სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1330.JPG
29/12/2019 16:56

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმიდინარეობს

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო, ამ დღეს განათდა ხარაგაულის ნაძვის ხე და საახალწლოდ მოირთო ქუჩები. პირველი კონცერტი ხარაგაულის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალურ ბენდ „გრავე“-სთან ერთად წარმოადგინეს. ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. ხარაგაულის თოჯინების თეატრმა საახალწლოდ ორი სოფლის პატარები გაახარა და „ფისუნია კიკის საახალწლო თავგადასავალი“ წარუდგინა. 26 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი ჩატარდა. კარნავალში დაბის #2 საჯარო სკოლამ და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა. წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გამართა, 27 დეკემბერს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, რომელშიც ყველა თაობის აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები იუმორისტული ნომრებით იყო წარმოდგენილი. ხარაგაულელებს ახალი წელი მიულოცა ქართველმა თოვლის ბაბუამ და კონცერტში მონაწილე აღსაზრდელები საჩუქრებით დააჯილდოვა. 27 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, რომლის ფარგლებშიც ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ბავშვმა საახალწლო საჩუქრები მიიღო.  30 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრშიმ 16 საათზე ჩატარდება ხარაგაულის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საშობაო-საახალწლო კონცერტი, რომელშიც ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებაზე აირჩევენ საპატიო ხარაგაულელებს.   31 დეკემბერს, 17 საათზე საბავშვო თეატრი „მოდუსი“ საახალწლო ნაძვის ხესთან პატარებისთვის ზღაპრის გმირების შოუს წარმოგვიდგენს. ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი და ელექტრონული მუსიკის ერთ საათიანი პროგრამა. 31 დეკემბერს ღონისძიებების პარალელურად ნაძვის ხესთან მურაბების ფესტივალი ჩატარდება.  #ხარაგაულისმუნიციპალიტეტისმერია #გილოცავთდამდეგშობა_ახალ წელს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1914.JPG
29/12/2019 16:14

სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა აღდგენილია

სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა აღდგენილია!  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მნიშვნელოვნად დააზარალა სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა. მოსახლეობა ამ დრომდე სპეციალურად მოწობილი ალტერნატიული გზით გადაადგილდებოდა. გზის აღდგენითი სამუშაოები სტიქიის ფონდით დაფინანსდა, პროექტის ფარგლებში გზის ორ მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი და საყრდენი კედელი, ასევე ჩაწყვეტილ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი. საერთო ჯამში პროექტის ღირებულებამ ნახევარ მილიონ ლარს მიაღწია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
26/12/2019 13:26

დღეს, საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, დღეს 14 საათზე რიგგარეშე სხდომას მართავს.  სხდომაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი მანანა ბარბაქაძე. 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. მომხსენებელი მანანა ბარბაქაძე. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/201905181753191634219836.png
24/12/2019 12:19

2019 წელს ხარაგაულში უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები დაფინანსდა

