სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0277.JPG
05/07/2019 10:53

ლეღვანში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის აღდგენამდე, რომელიც 7 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, სოფელში მისასვლელი მეორე, შედარებით მოკლე, ალტერნატიული მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს. ლეღვნის მოსახლეობამ, ერთი კვირის წინ, ხარაგაულის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან შეხვედრის დროს, ცენტრალური გზის აღდგენამდე, ალტერნატიული მოკლე გზის მოწყობა ითხოვა. ხოლო თუ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდებოდა, მერია მოსახლეობისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტს უზრუნველეყოფდა ლეღვან-მარელისის გზის გავლით. გზის მშენებელ კომპანიასთან black sea group-თან მერის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, დროებითი გზის მოწყობა გადაწყდა, რომელსაც კომპანიის ტექნიკური მენეჯერი და სოფლის წარმომადგენელი ადგილზე უწევენ ზედამხედველობას. ამ დროისთვის ალტერნატიული მონაკვეთით უკვე სარგებლობენ მაღალი გამავლობის მანქანები. გზის მოწყობა ორ დღეში დასრულდება. რაც შეეხება სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას პროექტი მზადაა და მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიებთან. გზის რეაბილიტაცია დამცავი გაბიონებით უახლოეს დღეებში დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfghbxcvb.JPG
04/07/2019 12:40

ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი  დაიწყო

3 ივლისს ხარაგაულის სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელობის სტადიონზე დაიწყო ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ დაბის, ლაშეს, ვახანის, ვარძიის, კიცხის, ხიდრის, ბორითისა და ღორეშის გუნდები. ტურნირის პირველ ტურში ერთმანეთს დაბა ხარაგაულისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც დაბის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით-4:1 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ სტადიონზე ასპარეზობა ლაშისა და ვარძიის ფეხბურთის ნაკრები გუნდებმა განაგრძეს, სადაც  ვარძიის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ტურნირის ფარგლებში შემდეგი თამაში დღეს, 4 ივლისს, 16:00 სთ-ზე ხიდრისა და ვახანის გუნდების მონაწილეობით გაიმართება, ხოლო 18:00 საათზე ბორითი-ღორეშის მატჩს იხილავს ხარაგაულელი გულშემატკივარი. ტურნირის ორგანიზატორია ხარაგაულის ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbnb.jpg
03/07/2019 10:10

ანსამბლი „ოდილა“  „არტ-გენის“ ფესტივალზე

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ქართული ფოლკლორული და თვითშემოქმედების ფესტივალის ,,არტ-გენი 2019" რეგიონალური ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაში  იმერეთის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ხარაგაულის სახელით მაყურებლის წინაშე ა(ა)ი.პ „კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული უხუცესთა ანსამბლი ,,ოდილა" წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ორი სიმღერა შეასრულეს და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ანსამბლი „ოდილა“ 30 წელზე მეტია მოღვაწეობს და უამრავ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ რეპერტუარში შედის არაერთი უძველესი სიმღერა. ფესტივალზე, ასევე, მოეწყო ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის თბილისის ტური ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0211.JPG
02/07/2019 11:18

ხარაგაულში კახორის სოლო კონცერტი გაიმართა

1 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში ფოლკლორულ ანსამბლ „კახორის“ სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახორის ბიჭები განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ. შესრულდა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. კონცერტს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე უძღვებოდა, რომელმაც ანსამბლის წარმატებებსა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.  „კახორის“ ბიჭების უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მღერიან. ანსამბლ „საუნჯის“ სახელით მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. ბიჭების მომღერლებად აღზრდაში და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს დალი და მაია  მაღრაძეებმა. 2012 წელს ახალგაზრდებმა თავიანთი გუნდი ჩამოაყალიბეს და ანსამბლს სახელი ხარაგაულის კახორის წმიდა გიორგის სახელობის სალოცავის პატივსაცემად უწოდეს. ბიჭები, ნაკლები თავისუფალი დროის მიუხედავად, აქტიურად ცდილობენ შეკრებას რეპეტიციებზე და ძველი ხალხური სიმღერების აღდგენას. „კახორს“ მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფესტივალზე  და არაერთი საპრიზო ადგილისა და გრანპრის მფლობელია. ანსამბლის ლოტბარი  მათივე წევრი ალეკო მიქელაძეა, რომელიც წელს წარმატებით ასრულებს „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელს“. ანსამბლში, ასევე, მღერიან ბიჭების მეგობრები თბილისიდან: გიორგი იოსავა, გიორგი ხატიაშვილი და ზურაბ კახიძე. კახორის შემადგენლობაში, ასევე შედიან, ოთარ ფურცელაძე, დიმა ჩიკვაიძე, ლევან გოლუბიანი და ნიკა კვაშილავა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghnj.JPG
01/07/2019 17:17

