სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgdfghdgh.jpg
08/11/2018 16:00

მერია დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებმა, ძირულა-ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი გზის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები დაათვალიერეს.  იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 25 კმ-იანი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო, მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რეაბილიტაციის პარალელურად, დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა და ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა.  თავის მხრივ, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტრომ საკითხის შესწავლის მიზნით, გზის მშენებლობის ზედამხედველ კომპანიას მიმართა, რომელთა წარმომადგენლებმაც, დღეს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა.  დაათვალიერეს, ასევე, მდინარე „ჯიხველასა“ და „რახიელაზე“ არსებული ხიდები. აღნიშნეს, რომ რახიელას ღელეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩინურმა კომპანიამ დაამონტაჟა, ახალ პროექტში კვლავ გათვალისწინებულია. პროექტის ზედამხედველები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად განიხილავენ საკითხს და გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს მომავალში აცნობებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dxfgjhghjmvbnm.JPG
07/11/2018 16:45

ნიკოლოზ თოფურიძე რკინიგზის დეპარტამენტის  წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე 10 დღის წინ, ზვარეში, ჩიტაძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას დაპირდა, რომ დაუყოვნებლივ აცნობებდა ამ მდგომარეობას რკინიგზის დეპარტამენტს. დღეს ნიკოლოზ თოფურიძემ დეპარტამენტისა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს  წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეისწავლა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც აფეთქებების შედეგად სახლების დაბზარვას და ეზოებში ქვათა ცვენას უჩივიან.    საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელის, გიორგი ზაზაშვილის ინფორმაციით,  კონტრაქტორ ჩინურ კომპანიასთან ერთად უმოკლეს დროში განიხილავენ საკითხს და აცნობებენ მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, იგი უშუალოდ გააკონტროლებს პროცესს და ბოლომდე იქნება ჩართული ამ საქმეში, რათა მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნას დაცული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhfhkgjhk.jpg
07/11/2018 10:51

ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე 2018“ საბა ებანოიძე გახდა

6 ნოემბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე (76 ქულით) გახდა. მეორე ადგილი თეიმურაზ მაღლაკელიძემ (ზვარეს საჯარო სკოლა, მე-9 კლასი) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე სალომე რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი) გავიდა.  საგანმანათლებლო პროექტი ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა და მას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. წელს ეტალონში 73 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შედეგად შეირჩნენ.  მნიშვნელოვანია, რომ წელს, პირველად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით პირველი სამი ადგილის მფლობელ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. როგორც ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ განაცხადა „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“ - 800 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 600 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს - 500 ლარი გადაეცემა.  შეჯიბრის გამარჯვებული „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე, 2019 წლის ივნისში, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. გთავაზობთ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს: ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე - საბა ებანოიძე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეათე კლასი, 76 ქულა; თემიკო მაღლაკელიძე - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 70 ქულა; სალომე რიკაძე - ბორითის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; ნინო შველიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; დიანა ლომსაძე - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; მარიამ მანჯავიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეათე კლასი, 69 ქულა; ცოტნე თიკანაშვილი - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა; ნანუკა წიწილაშვილი - ბორის საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა; ნიკა ძიძიგური - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 64 ქულა. გოჩა ტყეშელაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე  „2017-2018 სასწავლო წლის ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“, ლიზა ბარბაქაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.   ინტელექტ-ჩემპიონატი შემოქმედებითი ნომრებით გააფორმა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერალ გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია). ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcjhcfxvbgncxvb_1.JPG
05/11/2018 09:39

საკრებულომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ 9 თვის ანგარიში მოისმინა, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა. ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 6 ძირითად პროგრამასა და 17 ქვეპროგრამას ახორციელებს. 9 თვის მონაცემებით, სოციალურ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 434 800 ლარია გაცემული, აღნიშნული თანხით დახმარება 1 789 ბენეფიციარს გაეწია. ნანა კიკნაძემ, ასევე, ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ა(ა)იპ „სათნოების სახლისა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურებების შესახებ. საკითხის განხილვას საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატ თორნიკე ავალიშვილს შორის დებატები მოჰყვა. დეპუტატი, ჯამბულ გამცემლიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომავალ წელს ერთჯერადი დახმარებების პროგრამის გაგრძელების საკითხს. დეპუტატის აზრით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიურად გაჭირვებულია და ასეთი ოჯახებისთვის მცირედი დახმარებაც კი შვება იქნება. როგორც ნანა კიკნაძემ განმარტა, ერთჯერადი დახმარებების პროგრამა მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც იყო ასახული, თუმცა სამედიცინო მომსახურებებზე მოქალაქეთა მხრიდან მაღალი მომართვიანობის გამო, ერთჯერადი დახმარებები თითქმის არ გაცემულა. საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის თქმით, სოციალურ პროგრამებს 103 000 ლარი დააკლდა. მისივე განმარტებით, მერიის მხრიდან იყო დაპირება, რომ სოციალური მიმართულებებით თანხების დამატება მოხდებოდა, თუმცა ეს დაპირება ვერ შესრულდა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ერთჯერადი დახმარებები, რომ ვერ გაიცა, ეს საკითხი საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფრო ანდრე უნდა გახსენებოდათ. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით სამსახური პირნათლად ასრულებს დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, თუმცა სათანადო ხელშეწყობა არ აქვთ იმისა, რომ მათი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. გამომდინარე აქედან, ვარლამ ჭიპაშვილმა ანგარიშის შეფასებაში მონაწილეობა არ მიიღო. ანგარიში არ შეაფასეს ასევე, საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.  დეპუტატთა უმრავლესობამ კი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა. სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა წარადგინა. მისი განმარტებით, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას დაემატა სოფელ თეთრაწყაროში არსებული 2 830 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი, რომელიც შეფასებულია 8 200 ლარად. ასევე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის N105 მდებარე 6 579 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა (შეფასებულია 66 000 ლარად) და სოფელ საღანძილეშია არსებული რკინის მილები საერთო სიგრძით 286 მ. (შეფასებულია 10 ათასი ლარად). საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა შენიშვნები. მისი განცხადებით, თეთრაწყაროში მიწის ფართისა და სოლომონ მეფის N105 მდებარე(ყოფილი ვეტ.პუნქტი) შენობა-ნაგებობის გასხვისების საკითხს არ აქვს კომისია გავლილი. დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული საპრივატიზაციო ობიექტების გასხვისება არ არის მოსახლეობასთან შეთანხმებული. დეპუტატი თემურ ფცქიალაძე აღნიშნავს, რომ სოლომონ მეფის N105 მდებარე შენობა-ნაგებობა არ უნდა გასხვისდეს. მისი აზრით, აღნიშნულ ქონებას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, რომელიც შეიძლება შემდგომში გამოყენებული იყოს სოციალურ საცხოვრისად მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებისთვის. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის, უფროსის ჯაბა ბერაძის თქმით შენობაში ჩამოდის წყალი, დღითიდღე ზიანდება და თუ დროულად არ მოხერხდა შენობის გასხვისება, ან შეკეთება შეიძლება ობიექტის საპრივატიზაციო თანხის საწყისი ღირებულებამ დაიკლოს. დეპუტატი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თუმცა ამით მოსახლეობის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. აღნიშნული ორი საკითხი გადაიდო მომავალ სხდომაზე განსახილველად. სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით უვადოდ გადაცემის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 2 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლი 04 ივნისის N 27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0030.JPG
02/11/2018 16:17

