სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/12888680_1006213846137901_2347999085059095340_o.jpg
16/08/2021 17:03

ბორის სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგებაზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მერიამ სოფელ ბორის საჯარო სკოლის საძინებელი კორპუსის სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 ათას 887 ლარს შეადგენს. ტენდერი 23 აგვისტოს დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0408.JPG
16/08/2021 13:08

ხარაგაულის მერიამ 19 სოფელში წყლის რეზერვუარების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიამ 19 სოფელში სასმელი წყლის ავზების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  46 ათას 355 ლარი არის გათვალისწინებული. სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა ასევე პოლიეთილენის მილების შეძენაზე. 73 ათასი ლარის ღირებულების მილი, სოფლებში საჭიროების მიხედვით გადანაწილდება. ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, მერია აქტიურად გეგმავს მიწისქვეშა წყლების მოძიებას და ჭაბურღილების მოწყობის გაგრძელებას,    რომ მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხები გააუმჯობესოს  იქ, სადაც  ამ კუთხით ყველაზე მწვავე პრობლემა დგას. დავით დევდარიანი: ,,ჩვენგან დავალება მიეცათ  წარმომადგენლებს, რომ სოფლებში წყალთან დაკავშირებული  ყველაზე პრობლემური საკითხები შეესწავლათ. სწორედ მათ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა პოლიეთილენის მილებისა და წყლის ავზების შეძენა, რომლებიც ლოკალურად მოაგვარებს ამჟამად ადგილზე არსებულ სასმელი წყლის პრობლემებს. როგორც მოგეხსენებათ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა. ეს ლოკაციებია ლახუნდარა , სადაც ორი ჭაბურღილი კეთდება, ასევე წყალაფორეთი, ვარძია , ზედუბანი. ვინაიდან ბუნებრივი მოვლენების გამო წყლის დებეტი თითქმის ყველგან შემცირებულია, ჩვენ ალბათ წავალათ იმ გზით, რომ იქ სადაც ყველაზე მწვავე პრობლემებია მიწისქვეშა წყლები მოვიძიოთ." სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო პლასტმასის, ვერტიკალური, ორ შრიანი (გარედან ლურჯი შიგნიდან თეთრი) ავზები 19 სოფელში გადანაწილდება. ეს სოფლებია: 1.ზვარე  - 2 -0.22 ტონიანი ; 2 -3 ტონიანი; წიფა - 1 – 0,5 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი; ბაზალეთი - 3 – 1 ტონიანი ; 1 – 5 ტონიანი; ბორითი - 5- 1 ტონიანი; კიცხი - 3 – 1 ტონიანი ; 2- 2 ტონიანი; ლაშე - 1 – 1 ტონიანი ; 1 – 2 ტონიანი; ლეღვანი - 2 -1 ტონიანი ; 2 – 3 ტონიანი; სარგვეში - 1 – 1 ტონიანი; 1 – 3 ტონიანი; ფარცხნალი - 2 – 1 ტონიანი; ღორეშა - 1 – 1 ტონიანი; 1 – 2 ტონიანი; ღორეშა - 1 – 3 ტონიანი; თეთრაწყარო - 1 – 3 ტონიანი; 1 – 5 ტონიანი; ქვები - 1 – 2 ტონიანი; ხევი - 2 – 2 ტონიანი; 2 – 3 ტონიანი; ნადაბური - 1 - 3 ტონიანი ; 3 – 5 ტონიანი; საღანძილე - 4 – 3 ტონიანი; გოლათუბანი - 1 – 3 ტონიანი; ვარძია - 1 – 5 ტონიანი; საღანძილე - 1 – 10 ტონიანი; წყალაფორეთი 3 – 10 ტონიანი; ტენდერი 13 აგვისტოს გამოცხადდა და 25 აგვისტოს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავზების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_67.jpg
14/08/2021 13:33

