სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kkasjdjda1234jlanslfnalsf.JPG
17/10/2021 16:41

ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.   ბეტონის საფარის დაგება გზის 1076 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს, პროექტი გარდამავალია, მიმდინარე წელს 200 000 ლარის სამუშაოები შესრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 250 077 ლარია.    მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,, ვფიქრობ, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია  ძალიან მნიშვნელოვანი  პროექტია, როგორც  ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე მომლოცველებისთვის.  მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის მოთხოვნა  და ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.  ლეღვანში აღნიშნული ინფრასტრუქტურული  პროექტის განხორციელებას  ასევე აქტიურად უჭერდა მხარს  საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე.  ეს არის სოფელი , სადაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უკვე დასრულდა, სოფელ ლეღვანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის გასწვრივ საყრდენი კედლის/გაბიონის მოწყობა, რომელიც 147 445 ლარით დაფინანსდა.   რეაბილიტირებულია ლეღვან - მარელისის დამაკავშირებელი გზა. მარელისი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - პროექტზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ცისკაძეების საუბნო გზის  რეაბილიტაცია . დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია, ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა.   აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა. ამჯერად მიმდინარეობს დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია - პროექტის საერთო ღირებულება - 201 850 ლარი; განხორციელების პროცესშია კიკაბოურის უბანში, სტიქიის შედეგად დაზიანებული  ხიდის აღდგენა/მშენებლობა.  პროექტის ღირებულება 349 349 ლარია.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/16516546549614656165156_1.jpg
13/10/2021 21:04

13 ოქტომბერს 1989 წელს, სოფელი ბორითში ტრაგიკულად გარდაიცვალა მერაბ კოსტავა

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე აღმართული მემორიალი, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კულტურის, განათლების , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან და მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკო.  ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი გახლდათ.   მერის პირველი მოადგილე,  ვარლამ ჭიპაშვილი: ,, მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მეგობრობის,გმირობის,შეუდრეკელობის და მამულიშვილობის. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი მერაბ კოსტავას თანამებრძოლი, გახლდათ, მისი გზა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან დაკავშირებული იყო სამშობლოსთან, მის გაძლიერებასთან და თავისუფლებასთან. მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის და სწორედ ამიტომ დღეს ყველა ქართველისთვის ის ეროვნული გმირია." 1989 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავამ განაცხადა: „თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ“. სოფელ ბორითში, ტრაგედიის ადგილზე, ყოველი წლის 26 მაისს და 13 ოქტომბერს, ეროვნული გმირის მემორიალთან მისი მეგობრები და თანამებრძოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ბორითის მაცხოვრებლები იკრიბებიან. კაცი ლეგენდა- სიცოცხლეშივე ასე მოიხსენიებდნენ მას . დღეს გმირის დაღუპვის დღეა .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_71.jpg
13/10/2021 18:11

ბაზალეთი-სარგვეში ღორეშა-უბისა-ხარაგაულის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული ხარვეზების გამოსწორება . სამუშაოებს კომპანია ,,კავკასუს როუდ პროჯექტი" აწარმოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოძრაობა 15 ოქტომბერს დილის 10 საათიდან აღდგება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0102.JPG
13/10/2021 10:25

სოფელ ვარძიაში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია  

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ვარძიაში, მესამე უბანში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის 600 მეტრამდე მონაკვეთი მობეტონდება. მოეწყობა გაბიონები და ცხაურები. პროექტის საერთო ღირებულება 134 880 ლარია. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,საუბნო გზების რეაბილიტაციას ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ. სოფელ ვარძიაში გვრჩება უბნები , სადაც  მსგავსი პროექტები 2022 წელს განხორციელდება. მათ შორისაა პაპიძეების უბანი, რომელიც ერთ - ერთი რთული მონაკვეთია. მიმდინარე წელს, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური   მუშაობის შედეგად ვარძიის პირველ უბანში ჩვენ განვაახლეთ გაჩერებული პროექტი, რომელიც უკვე დასრულდა  და მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ათი ,,გაცოცხლებული  პროექტი“- დან ერთ - ერთია. ჩვენ პრიორიტეტებს  მოსახლეობასთან შეთანხმებით ვარჩევთ. ყოველთვის როდესაც მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსახლეობას ვაწოდებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,  ჩნდება მათი სამართლიანი გულისწყრომა იმ პროექტების გამო, რომლის განხორციელება ჯერ დაგეგმვის ეტაპზეა. ეტაპობრივად ყველა ეს პროექტი განხორციელდება.  2021 წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი  მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში , ეს ტემპი მომავალ წელს შეუქცევადად გაგრძელდება.“  სოფელ ვარძიის მესამე უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ი/მ ,,დავით ცერცვაძე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/245029548_1280513555725010_3499644165419190198_n.jpg
12/10/2021 14:49