საკრებულომ მერიის სამსახურების ანგარიში მოისმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მორიგ  სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. წარდგენილი საკითხებიდან უმრავლესობის გადაწყვეტილებით კენჭისყრის შედეგად დადებითად მხოლოდ 5 მათგანი შეფასდა. სხდომაზე დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს და უარყოფითად შეაფასეს მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა წარადგინა. სხდომაზე, ასევე, საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს   ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე სართულზე არსებული ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საჭიროა განისაზღვროს ვადა თუ რამდენი ხნით უნდა მოხდეს აღნიშნულ ა(ა)იპ-ზე ფართის გადაცემა და შემდეგ შემოიტანოს მერიამ საკრებულოში საკითხი განსახილველად. დეპუტატები ასევე არ დაეთანხმნენ სოფელ თეთრაწყაროში ყოფილი ფერმის შენობის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში დამატების საკითხს. როგორც სხდომაზე  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ განმარტა, აღნიშნული საკითხი განხილული იყო  კომისიის სხდომაზე, ასევე,  სოფლის მოსახლეობასთანაც მოაწყო შეხვედრა, სადაც ადგილობრივებმა მხარი არ დაუჭირეს აღნიშნული ადგილის პრივატიზებას. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კომისიამ უარყოფითი შეფასება მისცა საკითხს. სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცა შემდეგ საკითხებს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის  მიერ   გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ; მომხსენებელი: ირინე ჩხეიძე                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ; მომხსენებელი: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების  მერისათვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებლი: აფრასიონ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjcvbn.jpg
01/07/2019 10:52

„საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე გახდა

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულელი საბა ებანოიძე გახდა.  ხარაგაულის  წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლემ 56 წამში 90 ქულა დააგროვა. საბა ებანოიძეს განათლების სამინისტრომ  1000 ლარი, კომპანია „არემჯი გოლდმა“ კი 2500 ლარი გადასცა. კონკურსზე II ადგილი  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ, ხოლო III ადგილი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძემ მოიპოვა. ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cxghnm%20cvb.jpg
01/07/2019 10:52

დუეტი "ელეგია" ხარაგაულში

28 ივნისს ხარაგაულში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძის მოწვევითა და ორგანიზებით, დუეტ „ელეგიას“ შემოქმედებითი საღამო - „ჩემთვის ეს სიყვარულია“ გაიმართა. დუეტის წევრები კომპოზიტორი და მომღერალი, ალექსანდრე პელაგი და მომღერალი, ლუიზა მანაშეროვი გახლავთ, რომლებიც თბილისში გაიზარდნენ და ამჟამად ისრაელში მოღვაწეობენ. ღონისძიებაზე მომღერლებმა საქართველოსთვის მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს. კონცერტი ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ გახსნა, რომელმაც ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ებრაელებს ეს სიყვარული განსაკუთრებულად აქვთ შემონახული. კონცერტზე თამარ ლურსმანაშვილმა ებრაული სიმღერა შეასრულა, რომელიც სტუმრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/06/2019 16:35

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

1 ივლისს     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს წევრები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  არქირექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის  მიერ   გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ; მომხს: ირინე ჩხეიძე                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ; მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების  მერისათვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი   ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში  მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით,  არსებობის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;   მომხს: ჯაბა ბერაძე                                                                                                                                               ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;         მომხს:ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: კახაბერ გოლუბიანი                                                                                                                      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghfhghgv.jpg
27/06/2019 12:00

„უბისმა“ ბაქოში საერთაშორისო საბავშვო ცეკვის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი," 19-24 ივნისს,  ქალაქ ბაქოში მესამე საერთაშორისო საბავშვო ცეკვისა და შემოქმედების ფესტივალში ,,კავკასიის ცეცხლი" მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, დაღესტანის, ყაბარდო-ბალკანეთის, ჩერქეზეთის,  რუსეთისა და ოსეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები. ფესტივალის გახსნა 20 ივნისს გუბის რაიონში გაიმართა, სადაც გუბის გუბერნატორმა ფესტივალში მონაწილე ანსამბლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის, დააჯილდოვა სამახსოვრო სუვერინებით და ბავშვებს პიკნიკი მოუწყო. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ელისო ლურსმანაშვილი ამბობს - ,,მსგავს ფესტივალში არ მიმიღია მონაწილეობა, ორგანიზებული იყო არაჩვეულებრივად, გვქონდა ჩვენი პროგრამა წარმოდგენილი, რაც უნდა გვეკეთებინა 5 დღის მანძილზე, გვემსახურებოდა გიდი, ფესტივალის ორგანიზატორი ცდილობდა ბავშვებისთვის რაც შეიძლება ესიამოვნებინა, ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან ბავშვები".  ფესტივალის დახურვა  23 ივნისს ბაქოში გაიმართა. ანსამბლი ,,უბისი" მაყურებლის წინაშე  ცეკვა ,,მთიულურით'' წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანსამბლის ხელმძღვანელებს და ყველა წევრს გადაეცათ მადლობის სიგელი ფესტივალში მონაწილეობისთვის.  ანსამბლი ,,უბისი" 8 ივლისს ქობულეთში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xcvbxvb.jpg
26/06/2019 12:35

მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს სოფელ ზარნისა და დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. სოფელ ზარანში გზის 1 328 მეტრიან მონაკვეთზე იგეგმება ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოები 196 878 ლარით ფინანსდება. სოფელ დეისში კი ბეტონის საფარი გზის 640 მეტრზე დაიგება, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული, ასევე, სოფელ ღუდუმექეთის გზის (1 000 მეტრი) რეაბილიტაციაზე. პროექტის ღირებულება 168 170 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება დღეს სრულდება. აღნიშნულ პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა კი თანხის 5%-ს შეადგენს.
სრულად