სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/57467908_2380286125355507_4105197009294589952_n.jpg
17/04/2019 10:59

გაიცანით ხარაგაულელი სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე

18 აპრილს ხარაგაულში სახალხო მთქმელის, ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. „ჩემი ლექსების აკიდო“ ასე უწოდა ავტორმა წიგნს, რომელიც ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით 2019 წელს გამოიცა. ვიტალი ფცქიალაძე 2016 წელს ქუთაისში გამართულ ზეპირსიტყვიერების იმერეთის შესარჩევ ტურში მონაწილეობდა, სადაც ფინალში გავიდა და ლაურიატობა დაიმსახურა. 2017 წელს ხარაგაულში ფოლკლორის საღამო გაიმართა, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა გამოცემულიყო ვიტალი ფცქიალაძის ლექსების მცირე კრებული. ვიტალი ფცქიალაძე 1948 წლის 1 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა სოფელ მოლითის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  ბატონი ვიტალი წლების განმავლობაში ენერგეტიკის მიმართულებით, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.   პოეზიის საღამო ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006.JPG
15/04/2019 17:02

ხარაგაულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

12 აპრილს, ხარაგაულში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”-ისა და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქცია, ხრაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 114 ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება. მათ ასევე, გაეწიათ ექიმის კონსულტაცია.    აქციაში კორპორაცია „ევექსის“ ქუთაისის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები, ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე, ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით კოვზირიძე, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩეჩელაშვილი, ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი, ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე, გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე. კორპორაცია „ევექსის“ რეგიონალური წარმომადგენლის, თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, ასეთი სახის აქცია ხარაგაულში კიდევ დაიგეგმება, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.   აქციის პარალელურად, კარდიოქირურგმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ოჯახის ექიმებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა.  სადაც   კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkfhjkhj.JPG
15/04/2019 14:35

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულში სალოტბარო სკოლის გახსნაზე იმსჯელეს

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს. საკითხი ბიუროს წევრებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა. მემორანდუმის თანახმად, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ არსებული ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჩამოაყალიბებს სალოტბარო სკოლას. ის სახელფასო ანაზღაურება რაც ხალხური შემოქმედების სახლში დასაქმებულ თანამშრომლებს აქვთ გრანტის სახით გადაეცემა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს. როგორც ირინე ჩხეიძემ დეპუტატებს განუცხადა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სალოტბარო სკოლა, სხვადასხვა ფორმით, გახსნილი აქვს 23 მუნიციპალიტეტში და ისინი წარმატებით ფუნქციონირებენ. თუკი ხარაგაულშიც გაიხსნება სალოტბარო სკოლა ეს კარგი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათი წარმატებისთვის. ბიუროს წევრებმა კითხვები დასვეს მემორანდუმის იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, მემორანდუმში ნათლად არაა გაწერილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შესასრულებელი პირობები. აქედან გამომდინარე, ბიუროს გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და   იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისები ერთობლივად იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე. კომისიების სხდომაზე მოწვეული იქნება, ასევე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე. სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განათლების,  კულტურისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა   და  ეთიკის   კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: მალხაზ ფხალაძე    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: გივი თხელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკითხებში ტერმინოლოგიური ცვლილება, გამგეობა შეიცვალა მერიით, ხოლო გამგებელი - მერით. აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 6 მაისის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
12/04/2019 15:07

15 აპრილს ბიუროს მორიგ სხდომაზე რვა საკითხს განიხილავენ  

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება  საკრებულოს აპარატისა და საკრებულოში მოქმედი კომისიების დებულებებში შესატანი ცვლილებები. სხდომაზე, ბიუროს წევრები, ასევე იმსჯელებენ დასახლების საერთო კრების დებულებაში შესატან ცვლილებებზე და საქართველოს ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრთან მემორანდუმის გასაფორმებლად, ასევე სალოტბარო სკოლის დასაარსებლად მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე. ბიუროზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს:ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: მალხაზ ფხალაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი თხელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 8.საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე თანამომსხ: გიორგი დონაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/56749245_278075519768584_5659651909733056512_n.jpg
12/04/2019 12:34

