სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
04/02/2019 12:56

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. ლახუნდარის მიწები                                   აუქციონი 2019 წლის 7 თებერვალს,  16:00 საათზე, დაიწყება და 26 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. აუქციონი ცხადდება ასევე შემდეგი ქონების პრივატიზებისა და იჯარით გაცემის მიზნით. რკინის მილები უბისის სარიტუალო აუქციონი 2019 წლის 11 თებერვალს,  16:00 საათზე, დაიწყება და 21 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjfghjnmvcb.jpg
04/02/2019 12:31

ტრენინგი ეფექტური მუშაობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამარ ჩიბურდანიძემ ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარა მერიის სამსახურებისა და განყოფილების უფროსებს, ასევე ა(ა)იპ-ის დირექტორებს. ანგარიშის მომზადება, ეფექტური პრეზენტაცია და პროექტების წერის თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც  ტრენერმა შეხვედრაზე ისაუბრა.  ტრენინგის დასასრულს თამარ ჩიბურდანიძემ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghbfjrfyjhdfgh.JPG
01/02/2019 10:33

დღეიდან ხარაგაულში სოფლის კრებები დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების გამართვა დაიწყო. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ხარაგაულის ყველა სოფელში გაიმართება კრება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს თუ რა პროექტი განხორციელდება მათ სოფელში გამოყოფილი თანხით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა. დღეს სოფლის კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში გაიმართება: ბაზალეთი - 11:00 საათი; ქროლი - 13:00 საათი; ღარიხევი - 15:00 საათი; წიფი - 17:00; შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. სოფლის კრებების განრიგი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/112.jpg
31/01/2019 15:19

ბიუროს სხდომაზე სოციალურ პროგრამებზე იმსჯელეს

 დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პირველი საკითხი მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით  ქუთაისში ა(ა)იპ „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაცია“უნდა დაფუძნდეს, რომელშიც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება გაერთიანებული.  კახაბერ გოლუბიანის განცხადებით ზემოთ აღნიშნულ ა(ა)იპ-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეყოლება ერთი მუდმივი წევრი, რომელიც იმუშავებს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის გაზრდის საკითხებზე. ბიუროს წევრები დაინტერესდნენ საწევროზე წელიწადში რა თანხა იქნება გადასახადი და როგორ შეირჩევა ა(ა)იპის მუდმივი წევრი.  კახაბერ გოლუბიანის განმარტებით ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი თუ რა თანხა იქნება საწევროზე გადასახადი , თუმცა წინასწარი ვარაუდით თანხა 9 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იქნება. მისივე განცხადებით თუ ვინ დაინიშნება ა(ა)იპ-ის მუდმივი წევრის თანამდებობაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინაიდან  წევრის წარდგენის უფლება აქვს როგორც მერიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას ან კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ფრაქცია თვითმმართველობა ხალხისთვის თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ დაინიშნება ა(ა)იპ-ში, რადგან მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და საჭიროა ეს თანამდებობა აქტიურმა ადამიანმა დაიკავოს, რათა ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე იზრუნოს. სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარმოადგინა საკითხი სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 63.84 კვმ ფართის „მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო-უზუფრუქტის წესით 3 წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის წარდგენა გვიანია და ამაზე ადრე უნდა ეზრუნა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, ვინაიდან „მზაობის ჯგუფი“ 5 თვეა რაც სარგვეშის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. ჯაბა ბერაძის განმარტებით 2018 წლის 28 სექტემბერს აღნიშნული ფართი გადმოეცა მერიას. სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი. ცვლილებასთან  დაკავშირებით ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარადგინა. ნანა კიკნაძის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებულ პაციენტებზე მედიკამენტების შესაძენად მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა და ამ მედიკამენტების შეძენა მუნიციპალიტეტის სოციალური  პროგრამებიდან ამოღებულია. მისივე განცხადებით სოციალურ პროგრამებს დაემატა განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირების დახმარება, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათ თვეში 30 ლარის ოდენობით დაეხმარება მუნიციპალიტეტის მერია. ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე მსჯელობა საკრებულოს  კომისიებში გაგრძელდება,  ხოლო  საბოლოო გადაწყვეტილება 4 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgjngcnb%20cvb.jpg
29/01/2019 12:29

ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს.   28 იანვარს, მერი, ერთ წლიანი ანგარიშით, კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.   „ჩემი ვალია, მოსახლეობას გავაცნო, რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში, როგორ იმუშავა მერიის სამსახურებმა, რა პრობლემები გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა გვაქვს დაგეგმილი მომავალში“- აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ და საუბრის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა იმ მთავარ გზავნილებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ხარაგაულის განვითარებისთვის მკაფიოდ აქვს განსაზღვრული მერიას.  2018 წლის ანგარიშის მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობა, ძირითადად, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.  ხარაგაულის მერის ინფორმაციით, გზების მშენებლობა სოფლებში არის მერიის მთავარი პრიორიტეტი და პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება. 2019 წელს ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სასმელი წყლის პრობელემების მოგვარება სოფლებში, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
29/01/2019 12:14

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfghdxjmghm.JPG
28/01/2019 15:48

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივით ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში  "ზამთრის თასის" ჩემპიონატი გაიმართა. დღეს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტსკოლის გუნდებს შორის, რომელთა შორის სპორტსკოლის გუნდმა გაიმარჯვა და თასი მოიპოვა. ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდნენ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“, ხარაგაულის მერიის, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ და სატყეო სამსახურის გუნდები.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dcfgvjnhcbn.jpg
28/01/2019 10:24

ხარაგაულის მერი მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

25 იანვარს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორი, მერებს და იმერეთის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნული შეხვედრის შესახებ ხარაგაულის მოსახლეობას მიმართავს: „მინდა დეტალურად განვუმარტო მოსახლეობას რა სახის შეხვედრა იყო სამხარეო ადმინისტრაციაში. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასეთი ფორმატის შეხვედრები და აქტიური დიალოგი მშენებელ კომპანიებთან არის სწორი ფორმა, რომელიც აპრობირებულია მაღალგანვითარებად ქვეყნებში და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი კი, პროექტების ვადების დაცვითა და მაღალი ხარისხით შესრულების საწინდარია.   მხარის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ დეტალურად მოისმინა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია. რასაც ასევე, დეტალურად გაეცვნენ მშენებლები.  მხარის რწმუნებულის შეფასებით, ამ მხრივ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ჩვენ, 15 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 670 000 ლარი გამოიყო, სამშენებლო ტენდერები უკვე გამოცხადებული გვაქვს.  ველოდებით დაფინანსების მეორე ლოტს, რისთვისაც 6 პროექტი უკვე მზადაა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიძინოს დამატებით პროექტები, რათა არ დავკარგოთ დრო და გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხარაგაულში აქტიურ ფაზაში შევიდეს.“  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, 2018 წელს დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რის შესახებაც მხარის გუბერნატორმა მშენებელ კომპანიებს პროექტების მოკლე ვადებში დასრულებისკენ მიუთითა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხელშეკრულებები შეუწყდებათ.  პირადად მქონდა  შეხვედრა ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღე პირობა, რომ მარტის თვეში, მუნიციპალიტეტში, ამჟამად მიმდინარე პროექტები დასრულებული იქნება.  მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არსებული პრობლემების გამო მერია თითს არ იშვერს არცერთი უწყებისკენ, როგორც ამის შესახებ აპელირებენ. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე და არსებულ ხარვეზებზე, რაზეც მერიასთან ერთად თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც საკრებულოს ასევე სახელმწიფოს.   მთავარი არის ერთი, 2 წელიწადში ჩვენ მივიღეთ 50-ზე მეტ სოფელში მოწესრიგებული სოფლის ცენტრალური გზა და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერის მიმართვაში. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfgfdghfxgb.jpg
24/01/2019 12:09

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოები 3 თვეში დაიწყება

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, უბისა-შორაპნის ავტობანის, F3 მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ  და იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ მშენებლობის ძირითადი სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს. პროექტი, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.  კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტობანის მესამე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები 3 თვეში დაიწყება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghfhjghjghj.jpg
24/01/2019 12:02

მერმა ხუნევის, ნადაბურის და ხევის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. მერმა 2018 წლის საქმიანობა, 23 იანვარს, ხუნევის, ნადაბურის და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას გააცნო. შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. მოხსენებითი ნაწილის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა.   მოსახლეობამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვდრები კარგია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ნიკოლოზ თოფურიძე ანგარიშის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად გააგრძელებს.    
სრულად