სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG
31/07/2019 16:48

5 აგვისტოს საკრებულო მერიის ორი სამსახურის ანგარიშს მოისმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 5 აგვისტოს,  მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე საკრებულოს წევრები მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის და ადმინისტრაციული სამსახურების მიერ, 2019 წლის აინვრიდან დღმდე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ. სხდომაზე, ასევე, განიხილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების  შედეგები, რომელსაც მერიის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ნინო მაღლაკელიძე წარადგენს.    გარდა ამისა დეპუტატები იმსჯელებენ კიდევ ორ საკითხზე: 1. ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;   მომხს: ჯაბა ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის N18 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: ნანა კიკნაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.JPG
31/07/2019 12:07

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

„დაუსრულებელი პროექტები არის ყველაზე სრიოზული გამოწვევა, დღეს, ხარაგაულისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს წინა წელს დაწყებული ან, საერთოდ არდაწყებული გზები, რის გამოც დროულად ვერ მიიღეთ სიკეთე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამის გამო, მაგრამ აუცილებლად განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ დროულად, რაც კი, ჩვენზეა დამოკიდებული. ვგულისხმობ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებზე ატვირთვას. კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას მუშაობ ენ ჯარიმების თანხლებით ან უწყდებათ ხელშეკრულება. ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებას კი, სჭირდება დრო და პროცედურების დაცვა“ - აღნიშნულის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდარში, შარიქაძეების უბანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.  ამ უბნში 900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2018 წელს უნდა დაგებულიყო.  შპს „ნიუ გრუფმა“ ვალდებულება ვერ შეასრულა. აღნიშნულ კომპანიას სხვა სოფლებშიც აქვს ანალოგიური მდგომარეობა.  „ახლა მთავარი ისაა, რომ კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და როგორც ამბობენ აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებენ. მადლობა იმისთვის, რომ შეგნებით ეკიდებით ასეთ სირთულეებს და გაქვთ მომავლის იმედი. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ყველა გამოწვევა“- განაცხადა მერმა შეხვედრაზე.  შპს „ნიუ გრუფის“ ახალი მენეჯერის ინფორმაციით, გზებზე უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას და ყველა ვალდებულებას ეტაპობრივად  შეასრულებენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67401850_700291780394696_4874658881617264640_n.jpg
30/07/2019 16:02

ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებისთვის ინფოტური ჩატარდა

Usaid -ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ხარაგაულის სოფლებში მარელისსა და სახულარში ინფოტური ჩატარდა.  პროექტი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები, ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარებას გულისხმობს. პროექტის მიზანი იყო პირველ ეტაპზე პოტენციალის აღმოჩენა, შემდეგ მისი განვითარება და მესამე ეტაპზე წარდგენა. ეკო ტურიზმის ასოციაცია, ხარაგაულის ორი სოფლის - მარელისისა და ლეღვნის მოსახლეობისთვის, რომელთაც საცხოვრისები აქვთ სახულარში, ტრენინგებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. ამ დროის განმავლობაში მოხდა ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც ქონდათ საშუალება განევითარებინათ სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურეობები. მაგალითად, საოჯახო სასტუმროში განთავსება, კვებით და ცხენებით მომსახურება და რეწვის ტექნოლოგიები. ტრენინგების საშუალებით ყველა ეს პაკეტი შეიკრა ერთ მთლიან კომპლექტში, რაც ტურისტებისთვის ძალზედ კომფორტულია.  ეკოტურიზმის ასოციაცია თითოეულ ბენეფიციარს დაეხმარა ბრენდინგში, რის შემდეგაც მათ უკვე აქვთ საკუთარი ლოგო, სახელი, ფეისბუქ გვერდი და იციან როგორ მართონ ესა თუ ის ობიექტი.  28-29 ივლისს განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, როცა ინფოტურის ფარგლებში, ტუროპერატორები, რომლებიც ქმნიან ტურებს და მუშაობენ სხვადსხვა ტურისტულ სეგმენტზე, პირადად შეახვედრეს ტურიზმის ქსელის მიმწოდებლებს, რათა, დაინტერესების შემთხვევაში უკვე პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ერთმანეთთან. 28 ივლისს, ტუროპერატორები ესტუმრენ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს, სადაც პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ ხარაგაულზე, ამავე დღეს დაათვალიერეს: „მარელისის კოტეჯი“ (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განთავსების ობიექტი;)  „იას საოჯახო სასტუმრო“; - საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა „მარელისელი ძმები“;  „მაღრაძეების რანჩო“;  საოჯახო სასტუმრო „საპოვნელა“.  29 ივლისს კი, განხორციელდა ვიზიტი ეროვნული პარკის კოტეჯში „ხერგილზე“, ასევე, მოხდა „სახულარის ნობათი”-ს დეგუსტაცია სოფელ სახულარში. როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ პროექტის შემდეგი ეტაპი არის ელექტრონული ბროშურა, რომელსაც ეწოდება ინტერპრეტირებული ტური. ელექტრონული ბროშურა ტურისტებისთვის არის გზამკვლევი, რათა მათ ქონდეთ ინფორმაცია და დამოუკიდებლად, ტუროპერატორების გარეშე შეძლონ მოგზაურობა მათთვის სასურველ ადგილებში. ელექტრონული ბროშურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დამზადდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0420.JPG
26/07/2019 14:05

