ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ხარაგაულის კინოთეატრში გამართავს ერთობლივ ღონისძიებას - "მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ...".
ლიტერატურული წარმოდგენა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "პიონერფილმის" ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს, პედაგოგს, გრიგოლ ჩიგოგიძეს ეძღვნება.
ამ დღეს გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად ხარაგაულს "პიონერფილმის" აღსაზრდელები ეწვევიან.
აღნიშნული ლიტერატურული წარმოდგენის პრემიერა, ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა თბილისში, 2 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლში გამართა,
ღონისძიება12 ივნისს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე დაიწყება.