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში    იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალში გამოვლინდნენ სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებული შემსრულებლები. ანსამბლ „კახორს“ ფესტივალის დამაარსებლის მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი და ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი'' -  სიგელი გადაეცა. „1სულიკო 2018“-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქუთაისის კვარტეტი გახდა. ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ „ზესტაფონს". ლირიკული სიმღერის ფესტივალის აღნიშვნა საფუძველს,  გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე, აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში, ცხრაწყაროში ტარდება და „ვარინკობის" დღესასწაულიც სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება. ფესტივალი „სულიკო 2018“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სრულად