სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/file....laksrugaigaja%3Bjhb.jpg
13/08/2018 16:38

ხარაგაულს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრი ეწვევა

15 აგვისტოს, ხარაგაულს, ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრსა და ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს შორის 27 წლიანი მეგობრობის ნიშნად, ლიმბაჟის თეატრის 14 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ლატვიელი მსახიობები ხარაგაულში 4 დღე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში, სპეციალურად მათთვის  სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები ვიზიტის პირველ დღეს შეხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, ნახავენ სპექტაკლს „ორნი“, ხოლო 16 აგვისტოს, ლიმბაჟის თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის „ჩარლის ნათლიას“ ითამაშებს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, სადაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ მიერ ნაჩვენები იქნება ლატვიური, ნაციონალური ცეკვები, რომელიც სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება. ასევე, ჩატარდება  კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხოლო ვიზიტის ბოლო დღეს მოეწყობა ექსკურსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ლიმბაჟის სახალხო თეატრი ლატვიაში 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
13/08/2018 12:18

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება.    იხილეთ დანართი აუქციონი 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:00 საათზე, დაიწყება და 23 აგვისტოს, 16: საათზე, დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ობიექტებზე:    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:00 საათზე, და დასრულდება 23 აგვისტოს, 16:00 საათზე.    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 16 აგვისტოს, 16:საათზე და დასრულდება 22 აგვისტოს, 16:00 საათზე.    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 16 აგვისტოს, 16:საათზე და  22 აგვისტოს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge   ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
10/08/2018 13:42

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების        400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს: ჯაბა ბერაძე);                                                                                                2. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული   შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის  (ს/კ 36.01.33.017.)  არსებობის  ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის  გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე  (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  განკარგვის  წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ  (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfghbsvbzcv_1.JPG
09/08/2018 14:42

დათო ტურაშვილი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა ბიბლიოთეკის მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცა და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა. დათო ტურაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. როგორც მწერალმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც ჩვენი, მომავალი, თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები. შეხვედრის დასასრულს, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტის“ დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0047gghhj.JPG
08/08/2018 08:44

ათი წელი აგვისტოს ომიდან

ხარაგაულში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს. გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა (კურტანიძე). რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jjagsdgagsdaass.JPG
07/08/2018 15:14

12 მილიონი ლარი ხარაგაულში გზების რეაბილიტაციისთვის

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში სასოფლო გზების მოსაწყობად 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა!  წლის ბოლომდე კეთილმოწყობილი იქნება ხარაგაულის 52 სოფლის გზა, რაც, ჯამში, 80 კმ.-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს.  პროექტები რეგიონული განვიათრების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია!   წინასაარჩევნო დაპირება - გზა ყველა სოფელს - გრძელდება და 2021 წლისთვის გზების კაპიტალური რეაბილიტაცია 78-ივე სოფელში დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0514_1.JPG
06/08/2018 13:58

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური ფასიანი  საჩუქარი გადასცა. მინი ფეხბურთის ტურნირი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით,  ორგანიზაციებს შორის  ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებისა და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები შეხვდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ტურნირში ასევე გამოვლინდნენ სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები:- საუკეთესო მოთამაშე-ბათუ კიკნაძე, მაყურებლის სიმპატია-გოჩა გელაშვილი და საუკეთესო მეკარე - ბათუ კიკნაძე. ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები შესაბამისი სიგელებით კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დააჯილდოვა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0536.JPG
06/08/2018 13:54

საკრებულომ შიდა აუდიტის და ადმინისტრაციული სამსახურების ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 14 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში წარადგინეს ამავე სამსახურების უფროსებმა, კახა გოლუბიანმა და გიორგი ჭყოიძემ. ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წელს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დასკვნა ყველაზე მეტად კრიტიკული იყო და კარგი იქნება თუ ამ შენიშვნებს შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ. საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობის შესახებ განიხილეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს. დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18დადგენილებაში ,,ხარაგაულისმუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ნანა კიკნაძე); 3. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 10 წლის ვადით სასყიდლით პირდაპირი განკარგვის ფორმით (იჯარით) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლისათვის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე) 9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე);  იხილეთ დანართი   10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე)  იხილეთ დანართი   11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე). ზემოაღნიშნულ ყველა საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/38435748_987935851386535_2697864087571791872_n.jpg
03/08/2018 15:29

სერბაისში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სერბაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვახანის ცენტრიდან სერბაისის მიმართულებით, ცენტრალური გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სერბაისში რეგიონული განვითარების ფონდიდან 192 006 ლარით ფინანსდება.  პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.  გზის სიგანე 3მ-ია. სერბაისში მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014.JPG
02/08/2018 17:09

ქროლში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქროლში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთზე ჩატარდება და ჯამში, 2 000 მეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.    საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქროლში რეგიონული განვითარების ფონდიდან 258 990 ლარით ფინანსდება.  გზის გასწვრივ, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. სახელშეკრულებო ვადებით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.  
სრულად