რა გაკეთდა ვახანში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ვახანის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, მდინარე ვახანის წყლის მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ვახანის თემში გაერთიანებულია სოფლები სერბაისი, ვახანი და ზედუბანი. სოფელ ვახანის ცენტრში, 2014 წელს აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 25 აღსაზრდელზე, დასაქმებულია 6 ადგილობრივი. 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანის ცენტრალურ გზას 2 500 მეტრზე. 2017 წელს გამოეყო ფართი და გადაეცა საჭიდაო ინვენტარი სოფელში არსებულ ქართული ჭიდაობის ჯგუფს. ამავე წელს, ტრადიციულად „ვახანლობის“ დღესასწაულზე გამართული კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღია ცის ქვეშ, სოფლის ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა. 2018 წელს სოფლის ცენტრალური გზის მეწყერულ მონაკვეთზე, რომელიც დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა მოეწყო გაბიონი და დაიგო ბეტონის საფარი. 2018 წელს აშენდა ორი ახალი ხიდ-ბოგირი, სოფელ სერბაისში. 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს განახლდა სოფელ სერბაისში ცენტრალური გზაზე ბეტონის საფარის დაგება, დარჩენილია სამუშაოების ნახევარი. 2018 წელს ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული გზები მოიხრეშა. 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანი-ქვების დამაკავშირებელ ხიდს, მდინარე ვახანულაზე. 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სერბაისში და ვახანში ელაზნაურისა და სახერხის უბნებში მოიხრეშა და მოიტკეპნა საუბნო გზები. სოფლის პროექტებით, ამ დროისთვის სერბაისში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის მონაცემებით 710 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით ანალოგიური ციფრია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
26/07/2019 10:41

30 ივლისს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  2019   წლის 30    ივლისის რიგგარეშე  სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის   მეორე კვარტლის შესრულების  შედეგების განხილვის შესახებ ინფორმციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. ბიუროს წევრები ასევე განიხილავენ ორ საკითხს : 1. ა(ა)იპსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი იქნება მერიის ეკონომიკისა ქონების მართვის  სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე. 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის, N18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე: საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე წარადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხებს 5 აგვისტოს მორიგ სხდომაზე განიხილავს.                                                                                                             
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0950.JPG
26/07/2019 10:30

ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხთან ახლოს

 მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხარაგაულის 50-ზე მეტ სოფელში გაკეთდა როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის ათეულობით დასახლებული პუნქტი, სადაც უგზოობის პრობლემა მწვავედ დგას.   მათ შორისაა, სოფელ ბორითიდან ერეთა-მდინარისკენ მიმავალი გზა. აღნიშნულ სოფელში 30 ოჯახი ცხოვრობს. 2 კილომეტრიან გზაზე, დაახლოებით 100 მეტრამდე მონაკვეთი, წვიმების დროს, განსაკუთრებით გაუვ ალია.   ერეთა-მდინარის მოსახლეობას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი შეხვდნენ. მათ ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს გზის ამორტიზებული მონაკვეთი და მოსახლეობასთან შეთანხმებით, პირველ ეტაპზე მისი შეკეთება დაგეგმეს.  რაც შეეხება აღნიშნულ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით პროექტი მზადაა და ის ახლა ექსპერტიზას გადის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ბორითიდან ერეთე-მდინართან დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 2020 წელს აუცილებლად განხორციელდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0288.JPG
24/07/2019 16:03

