სოფლის საერთო კრება ბორითის თემის სოფლებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს 17-18 თებერვალს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელში. კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდნენ. გაგაცნობთ როგორ განკარგა ბორითის თემის მოსახლეობამ ადმინისტრაციულ ერთეულზე გამოყოფილი 104 000 ლარი. სოფელ ბორითში 16 000 ლარი უბნების მიხედვით გაიყვეს. ამ თანხით მოაწყობენ გარე განათების სისტემას, საუბნო გზაზე გააკეთებენ სანიაღვრე არხებს, ორ უბანში მოხდება გზის გასწორხაზოვნება, ხოლო ერთ პატარა მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოსაწყობად მასალების შეიძენენ. კვესრევში 10 000 ლარი ორად გაიყო. ზედა უბანში გზის მოხრეშვა და გასწორხაზოვნება გადაწყდა, ხოლო ქვედა უბანში, სადაც თითქმის შეუძლებელია გადაადგილება იქ მაცხოვრებლებმა ასევე, გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნება მოითხოვეს. სოფლის კრებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს თანხა ქვედა უბნისთვის ამ სამუშაოების შესასრულებლად საკმარისი არ იქნებოდა. მოხდა დაკავშირება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელთან კონსულტაციის შემდეგაც გადაწყ, რომ ქვედა კვესრევს დამატებით გამოეყოს 10 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და პროექტი ბოლომდე ხარისხიანად შესრულდეს. მაქათუბანში 12 000 ლარს საუბნო გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობას და ორ უბანში გზის გასწორხზოვნებას მოახმარენ. უბისის მოსახლეობა ასევე, 12 000 ლარს - წყლის მილების და ავზის შეძენაში, ერთ პატარა ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობაში და ორ უბანში გზის გასწორხაზოვნებაზე დახარჯავს. სოფელ ციხისძირის მოსახლეობა გასულ წელს დაწყებული ბეტონის საფარის მოწყობას წელსაც გააგრძელებს და კუთვნილ 10 000 ლარს სრულად ამ პროექტს მაოხმარს. საქასრიაში 12 000 ლარით ერთ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, გარე განათების სისტემის დასრულებას და ერთ-ერთ უბანში წყალგამტარების მოწყობს აპირებენ. ამაშუკეთში საუბნო გზის მობეტიონებაზე სრულად გახარჯავენ 10 000 ლარს. ერეთაში 10 000 ლარით გზის გაწმენდა და 1 ტონიანი ავზის შეძენა გადაწყვიტეს. ვაშლევის მოსახლეობამ 10 000 ლარი ორად გაყო: გაღმა ვაშლევი გზის გაწმენდით სამუშაოებს ჩაატარებს. გამოღმა ვაშლევში კი, გარე განათების სისტემა დასრულდება და მეწყერული ჩამონაშალებისგან გზის გაწმენდა მოხდება.
სრულად