სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
06/03/2020 14:49

საკითხები, რომელსაც საკრებულო 9 მარტს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტს რიგარეშე სხდომას იწვევს. დეპუტატები 5 საკითხზე იმსჯელებენ.  სხდომის დღის წესრიგი  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 3 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს  დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის“ ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ; მომხს: მალხაზ ფხალაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/88220534_2848126935246578_4162056097051443200_o.jpg
06/03/2020 14:35

ბიუროზე წარდგენილ საკითხებს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი მოისმინა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;   საკითხები მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა.    ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის საკრებულო 9 მარტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
05/03/2020 14:18

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 6 მარტს რიგგარეშე სხდომას მართავს

სხდომაზე ორი საკითხი იქნება განხილული  პირველი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მეორე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; ორივე საკითხს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე წარუდგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/87528332_2688736604706829_5737806897042423808_o.jpg
02/03/2020 14:57

ხარაგაულში სოფლის კრებების ჩატარება დასრულდა

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეორე წელია აღდგა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება დასრულდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში, სადაც მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვრა და ღია კენჭისყრით, ხელმოწერით დაადასტურა. საერთო კრებების ჩატარებას პირადად ხელმძღვანელობდა ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე.  ძირითად პრიორიტეტად მოსახლეობამ გარე განათების სისტემის მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-გასწორხაზოვნება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია აირჩია.  სოფლებში საერთო კრებების ჩატარება და პრიორიტეტების შერჩევა მცირე პროექტების დასაფინანსებლად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპია, პროგრამის მეორე ეტაპზე, სოფლის მოსახლეობის მიერ არჩეული იდეები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განიხილება, მომზადდება ხარჯთაღრიცხვები და პროექტები, რის შემდეგაც წარმოდგენილ პროექტებს მუნიციპალიტეტის საკრებულო გაეცნობა და დაამტკიცებს.  1 აპრილიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სამუშაოების შესრულების ფაზაში გადავა. არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება. 2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 147 პროექტი განხორციელდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/84283774_2672327559681067_8607458178826764288_o.jpg
28/02/2020 12:54

ლაშის სოფლებში სოფლის პროექტებით საუბნო გზებს მოხრეშავენ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. 6 თებერვალს ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა და მცირე პროექტების შეკეთება თავად შეარჩია. ლაშის თემის თითქმის ყველა სოფელში ცენტრალურ გზებზე ბეტონის საფარი მოწყობილია, ამიტომ მოსახლეობამ პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვას მიანიჭა. საუბნო გზებს შეაკეთებენ ხემაღალში, ლაშესა და ღვერკში, რისთვისაც საერთო ჯამში, 32 000 ლარს დახარჯავენ. 10 000 ლარი საუბნო გზების შეკეთებასა და გარე განათების სისტემის მოწყობაზე გადაანაწილა სოფელ უჩამეთის მოსახლეობამ. ასევე საუბნო გზებს მოხრეშავს და წყლის ტუმბოს შეიძენს ლაშის იგორეთის მოსახლეობა, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.  საერთო კრებების ჩატარებას ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1274.JPG
28/02/2020 12:23

წყალაფორეთის თემის ხუთ სოფელში საერთო კრება ჩატარდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთს ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში საერთო კრება ჩატარდა. ლახუნდარას მოსახლეობამ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 12 000 ლარით საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა. საუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭა პრიორიტეტი სოფელ ხონის მოსახლეობამაც, რომლებიც 10 000 ლარით ასევე, წყლის სათავე ნაგებობის შეკეთბას გეგმავენ. სოფელ ჩალხეეთის მაცხოვრებლები 10 000 ლარით ცენტრალურ გზას შეაკეთებენ და სოფლის ცენტრში სკვერს მოაწყობენ! პატარა ვარძიის მოსახლეობამ 10 000 ლარი სამ მცირე პროექტზე გაანაწილა, აღნიშნული თანხით მათ პრიორიტეტი ჭაბურღილის მოწყობას მიანიჭეს, მოხრეშავენ ასევე, საუბნო გზებს და კეთილმოაწყობენ წისქვილის შენობას! წყალაფორეთის მოსახლეობას, სოფლის პროექტებით 12 000 ლარი ერგო. ამ თანხით სოფელში წყლის ჭაბურღილი გაკეთდება! საერთო კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1207.JPG
28/02/2020 12:13

