სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghnxvgb.jpg
17/06/2019 17:21

განცხადება!

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გიწვევთ  ლესვის კურსის შესასწავლად. სასწავლო კურსი   შეუძლიათ გაიარონ 18 წლის ახალგაზრდებმა და უფროსებსაც. ის ვინც კარგად აითვისებს ლესვას, მომავალში, სხვა ხელობასაც შეასწავლიან. მისამართი: ხარაგაული  სოლომონ მეფის ქ. N19 ა. (ყოფილი პოლიციის შენობა) დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექციას მობ: 577 64 04 00        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cgfbnxv.JPG
17/06/2019 12:45

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის უფროსებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის  ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;           მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
14/06/2019 16:53

17 ივნისს ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურები ანგარიშს წარადგენენ

17 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურები გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ. სხდომაზე ასევე მოისმენენ: 1. ა(ა)იპ-სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოსთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფუქტი) არსებობის  ვადით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 2.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გამგებლისთვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  3 ივლისის #50/43  განკარგეულბაში „საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;           მომხს:ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  3 ივლისის #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_2087.JPG
14/06/2019 14:55

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულში 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის  სპეციალური ტექნიკით, სოფელ ზვარესა და მოლითში სტიქიით დაზიანებული გზები უკვე  გაიწმინდა.  ქვა-ღორღისგან გასუფთავდა ასევე, საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. მიმდინარეობს ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები და სოფელ წიფაში დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები.  ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და  სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრა.  შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა. საერთო ჯამში ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9341.JPG
13/06/2019 18:29

  ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატში ვარძიის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულში   ფეხბურთი ს მოყვარულთა ლიგის რაიონული ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში  ვარძიისა და ბორითის სამოყვარულო გუნდები ასპარეზობდნენ, რომელიც   საბოლოოდ ვარძიის გამარჯვებით  ანგარიშით  2:1  დასრულდა. გამარჯვებული  გუნდი ქუთაისში რეგიონის სამოყვარულო ლიგაში იასპარეზებს, სადაც დასავლეთის ზონის სხვა გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზატორობით, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგა, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.  ხარაგაულში  ფეხბურთის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0053.JPG
13/06/2019 18:20

ხარაგაულში ლიტერატურული სპექტაკლი „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“ გაიმართა

12 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ხარგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, ლიტერატურული სპექტაკლი  „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“  წარმოადგინა. სპექტაკლი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს და პედაგოგს-გრიგოლ ჩიგოგიძეს ეძღვნება. სპექტაკლში ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ,  დამსწრე საზოგადოებას,  გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ეპიზოდებზე უამბო. თუ როგორ დაიწყო  16 წლის გრიგოლ ჩიგოგიძემ საქართველოს ტელევიზიაში მუშაობა ოპერატორად, როგორ განვითარდა მისი კარიერა და რა უნიკალური კადრები აქვს მას აღბეჭდილი. აღნიშნული სპექტაკლის პრემიერა თეატრმა ,,პიონერფილმის" 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 2 ივნისს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართა.  ღონისძიებაში მონაწილეობას ხარაგაულის მოსწავლე- ახალგაზრობის სახლის აღსაზრდელებთან ერთად ,,პიონერფილმის" წევრებიც იღებდნენ, რომელთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა.  ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს გრიგოლ ჩიგოგიძეს და იზა ვეფხვაძეს ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ და საკრებულოს დეპუტატმა, იუზა კელენჯერიძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/64241198_335463523813295_2603374179994566656_n.jpg
13/06/2019 11:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა

12  ივნისს, გვიან ღამით, ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. რის შედეგადაც პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ შედარებით მსუბუქად დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი. სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დღეს დილიდან ინტენსიურად დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები: მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც დაბის ქუჩებს ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.  შესაბამისმა კომისიამ დაიწყო ზარალის დათვლა. შეგახსენებთ, რომ ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/62446320_626527327849172_6915873747245203456_n.jpg
12/06/2019 12:50

