სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/104049202_2656964504560585_7507234755717645742_n.jpg
13/06/2020 16:01

ხარაგაულში სოფლის პროექტების განხორციელება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო! ზვარეში კიკნაძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და 2 400 მეტრზე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სასმელი წყლით უბნის 35-მდე ოჯახი ისარგებლებს. ზვარის მოსახლეობამ აღნიშნული პროექტის განხორციელება თავად აირჩია, რისთვისაც გამოყოფილი 12 000 ლარი დაიხარჯება! სოფელ ჩრდილში კი, ე.წ. „კაოთის“ უბანში გზის რეაბილიტირებულ მონაკვეთზე გზის დამცავი და მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა დასრულდა. ამ პროექტზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით 6 ათასი ლარი გაიხარჯა. დარჩენილი 6 ათასი ლარით კი, ე.წ. „კოშკის უბანში“ ასევე, რეაბილიტირებულ გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყობა! მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 166 პროექტი განხორციელდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0291.JPG
13/06/2020 14:26

ხარაგაულში მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დღეს, დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა! თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ხარაგაულში ეს რიგით მეთხე საზოგადოებრივი ცენტრია. ასეთივე ცენტრები ფუნქციონირებს სოფელ კიცხში, ღორეშაში და ხევში! დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, უსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ubisa%20f.jpg
12/06/2020 16:37

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში მეწყერულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 90 000 ლარით დააფინანსა. სოფელ უბისაში გაბიონის მოწყობა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დაფინანსდა, რადგან  გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნიდა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მეწყერული ზონა ასევე გარკვეული საფრთხის შემცველი გახლდათ ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. (ამ დროისთვის, პობლემა შეექმნა ერთ ოჯახს, რომელსაც ეზოს ნაწილი ჩამოეშალა). სოფელ უბისაში, გაბიონზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც სტიქიის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
12/06/2020 16:29

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 15 ივნისს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 15 ივნისს მორიგ სხდომას გამართავს საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სასაკრებულოს განათლების, კულტურის და აახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს:დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: აფრასიონ ლურსმანასვილი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მომხს: აფრასიონ ლურსმანასვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/babai.jpg
12/06/2020 12:13

სოფელ ბაბში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბში სასოფლო გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვთარების ფონდიდან, რომლის ღირებულება 162 927 ლარს შეადგენს. სამუშაოებს  შპს "ბორი-85" ასრულებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 19 სოფლის გზის რეაბილიტაციაა დაფინანსებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98.jpg
12/06/2020 11:43

სოფელ ხორითში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის ზედამხედვოლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში, ლიპიღელეზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდის მიერ 33 429 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სოფელ ხორითში აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდი არასდროს ყოფილა, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველი გახლდათ. წვიმების შედეგად მოდიდებული ლიპიღელე პრობლემებს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.  გარდა ამისა, ხორითის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო მკვეთრი მოსახვევი და მაღალი გამავლობის მანქანებს უჭირდათ გადაადგილება,  ამ დროისთვის გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გასწორდა და პრობლა აღმოიფხვრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/103154037_2786887051558450_388845424496116946_o.jpg
12/06/2020 11:29

ღუდუმექეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა

სოფელ ღუდუმექეთში ცენტრალური გზის (900მ) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ღუდუმექეთში, პირველ ეტაპზე, სასოფლო გზის 1კმ-მდე მონაკვეთი კეთილმოეწყო.   მეორე  ეტაპის  რეაბილიტაცია კი ივნისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა. მისი განმარტებით ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 154 696 ლარით დაფინანსდა. გზა ყველა სოფელს პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში 19 სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.  შეგახსენებთ, რომ 2020 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხარაგაულში  4 464 485 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazificireba.jpg
09/06/2020 11:33

სოფელ ვარძიის გაზიფიცირება იწყება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი გამოცხადდა!  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ტენდერი 8 ივნისს გამოაცხადა, წინდადებების მიღება 29 ივნისს დასრულდება! ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წელს დაიწყებს.   სოფლიდან მიგრაციის შესაჩერებლად, უმნიშვნელოვანესია სასოფლო გზების მოწყობა და ბუნებრივი აირით მომარაგება. სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრა სახელმწიფომ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ეტაპობრივად ხორციელდება. ვარძიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 530 აბონენტი ისარგებლებს!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0160.JPG
08/06/2020 16:52

საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედის გაზიფიცირებისთვის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. საქარიქედზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირით 150-მდე აბონენტი ისარგებლებს. მიმდინარე წელს ხარაგაულში საქარიქედის და ფარცხნალის გაზიფიცირებისთვის სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. გასულ წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები ჩატარდა სოფელ კიცხსა და ლაშეში, რომლის გამრიცხველიანება, მიმდინარე წლის ზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით ექვსი სოფელი - ისლარი, თეთრაწყარო, ჩხერი, ბაზალეთი, ახალსოფელი და ჯაფაროული სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78696679_264708268102556_8980889526331244544_n.jpg
08/06/2020 10:03

კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპლიტეტის სოფელ კიცხში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს! 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.  კიცხის საუკუნოვანი საჯარო სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ფაქტობრივად იქ სწავლის გაგრძელება მოსწვლეებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა! პროექტის მიხედვით, მოხდება ასევე საჯარო სკოლის ეზოს სრული რეაბილიტაცია და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა.  სკოლის ახალი შენობის დასრულებამდე კიცხის სკოლის მოსწავლეები თეთრაწყაროს სკოლაში განაგრძობენ სწავლას! პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს! სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება!
სრულად