დებულება

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2017 წლის 19 დეკემბერი დაბა ხარაგაული      

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“

(საქართველოს       საკანონმდებლო      მაცნე,       ვებგვერდი,      17/07/2014,      სარეგისტრაციო                                            კოდი:

010250050.35.128.016162)>

  1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

  1. დადგენილების პირველი მუხლი და  დანართი №1  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დანართი №1)“.

 

მუხლი 2 დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მანანა ბარბაქაძე

საკრებულოს თავმჯდომარე

დანართი №1

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1 მერია

  1. მერია არის   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი    ორგანოს        დაქვემდებარებაში        არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
  2. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.

მუხლი 2 მერიის  საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები

  1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
  2. მერიის თანამდებობის         პირები,          სტრუქტურული      ერთეულები და            საჯარო          მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 3

ადმინისტრაციული წარმოების ენა მერიაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 4

მერიის ადგილსამყოფელი მერიის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №15.

თავი II

მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 5 მერიის თანამდებობის პირები

  1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე;

გ) მერის მოადგილე;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

  1. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

მუხლი 6 მუნიციპალიტეტის მერი

  1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების  განხორციელებას     საქართველოს          ორგანული       კანონის          „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“       საქართველოს          სხვა       საკანონმდებლო      და       კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
  3. მერი

ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა,  რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ  ერთი  მეოთხედის  მოთხოვნით  საკრებულოს  წარუდგენს  რიგგარეშე ანგარიშს.

ბ.ბ)      ამ        კანონის          შესაბამისად შეიმუშავებს და       საკრებულოს            მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების  ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა   და ბიუჯეტში  შესატანი  ცვლილების პროექტებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

გ.ბ)      საკრებულოს            დასამტკიცებლად   წარუდგენს   საანგარიშო   წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას  მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ)    საკრებულოს   დასამტკიცებლად    წარუდგენს   მუნიციპალიტეტის    მიერ   წლის განმავლობაში

განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ, მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ)   საქართველოს   ორგანული   კანონით  ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ  გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/ სარგებლობის    უფლებით  მიმღების/მართვის     უფლებით  მიმღების ხელშეკრულებით   ნაკისრი ვალდებულებების          დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი  პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ)   უზრუნველყოფს     მუნიციპალიტეტის             ქონების         მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ)  ახორციელებს  მონიტორინგს  ფიზიკური  და  იურიდიული  პირების  მიერ მათთვის  სარგებლობის უფლებით  გადაცემული  მუნიციპალიტეტის   ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის  წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის  ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის  სახელით  ანიჭებს  წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე.ე) თავისი უფლებამოსილების   ფარგლებში   გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე  საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ე.ი) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“თ, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.

  1. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
  2. მერი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

 

 

მუხლი 7 მერის პირველი მოადგილე და მერის მოადგილე

  1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ამ დებულებით  დადგენილი წესითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. მერის პირველი  მოადგილე  ასრულებს  მერის  მოვალეობებს  მერის არყოფნისას,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას.
  3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს, ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, ასრულებენ მერის ცალკეულ დავალებებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს.
  4. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

მუხლი 8 მერიის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

  1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია  საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის    საქმიანობას    და  პასუხისმგებელია    ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ)         მერს   წარუდგენს   წინადადებებს        სტრუქტურული     ერთეულის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით,       სტრუქტურული      ერთეულის   მოსამსახურეთა წახალისების,           დისციპლინური პასუხისმგებლობის,    შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის       ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე)  მერს   წარუდგენს  სტრუქტურული  ერთეულის  მიერ  მომზადებულ  საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის

შესახებ;

ზ)        მერიის დებულების  შესაბამისად, თავისი  უფლებამოსილების   ფარგლებში   გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

  1. მერიის  სტრუქტურული      ერთეულის  საქმიანობაზე           სამსახურებრივ        ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
  2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III

მერიის სტრუქტურა

 

მუხლი 9 მერიის  სტრუქტურა

  1. მერია შედგება მერიის  თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.
  2. მერიის სტრუქტურული ერთეულები – მერიის სამსახურები          იქმნება         (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის საშტატო ნუსხით. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
  3. მერიის სამსახური, სამსახურის    დებულების  შესაბამისად,  ფუნქციურ დანიშნულებათა  მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.