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. კონკურსში 10-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ხატვის დრო  4 საათით განისაზღვრა.   მოყვარულმა მხატვრებმა კონკურსის დაწყების წინ 3 თემიდან სასურველი აირჩიეს. ნამუშევრები სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ უნდა შეაფასოს. შედეგები ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.   პროექტის ორგანიზატორია ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი". მხარდამჭერია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45121853_1651804944925447_8103860275389661184_o.jpg
02/11/2018 11:46

ფეხბურთში ვარძიის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. სპორტულ დარბაზში, ამჯერად,  ოლიმპიადის ფარგლებში  ფეხბურთი გაიმართა. მინი ფეხბურთში დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის, ბორითის, კიცხის, ვარძიის, ხიდრის, ბორის, მესამე საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს ვარძიისაა და ბორითის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება ვარძიის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი  იმერეთის რეგიონალურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას. ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორი  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია(უფროსი ირინე ჩხეიძე) ხოლო, მხარდამჭერი - ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"(დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45049751_298617330980083_3988120929564622848_o.jpg
01/11/2018 14:17

დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფლის ცენტრალური გზის 2,5კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება რეგიონული განვითარების ფონდიდან 536 940 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები, მოხდება ასევე გვერდულების შევსება.  სოფელ დეისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოები ხარაგულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45040034_2235871123326715_8581841941606432768_o_1.jpg
01/11/2018 12:25

ვახანის გზაზე მეწყერული მონაკვეთის აღდგენა დაიწყო

სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე, დაახლოებით 100 მეტრიან მონაკვეთზე, გასულ წელს, სოფელში ბეტონის საფარის მოწყობის დროს, სამუშაოები არ შესრულებულა. აღნიშნული მონაკვეთი მეწყერულია და წლის, თითქმის სამ სეზონზე იქ ქანების ჩამოშლა ხშირად ხდებოდა. ხარაგაულის მერიის ინფრსტრუქტურის სამსახურის ინიციატივით, ზემოთ ხსენებული მონაკვეთი სტიქიის ფონდით დაფინანსდა და სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა დამცავი გაბიონი და აღნიშნულ 100 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება.   ჯამში, ვახანში დამეწყრილი ობიექტის აღდგენა 114 000 ლარით დაფინანსდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45296873_1651335848305690_2613700355115974656_o.jpg
01/11/2018 12:06

კალათბურთში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

31 ოქტომბერს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში(ვაჟებს შორის), სადაც მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის  #2, #3, ვერტყვიჭალის, ხევის, ნადაბურისა და ბორითის საჯარო სკოლის გუნდებმა. პირველი ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ხევის საჯარო სკოლის გუნდი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ddyelasf.jpg
26/10/2018 12:58

ჰოლანდიური ანსამბლი „მერანი“ ხარაგაულის სცენაზე ქართული სიმღერებით წარსდგა

  ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ „კახორისა“(ლოტბარი ალეკო მიქელაძე) და  ჰოლანდიური ანსამბლის „მერანის“ (  ხელმძღვანელი ქეთევან წიკლაური და ივო ბოსვაიკი) ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ანსამბლები ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ და  ქართული-ხალხური ასევე  ქალაქური სიმღერები შეასრულეს. კონცერტზე, ჰოლანდიელების მიერ ქართულად აჟღერებულ ჰანგებს მსმენელის განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. ანსამბლმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულა როგორც ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები, ისე ქართველი კომპოზიტორების უკვდავი მელოდიები. კონცერტი კიდევ უფრო საინტერესო გახდა ანსამბლ „კახორის“ მიერ წარმოდგენილი მრავალხმიანმა რეპერტუარით. სცენაზე, ანსამბლების „მერანის“ და „კახორის“     ერთობლივი მონაწილეობით შესრულდა რ. ლაღიძის სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“.  კონცერტის წამყვანმა ირინე ჩხეიძემ (ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი)„კახორისა“ და „მერანის“ მეგობრობის შესახებ ისაუბრა. კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და აბლოდისმენტების თანხლებით დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხარაგაულის საზოგადოება.              
სრულად