დეკორატიული აბრები ხარაგაულში - სამოქალაქო ბიუჯეტის საკონკურსო იდეა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში დეკორატიული, მანათობელი აბრების მოწყობის იდეა, გივი კურტანიძეს ეკუთვნის. ამბობს , რომ "სამოქალაქო ბიუჯეტის" კონკურსის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან და ვებ გვერდიდან kharagaulinews.gov.ge გაიგო. მუშაობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი. თავისუფალ დროს მოგზაურობს და ფოტოებს იღებს. ფიქრობს რომ "მონაწილეობითი ბიუჯეტი" ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას, რაც მუნიციპალიტეტისთვის ბევრი საჭირო საკითხის წინა პლანზე წამოწევას განაპირობებს. #პროექტის_აღწერა "რიკოთის გვირაბიდან გამოსვლისას, ბევრმა ადამიანმა დღესაც არ იცის, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე შემოდის. ასევე ბევრმა არ იცის, სოფელ ძირულას გადმოსახვევიდან საიდან იწყება ხარაგაული. ბავშვობის დიდი ნაწილი ბორჯომში გავატარე, როცა იქ მივდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა თვალში ბორჯომის რაიონსა და ქალაქ ბორჯომის შესასვლელებში მდებარე ლამაზი მონუმენტები წარწერით - ბორჯომი და სულ მინდოდა იგივე ჩემს ხარაგაულსაც ჰქონოდა. 3️1 ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას  https://bit.ly/3lOrBnW ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. თითო მოქალაქეს აქვს 1 პროექტზე ხმის მიცემის უფლება.  ხარაგაულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მოგაწვდით.  შეგახსენებთ,  "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ  25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა.  პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია,  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ZxZXX56465d4v6s54sdvsvdsdv.JPG
12/10/2021 12:24

ხიდარში,ზაზა გლუნჩაძის სახელობის უბანში,  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხიდარში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანში, გზის  ყველაზე რთულ მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის წარმომადგენელთან, გიგი დოლიკაშვილთან ერთად მოინახულა. ბეტონის საფარი ზაზა გლუნჩაძის  უბანში გზის 300 მეტრ მონაკვეთზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიოუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,,ბატონმა კობამ სოფლის და ოჯახის წინაშე დადო პირობა, რომ ზაზა გლუნჩაძის უბანში აუცილებლად მოხდებოდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც შესრულდა. ჩვენ იმდენად პრობლემატურად მივიჩნიეთ ეს საკითხი, რომ რადგან რეგიონული განვითარების ფონდიდან წამოსული თანხა გადანაწილებული იყო ,  ბატონმა კობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს გზა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა. მინდა ხაზი გავუსვა ამ გარემოებას , რადგან ჩვენ გზების კაპიტალურ მშენებლობას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ვაფინანსებთ. სოფელი ხიდარი, ისევე როგორც ხარაგაულის სხვა სოფლები ნამდვილად მიიღებს ბევრ ახალ სიახლეს, ახალი პროექტების სახით. ვფიქრობ, ხიდარში, ჩვენ გვყავს ახალი კადრი, გივი დოლიკაშვილი,  რომელიც ზუსტად მოიტანს ჩვენამდე მოსახლეობის საჭიროებებს და ერთ გუნდათ უფრო მეტს შევძლებთ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bla12bla2_1.jpg
08/10/2021 14:06

ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა

დღეს ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულის სკოლის გუნდებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში ვახანის,ლეღვანის, ბორის სკოლა პანსიონის , დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის და გიმნაზიის  გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს დაბის მეორე საჯარო  და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის სკოლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი  ადგილი მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე  გიმნაზიიის გუნდმა. საუკეთესო მოთამაშედ დაბის მეორე საჯარო სკოლის მე 11 კლასის მოსწავლე თემურ გოლუბიანი დასახელდა. გამარჯვებულ გუნდებს  და მოთამაშებს  სიგლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში სპორტული აქტივობა ყოველ პარასკევს გაიმართება.  ფრენბურთის შეჯიბრი,  კოვიდრეგულაციების დაცვით წარიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/244967794_220260670029868_8278258252880027818_n_1.jpg
07/10/2021 19:07