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს უპრეცედენტო რაოდენობის, მასშტაბური პროექტები და პროგრამები დაფინანსდა.  დაიწყო და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.  დაიწყო ხევი-უბისას 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, რომელიც 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას მოიცავს.  წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთის გზის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ხარაგაულის ცენტრი, ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშას მიმართულებით, უმოკლესი გზით, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდება.  მუნიციპალური გზების რეაბილიტაციისთვის, 2019 წელს, ხარაგაულში, 4 799 392 ლარი დაიხარჯა. დაიგო 27 კილომეტრი გზა, 22 სოფელში.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხი სოფლის - ვახანის, ფარცხნალის, ხიდრის და წყალაფორეთის სამედიცინო ამბულატორიას.  სველი წერტილები მოეწყო და კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლას.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ორი სოფლის ლაშეს და კიცხის გაზიფიცირების სამუშაოები, პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულში დამატებით, 621 აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.  გაიხსნა ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ სარგვეშში, საჯარო სკოლის შენობაში, რომელიც 15 აღსაზრდელზეა გათვლილი.  გაიხსნა ერთი სკოლამდელი მზაობის ჯგუფი მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში.  მიმდინარე წელს დაფინანსდა და დაიწყო ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.  მუნიციპალური განვითარების ფონდით დაფინანსდა წელს, ასევე, საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის აშენება სოფელ კიცხში.  დაბა ხარაგაულში სპორტ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა.  სტიქიის პრევენციის მიზნით, სოფლებში მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.  აშენდა 5 ახალი ხიდბოგირი, მიმდინარეობს 4 ხიდბოგირის რეაბილიტაცია.  სტიქიის ფონდით დაფინანსდა ორი ახალი ხიდის მშენებლობა სოფელ ლეღვანსა და ლაშეში. ლეღვნის ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ლაშეში ხიდის მშენებლობის მიზნით ტენდერი დასრულებულია და სამუშოები უახლოეს მომავალში დაიწყება.  წყლის სისტემების რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეისყიდა წყლის მილები, დაახლოებით 40 000 მეტრი და წყლის რეზერვუარები.  დაბაში მოწესრიგდა ერთი მრავალბინიანი კორპუსის ფასადი ადგილობრივი ბიუჯეტით.  განხორციელდა დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე 10 სკვერის კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია რომლის ღირებულებამ 100 000 ლარი შეადგინა.  გაიხსნა საბალეტო სტუდია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მოზარდებს თბილისიდან მოწვეული ბალეტმეისტერი ამეცადინებს. სტუდია წარმატებით ფუნქციონირებს.  გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრი! სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის” დაფინანსებით, DVV International-ის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სადაც 10-მდე სხვადასხვა სახის ხელობას ასწავლიან უფასოდ.  ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, USAID -ის დაფინანსებით, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მიმდებარე სოფლებში, მარელისსა და ლეღვანში ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მოსახლეობის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით. განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, კერძოდ, პროექტის - „ალტერნატიული ენერგიის წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ფარგლებში, ოთხ ბაღში დამონტაჟდა მზის ენერგოეფექტური პანელები. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით, BP-ის დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Happy-New-Year-2020-with-lights.png
23/12/2019 22:57

ახალი წლის დღეები ხარაგაულში

  1.  17 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით - საახალწლო კონცერტები ბაღების გაერთიანებაში- 12 სთ;   2.  24 დეკემბერი - ხარაგაულის თოჯინების  თეატრის  საახალწლო  სპექტაკლი სოფელ  თეთრაწყაროში - 11 სთ;   3.  25 დეკემბერი - სამუსიკო სკოლის და მუსიკალური ბენდის საახალწლო კონცერტი - 15 სთ;   4.  26 დეკემბერი - ტრადიციული საახალწლო კარნავალი საჯარო სკოლების მონაწილეობთ - 15 სთ, კინოთეატრის შენობა.   5.  27 დეკემბერი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საახალწლო კონცერტი - 15 სთ. ხარაგაულის კინოთეატრში.   6.  30 დეკემბერი - კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი - 16 სთ, კინოთეატრში.   7.  31 დეკემბერი -  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ ანიმაციური გმირების საახალწლო შოუზე პატარებისთვის, რომელიც ნაძვის ხესთან, 17 საათიდან დაიწყება. შოუს     დასრულების შემდეგ  საახალწლო განწყობა კონცერტით გაგრძელდება, 31 დეკემბრის  ღონისძიებების პარალელურად ნაძვის ხესთან, ღია ცის ქვეშ გაიმართება  მურაბების ფესტივალი.   8.  7 იანვარი - ტრადიციული საშობაო ალილო.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0882.JPG
23/12/2019 15:49

“ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - ფინალისტები მერიამ ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - პროექტის გამარჯვებული გიმნაზიის სკოლის გუნდი გახდა! პროექტი, უკვე ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული. დღეს ხარაგაულის კინოთეატრში ვიცნობდეთ ხარაგაულის ფინალური შეხვედრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფინალში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ, მოლითის, ვერტყვიჭალის და დაბის #3 საჯარო სკოლების, ასევე ბორის სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის გუნდები, რომელთა შორის უპირობო გამარჯვება მოიპოვა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის გუნდმა, მას 10 ქულით ჩამორჩა #3 საჯარო სკოლის გუნდი. საფინალო შეხვედრას ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ფინალში მონაწილე გუნდები მერიის სახელით ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა. ფინალში გასული გუნდის შემადგენლობას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა. პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ რამდენიმე წელია სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0788.JPG
19/12/2019 17:45

ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

2019 წლის 19 დეკემბერს,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. 2020 წლის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში 8 260 ,5  ათასი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით  534,7  ათასი ლარით მეტია, ხოლო გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი განისაზღვრა  8 402,0 ათასი ლარითგაიზარდა, რაც  2019 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით 676,2 ათასი ლარით მეტია. 2020 წლის  ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოყენებულია მომავალი 2020  წლის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 141,5 ათასი ლარი. 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დაფინანსება  72,0 ათასი ლარით და განისაზღვრა  964.0 ათასი ლარით;  მოიმატა ბაღების გაერთიანების დაფინანსებამ 230,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 1 390,0 ათასი ლარით. გაიზარდა ასევე ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის   დაფინანსების ხარჯები  196,8  ათასი ლარით და ჯამში განისაზღვრა 1 942,3 ათასი ლარი. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები შეადგენს 687,3  ათასი ლარს. ასევე გაზრდილია განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  დაფინანსების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე, 2019 წლის ზაფხულის სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ხარჯები; ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტულ მიმარულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და გზა ყველა სოფელს, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა და კულტურის განვითარება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 2020 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0772.JPG
19/12/2019 16:33

ხარაგაულში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

ხარაგაულში, ჭადრაკში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელშიც, ხარაგაულის N2, N3, საღანძილის, ვარძიის, ბორის, კიცხის, ღორეშის, ვაშლევის და ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VI-XII კლასის მოსწავლებს შორის ჩატარდა. I-VI კლასამდე გამარჯვებულები გახდნენ: ვაჟები: პირველი ადგილი - გიორგი კოჩაძე; მეორე ადგილი - დიმა ხიჯაკაძე; მესამე ადგილი ლუკა კურტანიძე. გოგონები: პირველი ადგილი - ანასტანია ხარაბაძე; მეორე ადგილი - ელენე კიკნაძე. მესამე ადგილი - ნინო ხიჯაკაძე. VI-XII კლასამდე გამარჯვებულები ვაჟები: პირველი ადგილი - მურადი ოკრიბელაშვილი; მეორე ადგილი - ვაჟა მაღრაძე; მესამე ადგილი - გიორგი ლურსმანაშვილი. გოგონები: პირველი ადგილი - მარიამ კვირიკაშვილი; მეორე ადგილი - გვანცა გოგოლაძე; მესამე ადგილი - ნინო ბაკურაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
17/12/2019 14:24

19 დეკემბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს

19 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო წლის ბოლო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. სხდომაზე ასევე განიხილავენ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კიცხში მდებარე 1 518 კვმ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობის (ს/კ N36.10.32.451) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმციას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ღორეშაში მდებარე შენობის 96.22 კვმ ფართის (ს/კ N36.06.32.341.01.501) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციას,  რომლებსაც დეპუტატებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე გააცნობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/79421895_2675639469161993_6194903150911029248_o.jpg
16/12/2019 16:51

ბიურომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი განიხილა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დღეს ბიუროს სხდომაზე, მერიამ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. მას შემდეგ, რაც საკრებულომ აღმასრულებელ ორგანოს ბიუჯეტის პროექტი არგუმენტირებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით დაუბრუნა, მერიამ კანონმდებლობის შესაბამისად მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს, საკრებულოს დარგობრივი კომისიები და ფრაქციები ხვალ, 17 დეკემბერს 11:00 საათზე განიხილავენ. ბიუროს სხდომაზევე განიხილეს კიდევ ორი საკითხი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლდა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ; საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად ბიურომ 2019 წლის 19 დეკემბერის 10:00 საათი განსაზღვრა.
სრულად