სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0027.JPG
02/06/2020 16:34

ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.  ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე 5,6 მეტრი, საავტომობილო ხიდს აქვს გამყოფი ლითონის  ბორდიურით გამოყოფილი საფეხმავლო ტროტუარი! ორმალიანი ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 419 973 ლარით დაფინანსდა! მდინარე ლეღვნულაზე სოფლის საჯარო სკოლისკენ გადასასვლელი ხიდი გასული წლის სტიქიის შედეგად დაზიანდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1181.JPG
02/06/2020 14:47

ხარაგაულში 111 მრავალშვილიანი ოჯახი პურის ფქვილს მიიღებს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ხარაგაულის მერიას ავტობანის (ჩუმათელეთი-ხევი (F1)მონაკვეთი)) მშენებელი ჩინური კომპანიის „China State Construction Engineering Corporation Limited”) წარმომადგენლებმა პურის ფქვილი გადასცეს. მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, პურის ფქვილი მრავალშვილიან ოჯახებეზ განაწილდა! 25 კგ-იანი შეფუთვით ფქვილს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 111 მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს! პურის ფქვილის დაფასოებასა და გაცემაში მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები იღებენ მონაწილეობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1156.JPG
29/05/2020 11:56

ჩხერის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში სასოფლო გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო!  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას კომპანია „მეკა“ 300 027 ლარად შეასრულებს! ბეტონის საფარის მოწყობა რკინა-ბეტონით მიმდინარეობს, გზის სიგანე 3 მეტრია. ჩხერის გზის პროექტი გარდამავალია, მომავალ წელს გზის დაგება ე.წ. „მელისკარის“ უბნისკენ გაგრძელდება. „სოფელ ჩხერში ხარაგაულიდნ გზა ორი მიმართულებით მიდის, ერთ მხარეს ბეტონის საფარი 2017 წელს დავაგეთ, წელს მეორე მხრიდან კეთდება. მალე ჩხერის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელიც სოფელ ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტრის მშენებლობას გაეცნო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/82589226_2659465034300653_5568445019322318848_o.jpg
28/05/2020 14:37

ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დაიწყო საკალთბურთო მოედნის მშენებლობა, რომლის მიმდებარედ ღია სივრცეში მოეწყობა ასევე, მცირე სკვერი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები! პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე, საფეხბურთო მოედანს.  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. პროექტის ღირებულება 247 505 ლარია და სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს!  სახელშეკრულებო ვადებით ინფრასტრუქტურის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/05/2020 14:26

1 ივნისს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივნისს მორიგ სხდომას გამართავს   დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ  ოთხ საკითხს განიხილავენ 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ;   მომხს: კახაბერ გოლუბიანი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობის, დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ;  მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა   ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა N90ა-ში მდებარე 2718 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.399), ამავე მისამართზე მდებარე 1486 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №36.01.31.398) და 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.01.31.396) სახელმწიფო საკუთრებაში  უსასყიდლოდ  გადასაცემის შესახებ; მომხს:ჯაბა ბერაძე 4.გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ  მომხს: ინგა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0938.JPG
21/05/2020 17:47

ხარაგაულში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დახმარებები ხუთ ეტაპად გაიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების გაცემა ხუთ ეტაპად განახორციელა. მეხუთე ეტაპზე 19-20 მაისს პროდუქტის ნაკრები მიიღო 20 ადმინისტრაციული ერთეულის 150-ზე მეტმა მოქალაქემ! საერთო ჯამში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1 000 ზე მეტ მაცხოვრებელს, კერძოდ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, ტოტალურ უსინათლოებს, ომის ვეტერანებს, შშმ პირებს და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს! საკვები პროდუქტების დაფასოებაში და დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები!  პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწია ათეულობით მოქალაქეს. ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაცემად გამოიყო 30 000 ლარი, ხოლო საკვები პროდუქტების შესაძენად და უფასო პურის აქციის განსახორციელებლად საერთო ჯამში - 43 000 ლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/99157933_250441716387630_4178965864332132352_n.jpg
21/05/2020 17:36

