სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/76732207_2611990872193520_1194447305713909760_o.jpg
18/11/2019 13:48

ბიუროს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარმოადგინა. ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია. გარდა აღნიშნული საკითხებისა სხდომაზე განხილული იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პრექტების მოწონების შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ ს თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან ზუმბაძემ წარმოადგინა მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. განხილულ იქნა საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს„სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „ აკკორდ ჯორჯია“-სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
15/11/2019 16:06

18 ნოემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 18 ნოემბერს, 11 საათზე, მორიგ სხდომას გამართავს.   სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსხურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.  ბიუროს წევრები, ასევე, ვლადიმერ გელაშვილისგან მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციას;  გარდა ამისა სხდომაზე  დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშს წარუდგენს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი; ბიურო ასევე განიხილავს შემდეგ საკითხებს: ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯია“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ: მომხს: ჯაბა ბერაძე ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე. ამავე სხდომაზე დამტკიცდება საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგები. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789_1.JPG
15/11/2019 14:25

ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

დაბა ხარაგაულში, სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.  საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახიც.  პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხარაგაულში 2020 წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ე.წ. „სოფლის სახლები“ უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0681.JPG
15/11/2019 09:36

ლეღვნის ცენტრალური გზა ნოემბრის ბოლოს აღდგება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ივნისის სტიქიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის ერთი მონაკვეთი აღდგენილია. დასრულდა ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ბეტონის საფარი. სამუშაოები 137 000 ლარით დაფინანსდა.  ინტენსიურად მიმდინარეობს გზის მეორე მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ეწყობა მდინარე ლეღვნულას სანაპიროზე საყრდენი კედელი, რომლის დასრულების შემდეგაც დაზიანებულ მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა სრულად აღდგება. გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 398 000 ლარით დაფინანსდა.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0769.JPG
13/11/2019 15:24

ხარაგაულში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ხარაგაულის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ამასთანავე, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზადაა დღეს ხარაგაულის მუნიციპაიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი საჯარო განხილვის ფორმატში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 452 200 ლარით გაიზარდა და 8 178 000 ლარით განისაზღვრა. (2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 7 725 800 ლარს შეადგენდა). შეხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საზოგადოებამ დაასახელა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. იმსჯელეს დაბის იერსახის მოწესრიგებაზე, წყალანირების სისტემის მოწყობაზე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციაზე, მრავალბინიანი სახლების ფასადების და სადარბაზოების მოწესრიგებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა ასახვაც ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე. ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გასცა ინფორმაცია მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, განმარტა, რომ დაბა ხარაგაულის კეთილმოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა დასრულდება. საუბარი შეეხო დაბაში მიმდინარე ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო შეჩერებულია. მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 15 არაკეთილსინდისიერ მეწარმეს შეუწყდა ხელშეკრულება, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს კომპანიები ტენდერებზე ვეღარ შემოვლენ. როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, დაბაში მიმდინარე პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, ქონების გადასახადიდან შემოსულ გაზრდილ შემოსავლებზე ისაუბრა. მერიის სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წელს პირველად მოხდა პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ბიუჯეტის წარდგენის და დამტკიცების ცირკულაცია: 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარედგინება საკრებულოს და ფინანსთა სამინისტროს. 16 ნოემბრიდან იწყება განხილვები საკრებულოს კომისიების ფორმატში, ხოლო 20 ნოემბრიდან ეწყობა საჯარო განხილვები სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მუნიციპალიტეტის საკრებულომ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტი მერიაში 25 ნოემბრამდე უნდა დააბრუნოს. მერია ბიუჯეტის შესწორებულ ან იგივე ვარიანტს, საბოლოოდ, საკრებულოში 10 დეკემბრამდე აგზავნის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2019 წლის 20-28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0468.JPG
11/11/2019 10:29

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  აღნიშნული მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კოლმეტრიანი გზის მეორე ლოტია. პირველ ლოტზე, რომელიც ძირულა-ხარაგაული-მოლითის ასევე, 25 კლომეტრიან მონავეთს მოიცავს, სამუშაოებს BLACK SEA GROUP-ი ახორციელებს.  მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის  გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუმათელეთის მხრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე საყრდენი კედლების, გაბიონების და მილხიდების მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ ასრულებს. სახელშეკრულებო პირობებით, 25 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0053.JPG
30/10/2019 10:06

შემოდგომის პრეზენტაცია ხარაგაულის გიმნაზიაში

ხარაგაულში 28 ოქტომბერს, გიმნაზიელებმა ნამდვილი იმერული შემოდგომის ზეიმი მოაწყვეს. გიმნაზიის ეზოში, უკვე ტრადიციად ქცეულ საშემოდგომო ღონისძიებაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის კლასები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთვნენ. ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ორიგინალურად გაფორმებული იმერული სუფრები და ოქროსფერი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინვენტარი. როცა გიმნაზიელებმა ერთდღიანი შემოდგომა მიინახეს, ეზოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის თავბრუდამხვევი ემოცია დატრიალდა. ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეპარქიის სასულიერო პირებმა ხარაგაულელები დალოცეს და ბარაქიანი, ხვავიანი და მშვიდობიანი შემოდგომა უსურვეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0390.JPG
30/10/2019 09:53

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ნინო ყიფიანი გახდა

29 ოქტომბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 75-მა მოსწავლემ გადალახა. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაბის მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა, მესამე ეტაპი კი, 2020 წელს გრანდიოზული ფინალით დასრულდება, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონელს გამოავლენს. 2019-2020 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონი“ მოსწავლე მარელისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი, ნინო ყიფიანი გახდა. მეორე ადგილზე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა გაგოშიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გელაშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დღევანდელი კონკურსით საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ასევე, გიგა ბერაძე, მარიამ ყურაშვილი, მარიამ რიკაძე, თამთა პავლაძე, ნიკა მაჩიტაძე და ელენე ჩიჩილიძე. პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“ (ხარაგაულის გიმნაზია) საბა ებანოიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. ინტელექტ- ჩემპიონატ “ეტალონის“ ღონისძიებას ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ჟანა ნემსაძე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0025.JPG
29/10/2019 11:48

სარგვეშის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან გიორგაძე გაწეული მუშაობის შესახებ თემის მოსახლეობას ანგარიშის წარუდგენს.  „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“88 - მუხლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 02 ოქტომბრის, N39 დადგენილების შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის რუსუდან გიორგაძის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ამომრჩეველთა წინაშე წარდგენილ იქნება მიმდინარე წლის 08 ნოემბერს, სოფელ სარგვეშში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0843.JPG
29/10/2019 11:37

ღია დიალოგი ხარაგაულის მოსახლეობასთან გრძელდება

ღია დიალოგის რეჟიმში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  მორიგი შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფაროულის, ზედა ლაშესა და ლაშეს იგორეთში გაიმართა. მოსახლეობამ სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და თვითმმართველობასთან ერთად დაიგეგმა სოფლებში განსახორციელებელი პროექტები. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ყველაზე მწვავე საკითხზე, რაც საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმიუწვდომლობას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა კომპლექსურად მუშაობს საკითხზე, რათა მოსახლეობისთვის ტყე-კაფის მოხმარება სათანადოდ გამოყენებადი გახდეს. გამარტივდა ასევე, ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ასევე, მწვავედ იდგა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე. ღია შეხვედრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი უკვე მოიცვა. დიალოგის ფორმატი მოსახლეობასთან კვლავ გაგრძელდება და შეხვედრა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
სრულად