სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_44.jpg
03/02/2021 16:01

4 თებერვალს ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 თებერვალს, 11 საათზე მორიგ სხდომას გამართავს.  სხდომაზე, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს:ზურაბ იჩქიტიძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: მაია ალავიძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1230.JPG
02/02/2021 11:20

ბაბში სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

 სოფელ ბაბში, რომელიც მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული პუნქტია, გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.  როგორც ქვეყნის კურსი რეგიონების განვითარებისთვის, ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ისაა, რომ სოფლის გაძლიერებაში უპირველესი ყურადღება მივაქციოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.  გამომდინარე აქედან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.   ბაბში ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია, მიმდინარეობს ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.  დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრე შარიქაძე.  პროექტი გარდამავალი იყო. დაიწყო გასულ წელს და მიმდინარე წელს დასრულდა. საერთო ჯამში სასოფლო გზის 1 100 მეტრინი მონაკვეთი მოწესრიგდა, ასევე მოხდა ჩიხებში გადასასვლელების მოწყობა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1267_2.jpg
01/02/2021 16:43

ბიუროს სხდომაზე მერიის ორი სამსახურის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. ბიუროს წევრებმა, ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში განიხილეს, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარადგინა. მან ბიუროს წევრებს  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გაწეული მუშაობის შესახებ და სამსახურის უფლება-მოსილებებზე. კახა გოლუბიანის თქმით, უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ სამსახურში განხორციელდება ცვლილება, კერძოდ -დაემატება ერთი ახალი განყოფილება-„ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის“ განყოფილება. ასევე გაუქმდება სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდგომში სამსახურის სახით იქნება წარმოდგენილი. ბიუროს წევრებმა ასევე, განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა. გარდა ამისა ბიუროს სხდომაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1.ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი - მაია ალავიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი - მაია ალავიძე ბიუროს სხდომაზე მოსმენილ საკითხებს საკრებულო 4 იანვრის მორიგ სხდომაზე განიხილავს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1248_1.JPG
28/01/2021 16:47

მარელისის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლას სრული კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, გარემონტდება საკლასო ოთახები, კეთილმოეწყობა ფასადი და სველი წერტილები. სკოლის ახალი შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული და  ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. მარელისის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაცნენ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების შემთხვევაში მოსწავლეები, დროებით, ამავე სოფლის დაწყებითი განათლების სკოლის შენობით ისარგებლებენ. მარელისის საჯარო სკოლაში დღეის მდგომარეობით 80 მოსწავლე სწავლობს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0694.jpg
27/01/2021 13:56

ხარაგაულში 15 სოფლის გზის რეაბილიტაცია დაფინანსდა

ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭა გარდამავალ პროექტებს, რომლებიც დაიწყო 2020 წელს და უნდა დასრულდეს მიმდინრე წელს.  საერთო ჯამში 2 809 799 ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:   ➣ სოფელ ვარძიის (პირველი უბანი - პაპიძე, ჩხიკვაძეები, ოკრიბელაშვილები) გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; ➣ ჩხერის გზის რეაბილიტაცია(პირველაი ეტაპი); ➣ ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ ბაზალეთში საუბნო გზის(ჭიპაშვილების უბანი) რეაბილიტაცია; ➣ მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი); ➣ საქარიქედი(მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი ქვების გზის რეაბილიტაცია(მეორე ეტაპი); ➣ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); ➣ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები; ეკლესია); ➣ ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ➣ სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი);
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1164.JPG
26/01/2021 11:04

საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

25 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი-საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.   ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის მიზნით მთავრობის განკარგულებით ხარაგაულს, ამ ეტაპისთვის 2 809 796 ლარი გადმოეცა, რომელიც უნდა აისახოს ბიუჯეტში. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები - 8 018 900     ლარი გაიზარდა  2 809 796 ლარით და განისაზღვრა 10 828 696 ლარით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გადასახდელები კი- 9 090 100    ლარი გაიზარდა   -5 397 123 . 16  ლარით  და განისაზღვროს 14 487 223.16 ლარით. გადასახდელების ზრდის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები -2 809 796    ლარი და 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო სახსრების ნაშთი-2 587 327.16   ლარი.  გასული წლების ბიუჯეტის ნაშთიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთს ანუ (ინფრასტრუქტურული პროექტების)-     2 435 001.67  ლარი, ხოლო  საკუთარი სახსრების- 152  325.49 ლარია. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, გასული წლების საბიუჯეტო სახსრების ნაშთის დიდი ნაწილი ისევ იმ პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რომელისთვისაც იყო გათვალისწინებული.  ვინაიდან მიზნობრივი პროექტებისთვის განკუთვნილი თანხა სხვა მუხლში ვერ გადავა და მხოლოდ იმ პროექტების დასრულებას უნდა მოხმარდეს: კერძოდ: ბაღების, ამბულატორიების, სკოლებისა და ა.შ. რეაბილიტაციას. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით ასეთივე სიტუაციაა საკუთარი სახსრების ნაშთთან  დაკავშირებითაც, რომელიც  წინა წლის ნაკისრი  ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გაიხარჯოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_43.jpg
21/01/2021 17:10