“ფონდი ტასო“ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობას იწყებს

,,ფონდი ტასოს“ (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) გენერალური დირექტორის მოადგილემ ცისანა გოდერძიშვილმა ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან საინფორმაციო-საპრეზენტაციო ხასიათის  შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში ქალბატონმა ცისანამ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ის პროექტი წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერულ ბიუჯეტირებაზე სათანადო განათლების მიღებას და პრაქტიკაში მის დანერგვას დაიწყებს. ცისანა გოდერძიშვილი: ,,ეს არის სრულიად ახალი კომპონენტი საბჭოს მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავს დავინახოთ, თუ რა როლი შეუძლია გენდერულმა საბჭოს ითამაშოს გენდერულ ბიუჯეტირებაში და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს გადადგმული ამ მხრივ. პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და ხელშეწყობას ემსახურება და მისი შესაძლებლობების ზრდას ბიუჯეტირებაში ჩართულობის თვალსაზრისით.” შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგების ციკლი, რომელსაც ფონდი ,,ტასო“-ს წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის,  მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის და საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის წევრებისთვის უახლოეს მომავალში ჩაატარებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0075.JPG
11/04/2019 15:45

ეკოტურიზმის განვითარებისთვის მარელისში ტრენინგები ტარდება

11 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კოტეჯში, სოფელ მარელისში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და „USAID“ -ის ფინანსური მხარდაჭერით ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობისთვის ტრენინგების 5 დღიანი ციკლი დაიწყო. ტრენინგის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თემების განვითარება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პროდუქტის შექმნის კუთხით და ადგილობრივი თემის ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში. როგორც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა, ნატა რობიტაშვილმა, ჩვენთან საუბარში, განაცხადა პირველ ეტაპზე მარელისში, ლეღვანსა და ფარცხნალში საველე კვლევა ჩატარდა. კვლევიდან გამოვლინდა  თუ რისი პოტენციალი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა  მიმართულებით სჭირდებათ მათ დახმარება. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სამი ტრენინგ-მოდული. პირველი ტრენინგ-მოდულის თემა გახლავთ აგროტურისტული პოტენციალი, მეორე - საოჯახო სასტუმროების განვითარება,  ხოლო მესამე - ტრადიციული რეწვის ობიექტების განვითარება. ამ კონკრეტული ტრენინგების სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარები არიან ლეღვანისა და მარელისის თემიდან. ტრენინგპროგრამის ფარგლებში, რომელიც  ხუთ თეორიულ და ხუთ პრაქტიკულ-ინდივიდუალურ დღეზეა გათვლილი, ბენეფიციარებს  ასევე ჩაუტარდებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია, თუ როგორ განავითარონ თავიანთი პროდუქტი.  ამ ეტაპზე, სამდღიანი ტრენინგები ჩატარდება განთავსებისა და აგროტურიზმის კომპონენტზე, ხოლო ტრადიციული რეწვის ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგები  აპრილის ბოლოს დაინიშნება. პროდუქტის განვითარების შემდეგ დაიგეგმება საინფორმაციო ტურები და დაიბეჭდება ბუკლეტები, იმისათვის რომ შექმნილი პროდუქტები გახდეს ცნობადი და ინფორმაციულად ხელმისაწვდომი პოტენციური მომხმარებლისთვის და ტურ-ოპერატორებისთვის. რაც შეეხება ფარცხნალის თემს აქაც ჩატარებულია საველე კვლევა და იმ შემთხვევაში თუ მათი მიმართულებით დაიგეგმება ტურისტული მარშუტი ჩაერთვებიან პროგრამაში. ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება, ძირითადი ინტერესი ლეღვნისა და მარელისის თემმა გამოთქვა. აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს, ასევე, საველე კვლევის ჩატარებას სოფელ სახვლარში და ეკოსოფლის კონცეფციის შექმნას. კვლევით ცნობილი გახდება აქვს თუ არა ტურისტული პოტენციალი  სახვლარს  და თუ აქვს რა მიმართულებით და მასშტაბებით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0015.JPG
11/04/2019 09:32

ევროპის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულის მერმა ფულადი ჯილდო გადასცა

