სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/116388891_2837470876500067_7121625217319919435_o.jpg
03/08/2020 18:25

სს "საქართველოს რკინიგზამ" ზვარეში შეხვედრა გამართა

დღეს სს "საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ ზვარის ბაღის ეზოში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20-760-23-060 საპროექტო ცვლილების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების პროექტის სკოპინგის ან გარიშის საჯარო განხილვა. ახალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება ორი ძირითადი ცვლილება: 1) პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ზვარის მეწყერის გააქტიურება, რის გამოც პროექტის გადატანა ხდება მდინარს მარცხენა ნაპირზე. 2) თავდაპირველი პროექტის ფარგლებში მოლითის სადგური ინგრეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შენობა შევიდა კულტურულ ძეგლთა სიაში, რკინიგზა აღარ გაივლის პირდაპირ მოლითის სადურზე და მისი გვერდის ავლით, გავა შენობის წინ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე, რომელმაც მოსახლეობასთან ერთად კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის დროს გამოწვეული მთავარი პრობლემები გააცნო. უმთავრესი პრობლემა სოფლისთვის ზვარის მჟავე წყლებია, რომლის დაკარგვისაც ეშინია მოსახლეობას, თუ დაიწყება ქანების აფეთქება. მეორე პრობლემად დასახელდა თავდაპირველი პროექტის შემდეგ დატოვებული "პირველი სანაყარო", რომელიც საფრხეს უქმნის შინაური ცხოველებისა და სოფლის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. და მესამე პრობლემად დასახელდა გზის ამტვერება. სამივე პრობლემაზე ისაუბრა კომპანიის წარმომადგენელმა, ნუცა კიკნაძემ. " ძველი პროექტის შედეგად მოხდა მეწყრული სხეულის გააქტიურება და ჩამოწვა მეწყერი, ამის შემდეგ ჩატარდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების გეოლოგიური დასკვნები, რომელ დასკვნებშიც წერია, რომ მეწყერის სხეულის დასტაბილურების შემდეგ მოხდება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება ამ მეწყერის ან გაწმენდის ან გამაგრების შესახებ. იქამდე, სანამ მეწყერული სხეული არ განიცდის დასტაბილურებას უფრო საშიშია მასზე ხელის ხლება. რაც შეეხება ზვარეს მინერალურ ჭაბურღილს, რომელიც დღეის მდგომარეობით გახლავთ ლიცენზირებული, ძველი პროექტით გვიწევდა სალიცენზიო ობიექტის ე.წ თხუთმეტ მეტრიან სანიტარულ ზონაში გავლა და ამით საფრთხე ექმნებოდა არსებულ ჭაბურღილს. ახალი პროექტით გადავწყვიტეთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჭაბურღილს და ჭაბურღილს მოვშორდით 17-18 მეტრით. გზების ამტვერების პრობლემასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის ვალდებულებაში გვიდებს აღნიშნული გზების მორწყვის საკითხს. "პირველი სანაყარო", სადაც იყრება ფუჭი ქანები და რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგლებას, მისი მოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება სანაყაროზე ფუჭი ქანების შეტანა. ამჟამად სამუშაოები 95 %-ით შესრულებულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწყობა".
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116693937_3230337137025554_2001069865621387726_o_1.jpg
03/08/2020 18:10

დღეს, 3 აგვისტოს, საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, დეპუტატებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ასევე, დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გაწეული ანგარიში. მოსმენილი იქნა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ. ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში. ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116437939_3221257757933492_5044652087214609353_n.jpg
31/07/2020 14:11

ჩინური კომპანია სოფელ ბორითში მოსახლეობას შეხვდება

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, 15:00 საათზე, ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის (F2)-ის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან.  შეხვედრის თემა: დაწყებული პროექტის მოკლე მიმოხილვა,  ძირითადად კი საჩივრების მიღებისა და მოგვარების პროცესი.  შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები.  შეხვედრის ადგილი  სოფელი ბორითი, სამშენებლო კომპანიის საკონფერენციო დარბაზი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116591078_436008657357569_8377532577436214964_n.jpg
31/07/2020 11:17

ხარაგაულის თეატრმა მუშაობა განაახლა

ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ხარაგაულის თეატრი, აქტიურად იწყებს მუშაობასა და მაყურებლისათვის დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებას. პანდემიის შემდგომ, ხარაგაულელმა პატარებმა, უკვე მეორედ იხილეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა, სადაც ასევე მრავლად იყო პატარა მაყურებელი. თეატრი, პატარა მაყურებელს, წელს კიდევ პირდება ახალ დადგმებს. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც პატარების აღტაცებულ სახეზე ამოიკითხავდით. სწორედ ეს აძლევს თოჯინების თეატრის მსახიობებს უდიდეს მუხტს, რომ ჩაატარონ საინტერესო წარმოდგენები, თუნდაც რეგულაციების ფონზე, ღია სივრცეში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
29/07/2020 17:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 3 აგვისტოს სხდომას გამართავს

დღის წესრიგი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: ირინე ჩხეიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: დავით დევდარიანი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_1.png
28/07/2020 09:35

სოფელ ზვარეში სს "საქართველოს რკინიგზა" 31 ივლისს შეხვედრას გამართავს

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, 15:00 სთ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს ბაღის შენობის ეზოში (ღია სივრცეში) დაგეგმილია სს "საქართველოს რკინიგზის" თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის, სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760-23+060 საპროექტო ცვლილებების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/07/2020 11:40

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 28 ივლისს რიგგარეშე სხდომას გამართავს

განსახილველ საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ნინო მაღლაკელიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნინო მაღლაკელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
17/07/2020 16:53

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 20 ივლისს მორიგ სხდომას ჩაატარებს

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორი სამსახურის ანგარიშს მოისმენენ: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ; მომხს: ირინე ჩხეიძე  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ  მომხს: დავით დევდარიანი სხდომაზე ასევე დაამტკიცებენ საკრებულოს 3 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
16/07/2020 16:56

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 14 ივლისის რიგგარეშე სხდომას გამართავს

სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:   1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2250 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.269), სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასაცემის შესახებ მომხს:მაია ალავიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღების თაობაზე მომხს:ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/thumbs/Untitl00ed-5.gif
15/07/2020 12:05

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის განმეორებითი ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შესახებ: ცხადდება განმეორებითი ელექტრონული აუქციონი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემის მიზნით დანართი N 1-ის შესაბამისად. განისაზღვროს - წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10%. „ ბიჯი“-ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10% .  საიჯარო წლიური თანხის შემცირება - 30% აუქციონი 2020 წლის 23 ივლისს 16 საათზე დაიწყება და 2020 წლის 3 აგვისტოს 16 საათზე დასულდება.  დანართი 2        
სრულად