 

მუხლი 10 მერიის სტრუქტურული ერთეული

  1. მერიის სტრუქტურული ერთეული არის მერიის სამსახური, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების          შესრულებას,            აგრეთვე        ამზადებს      მერის და      მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
  2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
  3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
  4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ინფრასტრუქტურისა და  კეთილმოწყობის სამსახური;

დ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახური:

ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური;

ვ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი)  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.

  1. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით და საშტატო ნუსხით, რომელთა  პროექტებს შეიმუშავებს  მერი და წარუდგენს  მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

მუხლი 11 მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

  1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:

ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის           ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების,  სამართლებრივი,     საკადრო   საკითხთა, აგრეთვე   მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ბ) ორგანიზაციურ-ტექნიკურად უზრუნველყოს მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების

ჩატარება;

გ) ამზადებს მერის ადმინისტრაციულ  აქტებს და  საკრებულოში  წარსადგენ ადმინისტრაციული აქტების პროექტებს;

დ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ  გამოგზავნილი  წერილების  და მომართვების   აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათი გადაგზავნას ადრესატისათვის, უზრუნველყოფს დოკუმენტაციის შენახვას და საარქივო მასალის დამუშავებას. უზრუნველყოფს  მერიის თანამდებობის  პირთა და საჯარო

 მოსამსახურეთა   პირადი   საქმეების წარმოებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  ვებგვერდის  ადმინისტრირებას;

ვ) მოამზადოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალები;

ზ) უზრუნველყოს   მერიის   სტრუქტურული   ერთეულებისა   და  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საზოგადოებასთან  ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.

ი)         მოქმედი         კანონმდებლობითა             და       ადგილობრივი         თვითმმართველობის   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

  1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია:

თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო   გაანგარიშება-დასაბუთების,   მიღებული   ბიუჯეტის  შესრულების,   საბიუჯეტო სახსრების   მიზნობრივი,   მიზანშეწონილი   და  ეფექტიანი   გამოყენებისა   და   ბიუჯეტის შესრულების  შესახებ  ანგარიშგების უზრუნველყოფა,  აგრეთვე  მერიაში      მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

  1. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა  და  ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კეთილმოწყობის  სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
  2. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა.

  1. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციებია:

დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში    მცხოვრებ  ბავშვებზე ძალადობის  ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე    ამოწმებს    ბავშვებზე    ძალადობასთან    დაკავშირებულ    გადაუდებელ შემთხვევებს, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას  და ახდენს  ბავშვზე ძალადობის ნიშნების    იდენტიფიკაციას,    შეფასების      შედეგების ზუსტ  დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო  წესით  აგზავნის შეტყობინებას  სააგენტოსა და პოლიციაში.

  1. ეკონომიკისა და ქონების      მართვის      სამსახურის      ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.
  2. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

  1. სამხედრო აღრიცხვისა    და    გაწვევის    სამსახურის    ძირითადი    ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა      და      გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
  2. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე   არსებული რისკების     დადგენა, რისკების მართვისათვის  შემუშავებული    შიდა კონტროლის სისტემების,  ფინანსური მართვისა  და კონტროლის  სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების,      მიზანშეწონილობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლაშემოწმება, რეკომენდაციების  წარდგენა   მერიის,  ასევე   - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული  პირების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

  1. მერიის სტრუქტურულ        ერთეულში,  მისი    დებულების  შესაბამისად, შეიძლება      შეიქმნას განყოფილებები.

