სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fgbhxcvbc.jpg

მოსწავლეთა შორის ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა

5 ივნისს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში მოსწავლე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო  27-მა მოსწავლემ. გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ ნახევარფინალური  შეჯიბრის შემდეგ, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

გოგონათა შორის  გამარჯვებულები გახდნენ: თამუნა გიორგაძე (ბორის სკოლა პანსიონი), ნინი ბაკურაძე (საღანძილის სკოლა), მარიამ თაბაგარი (ბაზალეთი საჯარო სკოლა).

მონაწილე ვაჟებს შორის საპრიზო ადგილი დაიმსახურა: გიორგი ლურსმანაშვილმა (მესამე საჯარო სკოლა), ვაჟა მაღრაძემ (მესამე საჯარო სკოლა) და  მურად  ოკრიბელაშვილმა (ვარძია საჯარო სკოლა).

ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა ა(ა)იპ  "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივითა და ორგანიზებით.

ნანახია: 5774 - ჯერ