სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_33.jpg
13/11/2020 14:46

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 16 ნოემბერს მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2020 წლის 16 ნოემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.მომხს: მაია ალავიძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_32.jpg
11/11/2020 16:49

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ „სუფთა რეგიონი 2020“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ხარაგაულის მოსახლეობას შეუძლია წარმოადგინოს ფოტო-მასალა შემდეგი ნომინაციებისთვის! ყველაზე სუფთა ქუჩა სუფთა, ლამაზი ეზო სუფთა, ლამაზი, საწარმოს დაწესებულების ეზო  ლამაზი აივანი იაქტიურეთ! იყავით პირველები, წარმოაჩინეთ თქვენი უბნის, დაბის, სოფლის ყველაზე ლამაზი/სუფთა ქუჩა, ეზო, აივანი, ....გააცანით ის სრულიად საქართველოს მოსახლეობას! ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე pr.kharagauli@gmail.com ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 18 ნოემბრის ჩათვლით. გამოგზავნილ ფოტო-მასალის შეგროვებას და ორგანიზატორებთან გაგზავნას უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური! კონკურსი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - KGT, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსს აფასებს სპეციალურად კონკურსისათვის შექმნილი ჟიური! გამარჯვებულები დასახელდება 2021 წლის იანვარში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_30.jpg
11/11/2020 16:37

ხარაგაულელ ფერმერ ქალებს სასოფლო-სამეურნეო მასალები გადაეცათ

სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ხარაგაულელ ფერმერ ქალებს, რომლებიც მცირე მეურნეობით არიან დაკავებული, მათივე საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მცენართა დაცვის ქიმიური საშუალებები გადაეცათ. „პროექტს გაეროს განვითარების ფონდი აფინანსებს. სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების მხარდაჭერა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ გადაეცათ საქმიანობისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო მასალები. მომავალში მოწყვლად ჯგუფს საკუთარი მეურნეობის გასაფართოებლად ასევე ტრენინგები ჩაუტარდებათ“ - განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ. „სოფლად მცხოვრები ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პანდემიის გავლენის მიმართ, უარყოფითი ეკონომიკური შედეგების გარდა, ბევრი ქალისთვის იზოლაციაში ყოფნას საოჯახო საქმის მნიშვნელოვან მატებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ოჯახური ძალადობის საფრთხეს უკავშირდება. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ შინამეურნეობებს, რომლებთაც ქალები უდგანან სათავეში, ხელს ვუწყობთ პანდემიის მიმართ მათი მედეგობის გაზრდას და ვაწვდით იმ აუცილებელ ხელშეწყობას, რომელიც მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას სჭირდება“. აღნიშნავს UNDP(გაეროს განვითარების პროგრამის) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობ 9 ბენეფიციარს გადაეცა, რომლებიც განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩენ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90.jpg
11/11/2020 16:32

ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.  სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან თანხას ხარჯავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური არსებული რესურსის ფარგლებში აქტიურ პოლიტიკას ატარებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით. მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე წელს მოქმედებს 21 ქვეპროგრამა. მათ შორის ორი ქვეპროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო 19 - სოციალურ უზრუნველყოფას. მერიის მიერ განხორციელებული პროგრამებია:   სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს კვლევების, ოპერაციების, სამედიცინო მომსახურების და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მედიკამენტების დაფინანსებას. მიმდინარე წელს ქვეპროგრამა განისაზღვრა 307,0 ათასი ლარით. დაზუსტებული წლიური გეგმა შეადგენს 348,2 ათასს. დღემდე ანგარიშსწორება მოხდა 297,2 ათ. ლარზე, ისარგებლა 610 ბენეფიციარმა. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარება, რომელიც მოიცავს 0-დან 18 წლამდე ასაკის იმპლანტით მოსარგებლეთა ელემენტით უზრუნველყოფას. გეგმა დაზუსტების შედეგად განისაზღვრა 5.0 ათ. ლარით. დღეისთვის ქვეპროგრამით ისარგებლა 3 ბენეფიციარმა და დახარჯულია 3,6 ათ. ლარი. შშმ პირთა დახმარება, რომელიც მოიცავს 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის და მედიკამენტების დაფინანსებას, ასევე, შშმ პირის, რომელიც საჭიროებს მომვლელს, ყოველთვიურ დახმარებას. ქვეპროგრამით 9 თვეში დახარჯულია 25.9 ათასი ლარი და ისარგებლა 57 ბენეფიციარმა. ერთჯერადი ფინანსური დახმარება, ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 60.0 ათასი ლარით. დაზუსტებული წლიური გეგმაა 132.0 ათ. ლარი. 9 თვეში დახარჯულია 100.4 ათასი ლარი. როგორც მოგეხსენებათ, კარანტინის პერიოდში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის დახმარების გაცემა მოქალაქეებზე, სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა ეტაპზე სურსათის შესაძენად გამოიყო 24.0 ათ. ლარი, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებისთვის _ 5.0 ათ. ლარი. ლეიკემიით დაავადებულთა და დიალიზზე მყოფი პირების დახმარება, რომელიც განიზღვრა 23.0 ათ. ლარით, თუმცა, პანდემიის პირობებში დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისთვის მომსახურების შეუფერხებლად მიღების მიზნით დამატებით გამოიყო 10.0 ათ. ლარი. ჩვეულებრივ, დიალიზის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარს ტრანსპორტისთვის თვეში ერიცხებოდა 100 ლარი, პანდემიის პერიოდში (3 თვის განმავლობაში) ბენეფიციარის თანხა გაიზარდა 200 ლარამდე, ხოლო ივლისის თვიდან თანხა განისაზღვრა 150 ლარით. ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება წლიურად განსაზღვრულია 600 ლარით. მოსარგებლეა 3 ბენეფიციარი, ხოლო დიალიზის პროგრამაში ჩართულია 15 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებისთ დახარჯულია 22,7 ათ. ლარი. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომლის მოსარგებლეა 4 და მეტი შვილიანი ოჯახი. დახმარება შეადგენს თითოეულ ბავშვზე 50 ლარს. ქვეპროგრამით ისარგებლა 43 ოჯახმა, დახარჯულია 9,4 ათ. ლარი. მარტოხელა მშობლების დახმარება. ბიუჯეტი განისაზღვრა 3.0 ათ. ლარით, დახარჯულია 1.2 ათ. ლარი, ისარგებლა 6 ბენეფიციარმა. მარჩენალდაკარგულთა დახმარება. დახმარების მიმღებია 21 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლი ბავშვი. ქვეპროგრამით ისარგებლა 25 ბენეფიციარმა და დახარჯულია 4,8 ათ. ლარი. ყოველთვიური დახმარების პროგრამის ბენეფიარები არიან სამამულო ომის ვეტერანები, უსინათლოები და დევნილები. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 49,2 ათ. ლარს. დღეისთვის დახარჯულია 30,4 ათ. ლარი და სარგებლობს 102 მოქალაქე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება. დახმარების მიმღებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრი, რომელსაც პირველი რიგის მემკვიდრე არ ყავს და რომელზეც არ ვრცელდება ,,ომისა და სამხედრო ძალების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება 2000 ლარით და სარგებლობს 4 ბენეფიციარი. ხანდაზმულთა დახმარება. დახმარების მიმღებია 100 წელს გადაცილებული მოქალაქე. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში გვყავს 3 ბენეფიარი. დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სადღესასწაულო დღეების დახმარება. დახმარება მოიცავს სადღესასწაულო დღეებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. მიმდინარე წელს ქვეპროგრამით დაიხარჯა 9,0 ათ. ლარი. სოციალურად დაუცველი ან უპატრონო გარდაცვლილის ოჯახის დახმარება; დახმარება გაიწევა 57000 ქულამდე სოც. დაუცველი ან უპატრონო მიცვალებულის ოჯახს. ამ მიმართულებით დახარჯულია 6400 ლარი და ისარგებლა 30 ოჯახმა. მათ შორის, 600 ლარი მიმართულია სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად. ახალშობილთა ოჯახების დახმარება. პირველი ბავშვის შეძენისას ოჯახისათვის გაწეული დახმარება შეადგენს 100 ლარს, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში_150 ლარს, მესამე_200 ლარს, მეოთხე_250 ლარს, მეხუთე_300 ლარს და ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენისას თანხა იზრდება 50 ლარით. ტყუპების შეძენის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით. დღეის მდგომარეობით 112 ახალშობილის ოჯახზე გაწეული დახმარება შეადგენს 18,55 ათ. ლარს. ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვა დაკრძალვის ხარჯი შეადგენას 250 ლარს და ამი მიმართულებით დახარჯულია 0,5 ათ. ლარი. სტიქიური მოვლენების, ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალური დახმარება მოიცავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა დახმარებას და უსახლკარო პირთა მინიმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მიმდინარე წელს ბინის ქირით უზრუნველვყოფთ 3 მოქალაქეს, გასულ წელს ლეღვანში მომხდარი სტიქიის შედეგად დზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად დახარჯულია 91345 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებულია 22 ოჯახი და დახმარება გაწეულია 24500 ლარზე, ხოლო საცხოვრებლად საშიში და უვარგისი პირველი კატეგორიის დახმარება გაიცა 12 ოჯახზე თანხით 16100 ლარი. ჯამში ამ მიმართულებით 9 თვეში დახარჯულია 133,7 ათ. ლარი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მერიის სარეზერვო ფონდიდან სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი იქნა 46180 ლარი. აქედან 5600 ლარი მიმართულია შშმ პირთა დახმარების ქვეპროგრამაში, 6780 ლარი მიმართულია სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამაში, ხოლო 33800 ლარი დახარჯულია საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ა(ა)იპ სათნოების სახლში, დღეის მდგომარეობით უფასო სადილს იღებს 73 ბენეფიციარი. კვებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 57730 ლარს. მიმდინარე წლის 9 თვეში სათნოების სახლს ბენეფიციართა კვებასა და დახმარებაზე გაწეული აქვს 38691 ლარის ხარჯი. აქედან ერთჯერადი დახმარება განცხადებისა და ბრძანების საფუძველზე შეადგენს 686 ლარს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე გაიცა 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე სურსათი გაიცა 70+ მარტოხელა 200 მოქალაქეზე, სასურსათო კალათის ღირებულება შეადგენდა 6500 ლარს, მეორე ეტაპზე _ გაიცა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე და დაიხარჯა 5508 ლარი. ყოველდღიურ კვებაზე 9 თვეში დახარჯულია 26000 ლარი. ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კომპეტენციის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული COVID-19-ის მართვაში. დღემდე ტესტირება ჩაუტარდა 1000-მდე ადამიანს. დღეის მონაცემებით, დადასტურებულია 2 შემთხვევა. შეუფერხებლად მიმდინარეობს ეპიდზედამხედველობის და იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამები. გასულ წელს ჩატარდა C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული საპილოტე სკრინინგ-პროგრამა, სადაც დადებითია 13 შემთხვევა და წელს მიმდინარეობს დადასტურებული შემთხვევების მართვა მიდევნების პროგრამით. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მომსახურებას უწევს 14 ს/ამბულატორია, რომელთაგან 4 ორბრიგადიანია, დანარჩენი 10 _ ერთბრიგადიანი. სულ 18 ექიმი და 19 ექთანი. წელს მოხდა ამბულატორიების ინტერნეტიზაცია, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ შეფერხება ჯანდაცვის პირველადი რგოლის მომსახურებისას. ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების დანერგვის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით ხარაგაულში წლის ბოლოდან დაიწყება 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული განვითარების მომსახურება, რომელიც გათვლილია 30 ბავშვზე, ამ მიზნით გარემონტდა და ადაპტირდა შესაბამისი ფართი და წლის ბოლომდე აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. მოქალაქეებს სამსახურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში გაეწევათ კონსულტაცია საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებასა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახური აქტიურადაა ჩართული COVID-19-ის მართვის პროცესში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1800 ოჯახია სოციალური შემწეობის მიმღები. გასული წლის სექტემბერის მონაცემებით შემწეობას იღებდა 1160 ოჯახი. • სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, გაიწევა კონსულტაციები ვეტერანებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, ხდება მათი დახმარება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში. • სამსახურის მიერ გარკვეული მუშობა მიმდინარეობს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. მუნიციპალიტეტის 20 ადმინისტრაციული ერთეულის კერძო სექტორში განსახლებულია 90 დევნილი პიროვნება, რომელიც გაერთიანებულია 34 ოჯახად. როგორც მოგეხსენებათ, აქ არ არსებობს დევნილთა კომპაქტური დასახლება და მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სოციალურ პროგრამაში შეძლებისდაგვარად ჩართულები არიან დევნილები; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია, მოქმედებს დევნილთა ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოჯახს ერიცხება თვეში 30 ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, გამონაკლისის სახით, ხდება უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახების და მარტოხელა მოხუცების დახმარება საშეშე მერქნით. სამსახურის მიერ ასევე ხორციელდება ეკომიგრანტი ოჯახების ადგილობრივ დონეზე მომსახურება. საანგარიშო პერიოდში შესწავლილია 17 ოჯახი და გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში. დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური პროგრამები გენდერულად მგრძნობიარეა და მოიცავს თითქმის ყველა მოწყვლად ჯგუფს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%201_1.jpg
11/11/2020 16:26