 

თავი IV

მერიის  საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 12 მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი

  1. მეორადი სტრუქტურული      ერთეულის   ხელმძღვანელს         ,,საჯარო        სამსახურის  შესახებ" საქართველოს  კანონისა        და       ამ       დებულების  შესაბამისად თანამდებობაზე        ნიშნავს          და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ)         უზრუნველყოფს      განყოფილების         მიერ               სამსახურის               დებულებით   განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ)          ანაწილებს     დავალებებს              განყოფილების         მოხელეებს    შორის,          უზრუნველყოფს     სამუშაო გეგმებით  და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე)         ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო  გეგმებით  და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

ზ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

თ)        უზუნველყოფს         განყოფილების         მოხელეთა   მიერ   მერიის            შინაგანაწესისა და       შრომის დისციპლინის       დაცვას.          დადგენილი  წესით             აფასებს          მოხელეების  საქმიანობას,             სამსახურის უფროსს          წარუდგენს               წინადადებებს მოხელეთა      წახალისების           ან        მათ     მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

ი)         ახორციელებს         მოქმედი კანონმდებლობით, ამ  დებულებით და სამსახურის დებულებით  განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 13 მერის წარმომადგენელი

  1. მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
  3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  ერთეულებია:

ა) დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ხარაგაული, პატარა ხარაგაული)

ბ)         ბაზალეთის ადმინისტრაციული           ერთეული     (სამოქმედო  ტერიტორია – სოფელი ბაზალეთი, ღარიხევი, ქროლი , წიფი);

გ) ბორითის  ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბორითი, საქასრია,

მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი);

დ) ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვარძია);

ე)         ვახანის          ადმინისტრაციული           ერთეული     (სამოქმედო  ტერიტორია  – სოფელი         ვახანი, სერბაისი,ზედუბანი);

ვ) ზვარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზვარე, ჩრდილი, ნუნისი

);

ზ) კიცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი კიცხი, ბორი, საქარიქედი,  კიცხის იგორეთი, თეთრაწყარო);

თ) ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლეღვანი, მარელისი,  დიდვაკე, პატარა სახვლარი);

ი) ლაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი );

კ) მოლითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მოლითი, დეისი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ნებოძირი, ქვები, ბაბი, ანიულა );

ლ)       ნადაბურის   ადმინისტრაციული           ერთეული     (სამოქმედო  ტერიტორია  – სოფელი ნადაბური, გოლისი);

მ)  სარგვეშის  ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  – სოფელი  სარგვეში, ხორითი, საბე  , მიროწმინდა);

ნ) საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული, სხლითი, ჩხერი, ვანი.);

ო) ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფარცხნალი, ახალსოფელი  , ისლარი , ღუდუმექედი);

პ)  ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხიდარი).

ჟ)  წყალაფორეთის  ადმინისტრაციული  ერთეული  (სამოქმედო  ტერიტორია  -სოფელი წყალაფორეთი,   ხონი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხაეთი);

რ) წიფის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი , ფონა);

ს) ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ღორეშა); ტ) ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა , ბჟინევი, ვერტყვილა);

უ) ხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხევი, წაქვა, გრიგალათი, ციცქიური);

  1. მერის წარმომადგენელი:

ა) მერის წარმომადგენელი  არის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  საჯარო  მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

ბ) მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. მერის  წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი;

გ) მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

დ) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე

შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა  შეგროვებას;

ვ)         უზრუნველყოფს     ადგილობრივი         თვითმმართველობის         სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ზ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ი) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

კ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

ლ) ვალდებულია დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მერის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ბავშვის დაბადების თაობაზე, თუ ბავშვი დაიბადა  სამედიცინო დაწესებულების  გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;

მ)   ვალდებულია   შეადგინოს  ოქმი  პირის გარდაცვალების  შესახებ და არაუგვიანეს  მეორე სამუშაო  დღისა წარუდგინოს მერის  მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;

ნ) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის    სპეციალური    წესისა    და    საკადასტრო    მონაცემების სრულყოფის      შესახებ“      საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული    მიწის   ნაკვეთის   ან/და საჯარო რეესტრში   დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

  1. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

მუხლი 14 მერიის მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

  1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის    მოხელე,   რომელიც  დანიშნულია მერიის  საშტატო  განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი  ხელშეკრულებით  დასაქმებული  პირი,  რომელსაც  საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო    დაწესებულების    დამხმარე    ან    არამუდმივი ამოცანების    შესრულების უფლებამოსილება.

  1. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით  დასაქმებული პირის  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება  შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.

