სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/iuyiuoo.JPG
24/12/2018 18:06

2019 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და  მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე დაესწრნენ. წლის ბოლო სხდომაზე საკრებულომ საბიუჯეტო ცვლილება განიხილა და 2019 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები განიხილა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, 2018 წლის საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან  გამოყოფილი სახსრები 11 800 ლარით შემცირდა და 308 500 ლარით განისაზღვრა;  გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები  42 300  ლარით შემცირდა და 11 028 100 ათასი ლარით განისაზღვრა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში    17 700  ლარით გაიზარდა და    13 601 200 ლარით განისაზღვრა; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი  ტრანსფერი   29 500 ლარით გაიზარდა და  6 333 700  ლარით განისაზღვრა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  გადასახდელების ნაწილში  17 700 ათასი ლარით გაიზარდა და   18 320 400   ლარით განისაზღვრა; სტიქიით   დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 60 000 ლარით გაიზარდა და  125 300 ათასი ლარით განისაზღვრა. 2019 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან  განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი, საკრებულოს, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა წარუდგინა. საკრებულოსა და მერიის შეთანხმებით, ასევე, მოსახლეობის მოთხოვნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ხარაგაულში, 2019 წელს, 41 პროექტის განხორციელება იგეგმება. გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს. ხარაგაულის მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხარაგაულს 3 700 000 ლარი გამოეყოფა და პრიორიტეტი იმ გზების მშენებლობას მიენიჭება, რომლის პროექტებიც უკვე არსებობს. ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ თუ მუნიციპალიტეტი გეგმა გრაფიკით შეასრულებს პროექტებს, თანხების დამატება კიდევ მოხდება, რისი დიდი იმედიც აქვთ.  სხდომაზე დებატები გამოიწვია პროექტთა შესრულებისა და თანხების ათვისების დაბალმა მაჩვენებელმა. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს შემსრულებელი კომპანიების დიდი ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და სამუშაოებს ჯარიმის თანხლებით აგრძელებენ. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის ინფორმაციით, ის ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოების განსახორციელებლად ეკისრება, ზედმიწევნით ვადების დაცვით  სრულდება და პროექტების შესრულების დაბალი მაჩვენებელი ტენდერების ხშირი ჩავარდნითა და  მეწარმეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებითაა გამოწვეული.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A7.png
24/12/2018 14:57

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე სტატუსის მინიჭება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ დანართი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
24/12/2018 12:48

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი. აუქციონი 2018 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დაიწყება და 31 დეკემბერს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0370.JPG
21/12/2018 17:50

შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ნახევარფინალური თამაშებში პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული ვარძიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი დაბის #2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამ ე ადგილზე ბორითის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული გუნდები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელ ვარძიის საჯარო სკოლას კი, სპეციალური თასი, შოთიკო ჭიპაშვილის მამამ, ბესო ჭიპაშვილმა გადასცა.  ტურნირის მიმდინარეობას ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების მშობლები, ახლობლები, მეგობრები და თანაკლასელები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0413.JPG
21/12/2018 17:34

ხარაგაულში შშმ ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლები გაიმართა

21 დეკემბერს, დღის ცენტრ „ორიონის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლები „განსხვავებული“ და „წუნა და წრუწუნა“ ითამაშეს. წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ხარაგაულელი შშმ ბავშვებისთვის სპექტაკლების ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ მოწვევითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.  ცენტრის დამფუძნებელმა, ჟანა ფერაძემ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღის ცენტრის შექმნისა და განვითარების შესახებ ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძესა და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ წარმომადგენელს, რუსუდან გურგენიძეს წინასაახალწლოდ შშმ ბავშვების მიმართ გამორჩეული ყურადღებისთვის.  სპექტაკლის დასასრულს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. სპექტაკლის ჩვენებას ხარაგაულის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვები და მშობლები დაესწრნენ, რომელთა ტრასპორტირების ხარჯები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48413084_587454251667449_4961137661575168000_n_2.jpg
20/12/2018 14:27

ხარაგაულელი ანი ბლიაძე - იმერეთის წარმატებული სპორტსმენი კალათბურთში

ხარაგაულელი კალათბურთელი გოგონა ვერტყვიჭალიდან, ანი ბლიაძე(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) სეოკ იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა  „წარმატებული სპორტსმენის“ დიპლომით დააჯილდოვდა.  დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წლის წარმატებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. იმერეთის რეგიონის წლის წარმატებული სპორტსმენები სპორტის სხვადსხვა სახეობებში გამოვლინდნენ, რომელთა დაჯილდოება საზეიმო გარემოში წარიმართა. წარმატებული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით   ოლიმპიური კომიტეტის ქუთაისის წარმომადგენლებმა დააჯილდოვა. ანი ვერტვიჭალის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მას განსაკუთრებით უყვარს  სპორტის ეს სახეობა და კალათბურთელი გოგონების დიდი გულშემატკივარია. ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, 2018 წელს,  იმერეთის ჩემპიონატის  გამარჯვებული გახდა. ხოლო, ამავე წელს გოგონებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Happy_new_year_06463.jpg
20/12/2018 11:44

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ხარაგაულში

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.      1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი      2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;     3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;     4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;     5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,     12:00  საათი;     6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,     15:00 საათი;      7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;     8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, -  29 დეკემბერი, 13 საათი.     9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,     13:00 საათი;     10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.     11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.     12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.     13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/xfghcxvbncvbn.jpg
17/12/2018 10:35

