სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2710.JPG
23/08/2019 12:02

რა გაკეთდა ბაზალეთში - ანგარიში მოსახლეობას

ბაზალეთის თემში ოთხი სოფელი - ბაზალეთი, წიფი, ღარიხევი და  ქროლია გაერთიანებული.  ბაზალეთს ხარაგაულში ევროპულ სოფელს ეძახიან.  მოასფალტებულია სოფლის ცენტრალური გზა, აღნიშნულ გზაზე მოწყობილია გარე განათების სისტემა, ბაზალეთის მოსახლეობა სარგებლობს ბუნებრივი აირით, სოფელს აქვს სპორტული მოედანი, ფუქნციონირებს საჯარო სკოლა, მოსახლეობას ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაბა ხარაგაულთან ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს. 2014-2015 წლებში მოასფალტდა ბაზალეთის ცენტრალური გზის 3კმ-მდე მონაკვეთი.  2017-2018 წლებში ორ ეტაპად განხორციელდა ღარიხევის სასოფლო გზის რეაბილიტაცია, საერთო ჯამში 1 800 მეტრი.  2017 წელს აშენდა ღარიხევის დაწყებითი განათლების სკოლის ახალი შენობა.  2015 წელს ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, 2017 წელს კი ღარიხევის რეაბილიტირებული მონაკვეთი განათდა.  2015-2016 წლებში ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო სამი ხიდ ბოგირი, ბაზალეთში, დევდარიანების უბანში და ღარიხევში ბრუისისა და ჭილოფის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. 2013 წელს აშენდა ბაზალეთში შესასვლელი ახალი ხიდი მდინარე ჩხერიმელაზე.  2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზალეთში ქვედა ნანიტაშვილების უბნის გზას, 500 მეტრიან მონაკვეთს, ხოლო ზედა ნანიტაშვილებში, ასევე 500 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წელს განხორციელდა. ასევე, სოფელ ბაზალეთში დევდარიანებისა და შერგელაშვილების უბანში 2019 წელს ბეტონის საფარი მოეწყო 1კმ-მდე ამორტიზებულ მონაკვეთზე.  2015-2016 წლებში გაზიფიცირდა სოფელ ბაზალეთი.  2014 წელს წყლის სისტემა მოეწყო ღარიხევში კლუბის უბანში, ხოლო 2018 წელს, ქროლში მაქაძეების უბანში.  2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა შეიძინა ავტობუსი.  წელს სოფლის პროექტებით ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზებზე გარე განათება მოეწყობა, ხოლო ღარიხევსა და წიფში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ.  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0116.JPG
22/08/2019 17:45

ხალხთან ახლოს - ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ხუნევის კალოს უბნის მოსახლეობას შეხვდა. კალოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს! ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება 2018 წელს უნდა შეესრულებინა. შპს "საპოვნელა" სამუშაოებს, ახლა, სანქციების თანხლებით ასრულებს. გზის მშენებლები განმარტავენ, რომ 800 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დაასრულებენ❗ შეხვედრაზე, მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ადგილზევე გადაიჭრა ერთი პრობლემა, კერძოდ, გზის გარკვეული მონაკვეთი რეაბილიტაციის გარეშე რჩებოდა, რადგან პროექტში არ იყო გათვალისწინებული. მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით, მოსახლეობის მოთხოვნით, გზის ეს მონაკვეთიც გაკეთდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
22/08/2019 16:52

საკრებულოს ბიურო 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს 2019 წლის 27 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე ერთი საკითხი იქნება განხილული, კერძოდ ბიუროს წევრები ა(ა).ი.პ. „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე დროებით სარგებლობაში გადმოცემული ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გედსამანიაში, ხუნევის საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე მდებარე 117,0 კვმ. ფართის (ს.კ. 36. 08. 38. 321) „სასკოლო მზაობის ჯგუფის“ ფუნქციონირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მუნიციპალიტეტისთვის სარგებლობის უფლების განსაზღვრული ვადით გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელებენ. საკითხს ბიუროს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ნანული კვინიკაძე წარუდგენს.   საკრებულო გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ფუნქციონირებისთვის ფართის გადაცემის თაობაზე, 2 სექტემბრის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289.JPG
22/08/2019 12:58

დაზარალებულ ოჯახს ხარაგაულის მერიამ სახლი შეუძინა

მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეჟათუბანში მცხოვრებ დაზარალებულ თამაზ კაკიაშვილს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სახლი შეუძინა.  სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროცესში თამაზ კაკიაშვილის სახლი ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული დაზარალებული ოჯახის პრობლემების შესწავლაში, პირადად მიულოცეს ახალმოსახლეობა კაკიაშვილების ოჯახს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახლის შესაძენად 10 000 ლარი ჩაირიცხა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261_1.JPG
21/08/2019 17:20

