სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfgfdghfxgb.jpg
24/01/2019 12:09

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოები 3 თვეში დაიწყება

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, უბისა-შორაპნის ავტობანის, F3 მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ  და იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ მშენებლობის ძირითადი სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს. პროექტი, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.  კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტობანის მესამე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები 3 თვეში დაიწყება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghfhjghjghj.jpg
24/01/2019 12:02

მერმა ხუნევის, ნადაბურის და ხევის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. მერმა 2018 წლის საქმიანობა, 23 იანვარს, ხუნევის, ნადაბურის და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას გააცნო. შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. მოხსენებითი ნაწილის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა.   მოსახლეობამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვდრები კარგია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ნიკოლოზ თოფურიძე ანგარიშის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად გააგრძელებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjvghjmvbnmbnm.JPG
23/01/2019 09:46

კიცხში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. მათ შორისაა ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა, რომელიც უკვე არსებობის 150 წელს ითვლის. შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ძველი შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხარაგაულის მერიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრთან ურთიერთთანამშრომლობით, ამ ეტაპზე, მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ დეტალებსა და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე მუშაობს. ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელაიას ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერების გამოცხადება თებერვლის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება.  23 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობისთვის გამოსაყოფი ფართი დაათვალიერა. მშენებლობა იმავე სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება. კიცხის საჯარო სკოლაში, ამჟამად 90-მდე მოსწავლე სწავლობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/_DSC0057.JPG
22/01/2019 12:10

კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

21 იანვარს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის კინოთეატრში გაწეული საქმიანობის შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას, მოსახლეობასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია, იმ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელთა მიღებაშიც პირადად იყო ჩართული. კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fvgbncvbncvb.jpg
21/01/2019 14:36

ვახანში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების - ვახანი-ქვების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სტიქიის ფონდიდან 53 691 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინის ახალი კონსტრუქცია, ტროტუარით და მოაჯირებით. აღნიშნული ხიდი, 2017 წელს ხარაგაულში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/DCGHKVHCMNCB.jpg
21/01/2019 14:23

ხარაგაული - „სუფთა მუნიციპალიტეტი“

 2018 წლის შედეგების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისში გამართულ კონკურსზე „სუფთა რეგიონი“, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ წამახალისებელი სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაესწრნენ.   კონკურსი - ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/XCVBXCVNBX_1.jpg
21/01/2019 13:08

საერთო კრებები 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის მიერ იდეების შემუშავების პროცესი დასრულდა.  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა საპროექტო წინადადებები დღეს წარმოადგინეს.  საერთო კრებების ჩატარება მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfxgfdghjngh.jpg
21/01/2019 12:54

2017 წლის წარმატებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ

ხარაგაულელ მოსწავლეებს, რომელთაც სასწავლო წელი 2017 წელს დაამთავრეს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.  საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დესწრო. მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა უმრავლსეობაც უკვე სტუდენტია დიდი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შინაგანი კულტურა განათლებაზეა დამოკიდებული.  2016-2017 სასწავლო წელს ხარაგაულში 14 ოქროს და 5 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0503.JPG
18/01/2019 13:21

ნიკოლოზ თოფურიძემ ხარაგაულის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოსახლეობას 2018 წელს გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში ჩააბარა. მერმა მუნიციპალიტეტის მთავარ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ხარაგაულს აღებული აქვს განვითარების მკაფიოდ გამოხატული კურსი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. „არასდროს მითქვამს, რომ პრობლემები არ რის და ყველაფერი კარგადაა, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაქვს აღებული. ხელისშემშლელი ფაქტორებით, მაგრამ მაინც წარმატებით ხორციელდება პროექტი „გზა ყველა სოფელს“ და ჩვენ მივიღეთ კიდეც სურათი, ბოლო ორი წლის განმავლობაში 50-მდე სოფლის მობეტონებული გზა. 2018 წელს დავიწყეთ და წელსაც სრული დატვირთვით გაგრძელდება პროექტი „წყალი ყველა სოფელს“. სოციალური მიმართულებით, ოპერაციების თანადაფინანსებაზე მაღალი მომართვიანობის გამო ერთჯერადი დახმარებები ვერ გავეცით. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია და ამიტომ გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი 2019 წელს. დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშიებით რომ პრობლემებია, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და ეს პრობლემები ბევრ მუნიციპალიტეტშია. ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხარეო ადმინისტრაციასთან, დავსხედით კიდეც მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელშიც მეწარმეებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობთ, რომ ხარაგაულში ახლა მიმდინარე პროექტები, მარტში უკვე დასრულებული იქნება“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. მერმა ანგარიშის წარდგენის დროს ვრცლად ისაუბრა ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ ხარაგაული არის ნიჭის ბუდე და კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო მაღალ დონზე წარმოჩენისთვის ამ სფეროს ყველაზე დიდი ხელშეწყობა ჭირდება.    ნიკოლოზ თოფურიძემ ერთი წლის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარუდგინა ხარაგაულის მოსახლეობას, სადაც მოკლედ მიმოიხილა მერიის სამსახურების საქმიანობა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდების დასაქმებას და მათ ეფექტიან ჩართულობას მართვაში. მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერმა დარბაზიდან დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, რომლებიც, ძირითადად, მოსახლეობის მხრიდან დაბაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. ხარაგაულის მერი წლიური ანგარიშის ჩაბარებას ადმინისტრაციულ ერთეულებში 22 იანვრიდან დაიწყებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0546.JPG
18/01/2019 12:39

15 პროექტი ხარაგაულში, რომელიც 3 670 000 ლარით დაფინანსდა

  18 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შედეგად განხორციელდა. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.  ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისთვის   3 670 000 ლარი გამოეყო.  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე განმარტა, რომ საჭიროა გასული წლის ნაშთის-3 962 966   ლარის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებში მიმართვა. ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 3 670 000  ლარით და განისაზღვრა 11 395 800 ლარით, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები გაიზარდა 7 632 966 ლარით და განისაზღვრა  15 358 766    ლარით. საკითხის განხილვისას საკრებულოს წევრებმა: ინგა მაღრაძემ, დავით კიკნაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და გია თავზარაშვილმა შენიშვნები გამოთქვეს. მათი განცხადებით რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 3 670 000 ლარი არ ითვალისწინებს იმ პროექტების სრულად განხორციელებას, რომელიც საკრებულომ მოიწონა.  დეპუტატები, აღნიშნავენ, რომ მერია თავისი შეხედულებით წყვეტს, რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს და არ ითვალისწინებს არც საკრებულოს და არც ხალხის ინტერესებს. მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა, დეპუტატების ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხდება და ყველა მათგანი ხარაგაულის მოსხლეობისთვის კეთდება. მაღრაძის განცხადებით, მერიამ იმ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკრებულოს მიერ მოწონებული 41 პროექტიდან გადააგზავნა - 20, რომლებიც უკვე  დაპროექტებული და ექსპერტიზა  გავლილი იყო.  20 პროექტიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი, მხოლოდ 15 მათგანის განხორციელებისთვის გამოყო 3 670 000 ლარი. როგორც მერის პირველი მოადგილე განმარტავს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ახალი პროექტების შეძენა და დაფინანსების მეორე ეტაპზე  მოხდება დანარჩენი მოწონებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.   იხ. პროექტების ჩამონათვალი     
სრულად