საბა ებანოიძემ „ეტალონის,, შუალედურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. კონკურსში საბა ებანოიძემ (ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - X კლასი) 85 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.  ჩემპიონატში სულ 21 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 2018 წელს თავიანთ მუნიციპალიტეტებში "ეტალონის" გამარჯვებულები გახდნენ.  შუალედურ ფინალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საბას გამარჯვება პირადად მიულოცა.  პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომები გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით ისინი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. საბა ებანოიძე 2019 წელს "ეტალონის" გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 15 ივნისს გაიმართება.  ვულოცავთ საბას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dfghjfhjk%2Cjk%2C.jpg
17/12/2018 10:31

ხარაგაულის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხის განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ესწრებოდა, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილთან ერთად, დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 767 000 ლარით გაიზარდა და 7 725 800 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს წევრების შეფასებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა სრულად პროგრამული არ არის.  სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის სახელით ბიუჯეტი დადებითად შეაფასა და წევრების მხრიდან, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელთაგან მერიამ ნაწილის გათვალისწინება მოახერხა, ნაწილის - ვერა. დადებითად შეაფასა, 2019 წლის ბიუჯეტი ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, გასულ წელთან შედარებით გაცილებით ეფექტურია, თუმცა იქვე განმარტა, რომ მერიამ ფრაქციის შენიშვნებიდან, რომელიც ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის მიმართულებაში თანხების გაზრდას და ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას გულისხმობდა - არ გაითვალისწინა.  „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გივი თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაგაული აგრარული მუნიციპალიტეტია და აუცილებელია ბიუჯეტის 2% მაინც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაიხარჯოს. მან აღნიშნულ მუხლში 10 ათასი ლარის განსაზღვრა არასაკმარისად მიიჩნია, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფო ეფექტურ პროექტებს ახორციელებს, რომლითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის კუთხით კონკრეტული პროგრამის დაფინანსების მიზნით მერიისთვის ინიციატივით არავის მოუმართავს და თუ, ასეთს ექნება ადგილი 2019 წელს ამ მიმართულებით თანხებს აუცილებლად გაზრდიან.  ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის განცხადებით, კარგი იქნება თუ, მუნიციპალიტეტის მერია ამა თუ იმ ფერმერული მეურნეობების განვითარების მიზნით, რაიმე საკონკურსო პროექტს შეიმუშავებს, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ექნებათ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.  როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ სხდომაზე აღნიშნა წარმოდგენილი წინადადება მისთვის მისაღებია და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაობის გაგრძელება შეიძლება. დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მერს კონკრეტული კითხვით მიმართა თუ, რას ფიქრობს ის ა(აიპ) „სათნოების სახლისა“ და „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/ghjghjhkj.JPG
17/12/2018 09:31

ბიურომ მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკითხის განხილვა კითხვა- პასუხის ფორმატში წარიმართა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი  დაინტერესდა, რა მიზეზით შეფერხდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საუბნო გზების რეაბილიტაცია ბაზალეთში, რა  შედეგები გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ და  რომელი პროექტების დაფინანსებაზე აწარმოებს მერია მოლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე ტენდერში არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ გაიმარჯვა, რის შედეგადაც,  ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ბაზალეთში პროექტების განხორციელება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ბაზალეთში ნანიტაშვილების გზის რეაბილიტაციის პროექტი, ამ დროისათვის ტენდერზეა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილ პროექტებზე ისაუბრა. ესენია ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, კიცხის სკოლის რეაბილიტაცია, სოფლებში ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშო ბაღების მშენებლობა, ასევე, ნადაბურის ხიდის რეაბილიტაცია. კომენტარი გააკეთა მერმა ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ხარაგაულში რეორგანიზაციები ისევ გაგრძელდება.  ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, რა ბედი ეწევა ცენტრალურ პარკში არსებულ ამფითეატრს. მისი აზრით, ასევე ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ამფითეატრთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ   დადო დასკვნა, რომ შენობა ექსპლუატაციისთვის არ არის ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ობიექტის დემონტაჟი და აშენდეს ახალი. დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველაზე მეტად წყალთან დაკავშირებით არის პრობლემები. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, 2019 წელი, მერიამ წყლის წლად გამოაცხადა, ამისთვის ბიუჯეტში თანხებიც განისაზღვრა. მერი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებას, დაემატება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხები და სახელმწიფოს ნება, რომელიც არტეზიული ჭების დაფინანსებას გეგმავს.  ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარემ  ვალოდა კელენჯერიძემ „საპატიო ხარაგაულელის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ვალოდა კელენჯერიძის განცხადებით, სპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა 2014-2015 წლებში რამდენიმე წარმატებულ ხარაგაულელს და კარგი იქნება ეს ტრადიცია თუ აღდგება. ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება „საპატიო ხარაგაულელების“  არჩევა. ხარაგაულის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულო 2019 წლის 8 იანვარს მორიგ სხდომაზე მოისმენს. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა წარადგინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონალური განვითარების ფონდში 9 057 304 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტებს წარადგენს. ბიუროს წევრებმა, რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი პროექტები მოიწონეს, რომელთა განხილვა კომისიებში გაგრძელდება და საკითხი 24 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გავა. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 60 ათასი ლარი ჩაერიცხა. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ ანგარიში, რომელიც ამავე ფრაქციის თავმჯდომარემ, იუზა კელენჯერიძემ წარუდგინა ბიუროს წევრებს. სხდომაზე ასევე განიხილეს: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სრულად