ზაურ ბერაძე ხარაგაულის სოფელ ხიდარში დაიბადა. პატარაობიდანვე შეუმჩნევია მამას ძლიერი ფიზიკური მონაცემები და უთქვამს აუცილებლად ჭიდაობაზე უნდა მივიყვანოო.  5 წლის ყოფილა მომავალი მოჭიდავე, მეზობელ სოფელში, კიცხში მწვრთნელისთვის რომ მიუბარებიათ. წლების განმავლობაში კილომეტრების გავლა უწევდა ფეხით და სახლში გვიან ღამით დაბრუნება, მაგრამ მაინც, დიდი მონდომებით ვარჯიშობდა.  მეტი სტიმული, რომ ცხოვრებაში წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა.  დღემდე დიდი ემოციით იხსენებს დედა, ნონა ზურაბიანი, ზაურის პირველ გამარჯვებას რაიონის პირველობაზე. პირველ თასს და სიმბოლურ საჩუქარს განსაკუთრებულად საპატიო ადგილი აქვს მათ სახლში.   დიდი შრომა დასჭირდა მიეღწია ყველა იმ წარმატებისთვის რაც აქვს და ამისთვს, ყოველ ჯერზე დიდ მადლობას უხდის დედას, რომელიც ვაჟკაცურად ამხნევებდა შვილს და სჯეროდა მისი წარმატების.  „სასოწარკვეთაში არასდროს ჩავარდნილა. მისთვის მარცხი მორიგი გამარჯვების საწინდარია. ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანია. ხშირად მეუბნება მარტო არასდროს იქნები და ნურაფრის შეგეშინდებაო, ეს ძალიან მამხნევებს“ - ამბობს ზაურის დედა. დღეს ზაურ ბერაძე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მიიღო. ისაუბრეს განვლილ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და მერიის მხრიდან სპორტსმენის ხელშეწყობაზე. მერის ინიციატივით ზაურს ფულადი ჯილდო - 1 000 ლარი გადაეცემა.  22 წლის ზაურ ბერაძეს თავისუფალ ჭიდაობაში 70-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის 50-ზე მეტ ტურნირში პირველი ადგილის მფლობელია. არის აზერბაიჯანის ჩემპიონატის გრან-პრის პრიზიორი, საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მოგებული აქვს ასევე, თბილისის პირველობა და რეგიონული პირველობა. არის ვერცხლის მედალის მფლობელი საქართველოს პირველობაზე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის. ყველაზე დიდი წარმატება ზაურ ბერაძემ წელს, ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვა როცა სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ბელარუს პაჰასიანს 4:2 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაურ ბერაძე ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.  წარმატებებს ვუსურვებთ საამაყო ხარაგაულელს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141.JPG
09/04/2019 09:27

ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს

დღეს ხარაგაულში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამ დღის მოვლენების  მონაწილეებმა და სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.  21 გარდაცვლილი გმირის მემორიალურ დაფასთან მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა. დღესვე, ბაზალეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული, ამავე სოფლის მკვიდრის, ელისო ჭიპაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა 24 წლის გმირი გოგონა გაიხსენეს და პატრიოტულ თემებზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.  ღონისძიებაზე 9 აპრილის საბედისწერო ღამეზე ისაუბრა გოჩა კოპაძემ, რომელიც ამ დღეს რუსი ჯარისკაცების მიერ გაშვებული მგუდავი  აირით მოიწამლა. „იმ დროს ერი იყო გაერთიანებული ისე, როგორც არასდროს! როცა მოუახლოვდნენ მომიტინგეებს ჯარისკაცები და დაიწყეს ხალხის ცემა, პირდაპირ თვალებში გვასხამდნენ მომწამლავ გაზს. უნდოდათ მთავრობის სასახლეში შეეყვანათ ხალხი და იქ, ალბათ, მსხვერპლიც უფრო მეტი  იქნებოდა. დიდი გმირობა გამოიჩინა მაშინ პოლიციამ, ბოლომდე იცავდნენ მთავრობის სასახლეს, რომ ხალხი იქ არ შეეყვანათ. საშინელი სანახაობა იყო ჩვენ თვალწინ, მაგრამ ამ ტრაგედიასთან ერთად მე მინდა მოგილოცოთ 9 აპრილი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“-აღნიშნა გოჩა კოპაძემ.  9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ასევე, პაატა გოგოლაძემ, იზოლდა ოკრიბელაშვილმა და ვარლამ ჭიპაშვილმა. ღონისძიების დასასრულს, ხარაგაულის მერიის ინიციატივით, ელისო ჭიპაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე სახელობის ცაცხვების ხეივანი გაშენდა და ბარელიეფი დაიდგა. 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ, დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილებიც, ხოლო 2 000  მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, 1991 წელს ეს თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა. წელს მთელი საქართველო ამ დღეს ასევე, მადლიერებისა და სოლიდარობის გამოხატვის სიმბოლოდ აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ღონისძიებები სახელწოდებით „მადლობა თავისუფლებისთვის“, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც უერთდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0483.JPG
05/04/2019 16:57