ბაზალეთში, ჭიპაშვილების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო

თუ ბაზალეთში ცხოვრობთ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა სოფელში, ჭიპაშვილების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-მდე მონაკვეთს. პროექტის ღირებულება 345 504 ლარია. ჭიპაშვილების საუბნო გზაზე არსებული ამორტიზებული მონაკვეთები, საფრთხეს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0989.JPG
09/11/2020 15:22

საკრებულომ 2021 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

9 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2021 წელს ხარაგაულში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა წარადგინა.  სულ განხილულ იქნა 32 პროექტის დაფინანსება, რომლის სავარაუდო თანხა 6 მილიონ ლარს აღემატება.  ხარაგაულის მერიის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობით, 2021 წელს პრიორიტეტი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭა, თუმცა პროექტებში ასევე ჩასმულია მრავალბინიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება და სოფელ მოლითში საზოგადოებრივი ცენტრისთვის შენობის რეაბილიტაცია.  2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები, ეკლესიები) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოჭოურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 120 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გორგაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 130 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ფაბრიკის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბაქარაშვილების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი; სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 211 500 ლარი; სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი II ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია - 500 000 ლარი; სოფელ მოლითში სოფლის სახლის მოსაწყობათ შენობის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი; სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (I ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; ღორეშა - მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხევიჯვრის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბუდიანეთის და პატარა ვარძია) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი; სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხიკვაძეების და პაპიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი; სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (III უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი) – 100 000 ლარი; სოფელ ნადაბურში ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ხიდის მშენებლობა - 70 000 ლარი; ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (საღანძილის თავის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; ზედა ლაშე - საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ ზვარეში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჯორტების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი; სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0959.JPG
06/11/2020 13:56

ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო

დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში ახალი ჭაბურღილები მოეწყობა პატარა ხარაგაულში და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლეღვნის წყლის სათავე ნაგებობას! საერთო ჯამში წყლის სისტემის მოწყობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება! პროექტის დასრულების შემდეგ, 24 საათიანი გრაფიკით ისარგებლებს დაბა ხარაგაულის, პატარა ხარაგაულის, სოფელ ლეღვნის, დიდვაკის და საღანძილის მოსახლეობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_29.jpg
06/11/2020 12:59

9 ნოემბერს ხარაგაულის საკრებულო რიგგარეშე სხდომას მართავს

9 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ პეტრე შარიქაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930_1.JPG
02/11/2020 13:18

ხარაგაულის საკრებულომ 2 ნოემბრის სხდომაზე ორი საკითხი განიხილა

2 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე შემდეგი საკითხთა ნუსხა განიხილეს:  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსხურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარადგინა. საკრებულოს წევრებმა სოციალური სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 6 აპრილის, N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა განახევრდა და ერთი ლარი შეადგინა. საკითხი განსახილველად საკრებულოს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ბანცაძემ წარადგინა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_28.jpg
30/10/2020 14:38

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაზი ჩაირთო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესა და კიცხში ბუნებრივი აირი ჩაირთო.  მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირი სიმბოლურად მერაბ ნიქაცაძისა და გოჩა კვანტრიშვილის ოჯახში აანთეს. ლაშესა და კიცხში გაზის მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 400-მდე აბონენტი გაზიფიცირდა. ამჟამად, ოჯახებში ბუნებრივი აირის ინდივიდუალური დაერთებები ხორციელდება. მიმდინარე წელს გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულდა ასევე, ფარცხნალში, საქარიქედსა და ვარძიაში. ამჟამად, ბუნებრივი აირით მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელი სარგებლობს.
სრულად