 

მუხლი 15 მერიის  მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები

  1. მერიის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა თანამდებობრივი ინსტრუქცით.
  2. მერიის მოხელეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს შესაბამისი სამუშაო პირობებით, მერიის  საოფისე  ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული  კერძო  სამართლის  იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს  გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  გადაწყვეტილებების  მომზადებაში  და  დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან  მოხსენებითიბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ ინსტრუქციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სახელფასო დანამატები;

ლ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება;

მ) ისარგებლოს ყოველწლიური 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

  1. მერიის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის  შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ)        დადგენილი პერიოდულობით    და   წესით,                აგრეთვე    ზემდგომი   თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 16 მერიის  მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა

  1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობისათვის დგება თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომელიც შეიცავს სამუშაოთა აღწერილობას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2.სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება- მოვალეობები.

  1. მოხელის თანამდებობების თითოეული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება ,,პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მუნიციპალიტეტის მერი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.
  2. მერის პირველ მოადგილეს, მერის მოადგილეს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა  სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.

 

თავი V

მერიის  მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა

მუხლი 17 მერიაში  ვაკანსიის გახსნა

  1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე; 2. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ  განყოფილების   უფროსს,  ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

ბ) სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

მუხლი 18 მერიის  მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი

  1. მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე  მუხლით და ,,პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით  დადგენილ მოთხოვნებს.
  2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით.

მუხლი 19

მერიის  მოხელის კარიერული განვითარება მერიის მოხელის კარიერული განვითარება ხდება ,,საჯარო   სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20

სამსახურებრივი გადაყვანა

მერიის მოხელის სამსახურებრივი გადაყვანა ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე  და 48-ე მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 21

სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და გათავისუფლება

მერიის           საჯარო          მოსამსახურეთა       სამსახურებრივი     ურთიერთობების    შეჩერებისა და       შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის  55-ე, 98-ე მუხლებით და მე-XII თავით.

თავი VI

მერიის  მუშაობის ორგანიზება

მუხლი 22 მერიის  ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები

  1. მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;

ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

  1. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,საქართველოს        ზოგადი         ადმინისტრაციული             კოდექსით",  საქართველოს          ორგანული კანონით           ,,ადგილობრივი            თვითმმართველობის         კოდექსით“   მოქმედი        კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 23 მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია

  1. მერიის ადმინისტრაციულ  წარმოებაში   დოკუმენტების        მიღების,            აღრიცხვის,   მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციით.
  2. მერიის საქმისწარმოებაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების     ინსტრუქციის           მოთხოვნების            დაცვას           უზრუნველყოფს     მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

მუხლი 24 მერიის  შინაგანაწესი

  1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის   დამთავრების შემდეგ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  ყოფნის პირობები და წესი;

დ)        სამსახურებრივ        საკითხებზე  გამოცემული განკარგულების       საჯარო მოსამსახურეებისათვის გაცნობის წესი;

ე) სამსახურებრივი მივლინებისა და შვებულების გაფორმების წესები;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) მერიის მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

თ) დაწესებულებასა და საჯარო მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული

სხვა საკითხები;

ი) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

  1. მერი დამტკიცებამდე 2 კვირით ადრე მერიის თანამშრომლებს წარუდგენს შინაგანაწესის პროექტს გაცნობის და მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით. მერისათვის ეს შენიშვნები და წინადადებები სავალდებულოა, თუ ეს პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან.
  2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი, რომელიც ამოქმედდება დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს თუ თვით შინაგანაწესით დადგენილი არ არის ამოქმედების უფრო გვიანდელი თარიღი.
  3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
  4. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.

 

მუხლი 25 მერის, მერის სამსახურის სამუშაო გეგმები

  1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ  სამუშაოთა  ნუსხა და სამუშაოთა  შესრულების ვადები.
  2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია – 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური  სამსახურის     დასაგეგმი  პერიოდია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.
  3. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

4.მერიის  სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს  მერიის  სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს.   სამსახურის  ყოველთვიურ,   კვარტალურ   და  ყოველწლიურ  სამუშაო გეგმებს     დასაგეგმი პერიოდის   დაწყებამდე   ორი   კვირით   ადრე   მაინც   შეიმუშავებს სამსახურის  ხელმძღვანელი   და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.