ფრენბურთის მოედანი ხარაგაულში - სამოქალაქო ბიუჯეტის საკონკურსო_იდეა

პროექტის დაგეგმე შენი ბიუჯეტი  შესახებ დიმა ჩიკვაიძემ მეგობრებიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან გაიგო , სადაც სიახლეებს, როგორც ამბობს, ყოველთვის ეცნობა.  დიმა ჩიკვაიძე:  ვისურვებდი თითოეული მოქალაქე რაიონის ბიუჯეტის შედგენაში აქტიურად იღებდეს თავის წვლილს, გრძნობდეს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი ჩემი, თქვენი და ყველას გადახდილი გადასახადებიდან გროვდება და სწორედ  მოქალაქეების  საჭიროებებზე და კეთილდღეობაზე უნდა იყოს მორგებული, რაშიც ჩვენი ჩართულობა და თანამონაწილეობა აუცილებელია . პროექტის_აღწერა:  პროექტი დაბა ხარაგაულში, ქუჩის კალათბურთის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტულ-გასართობი სივრცის, კერძოდ, ფრენბურთის მოედნის მოწყობას ითვალისწინებს.  უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფრენბურთი ხარაგაულელი ახალგაზრდებისათვის, ერთ-ერთ საყვარელ სპორტად ჩამოყალიბდა. აღსანიშავია, ის ფაქტიც, რომ მათ ეს ძალიან კარგად გამოსდით.  დაახლოებით 10 წელია, რაც ხარაგაულში ფრენბურთის ჩემპიონატები ტარდება, აღნიშნულ სპორტში ჩართულია, როგორც დაბის ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლებიც.  ყოველ წელს იზრდება როგორც მონაწილეების ასევე მაყურებლების რაოდენობაც, რადგან იზრდება სპორტისადმი დაინტერესება და შესაბამისად იზრდება თამაშის ხარისხიც.  იმის გამო, რომ რაიონში არაა ფრენბურთის მოედანი, ყოველ წელს გვიწევს დევების მიმდებარე ტერიტორიის მომზადება ჩემპიონატისთვის ან პირველი სკოლის ადმინისტრაციისთვის თხოვნა, რომ თავიანთი სტადიონი დაგვითმონ. ვფიქრობ, ფრენბურთის მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს აღნიშნული სპორტის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას. და რაც მთავარია, ხარაგაულელი ახალგაზრდები შეძლებენ საყვარელ სპორტის სახეობა, შესაბამის ინფრასტრუქტურულ გარემოში ითამაშონ.  პროექტის იდეაა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში. 3️⃣1️⃣ ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას. https://bit.ly/3lOrBnW ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. თითო მოქალაქეს აქვს 1️⃣ პროექტზე ხმის მიცემის უფლება.  ხარაგაულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მოგაწვდით.  შეგახსენებთ, ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,, პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ  25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/244656637_235204435322854_4431252117100773677_n.jpg
07/10/2021 14:05

ხარაგაულის მერიამ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი 1172 ადამიანს მიანიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით ორ პირს მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს. ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე იურიდიული განყოფილების უფროსი ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ.  მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ სულაქველიძე;  სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი ნინო ფერაძე; საბჭოს წევრები: თამთა მეტრეველი (იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი); ალექსანდრე ტაბატაძე (სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი). შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი. მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები სტატუსი ხარაგაულში  1 172 ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული. ოქმი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd6a4sd65asd.jpg
06/10/2021 20:29

ჩაიფიქრე_ხარაგაული -,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკონკურსო იდეა

,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნციიპალიტეტის მერიაში სულ 25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა. მათგან ერთ-ერთი იდეა ხარაგაულელ ზურა თაბუკაშვილს ეკუთვნის. ,,ხარაგაული ჩაიფიქრე“ ასეთია  პროექტის სახელწოდება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პატარა ხარაგაულის სერზე განხორციელდება. ზურა თაბუკაშვილი, კომპანია  ,,numbers'' -ის ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. კოვიდ პანდემიის გამო, ზურა  დისტანციურად მუშაობს ხარაგაულიდან. სწორედ აქ ყოფნის პერიოდში გაიგო თავის მეგობრისგან  პროგრამის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ შესახებ. ,,ჩემი ბავშვობა  სწორედ პატარა ხარაგაულს უკავშირდება. იმ ადგილთან, სადაც პროექტის განხორციელება მსურს  არაერთი მოგონება მაკავშირებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , საინტერესო და სიმბოლური გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე სტუმრებისთვის. პროექტის აღწერა: სარეკრეაციო ზონის მოწყობა პატარა ხარაგაულის სერზე, კერძოდ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არის უმშვენიერესი ხედები, სასიამოვნო გარემო, რაც ხაზს უსვამს ჩვენი რაიონის სილამაზეს. სარეკრეაციო ზონაში მოიაზრება ორსაჯდომიანი საქანელა,რომელიც   მნახველს მისცემს  საშუალებას მოწყდეს რეალურ სამყაროს, თითქოს დაფრინავს ხარაგაულის თავზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,  ასევე ფოტოს გადასაღები ჩარჩო , რომელიც უბიძგებს ადგილზე მისულ ტურისტებსა თუ ადგილობრივებს გადაიღონ ფოტოები, განათავსონ ისინი სოციალურ ქსელში და გაუზიარონ ფართო საზოგადოებას,რაც  საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის ზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ასევე   გადმოსახედი ე.წ. ,,ფანჩატურის“ მოპწყობას, მისი მეშვეობით  ადგილზე მისულ ადამიანებს   შესაძლებლობა ექნებათ ხანგრძლივად  დატკბნენ არაჩვეულებრივი გარემოთი, და ბუნებასთან ახლოს და ხმაურისგან შორს დაისვენონ. 3️⃣1️⃣ ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას. https://bit.ly/3lOrBnW ❗ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. თითო მოქალაქეს აქვს 1️⃣ პროექტზე ხმის მიცემის უფლება. ხარაგაულის მერია ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.    
სრულად