სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94.jpg
02/09/2020 14:51

რა გაკეთდა ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში

რა გაკეთდა-პროექტის ფარგლებში დღევანდელ რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადმინისტრაციულ ერთეულზე-ზვარეზე გიამბობთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ექვსი წილის განმავლობაში ზვარეში განხორციელებულ პროექტებს. ადმინისტრაციული ერთეული სამი სოფელს - ზვარეს, ნუნისსა და ჩრდილს აერთიანებს. სამივე სოფელი მაღალმთიანი სტატუსის მატარებელია. ხარაგაულის ეს პატარა მწვანეში ჩაფლული მაღალმთიანი დასახლება გამორჩეულია ბუნებრივი სილამაზით, სამკურნალო წყლებით და  მისტიური ღირსშესანიშნაობებით. სწორედ ამიტომ, სოფლებზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.  ზვარე  მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ხარაგაულიდან ზვარის ცენტრამდე 25-კმ-ია. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებელი-850-ია. წლების წინ აღინიშნებოდა მოსახლეობის მიგრაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც ზვარის თემის სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობამ შეღავათებით სარგებლობა დაიწყო, სოფლებიდან მოსხლეობის მასობრივი გადინება შეჩერდა. საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყალი, რომელის ჩამოსხმა 1936 წელს დაიწყო. ზვარის წყლის ჩამომსხმელი ქარხანა წლების მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა. თუმცა ამ დროისთვის წყალის წარმოება გაჩერებულია. ამ ეტაპზე სოფელში ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა. სოფელ ზვარეში 2014 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა: გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომლით სარგებლობა მოსახერხებელია ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობისთვის. შეიცვალა საექიმო ამბულატორიის შენობის სახურავი. დასრულდა სარიტუალო დარბაზის მშენებლობა. გადაიხურა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ზვარის საჯარო სკოლას ნაწილობრივ შემოიღობა ზვარის ცენტრალური სასაფლაო სოფელ ზვარეში მობეტონდა 220 მეტრი გზა. გაკეთდა სამი ხიდ-ბოგირი  ნუნისი  კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ნუნისის სამკურნალო აბაზანებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ზაფხულობით კანის დაავადებების სამკურნალოდ, კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, მათ შორის უცხოელებიც. ნუნისზე არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც წყლების უნიკალურობის გარდა, განიხილავენ დღემდე ამოუცნობ მისტიურ ღირსშესანიშნაობებს და ისტორიულ ნაგებობებს(ბერების კლდე, ღვთისმშობლის ეკლესია). ნუნისში მოწყობილია გარე განათება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ჩრდილი ჩრდილი საქართველოს ტერიტორიაზე დასახელებულ უძველეს სოფელთა რიცხვს მიეკუთვნება. მკვლევარები ჩრდილს გვიანი ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთ კერამიკულ ცენტრად მიიჩნევენ. ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც 3 000-4 000 წლის წინანდელ ეპოქას ეხმიანება. სოფელში აგებულია ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე შემორჩენილი ხუთსართულიანი კოშკის ნანგრევები. ჩრდილი იყოფა სამ უბნად: კოშკის უბანი, დაწყებითი სკოლის უბანი და კაოთის უბანი. სოფელ ჩრდილში კაოთში და კოშკის უბანში დაიგო ბეტონის საფარი ორ მონაკვეთზე. ( 3 200 მეტრზე) დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა. დამონტაჟდა გარე განათებები სოფელ ჩრდილში მოწესრიგდა კიკნაძეების, ტალახაძეების და დალალიშვილების სასმელი წყლის სისტემები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_15.jpg
02/09/2020 14:27

ხარაგაულის საკრებულო 2020 წლის 3 სექტემბერს რიგგარეშე სდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 02 სექტემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
01/09/2020 16:46

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 2 სექტემბერს რიგგარეშე სხდომას მართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 02 სექტემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე 2150.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი № 36.05.33.287), სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: მალხაზ ფხალაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%93.jpg
01/09/2020 16:31

100 %-იანი გრანტი ხარაგაულიდან ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო

ეს საამაყო გოგო-ბიჭები ხარაგაულიდან სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ. 87 სტუდენტიდან დაფინანსება სხვადასხვა სასწავლებლებში 12-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათ შორის 100 პროცენტიანი გრანტი მიიღო, დაბის #2 საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა - თამარ ჭიპაშვილმა და ლიზა ბარბაქაძემ. ასევე, ანა ყურაშვილმა მოლითის საჯარო სკოლიდან და ნიკა ბერაძემ ბორის საჯარო სკოლიდან.  70 პროცენტიანი გრანტი მიიღო ნია გორგაძემ, რომელმაც ბორითის საჯარო სკოლა დაამთავრა. 50 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს დაბის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონიკა ბუცხრიკიძემ და ნათია ბურჯანაძემ, ასევე მარიამ ტალახაძემ მოლითის საჯარო სკოლიდან, ლუკა ბერაძემ ხიდრის საჯარო სკოლიდან, სალომე რიკაძემ ბორითის საჯარო სკოლიდან, ანა მესხმა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიიდან და სალომე მაჭავარიანმა ბორის საჯარო სკოლიდან.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%B0.jpg
01/09/2020 16:31

