სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/151472779_552058489065369_3361433321731734156_n.jpg
17/02/2021 10:27

შეხვედრა თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან

თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეკრუტირების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეკრუტირების სამსახურის იმერეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.  მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, საუბარი შეეხო ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმების მსურველთა საკონტრაქტო პირობებს.  მერის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ძლიერი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სათანადოდ პასუხობს ყველა გამოწვევას.  ხარაგაულში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების იმერეთის ნცენტრის წარმომადგენლები ამ სფეროში დასაქმების მსურველებსაც შეხვდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, კონტრაქტის პირობებზე, ანაზღაურებასა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე. აგრეთვე, ამომწურავი პასუხები გასცეს აპლიკანტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.  თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახური ოთხწლიანია და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იზრდება წოდებისა და სამხედრო სტაჟის შესაბამისად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/150532478_3017933048453848_4162937510134907856_o.jpg
17/02/2021 10:19

ხარაგაულში გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველო-გერმანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი გახლდათ, დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და მათთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.  კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელ პირად, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე განსაზღვრა, რომელმაც თავის მხრივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს - თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაიაროს მოქალაქემ რეგისტრაციის დროს.  რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ხარაგაულის მერიის ცხელ ხაზზე 0(433)223 225. ასევე, დაუკავშირდნენ ჟანა ნემსაძეს ტელ : 595 90 27 20.  შეხვედრას ესწრებოდა ხარაგაულის სოციალური სააგენტოს უფროსი, კიაზო გამრეკელაშვილი, რომელიც ასევე ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, რომლის ჩართულობაც მნიშვნელოვანია პროექტში, რადგან მოქალაქეებს საზღვრის დატოვების შემთხვევაში თან უნდა ქონეთ კორონა ვირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი, ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. დასაქმების მიზნით რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი კი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge გადის. დასაქმების მსურველთა ასაკი 18 წლიდან 60 წლამდეა განსაზღვრული, გარდა ამისა პიროვნება უნდა იყოს ჯანმრთელი და სასურველია საკომუნიკაციო დონეზე ფლობდეს გერმანულ ან ინგლისური ენებს. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. აქვე მოგახსენებთ, რომ სამუშაო დრო გულისხმობს 5-6 დღეს კვირაში(დღეში 8-10 საათი). მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა. აქვე გაცნობებთ, რომ მგზავრობის ხარჯებს და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს დამსაქმებელი არ ანაზღაურებს! გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელ სფეროში ითხოვენ კარდებს: ➤ ყურძნის გასხვლა; ➤ მიწის კულტივაცია / დამუშავება; ➤ ყურძნის მოსავლის აღება; ➤ სატაცურის მოჭრა; ➤ კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა); ➤ ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა); ➤ ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა); ➤ სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება; ➤ პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება; ➤ პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა ➤ საწყობში მუშაობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0895.jpg
16/02/2021 20:24

საკრებულოს სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება მიიღეს

16 თებერვალს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე იმყოფებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობდა.  საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით „სოფლის მხარდაჭერი პროგრამის“  ფარგლებში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს  890 000 ლარი გამოეყო. ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის - მიზნობრივი ტრანსფერი 77 978,89 ლარი.    მერიის წარმომადგენლების განმარტებით,  სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც  პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები ვერ  შეასრულეს  და მათზე 2018-1019 წლებში გაცემული იყო დაფინასება-ავანსის სახით, ეს თანხა მერიის მოთხოვნის შედეგად დაბრუნდა ბიუჯეტში. ასეთ კომპანიებს მუნიციპალიტეტმა ასევე, გაუუქმა ხელშეკრულებები.  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა, საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიის  დადებითი დასკვნა წარადგინა.  საკრებულოს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  საბიუჯეტო ცვლილების აუცილებლობა დეტალურად განმარტა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეწყვეტილ ხელშეკრულებებზე და დაბრუნებულ ავანსებზე. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, დაბრუნებული თანხა სრულად მიიმართება დაუმთავრებელი პროექტების დასასრულებლად: „ყველა სამართლებრივ გზას ვიყენებთ იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან ავანსის სახით გაცემული თანხები  უკან დავიბრუნოთ.  შეწყვეტილ პროექტებზე საჭიროა ტენდერების ხელმეორედ გამოცხადება.  ზოგიერთ პროექტზე საჭირო გახდა დამატებითი თანხების მოძიება.   ეს პროექტებია: ზედუბნის, ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი, ნუნისისა და გოლათუბნის (სხვერის უბნის)გზები. იყო საუბარი, რომ ამ ოთხიდან რომელიმე პროექტი გაგვეჩერებინა, რაზეც მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საფინანსო სამსახურს თანხების მობილიზება დაავალა, რათა გავაგრძელოთ შეჩერებული პროექტების განხორციელება“-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის განმარტებით, ანალოგიური მდგომარებაა სარგვეშის ცისკაძეების საუბნო გზასთან დაკავშირებით, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 440 ათასი ლარია. ამ თანხის ნაწილი -110 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიამ, საკუთარი სახსრებიდან დააფინანსა და პროექტი აუცილებლად განხორციელდება.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0593.JPG
16/02/2021 17:08

ხარაგაულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2021“ დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება დაიწყო.  პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდა, რომელსაც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ბაზალეთის მოსახლეობა 12 000 ლარით საუბნო გზებზე გარე განათების სისტემის მოსაწყობად მასალებს შეიძენს. ანალოგიური პროექტები შეარჩიეს ღარიხევის და ქროლის მაცხოვრებლებამაც, რაშიც თითოეული სოფელი 10 000 ლარს განკარგავს.   სოფელ წიფში, რომელზეც ასევე, 10 000 ლარია გამოყოფილი მოსახლეობის გადაწყვეტილებით თანხა ორად გაიყოფა, ნაწილი საუბნო გზის შეკეთებას, ხოლო ნაწილი გარე განათებისთვის მასალების შესყიდვას მოხმარდება.  სოფლის საერთო კრებები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით, ღია სივრცეში ტარდება.  ყველა კრების დასრულების შემდეგ შედგება ოქმი, რომელიც ინფორმაციასთან ერთად აიტვირთება ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge  სოფლის საერთო კრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79-ივე სოფელში ჩატარდება და მას მერის მოადგილე დავით დევდარიანი უხელმძღვანელებს.  კობა ლურსმანაშვილმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის აღდგენა იყო გონივრული გადაწყვეტილება, რადგან მცირე პროექტების დაფინანსება სოფლებში, როცა მოსახლეობა თავად ირჩევს რა არის პრიორიტეტული და თავად განკარგავს კუთვნილ თანხას, არის რეგიონების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. „როცა მე გახლდით პარლამენტის წევრი, უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ პროექტის აღდგენაში. ჩვენ ვიცით მოსახლეობის საჭიროებები, რომლებიც მათთან თანამშრომლობითაა გამოკვეთილი. მართალია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა ინტენსიურად აფინანსებს მსხვილ პროექტებს სოფლებში, მაგრამ ამასთან ერთად მცირე პროექტების დაფინანსება საციცოხლოდ მნიშვნელოვანია“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0444.JPG
15/02/2021 17:31

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, შესაძლოა, დაბის ცენტრალური ქუჩა არ გაიჭრას

დღეს  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთისა  და  რაჭა-ლეჩხუმის  რეგიონალური  ფილიალის  უფროსს,  მამუკა  ქვათაძესა   და  ამავე  ორგანიზაციის    ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერს,   ტარიელ ავალიშვილს  შეხვდა.   გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  წარმომადგენლებმა   დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს  დაბა ხარაგაულის უწყვეტი  წყალმომარაგების  ფარგლებში  მიმდინარე სამუშაოების  შესახებ    და  მერთან  ერთად  არსებულ  გამოწვევებზე  იმსჯელეს. მხარეები  შეჯერდნენ, რომ  პროექტის ფარგლებში   დაგეგმილი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან დაბა ხარაგაულში შემომავალი წყლის სისტემის მაგისტრალის რეაბილიტაციის  პერიოდში,  არ  მოხდეს  დაბის  ცენტრალური  ქუჩების    გადათხრა. ხარაგაულის  მერმა,  კობა  ლურსმანაშვილმა,  კომპანიის წარმომადგენლებს  სამუშაოების  განსახორციელებლად  ალტერნატიული  გაზა შესთავაზა. როგორც ბ-ნმა  მამუკამ   განმარტა,  ის  უშუალოდ  შეხვდება  პროექტანტებს  და  აღნიშნულ  საკითხს მათთან  ერთად  განიხილავს.  მამუკა  ქვათაძე იმედს  გამოთქვამს,  რომ  შესაძლებელი  იქნება  პროექტში  ცვლილების  განხორციელება,  რაც  საშუალებას  მისცემს  შემსრულებელ  კომპანიას,  უფრო  მოკლე  დროში  დაასრულოს  სარეაბილიტაციო  სამუშაოები. ხარაგაულის  მერმა   სოფელ  თეთრაწყაროს  წყალმომარაგების  საკითხზეც  ისაუბრა  და  დასვა  საკითხი- ხომ არ  იქნება  შესაძლებელი,  პროექტის დასრულების  შემდეგ, მოხდეს   ამ სოფლის  წყალმომარაგებაც. მამუკა  ქვათაძემ მზადყოფნა  გამოთქვა, რომ   წყლის  დებეტის  არსებობის  შემთხვევაში,   ეს  საკითხი   დადებითად  გადაიჭრას. დასასრულს,  კობა  ლურსმანაშვილმა   კოორდინირებული   თანამშრომლობისათვის   სტუმრებს   მადლობა  გადაუხადა  და  ხაზგასმით  აღნიშნა, რომ   გაერთიანებული  წყალმომარაგების  კომპანია  უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს.   ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით, ამ   მასშტაბური  პროექტის  განხორციელებაში  უდიდესი  წვლილი  მიუძღვის  საქართველოს  მთავრობას,  განსაკუთრებით კი   რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის მინისტრს  მაია  ცქიტიშვილს, ასევე   საქართველოს  გაერთიანებული   წყამომარაგების კომპანიის  დირექტორს გრიგოლ    მანდარიას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაულელებს უახლოეს მომავალში ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ და პრობლემა, რომელიც ამ დრომდე მწვავედ დგას მოსახლეობის წინაშე - აღმოიფხვრება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამუშაოები   აგვისტოში  დასრულდება  და    საერთო  ჯამში 3 916 930 ლარი დაიხარჯება.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტის  სოფლების  წყალმომარაგებას,  მერია  ამ  საკითხზე აქტიურად მუშაობს  და   ეტაპობრივად,   ყველა  ადმინისტრაციულ  ერთეულში,   პრობლემა  გადაიჭრება.“-განმარტა  ხარაგაულის მერმა. მოგახსენებთ,  რომ   ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულში ორი ჭაბურღილი მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლეღვნის სათავე ნაგებობიდან დაბაში შემომავალ 14-კილომეტრიან მაგისტრალს. გარდა ამისა, სამუშაოები ითვალისწინებს: წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი აუზის, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. ასევე გაკეთდება ახალი რეზერვუარები და შეიცვლება კორპუსებში წყალმომარაგების საერთო სარგებლობის შიდა გაყვანილობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0418.JPG
15/02/2021 17:23