ხარაგაულის სოფლებში ნარჩენების შეგროვებისთვის დამატებით 102 ურნა განთავსდება

ხარაგაულის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ ნარჩენების შეგროვებისთვის ახალი 102  ურნა შეიძინა. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გამოვყავით მიზნობრივი დაფინანსება  50 ათასი ლარი,რომ სოფლებში განთავსების მიზნით, ახალი ნაგვისურნები შეგვეძინა. ვფიქრობთ, მოსახლეობა კმაყოფილია ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ მუშაობით. ხარაგაულის მერია კიდევ შეძლებს დამატებით თანხების მობილიზებას ,ურნების ახალი პარტიის შესაძენად,  რადგან ის რესურსი , რაც გვაქვს საკმარისი ნამდვილად არ არის. გარემოს დაცვა ჩვენი ერთ ერთი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტია და შესაბამისად მოსახლეობისთვის ამ ტიპის სერვისის მიწოდება და გაუმჯობესება ჩვენი ვალდებულებაა. ბესო კვირიკაშვილი: კონსოლიდირებული ტენდერით შევიძინეთ 102 ცალი ურნა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილდება. ვფიქრობ, ჩვენი მომსახურების არეალს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 50 ახალი წერტილი დაემატება. ურნები დაიდგმება იქ სადაც ქაოტური ნაგავსაყრელები გვაქვს, ასევე ახალი წერტილები გაჩნდება იმ სოფლებში, სადაც ბეტონის გზა გაკეთდა. მოხდება ძველი ურნების ჩანაცვლებაც, ნაწილი  დაემატება იმ უბნებში , სადაც მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მოთხოვნა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0150.jpg
13/08/2021 21:03

ქვეყნის მთავარმა იმუნოლოგმა, ამირან გამყრელიძემ ბორითის კოვიდცენტრი მოინახულა

დღეს  ბორითის  სამედიცინო  დაწესებულებაში, კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  პროცესს,   დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  ადგილზე  გაეცნო და  მუნიციპალიტეტში არსებული  ეპიდვითარება  შეაფასა. ქვეყნის მთავარმა  იმუნოლოგმა  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველ  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილთან  ერთად,  იმ  პრევენციული ღონისძიებების  შესახებ იმსჯელა,  რომელიც   თავის  მხრივ  ხელს  შეუწყობს  მუნიციპალიტეტში  ვაქცინაციის  გააქტიურებას.  შეხვედრას  ასევე  ესწრებოდნენ, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა  გიორგიძე, რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  დირექტორი  გიორგი  ამურველაშვილი, ხარაგაულის  მერიის  ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის  განყოფილების  უფროსი  ალექსანდრე   ტაბატაძე  და     ა(ა)  იპ  ,,ჯანდაცვის  ცენტრის“  ეპიდემიოლოგი  გულნაზი  ვეფხვაძე. როგორც  ვარლამ  ჭიპაშვილმა  განმარტა,  მუნიციპალიტეტში აცრები  ორ ლოკაციაზე - ხარაგაულის  კლინიკასა  და  ბორითის  გადაუდებელ  ცენტრში   ხორციელდება  და   მოქალაქეთა  ტრანსპორტირებას    მერია უზრუნველყოფს.    მისივე  ინფორმაციით,   ვაქცინაციის  შეუფერხებლად  წარმართვისათვის,  შექმნილია  შტაბი და ადგილობრივი  ხელისუფლება  ამ  კუთხით  მოსახლეობას  მაქსიმალურად ხელს  უწყობს. ამირან  გამყრელიძის  განცხადებით,   საქართველოში  ბოლო პერიოდში  კოვიდ სტატისტიკა  საკმაოდ  შემაშფოთებელია  და  ამ  რთულ  ვითარებაში  ერთადერთი  გამოსავალი  ვაქცინაციაა.  ,, ფაქტიურად  ომში  ვართ  და აუცილებელია   ერთმანეთს გავუწიოთ ანგარიში,  მოვუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს. ავიცრათ,  ვატაროთ  პირბადე  და  დავიცვათ  სოციალური  დისტანცია. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში პანდემია დავასრულოთ, რისთვისაც  საჭიროა,  რაც შეიძლება მეტი  ადამიანი  იყოს  ვაქცინირებული.  უნდა  გააქტიურდეს    მუნიციპალიტეტში ამ  მიმართულებით  მუშაობა  და რაც  ყველაზე  მთავარია,   სწორი  ინფორმაცია  მივაწოდოთ  მოსახლეობას.“-განმარტა  ამირან  გამყრელიძემ. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  ამ ეტაპზე  ეპიდემიოლოგიური  სტატისტიკა ასეთია:  საერთო  ჯამში 878  პირია  დაინფიცირებული, სტაციონარულ მკურნალობას  30 პაციენტი გადის,  გამოჯანმრთელებულია  714,  გარდაცვლილია 17;  თვითიზოლაციაში,  დაახლოებით,  135 ადამიანი  იმყოფება.  აცრილია- 1374.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ghtrtre.jpg
13/08/2021 15:18