მოლითი-ფონას გზის მშენებლობა დაიწყო

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა დაიწყო! 25 კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც სოფელ ბაბიდან იწყება და მოლითი, წიფა-ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებით გრძელდება, აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ განახორციელებს. ამ დროისთვის კომპანიას მობილიზებული ყავს ტექნიკა, ჩუმათელეთი-ფონას მხრიდან, სადაც წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მილხიდების მოწყობა უკვე მიმდინარეობს. გაცნობებთ, რომ ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ლოტადაა გაყოფილი. პირველ ლოტზე, კომპანია black sea group-ი სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში ახორციელებს. კომპანია თითქმის ასრულებს ერთ-ერთ რთულ ეტაპს, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში 50 კილომეტრიან მონაკვეთზე იგეგმება 6 მეტრიანი (1,5 მეტრიანი გვერდულებით ორივე მხარეს) გზის მოასფალტება, საჭიროების ადგილებზე საყრდენი კედლებითა და გაბიონებით. გათვალისწინებულია ასევე მილხიდებისა და ხიდების მოწყობა.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%92.jpg
20/08/2019 14:37

ბიუროს სხდომაზე   საკრებულოს კომისიების ანგარიშები მოისმინეს

19 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  მორიგ სხდომაზე  დეპუტატებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებული   ხუთი საკითხი  განიხილეს.  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა   2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშები  წარმოადგინეს.   კომისიის თავმჯდომარეებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა, მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით გამოვლენილ პრობლემებსა და  სამომავლო გეგმებზე. სხდომაზე  ასევე განიხილეს  ,,ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე  საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოადგინა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ. ბიუროს  წევრებმა ასევე იმსჯელეს     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით v დევდარიანის სახელის მინიჭების  შესახებ. აღნიშნული  საკითხების შესახებ    დეპუტატები ვრცლად 2 სექტემბერს  გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0073_2.JPG
20/08/2019 14:32

ხარაგაულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტი გზა ყველა სოფელს გრძელდება. წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.  სამუშაოებს შპს „საპოვნელა+“ სანქციების თანხლებით ასრულებს. სოფელ ხონში, გზის 400 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2703.JPG
20/08/2019 12:57

ბრუისის უბანს, შესაძლოა, სოფლის  სტატუსი მიენიჭოს

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის  ბრუისის უბნის მოსახლეობა ბრუისის  ცალკე  სოფლად გამოყოფას ითხოვს.  ადგილობრივების თხოვნით სოფლის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  უკვე მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის თემში ოთხი  სოფელია გაერთიანებულია: ბაზალეთი, ქროლი, წიფი და ღარიხევი. მათგან აღსანიშნავია, რომ სოფელი ღარიხევი  წარმოადგენს პრობლემურ დასახლებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი უბანი სახელწოდებით „ბრუისი“ მდებარეობს სოფელ ბაზალეთსა და ჯაფაროულს შორის, რის გამოც სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ხშირ შემთხვევებში ვერ სარგებლობს ბრუისის უბნის მოსახლეობა,  რაც იწვევს მათ სამართლიან პროტესტს.  აქედან  გამომდინარე, მოსახლეობა ითხოვს ბრუისის უბნის ცალკე სოფლად გამოყოფას.  აქვე აღნიშნულია, რომ   უბნის სახელწოდება „ბრუისი“ ძველი ისტორიული წარსულიდან მომდინარეობს. როგორც გაირკვა ის ცალკე სოფლის სახელით მოიხსენიებოდა საქართველოში მიწის რეფორმის პერიოდშიც, რაც დასტურდება მოსახლეობაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით. მაგრამ,  მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების რეესტრში არსებულ დასახლებათა ჩამონათვალში არც წარსულში და არც ამჟამად „ბრუისი“ არ ფიქსირდება როგორც ცალკე სოფელი.   დეპუტატი   ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს  სოფელში სოციალურ - ეკონომიკური განვითარების გეგმასა და პროგრამის ეფექტურ განხორციელებას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიენიჭება თუ არა ბრუისის  უბანს ცალკე  სოფლის სტატუსი,  ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.  აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია   კანონის შესაბამისად   სათანადო  ღონისძიებებს ატარებს,  რომლის ფარგლებშიც   21  აგვისტოს, 12  საათზე, სოფელ ღარიხევში,   გამართავს    მოსახლეობასთან შეხვედრას.  შეხვედრა  სასოფლო კლუბის  ეზოში ჩატარდება,    სადაც   ადგილობრივები  დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას   ბრუისის უბნის  ღარიხევიდან გამოყოფისა და  მისთვის  სოფლის  სტატუსის მინიჭების თაობაზე. პროცესებში ჩართულია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოიფილება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/agdhfhjkfhl.jpg
20/08/2019 09:59