ხარაგაულში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირები, 5 აპრილს, ხარაგაულის სპორტ-დარბაზში ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. მერიის ინიციატივით ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ესწრებოდა, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში. ღონისძიების ფორმატში ვეტერანმა სპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები გამართეს. სპორტსკოლის მოსწავლეებმა კი, ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ბრძოლა მოაწყვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: მერის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძე, მერიის  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა გრიგოლ ჭიპაშვილმა, ვეტერან სპორტსმენებს წარმატებული მოღვაწეობისთვის და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ირინე ჩხეიძე (მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი) „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი თარიღების აღნიშვნა.  ღვაწლმოსილ პიროვნებებს უნდა ვუთხრათ მადლობა სპორტის პოპულარიზაციისთვის და იმ მძიმე წლებისთვის, რომელიც მათ გამოიარეს და უამრავი შრომა ჩადეს მომავალი თაობების აღზრდაში.“ ნაზიბროლა სებისკვერაძე ( უბისის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი) „19 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ.  სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ მცირედი წახალისებაც კი მნიშვნელოვანია, რათა  მეტი დაინტერესება ჰქონდეს პედაგოგსაც და ახალგაზრდასაც“. შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს    ნაზიბროლა სებისკვერაძეს,  ჟორა მაჩიტიძეს,  ღუტუ ღონღაძეს,  ჯამბულ ბანცაძეს, ზაალ მესხს, გიგა ბერაძეს, სოსო აბაშიძეს, თამაზ შარიქაძეს, მერაბ იჩქიტიძეს, სულიკო დონაძეს, ზაზა მესხს, კოტე სახვაძეს, ივანე ღონღაძეს, ანზორ  მაღრაძესა და  მარლენ გრიგალაშვილს სპორტში  შეტანილი წვლილისათვის წამახალისებელი სიგელები  და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvncvb_1.jpg
05/04/2019 12:58

კენკროვანი კულტურების პროექტში ხარაგაულიდან 16 ბენეფიციარი ჩაერთო

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტ „დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ახალი ქვეკომპონენტის კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება დააფინანსა. სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხარაგაულიდან 16 ფიზიკური პირი დაფინანსდება. ხარაგაულელ ბენეფიციარებს უკვე გავლილი აქვთ ტრენინგებისა და ტესტირების ეტაპი, შემოდგომაზე კი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებენ.  ხარაგაულში (მოლითი, ზვარე, საბე, კიცხი, ვარძია, ბორითი და ჩხერი) 3, 68 ჰექტარზე ბენეფიციარებმა ძირითადად ჟოლოს გაშენება გადაწყვიტეს. ორი ბენეფიციარი მაყვალს, ხოლო ერთი მოცვს გააშენებს. კენკროვანი კულტურების გასაშენებლად ნიადაგი შემოწმებულია. მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისიდან განახლდება და  31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხარაგაულის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას და კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის საჭირო პროცედურებს აცნობდნენ. შეგახსენებთ, რომ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების  100%  დაფინანსებას,  0.15 ჰა - დან   0.5  ჰა - ს ჩათვლით ,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში  პირველ ეტაპზე  შესაბამის დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტესტირება შესწავლილ საკითხებში.  
სრულად