თოჯინების თეატრი კურორტ ნუნისს ესტუმრა

აქ სულ სხვა სამყაროა  აქ მსახიობები უსულო საგნებს აცოცხლებენ აქ ნახავთ ბავშვების ემოციების ცოცხალ გამოხატულებას, გულწრფელ გრძნობებს და იმ ჰარმონიას, რომელიც უხილავ მსახიობებსა და პატარა მაყურებელს შორის მყარდება.  ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით, 10 წელია აბედნიერებს ხარაგაულელ მაყურებელს.ზაფხულის ბოლო დღეს, თეატრი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ესტუმრა და კურორტ ნუნისის ტერიტორიაზე სპექტაკლი „აბა, დამაცადეთ თაგუნებო“ წარადგინა. კურორტ ნუნისის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ნინო პავლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე ხარაგაულის თოჯინების თეატრისა და ბალნეოლოგიური კურორტის მეგობრობის დასაწყისია. თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე მადლობას უხდის კურორტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და ბავშვებისთვის საუცხოო გარემოს შექმნისთვის. „არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრეს, როგორც თეატრისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან კომფორტული. სამი სოფლის ბავშვები ესწრებოდნენ და ეს მაღალმთიანში მცხოვრები პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა ქალბატონ ნინოს, რომელიც დიდი სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ასევე მადლობაზვარეში მერის წარმომადგენელს და დეპუტატს ორგანიზებაში ჩართულობისთვის და მერიას ფინანსური მხარდაჭერისთვის!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%B0%E1%83%A3.jpg
31/08/2020 13:26

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2020" ჩატარდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020 “ დღეს საზეიმოდ დაიხურა, პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება. ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტან ციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93.jpg
31/08/2020 13:14

ვახანში ტრადიციული დოღი ჩატარდა

ათწლეულებია აგვისტოს ბოლოს, სოფელ ვახანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული იმართება. პანდემიის მიუხედავად 2020 წელს ტრადიცია არ დარღვეულა, თუმცა სპორტული აქტივობები მხოლოდ დოღით შემოიფარგლა და ვახანისა და მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებმა ძალები ცხენოსნობაში მოსინჯეს. დოღის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვეფხვია ღონღაძე გვიყვება, რომ წელს, დოღს, 18 მონაწილე ჰყავდა - მარელისიდან, წიფადან, მოლითიდან, ბაბიდან, ქვებიდან, ვახანიდან, სერბაისიდან, ზედუბნიდან, ჩრდილიდან და ზვარედან. სამწ უხაროდ, პანდემიის გამო, 1991 წლის შემდეგ დოღთან ერთად, პირველად არ ჩატარდა ჭიდაობის და მკლავჭიდის ტურნირი. საპრიზო ადგილზე გასულები სოფელ ჩრდილის წარმომადგენლები არიან. პირველი ადგილი ფრიდონ ფანქველაშვილმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილი მერაბ თიკანაშვილმა და ნიკა რამიშვლმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისგან. ასევე, ფასიანი საჩუქარი გადაეცა, დოღის ორგანიზატორს, ლაშა ღონღაძეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი. დოღის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_14.jpg
26/08/2020 13:27

ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში. რაც გულისხმობს: ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისთვის 30,0 ათასი ლარის გამოყოფას, ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდი სპეც ავტომანქანის შეძენისათვის. აღნიშნული სპეც ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხას მერია არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების საშიშროების ასაცილებლად საგანგებო რეჟიმში ხდებოდა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ეპიდსიტუაციის კონტროლი. შესაბამისად რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამ თანამშრომელს გაეზრდებათ ხელფასები 200 ლარის ოდენობით. ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ეპიდზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ორი თანამშრომლის დასაქირავებლად ა(ა)იპ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყო 4 000 ლარი. ასევე, მერია საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს 40 ათას ლარს, რომელიც მოხმარდება დევების მონუმენტის რეაბილიტაციას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%20%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D.jpg
25/08/2020 13:45

25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
25/08/2020 11:27

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულში, 24 აგვისტოს სისხლის უანგარო დონაციის აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგურმა" განახორციელა. აქცია ხარაგაულის მერიის შენობაში ჩატარდა და სისხლი უანგაროდ ოცზე მეტმა დონორმა გასცა. მათ შეძლეს და გადაარჩინეს სიცოცხლე.
სრულად