სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153.JPG
16/08/2018 08:41

ხარაგაულში ლატვიის სახალხო თეატრი იმყოფება

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი,  28 წლის მეგობრებს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრს მასპინძლობს. ხარაგაულში სტუმრების პატივსაცემად ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ორ ერს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, რომელიც ლატვიელ სტუმრებს მიესალმა და ლიმბაჟის თეატრის დასს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, ლატვიელებმა მერის მოადგილეს ტრადიციული სუვენირები გადასცეს და ლიმბაჟში ოფიციალურად მიიწვიეს.  ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, საზეიმო დახვედრა მოუწყო სტუმრებს. შესრულდა ქართული და ლატვიური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ, ორი თეატრის მეგობრობის ისტორია მოკლედ მიმოიხილა, რაც ვიდეოკოლაჟის სახით იქნა ნაჩვენები დამსწრე საზოგადოებისთვის.   ლატვიელების ვიზიტი ხარაგაულში გრძელდება. დღეს, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „ორნი“. 20:00 საათზე ხარაგაულის თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში მოეწყობა ნანა კიკნაძის ნამუშევრების გამოფენა და ასევე, გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.   16 აგვისტოს, 12:00 საათზე, სპეციალურად სტუმრებისთვის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, 18:00 საათზე კი ლიმბაჟის სახალხო თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს - „ჩარლის ნათლია“ ითამაშებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005khjgsdkahgsd.JPG
15/08/2018 09:46

ნადაბურში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მისასვლელი 6 კმ-მდე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.  ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა სოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს. პროექტის ფარგლებში ნადაბურში, გზის მთელ სიგრძეზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. მნიშვნელოვანია, რომ გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ორი ადგილობრივი მოსახლე. სახელშეკრულებო ვადებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 727 502 ლარით დაფინანსდა.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/adfgzsdfgsxzdcfkjklkl4445.JPG
14/08/2018 10:36

გაიხსნება თუ არა ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფართის გადაცემას არ დაეთანხმა.   საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, მერიამ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მიზნით მიმართა. როგორც სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად, გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისს სჭირდება ყოფილი პოლიციის შენობის პირველ სართულზე არსებული 220,05 კვმ ფართობი და არასასოფლო სამეურნეო 400 კვმ. მიწა. ჯაბა ბერაძის განმარტებით, აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით, გადაცემასთან დაკავშირებით საჭიროა საკრებულოს თანხმობა. „გერმანული ასოციაციის, საქართველოს ორგანიზაცია უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისათვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას. სწავლება შესაძლებელი იქნება ზრდასრული ადამიანებისათვის, სადაც მათ შეეძლებათ უფასოდ გაიარონ: ჭრა-კერვის, კომპიუტერულ პროგრამების, უცხო ენებისა და სხვა შემსწავლელი კურსები“- აღნიშნა ჯაბა ბერაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა არსებობდა თუ არა საიჯარო ხელშეკრულების პროექტი. მან პროექტთან დაკავშირებით მეტი დასაბუთება მოითხოვა, შემდეგში გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით. ჯაბა ბერაძის განმარტებით საიჯარო ხელშეკრულების პროექტი დგება მას შემდეგ, როცა საკრებულოსგან მიიღებენ თანხმობას, ამა თუ იმ ფართის გადაცემაზე. საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტის შესახებ მწირი ინფორმაციაა წარმოდგენილი - „არ ჩანს ვინ უხელმძღვანელებს სასწავლებლის ფუნქციონირებას, ვინ იქნებიან მასწავლებლები, აქვს თუა არა ლიცენზია სასწავლებელს, სწავლების ხანგრძლივობა რამდენი იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თუ არა განთლების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი“. როგორც სხდომაზე ჯაბა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოს მხრიდან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საჩქაროა, რადგან თუ გადაწყვეტილება არ იქნება დროულად მიღებული შეიძლება ხარაგაული სხვა მუნიციპალიტეტმა ჩაანაცვლოს და პროექტი ხარაგაულში ვეღარ განხორციელდეს. ბიუროს წევრთა უმრავლესობის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დრო, რათა კომისიებმა სათანადოდ იმუშაონ. აღნიშნული მიზეზის გამო საკრებულოს წევრებმა საკითხის 15 აგვისტოს დღის წესრიგში შეტანაზე უარი განაცხადეს. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი: 1. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის (ს/კ 36.01.33.017.) არსებობის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/file....laksrugaigaja%3Bjhb.jpg
13/08/2018 16:38