ხარაგაულის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ახორციელებს

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ახორციელებს!  2020 წელს ხარაგაულში 21 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 4 464 485 ლარი დაიხარჯება. მათ შორისაა როგორც საგზაო ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა! კომპანიები სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტროსა დ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ახორციელებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0961.JPG
21/05/2020 14:44

ნიკოლოზ თოფურიძე ძირულა-ხარაგაულის გზის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კომპანია „black sea group“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის(25 კმ.) მშენებლობის ფარგლებში, დაბა ხარაგაულში, მემორიალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ასევე სასტუმროსთან მდებარე სახიდე კონსტრუქციების დემონტაჟისა და ახალი ხიდების მოწყობის საკითხს. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს, დაბა ხარაგაულში ასფალტის საფარის დაგების ფ არგლებში ტროტუარების და განივების საკითხის მოგვარებაზე.  ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაბის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს მწვანე ზოლი და ფასადები. ადგილობრივი თვითმმართველობა და გზის მშენებელი კომპანია დიალოგის რეჟიმში, ურთიერთშეთანხმებით აგრძელებენ თანამშრომლობას. რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეაბილიტაციას, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით 3კმ-მდე ასლფასლტის საფარი მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/96348541_2572678969639153_2131893183003492352_n_1.jpg
15/05/2020 10:31

ხარაგაულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

 ქვეყანაში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა. გაგრძელდა როგორც საგზაო ინფრსტრუქტურის მშენებლობა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მშენებლობა, მათ შორის ვვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღების და კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0420.JPG
11/05/2020 15:50

მერის ინიციატივას ერთჯერადი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე საკრებულომ მხარი დაუჭირა

11 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივას, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემის მიზნით სოციალურ მუხლში თანხის გადატანას. მერიის მხრიდან ინიცირებული იყო აღნიშნულ მუხლში 20 000 ლარის მობილიზება. ეს ინიციატივა განიხილა საკრებულოს ბიურომ  და მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო 10 000 ლარის დამატება. მერიამ გაითვალისწინა საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება და, დღეს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საბიუჯეტო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს იმ ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით დაკარგეს შემოსავლის წყარო, ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო გადაადგილებას და სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას.  კერძოდ, დამტკიცდა, რომ 2020 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან 30 000 ათასი ლარი მიიმართოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სოციალური დაცვის ხარჯებში.   საკრებულომ დღესვე დაამტკიცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 – 2021 წლების ეკონომიკური განვითარების  გეგმა, რომელიც სხდომაზე მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა. ჯაბა ბერაძემ წარადგინა ასევე, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე   1 908  კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 36.03.34.117). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, იჯარის ფორმით  ერთი წლის ვადით  კომპანია hinan bridge construqcion group co. Itd -სათვის  გადასაცემად  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი, რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.                                                                                                                           სხდომაზე ასევე განიხილეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის  შესახებ საკითხი. 11 მაისის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე სხვადასხვაში დარეგისტრირებული ორი საკითხის ირგვლივ, ესენია:  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  დასკვნის გაცნობა, რომელიც ერთ-ერთ დეპუტატზე, რომელიც 6 თვეა არ გამოცხადებულა საკრებულო სხდომებზე და ასევე, არ მიუღია მონაწილეობა კომისიური ფორმატის შეკრებებში, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. კომისიამ გაითვალისწინა დეპუტატის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, რაც ადასტურებს, რომ დეპუტატი ამ პერიოდში იყო შრომისუუნარო და მას უფლება მოსილება საპატიო მიზეზის გამო არ შეუწყდა. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ დეპუტატებს ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში გამოცხადებული  საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე   მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა საჭიროებები და ვერ ახერხებენ მათ მოგვარებას, აღნიშნულ პირთა საჭიროებების უზრუნველყოფის ორგანიზების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გამოყოფილი სახსრების მონიტორინგს განახორციელებს, სამუშაო ჯგუფს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს.  
სრულად