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

ხარაგაულში, 7 ივნისს მომხდარი სტიქიიდან მეხუთე დღეს, ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები  თითქმის დასრულებულია.  ხარაგაულის მერიის სამსახურების 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად,  ამ დროისთვის შლამისგან გაწმენდილია გზები და მდინარის კალაპოტები. დროებითი სარგებლობისთვის აღდგენილია ხიდები. გაიწმინდა და მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის, გარკვეულ მონაკვეთებზე მოიხრეშა, მარელისის მხრიდან, სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი გზა. მოეწყო მდინარე ჩხერიმელაზე, სოფელ ლაშედან ხემაღალი, ღვერკი, ხორითის დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდი. შეგახსენებთ რომ, 7 ივნისს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ დააზიანა, როგორც მუნიციპალური ასევე, კერძო ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგების პრევენციისთვის შექმნილ კომისიასთან ერთად, ზარალის აღწერაში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში  პირადად იყვნენ ჩართული იმერეთის მხარის პირველი პირები და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის აღწერილია როგორც მუნიციპალური ზარალი ასევე, კერძო საკუთრებაზე მიყენებული ზიანი. სტიქიის შედეგების  დროულად აღმოფხვრისთვის დაწყებულია მყისიერი ზომების მიღება. იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. მხარეთა ერთობლივი მუშაობის მიზანია ხარაგაულის მოსახლეობამ წყალი 24 საათიანი გრაფიკით უმოკლეს ვადაში მიიღოს. გაცნობებთ, რომ სტიქიამ ხარაგაულში წყლის მთავარი მაგისტრალის 2 კილომეტრიანი მილი დააზიანა, რის შემდეგაც ხარაგაულს წყალმომარაგება შეუწყდა და მოსახლეობას წყალი სპეციალური ცისტერნებით მიეწოდება. როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ პირველ რიგში, 15-16 ივნისიდან ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება.  პარალელურად მიმდინარეობს ალტერნატიული ჭაბურღილის მოწყობა,  რისთვისაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდებათ. ზუსტად ეს დრო სახელდება კომპანიაში, რომლის გასვლის შემდეგაც, ხარაგაულის მოსახლეობა სასმელი წყლის მიღებას დღე-ღამის განმავლობაში შეძლებს. რაც შეეხება ლეღვნის წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgcvhnxcv.JPG
11/06/2019 22:36

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

10 ივნისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა   ხარაგაულის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ციბაძემ გახსნეს. თემურ ჩხეიძემ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზის მშენებლობის პროცესში და შემდეგაც მოსახლეობა ბევრ სიკეთეს მიიღებს.   ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გზების დაგეგმარების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პავლე გამყრელიძემ.   ხაზი გაესვა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც დეპარტამენტის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა პატაშურმა ისაუბრა. 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხს შეეხო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი, ეკა ლალიაშვილი, რომელიც  ხარაგაულელ ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა.   გენდერული თანასწორობის შესახებ საგზაო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა და გენდერზე პასუხისმგებელი პირმა,  ეკატერინე ფურცელაძემ და ხარაგაულის საკრებულოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კიკნაძემ ისაუბრეს.    შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეების მთავარი კითხვა  დაბის ცენტრალურ გზაზე მდებარე სკოლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეეხო. მათი აზრით, ახალი ინფრასტუქტურის მოწყობა ავტომობილების მოძრაობას დააჩქარებს, რაც, თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეთა თავისუფალ გადაადგილებას. საკითხთან დაკავშირებით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზა დაბის ცენტრალურ ნაწილში გაივლის, თუმცა მოხდება საგზაო ნიშნების, ბარდიულებისა და სხვა დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა. შესაბამისად, ქვეითების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnchvb.jpg
11/06/2019 15:15

სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქის შედეეგად მიყენებული ზარალი ადგილზე განიხილეს და პრევენციისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღების გზებზე ისმჯელეს.  შეხვედრას, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესო გოფოძესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობას კვირის ბოლოდან სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება.  რაც შეეხება წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება. სტიქიიდან მეოთხე დღეს, სოფელ მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, მოწყობილია დროებითი ხიდები.  ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
სრულად