  1. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება    მხოლოდ    მერის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული  პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
  2. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მერი.

მუხლი 26 მოხელის სამუშაო გეგმა

  1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით.
  2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს.
  3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს  მოხელე  და  ამტკიცებს  შესაბამისი სამსახურის უფროსი.

მუხლი 27 ანგარიშგება

  1. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
  2. წერილობითი ანგარიში უნდა შედგეს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის მოთხოვნათა შესაბამისად.
  3. მერიის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და  სამსახურის  განყოფილების     საანგარიშგებო  პერიოდებია  ერთი  თვე,  კვარტალი  და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
  4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) მერიის   ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;

ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;

გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;

დ) მერიის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

  1. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო  უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღებაგამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან   სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება- გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
  2. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  3. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით".

მუხლი 28 საქმიანობის შეფასება

  1. განყოფილების საქმიანობას აფასებს მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის  მიერ წარდგენილ  ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
  2. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
  3. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერის  ანგარიშს  საკრებულოში  წარადგენს მერი.  მერიის ანგარიში  განიხილება და  შეფასდება  საკრებულოს  მიერ  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 29 საქმიანობის შეფასება

  1. განყოფილების საქმიანობას აფასებს მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ  ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
  2. მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
  3. მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

თავი VII

მერიის  თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

მუხლი 30 მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1.   მერიის  თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) მერის  ბრძანება;

ბ) მერის  პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის  მოადგილის ბრძანება;

დ) მერის  სამსახურის უფროსის ბრძანება.

  1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი  აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი  აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
  2. მერიის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც  შეეხება  50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
  3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს  შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
  4. ინდივიდუალური სამართლებრივი     აქტები,         რომელთა     ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი 31 მერიის  თანამდებობის    პირის    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტის გასაჩივრება

  1. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტი               საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
  2. მერიის თანამდებობის        პირის,            გარდა მუნიციპალიტეტის მერისა,            ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი       აქტი  საჩივრდება  მერთან            და      შემდგომ        −          სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

 

თავი VIII

მერიის   რეორგანიზაციის წესი

მუხლი 32 მერიის  რეორგანიზაცია

  1. საჯარო სამსახურის  ინტერესებიდან       გამომდინარე,          სისტემური,  ეფექტიანი            მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია მერიის რეორგანიზაცია.
  2. მერიის რეორგანიზაცია არ  შეიძლება გახდეს  მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი,     გარდა             „საჯარო         სამსახურის               შესახებ“         საქართველოს          კანონით            გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  3. მერიის რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც      მიიღება         მერიის           ნაწილობრივ             ან        მთლიანად               ახალი სტრუქტურა.  რეორგანიზაციად ითვლება       აგრეთვე        საჯარო            დაწესებულების      შტატების      გადაადგილება        ან/და შემცირება.
  4. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.
  5. მერიის რეორგანიზაციის   შესახებ   გადაწყვეტილება  უნდა  ეცნობოს   საჯარო სამსახურის ბიუროს, მერიის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.
  6. მერიის რეორგანიზაციასთან          დაკავშირებული     სხვა    სამართლებრივი            საკითხები     წესრიგდება საქართველოს   კანონმდებლობით.  რეორგანიზაციის   განხორციელების შესახებ  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით უნდა განისაზღვროს:

ა) რეორგანიზაციის განხორციელების    ვადა,  რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

გ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი.

  1. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ვადების მითითებით:

ა) მერიის     მოსამსახურეთა     გაფრთხილება     რეორგანიზაციისა     და     მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ;

ბ) რეორგანიზებული  სტრუქტურული  ერთეულების  დებულებების  პროექტების მომზადება და

მიღება;

გ) მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებ(ებ)ის პროექტის მომზადება;

დ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

მუხლი 33

მერიის  სამსახურის რეორგანიზაცია მერიის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების 37-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

ნანახია: 0 - ჯერ