ხარაგაულში პროფესიული განათლების ცენტრის გახსნა იგეგმება

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო  ევრო  აკრედიტაციის    მფლობელი საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების    საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი.   სასწავლებელში სწავლება  სამწლიანია. სასწავლო გადასახადი   წელიწადში  700  ლარი. კურსდამთავრეულები მიიღებენ   სასწავლო პროგრამის  გავლის  დამადასტურებელ  სამენოვან, ოქროსბეჭდიან დიპლომს. მოქმედებს   თანხების ეტაპორივად გადახდა. ასევე, 30-50-70  და 100-პროცენტიანი  გრანტები;  უფრო  მეტიც, პირველი კურსის  წარჩინებით  დახურვის   შემთხვევაში, სტუდენტები არა მარტო  გათავისუფლდებიან გადასახადისაგან, არამედ, სასწავლო  სტიპენდიასაც მიიღებენ.    საყურადღებოა, რომ   თანხის  გადახდაში  შეღავათებით  სარგებლობენ  ლტოლვილები,  საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი  ოჯახის   წევრები და  მრავალშვილიანები. აღსანიშნავია, რომ  საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, 2009 წლის თებერვალში დაფუძნდა და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ისტორიისა, მაინც შეძლო საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო კერად ქცეულიყო, განსაკუთრებით არაფორმალური პროფესიული განათლების სფეროში.  სწორედ აღნიშნული ფორმის სასწავლო ცენტრები,  ინსტიტუტის ეგიდით, მაღალ დონეზე ფუნქციონირებენ  თბილისში,  ოზურგეთში,   ჭიათურაში,  ხაშურში,  დუშეთში, ქობულეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, საგარეჯოში,  წალკაში, გურჯაანში, ლაგოდეხში, თელავში, ახმეტაში . . . საზღვარგარეთის ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, უკრაინაში.... და სხვა. სასწავლო პროცესი სამწლიანია და დამთავრების შემდეგ გაიცემა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სამენოვანი (ქართულ-უკრაინულ-ინგლისური) ოქროს ბეჭდიანი სერთიფიკატი. ინსტიტუტს  პარტნიორული ურთიერთობები აქვს  და სასწავლო პროგრამების გაცვლები წარმოებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკაში ჯორჯიან-ინთერნეიშენალ უნივერსიტეტთან, სტრატფორდის საკადრო ინსტიტუტთან (ვერმონტის შტატი, ქალაქი სეინტ ალბანზი), აშვორფის ინსტიტუტთან (ჯორჯიის შტატი, ქალაქი ნორკროსი) და სხვა. აღნიშნული ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გარი ჩაფიძეა.  ბ-ნ გარიმ  უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა  სანკტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, კიევში, შემდეგ კი-საქართველოში, საპასუხისმგებლო და ნომენკლატურულ  თანამდებობებზე.  ამჟამად არის  ჟურნალისტთა   საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის  პროფესორი, უკრაინის კადრების საერთაშორისო  აკადემიის აკადემიკოსი და ა.შ.   როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნ გარი აღნიშნავს, ის მზადაა  ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრმა  დაიწყოს ფუნქციონირება  და ხელი შეუწყოს   მომავალი თაობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ასევე  მათ დასაქმებას. ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პოტენციალის მოკვლევა, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67949602_1333492516813473_8785153633130905600_n.jpg
19/08/2019 12:29

სარგვეშის თემში სოფლის პროექტებით სამუშაოები დაიწყო

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სარგვეშში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი. სოფლის პროექტების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ საბეში, მაღალაურის საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით.  ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ხორითშიც, სადაც საუბნო გზების კეთილმოწყობის მიზნით მეწარმესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ზემოთ აღნიშნულ სოფლებში საუბნო გზების შეკეთების მიზნით 10-10 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება სოფელ მიროწმინდას, სადაც გამოყოფილი 10 000 ლარით ასევე, საუბნო გზების შეკეთებას გეგმავენ, ხელშეკრულება მეწარმესთან რამდენიმე დღეში გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება. სოფლის საერთო კრება სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში 11 თებერვალს გაიმართა. მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად გამოყო. ადმინისტრაციული ცენტრი, საერთო ჯამში, სოფლის პროექტებისთვის 42 ათას ლარს დახარჯავს.      
სრულად