ხარაგაულს ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრი ეწვევა

15 აგვისტოს, ხარაგაულს, ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის სახალხო თეატრსა და ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს შორის 27 წლიანი მეგობრობის ნიშნად, ლიმბაჟის თეატრის 14 კაციანი დელეგაცია ეწვევა. ლატვიელი მსახიობები ხარაგაულში 4 დღე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში, სპეციალურად მათთვის  სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ლატვიელი სტუმრები ვიზიტის პირველ დღეს შეხვდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, ნახავენ სპექტაკლს „ორნი“, ხოლო 16 აგვისტოს, ლიმბაჟის თეატრი ხარაგაულელი მაყურებლისთვის „ჩარლის ნათლიას“ ითამაშებს. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, სადაც ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ მიერ ნაჩვენები იქნება ლატვიური, ნაციონალური ცეკვები, რომელიც სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება. ასევე, ჩატარდება  კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხოლო ვიზიტის ბოლო დღეს მოეწყობა ექსკურსია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ლიმბაჟის სახალხო თეატრი ლატვიაში 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
13/08/2018 12:18

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება.    იხილეთ დანართი აუქციონი 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:00 საათზე, დაიწყება და 23 აგვისტოს, 16: საათზე, დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ობიექტებზე:    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:00 საათზე, და დასრულდება 23 აგვისტოს, 16:00 საათზე.    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 16 აგვისტოს, 16:საათზე და დასრულდება 22 აგვისტოს, 16:00 საათზე.    იხილეთ დანართი აუქციონი დაიწყება 2018 წლის 16 აგვისტოს, 16:საათზე და  22 აგვისტოს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge   ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg
10/08/2018 13:42

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების        400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს: ჯაბა ბერაძე);                                                                                                2. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული   შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის  (ს/კ 36.01.33.017.)  არსებობის  ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის  გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე  (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  განკარგვის  წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ  (მომხს:მანანა ბარბაქაძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfghbsvbzcv_1.JPG
09/08/2018 14:42

დათო ტურაშვილი ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. მწერალმა ბიბლიოთეკის მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცა და საზოგადოებას საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა. დათო ტურაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა და ყურადღება საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. როგორც მწერალმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას გააჩნია ესაა საგანმანათლებლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესება და იმ ადამიანების შრომის დაფასება, რომლებიც ჩვენი, მომავალი, თაობების აღზრდაზე არიან პასუხისმგებლები. შეხვედრის დასასრულს, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტის“ დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მწერალს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და წარმატებები უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0047gghhj.JPG
08/08/2018 08:44

ათი წელი აგვისტოს ომიდან

ხარაგაულში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს. გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა (კურტანიძე). რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jjagsdgagsdaass.JPG
07/08/2018 15:14

12 მილიონი ლარი ხარაგაულში გზების რეაბილიტაციისთვის

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში სასოფლო გზების მოსაწყობად 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა!  წლის ბოლომდე კეთილმოწყობილი იქნება ხარაგაულის 52 სოფლის გზა, რაც, ჯამში, 80 კმ.-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს.  პროექტები რეგიონული განვიათრების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია!   წინასაარჩევნო დაპირება - გზა ყველა სოფელს - გრძელდება და 2021 წლისთვის გზების კაპიტალური რეაბილიტაცია 78-ივე სოფელში დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0514_1.JPG
06/08/2018 13:58

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური ფასიანი  საჩუქარი გადასცა. მინი ფეხბურთის ტურნირი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით,  ორგანიზაციებს შორის  ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებისა და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები შეხვდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ტურნირში ასევე გამოვლინდნენ სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები:- საუკეთესო მოთამაშე-ბათუ კიკნაძე, მაყურებლის სიმპატია-გოჩა გელაშვილი და საუკეთესო მეკარე - ბათუ კიკნაძე. ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები შესაბამისი სიგელებით კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დააჯილდოვა.  
სრულად