ჩაერთე პროექტში ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის განხორციელება დაიწყო, საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. 16 აგვისტოდან პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ერთეულებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დაიწყებენ. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2022 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წლისთვის შესაძლებელია მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0201.jpg
13/08/2021 14:34

ხარაგაულის მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური შეიქმნა

საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, 2021 წლის 9 აგვისტოდან სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად ზურაბ იჩქიტიძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად მუშაობდა. ასევე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილება, და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თამთა მეტრეველი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივ საკითხებში.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_2_1.jpg
13/08/2021 10:12

16 აგვისტოს ბიუროს სხდომა გაიმართება

16 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარის , მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 სექტემბრის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. 16 აგვისტოს ბიუროს მორიგი სხდომის  საკითხთა ნუსხა  ასე გამოიყურება: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:პავლე კიკალიშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_5.jpg
12/08/2021 19:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 2021 წლის 17 აგვისტოს 16 საათზე გმოცხადდება და დასრულდება 2021 წლის 23 აგვისტოს 16 საათზე. აუქციონთან დაკავშირებით  იხილეთ დოკუმენტაცია          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0275%20-%20Copy.jpg
12/08/2021 17:48

ვანი - ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება დასრულდა

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად ვანი _ ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონების სამუშაოებს დაესწრო. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 1700 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო. დავით დევდარიანი: დასრულდა ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. დღეიდან ვანის და ღუდუმექეთის მოსახლეობას შეუძლია უმოკლესი გზით ისარგებლოს მუნიციპალურ ცენტრამდე. პროექტი გარდამავალი იყო და წელს დასრულდა. მერის მოადგილის, დავით დევდარინის ინფორმაციით მალე დაიწყება და გაგრძელდება  ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა , რომელიც ასევე გარდამავალი პროექტი გახლავთ და წელს დასრულდება. დავით კიკნაძე: სოფელ ვანში 2016 წელს განხორცილდა პირველად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და 4 კილომეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი.  წელს სრულიად დასრულდება ვანში და სხლითში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საერთო ჯამში , ამ ორ სოფელში ბეტონის საფარი გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. შემდეგ ეტაპზე , პრიორიტეტული იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რამდენიმე პროექტი უკვე მზად გვაქვს და დაფინანსების მიღების შემთხვევაში სამუშაოები დაიწყება.   2020-2021 წლების პროექტის ღირებულება 335 811 ლარი გახლდათ , სამუშაოებს შპს ,,კავკასენერგო“ აწარმოებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0130%20-%20Copy.JPG
12/08/2021 13:48

ლახუნდარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლახუნდარაში , კავილაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერის წარმომადგენელთან როინ გელაშვილთან ერთად გაეცნო. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე , რომელიც რთული რელიეფით ხასიათდებოდა ბეტონის საფარი პირველად ეწყობა. ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. წელს ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა ხარაგაული. ეს ადგილი ნამდვილად პრობლემური და გადასაადგილებლად რთული მონაკვეთი გახლდათ. მოსახლეობა ითხოვდა პრობლემის მოგვარებას და ადგილობრივმა თვითმმართველობამ , ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება შეძლო. გამორჩეულად აქტიური მოსახლეობა ცხოვრობს აქ , ისინი ზრუნავენ სოფლის პრობლემების გადაჭრაზე , თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 108 ათას 500 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გზის 400 მეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე  გაკეთდება 25 მეტრ სიგრძის საყრდენი კედელი. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებლად მზადაა კიდევ ოთხი პროექტი, რომელიც როგორც კი დაფინანსება გაჩნდება გაკეთდება. ადგილობრივი მაცხოვრებელი, რუსუდან ქველაძე: სასიამოვნოა , ძალიან გახარებული და კმაყოფილები ვართ ყველანი, პირველად კეთდება გზა ამ  უბანში და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. პოლიკო ხანთაძე: ბოლო სამი წელია დავბრუნდი სოფელში, 70 წლის ვარ და ახლა როგორც იქნა გზაც არის და წყალიც, ამ მხრივ პრობლემა აღარ გვაქვს. სამომავლოდ თუ გაზი შემოვა ძალიან კარგი იქნება.
სრულად