ხარაგაულს ლეღვნის გზის აღსადგენად თანხა გამოეყო

საქართველოს მთავრობის №1635 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, პირველ ეტაპზე, 270 ათასი ლარი გამოეყო.  ხარაგაულის მერიამ თანხის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოაცხადა ტენდერი ლეღვნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 30 ივლისია.  ტენდერში გამოვლენილი კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში ვალდებულია დიწყოს გზის აღდგენითი სამუშაოები.  პროექტის სატენდერო ღირებულება 159 370 ლარია, რომლის ფარგლებში აღდგება გზის დაიზანებული საფარი და მდინარე ლეღვნულას ნაპირზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა გაბიონები.  აქვე გაცნობებთ, რომ 7-12-16 ივნისის სტიქიით დაზიანებული სხვა ინფრასტრუქტურის, ხიდების, ხიდბოგირების და გზების აღსადგენად მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით(120 000 ლარი) საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული.  ამ დროისთვის სოფელ ლეღვანში შეგიძლიათ შემოვლითი გზით გადაადგილდეთ, რომელიც ცენტრალური გზის გასწვრივ, მდინარის ნაპირზე, 500 მეტრის მანძილზეა მოწყობილი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FamilyMedicine1-435x235.jpg
24/07/2019 15:38

ვარძიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

26 ივლისს, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. „ბომონდი“ შენი ჯანმრთელობისთვის“, -აღნიშნული სლოგანით ქუთაისში არსებულმა "კლინიკა ბომონდმა" იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია დაიწყო. პროექტი, რომელიც მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე ითვალისწინებს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მის მიზანს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. სამედიცინო აქცია, დილის 11 საათიდან, ვარძიის საჯარო სკოლაში დაიწყება, მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ, მიმდებრე სოფლების კიცხის, წყალაფორეთის და ხიდრის მოსახლეობამ. აქციის ფარლებში, ადგილობრივები 12 სხვადასხვა პროფილის ექიმის (დერმატოვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ბავშვთა ქირურგი) მომსახურებას მიიღებს. „კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა, რომელიც 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. „კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5427.JPG
24/07/2019 10:38

რა გაკეთდა წიფაში - მაღალმთიანი სოფლების ინფრასტრუქტურა

 მაღალმთიანი სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელია გაერთიანებული და ოთხივე აღნიშნული სტატუსით სარგებლობს. გოლათუბანი, გუდათუბანი, წიფა და ფონა. სწორედ ეს უკანასკნელი სოფელი გახლავთ აღმოსავლეთიდან ზემო იმერეთის კარიბჭე.   2014-2015 წლებში, წიფის თემის სოფლებში სოფლის პროექტებით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სარიტუალო სახლები მოეწყო, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.  2016 წელს სოფელ წიფაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, დსაქმებულია 7 ადგილობრივი. 2017 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ გოლათუბნის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთს, რომელზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის. აღნიშნული გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხოლო 1 000 მეტრიანი მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.   2017 წელს კეთილმოეწყო ასევე, წიფის სასოფლო გზები ორ მონაკვეთზე, საერთო ჯამში 2 200 მეტრამდე ამორტიზებულ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.  2019 წელს სოფელ წიფაში გოლათუბანთან დამაკავშირებელი ახალი ხიდბოგირი მოეწყო, რომლის მშენებლობაც სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. ამავე ფონდიდან დაფინანსდა ასევე, წიფის სადგურის უბანში მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები.   2019 წელს მთის განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გოლათუბანში სხევარის უბნისა და სადგურის უბნის გზებს. ჯამში 1 800 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნულ უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2019 წლის მონაცემებით, 654 ადამიანი ცხოვრობს. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. გამომდინარე აქედან, წიფის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არამიგრაციული ცენტრია, რაზეც დადებითად იმოქმედა მთის განვითარების პროგრამამ და ყველა იმ შეღავათმა, რითაც აღნიშნულ ერთეულში ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.   წიფის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, ხარაგაულიდან 29 კილომეტრში მდებარეობს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67117748_1975090319257623_7110128954765213696_n.jpg
23/07/2019 09:40

სოფლის პროექტებით მოლითის თემში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბაბში, ანიულაში, დეისში და ბეჟათუბანში საუბნო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ სოფლებში საერთო კრება, 11 თებერვალს გაიმართა, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტი თავად შეარჩია.   ვრცლად იხილეთ ➘   http://kharagaulinews.gov.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/page/553#  
სრულად