22 იანვარს საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 22 ინავარს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც ერთი საკითხი იქნება განხილული.  კერძოდ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ბიუროს წევრებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე მოახსენებს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო ასევე, რიგგარეშე სხდომაზე, 25 იანვარს მოისმენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/140128862_869302900495095_2161950395001785760_n.jpg
21/01/2021 09:59

ღორეშაში ცენტრალურ ქუჩას გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ დადგენილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 იანვარს გამართულ მორიგ ხდომაზე მიიღო.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მაისის №50/24 განკარგულების საფუძველზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში სსიპ. იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებულ 420 მ. მანძილზე სახელწოდების არმქონე ქუჩას ( დასაწყისი სოფელ ღორეშის საჯარო სკოლა - დასასრული მოქალაქე არკადი კაპანაძის საცხოვრებელი სახლი) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელის გელა კაპანაძის სახელი თანდართული რუკის (ორთო ფოტო) თანახმად. მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 .განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. მუხლი 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N 7).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1018.JPG
20/01/2021 17:02

ხარაგაულის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება შეიქმნება. აღნიშნული საკითხი  დღეს, 20 იანვრის  საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და დღესვე გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით საკითხი მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. მისი განცხადებით,  განყოფილება წარმოდგენილი იქნება სამი საშტატო ერთეულითა და სამი ხელშეკრულებით დასაქმებული პირით. განყოფილებაში აუცილებელი პირობაა, რომ იყოს იურისტი, ფსიქოლოგი და სოც მუშაკი. კახა გოლუბიანის თქმით, ახალ განყოფილებას საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე ექნება შესასრულებლად. ამიტომ დანიშვნის შემდეგ თითოეული  თანამშრომელი გაივლის სპეციალური სწავლების ორ თვიან კურსს. საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განცხადებით  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ხარაგაულშიც არის გამოწვევები. „იმედი მაქვს განყოფილებაში დასაქმდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ბავშვთა სჭიროებები და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ“ - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია  სჯობს ხელშეკრულებით თანამშრომლების აყვანა დროებით გადაიდოს და განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მხოლოდ  შტატით დანიშნულებმა იმუშაონ.  კახა გოლუბიანის თქმით, ბავშვთა უფლებებს  საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა და სამი თანამშრომელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს ის ვალდებულებები და უფლება-მოსილებები, რომელიც განყოფილებამ უნდა შეასრულოს. საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი გასულ წელს მიიღო და დაამტკიცა. შემდეგ შეიმუშავეს საკითხი, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კოდექსის აღსასრულებად ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.   დღევანდელ სხდომაზე კახა გოლუბიანმა ასევე, წარმოადგინა საკითხი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მერიაში ხელშეკრულებით დანიშნულთა რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 24-ამდე. სამი მათგანი ახალი განყოფილების თანმაშრომელი იქნება, ხოლო ერთი -  ადმინისტრაციული ერთულის სპეციალისტის თანმადებობაზე დაინიშნება. აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ; საკითხი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ღორეშაში მდებარე სოფლის ცენტრალურ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა.   და ბოლო საკითხი, რომელიც მერიის ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ალავიძემ წარადგინა ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემას შეეხებოდა. რომლის გადაცემაზეც ხარაგაულის მერმა თანხმობა მიიღო. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1049.JPG
20/01/2021 16:46

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობის მოწყობა მიმდინარეობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს.  დღეს, სკოლაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე მუნიციპაური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.  ამ ეტაპზე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. სასწავლო პროცსის აღდგენის შემთხვევაში სკოლის კონტიგენტი, მშენებლობის დასრულებამდე, სოფელ ვარძიის სკოლის შენობით ისარგებლებენ.  წყალაფორეთში სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.  ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მოსწავლეები სწავლას, 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ მარელისის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.  
სრულად