ბიუროს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

15 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა პირველ საკითხად,  საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია, ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების   შესახებ. საკითხი მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძემ წარადგინა. ინგა ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას ითვალისწინებს. მან ასევე განმარტება გააკეთა იმ ღონისძიებებზე, რომელიც გენდერის მიმართულებით განხორციელდა. ინგა ბერაძემ ასევე წარადგინა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.   საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალადობის მსხვერპლებზე ინფორმაციის მოძიება და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. ინგა ბერაძის განმარტებით ამ ეტაპზე ძალდობის მსხვერპლ ქალს მუნიციპალიტეტის მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ქალებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რაც ძირითადად მიზნად ისახვდა ქალთა ინფორმირებას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. სხდომაზე ასევე განხილული იყო საკთხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარადგინა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_48.jpg
15/02/2021 17:02

16 თებერვალს ხარაგაულის საკრებულო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 თებერვალს რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.  სხდომაზე დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის, 23 დეკემბრის, N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0385.JPG
15/02/2021 14:25

16 თებერვლიდან ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება იწყება

ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული გამოწვევების ერთ სივრცეში განხილვას ემსახურება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა ჩაატარა.  შეხვედრის მთავარი თემა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გახლდათ.  სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიცპალიტეტში, ხვალიდან, 16 თებერვლიდან იწყება და პირველი შეხვედრები ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდება.  კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ პირველ ეტაპზე, მოსახლეობა წარმოადგენს საპროექტო წინადადებებს, რომლის განხილვაც მოხდება სოფლის საერთო კრებაზე და შედგება კრების გადაწყვეტილების ოქმი.  საერთო კრებების დასრულების შემდეგ ოქმებს განიხილავს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.  ამის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვით იწყება , სოფლის მცირე პროექტების გაკეთება. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მცირე პროექტების მოწყობა 890 000 ლარით დაფინანსდა. სოფლის კრებების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3rh93gU
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235.JPG
13/02/2021 11:21

დაბა ხარაგაულში წყალარინების(კანალიზაციის) პროექტი იწყება

დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) პროეტი იწყება! ამის შესახებ ისაუბრეს 12 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელსაც  პროექტის დამკვეთის - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ და პროექტის შემდგენი „არქ დიზაინ მშენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა დაბა ხარაგაულის წყალარინების პროექტი დეტალურად განიხილეს. იმსჯელეს ქუჩების ეტაპობრივ დაქსელვაზე, რათა არ მოხდეს გზის დაკეტვა, გამწმენდი კოლექტორების, სატუმბების და სალექარების განთავსებაზე, ასევე ორმული გაჭრების შედეგად ამოღებული ნაშალის განთავსებაზე. მოხდა მოსაზრებების გაცვლა და დეტალებზე შეთანხმება! შეხევდრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის თქმით, სატუმბი სადგურები და გამწმენდი კოლექტორები არის გერმეტულად დახურული, გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი და სრულიად უსაფრთხოა. როგორც პროექტანტები ამბობენ, პროექტის საბოლოო დეტალების დაზუსტებას და ექსპერტიზის დასკვნას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. ამიტომ, მათი ვარაუდით ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობის პროცედურები მარტის ბოლოს დაიწყება. „ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მინდა ხარაგაულის მოსახლეობას ვუთხრა, ეს პროცედურები არ იქნება სახარბიელო, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გადაადგილების შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ. თუ ჩვენ ტურიზმის განვითარებაზე, ეკნომიკის ხელშეწყობაზე და სამომავლო მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ და ამის ამბიციური გეგმები გვაქვს, მაშინ, წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს გამართული“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_47.jpg
12/02/2021 16:57

15 თებერვალს საკრებულოს ბიურო მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, 15 თებერვალს, 11:00 საათზე,   მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი:ოთარ ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის  დამტკიცების შესახებ;  მომხსენებელი: ინგა ბერაძე  
სრულად