სოფლის პროექტების შერჩევა საღანძილის თემში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა! საერთო კრების ფორმატში ადგილობრივებმა სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს და ხელმოწერით დაადასტურეს. 2020 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჯაფაროულისთვის 10 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით მოსახლეობამ, ერთსულოვნად გადაწყვიტა გააკეთონ; სანიაღვრე არხი ზურაბ ღონღაძის უბანში, შეიძინონ 5 ტონიანი წყლის ავზი და გააგრეძელონ გარე განათების მოწყობა სოფლის ცენტრალურ გზაზე. სხლითის მოსახლეობამ 10 000 ლარით სოფელში არსებული ხიდბოგირისთვის ზედაპირის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ამ თანხაში იქაური მაცხოვრებლები, ასევე, ლომსაძეების უბნისა და საღანძილე-სხლითის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვას გეგმავენ. ვანის მოსახლეობამ გამოყოფილი 10 000 ლარით წისქვილის რეაბილიტაციას მიანიჭა უპირატესობა. საღანძილეში კი, 12 000 ლარი ნოდარ ყრუაშვილის უბანში გზის მოხრეშვაზე და ავთო კიკნაძის უბანში გზის პატარა მონაკვეთის მობეტონებაზე გადაანაწილეს. ზარანის მოსახლეობა 10 000 ლარს კურტანიძეების უბანში გარე განათების სისტემის მოწყობას, თაბაგრების უბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას და მელისკარის უბანში გზის მოხრეშვას მოახმარს. ჩხერში 12 000 ლარად მოაწყობენ საყრდენ კედელს ელგუჯა ლურსმანაშვილის სახლთან და დაიწყებენ გარე განათების სისტემის მოწყობას დიტო ღონღაძის სახლიდან. სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1190.JPG
28/02/2020 12:07

ვახანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტები შეირჩა

 სოფლად მცირე პროექტების დაფინანსების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა თავად ირჩევს პროექტს, რომელსაც ღი აკენჭისყრის შედეგად ხელმოწერით ადასტურებს. ვახანის თემში, სადაც სამი სოფელია გაერთიანებული საერთო კრებები ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა. ვახანის მოსახლეობამ 2020 წელს, ინასარიძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი. ზედუბანში მათთვის განკუთვნილი 10 000 ლარით, მოსახლეობამ, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება აირჩია. სერბაისში ასევე, 10 000 ლარით სანიაღვრე არხს მოაწყობენ ყორღანის უბანში და დარჩენილი თანხით საუბნო გზებს მოხრეშავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1318.JPG
28/02/2020 12:03

რა პროექტები შეარჩიეს ნადაბურის თემში

ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფელი შედის - ნადაბური და დიდი გოლისი.  დიდი გოლისი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს. აქაურ მაცხოვრებლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 10 000 ლარი ერგოთ. აღნიშნული თანხით სოფლის ცენტრალური გზის გასწორხაზოვნება და გზაზე ცხაურების მოწყობა გადაწყვიტეს.  ნადაბურში სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ საერთო კრებაზე 12 000 ლარი შემდეგ მცირე პროექტებზე გადაანაწილა.  სოფლის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელისა და სკვერის მოწყობა, ასევე საბავშვო ბაღისთვის ეზოს ინვენტარის შეძენა-მონტაჟი.  სოფლის საერთო კრებებს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერის მოადგილე, თეიმურაზ ჩხეიძე უძღვებოდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0457.JPG
28/02/2020 11:59

სარგვეშის თემში საერთო კრებები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებვების ჩატარება გრძელდება. მცირე პროექტების დასაფინანსებლად მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია.  საერთო ჯამში სარგვეშის თემზე, წელს 42 000 ლარი დაიხარჯება.  სარგვეშის მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე გარე განათებას მოაწყობს.  საბეში ასევე, გარე განათებას მოახმარენ გამოყოფილ თანხას და საუბნო გზას შეაკეთებენ.  მიროწმინდის მოსახლეობამაც გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი.  ხორითში კი, საუბნო გზებს მოხრეშავენ. კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა. 
სრულად