სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0185.JPG
21/06/2021 12:04

სამხატვრო - მუსიკალური პლენერი „გამა“ საზეიმოდ გაიხსნა

სამხატვრო - მუსიკალურ პლენერი ,,გამა“ ოფიციალურად გაიხსნა. ხელოვანი ადამიანების შეხვედრის ადგილად, სოფელ ვერტყვიჭალაში, ეთნოგრაფიული რესტორნის ,,მარანი“ ტერიტორიაზე არსებული სამუზეუმო ღია სივრცე შეირჩა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დაესწრო. კობა ლურსმანაშვილი - ,,მე ვარ ამაყი, რადგან ვარ იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც გააჩნია უდიდესი წარსული, თავისი გამორჩეული, ბრწყინვალე და სახელგანთქმული პიროვნებებით. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომ დღეს, აქ, ხარაგაულს წარმოაჩენს როგორც კულტურის, ხელოვნების განსაკუთრებულ მეგობარს, როგორც შემოქმედებითი ცხოვრებით სავსე მუნიციპალიტეტს. მიხარია, რომ ხარაგაულში, იმერეთის კოპწია , ლამაზ და გამორჩეულ რაიონში ასე მოუხარიათ ადამიანებს, მიხარიხართ და მეამაყებით. მადლობა აქ მობრძანებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის.“ პლენერში 23 მხატვარი ღებულობს მონაწილეობას, რომლებიც ხარაგაულის ხედებს დახატავენ და საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ, სადაც უკვე შეიქმნა პლენერ "გამას" მუზეუმი და დაცულია ნამუშევრები. სამხატვრო- მუსიკალური პლენერის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერის ფარგლებში, 120 ფერწერული ტილო შეიქმნა. იზა ვეფხვაძე: ,,ხარაგაულის ხედებით მოხატული 120 ფერწერული ტილო, ეს დიდი სიმდიდრეა. ჩვენი მხატვრები 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში იცხოვრებენ და ხარაგაულის სოფლებზე ულამაზეს ნახატებს შექმნიან. წელს პლენერში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სამხატვრო პლენერში დისტანციურად მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ვფიქრობ, ჩვენი მხატვრული ტილოების იშვიათ კოლექციას, ახალი და საინტერესო ნამუშევრები შეემატება“- აცხადებს იზა ვეფხვაძე. პლენერის საპატიო სტუმრები თეატრის ებრაელი მეგობრები არიან. სპეციალურად პლენერისთვის ისრაელიდან სტუმრები ჩამობრძანდნენ, ქალაქ ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ბიზნესმენი და მეცენატი წლების განმავლობაში პლენერის დიდი მოამაგე, პაატა იოსებაშვილი, მაია ჯანანაშვილი და მწერალი იზოლდა მოშიაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, პლენერი ,,გამა“ წელს უკვე მეექვსედ იმართება. მიმდინარე წელს პლენერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო, მხატვრობას დაემატება კლასიკური და საოპერო რეპერტუარი. პლენერის გახსნის დღეს თბილისის ოპერის მომღერლების თეა დემურიშვილის, მამუკა ლომიძის, არმაზ დარაშვილის, ლევან მაკარიძის, გიორგი მოციქულაშვილის და მაყვალა ხორბალაძის მიერ შესრულებული საოპერო ნომრებით, მუსიკალური ანტრაქტები გაკეთდა. პლენერი საოპერო მუსიკის კონცერტით დაიხურება. ,,გამა“ წელს მხატვრობის და მუსიკის სინთეზი იქნება. პლენერის მიმდინარეობის დროს დაცულია პანდემიიდან გამომდინარე ყველა საჭირო რეგულაცია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153_3.JPG
21/06/2021 11:37

ხარაგაულის მერს 120 წლის თეატრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს

ხარაგაულის თეატრი სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით წარსდგა. დარბაზმა ხანგრძლივი აპლოდისმენტები გაუმართა რეზო კლდიაშვილის პიესის გმირებს. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას დაესწრო ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლევან როხვაძემ და თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა მადლობა გადაუხადეს ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს თეატრის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ლევან როხვაძე: ,,აქ იმყოფება ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი , რომელიც მუხლჩაუხრელად სიყვარულს, სითბოს არ აცილებს ქართულ თეატრს. მე მინდა, დიდი სიყვარულით, ჩემი საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, მივესალმო და მას საჩუქრად ღვთისმშობლის ეს ძვირფასი ხატი გადავცე. ღვთისმშობლის მადლი მომადლოს უფალმა ისეთ ხალხს, ვინც ზრუნავს თეატრზე. ჩვენ ექსპრომტად მოვიფიქრეთ ეს საჩუქარი გაგვეკეთებინა, როდესაც დავინახეთ, რომ მობრძანდით და ამით მხარდაჭერა და ყურადღება გამოხატეთ თქვენი თეატრის მიმართ -" მიმართა ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოგიხატოთ. ჩემთვის დიდი პატივია იმ სცენაზე დგომა, სადაც ჩვენი კორიფეები მოღვაწეობდნენ და მოგმართოთ თქვენ. ჩემთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც მერი, წარმოვადგენდე მუნიციპალიტეტს, რომელსაც თეატრის არსებობის 120 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული რეჟისორი, ქალბატონი ირინე ჩხეიძე, რომელიც არაერთგზის დაჯილდოებულა აქ, ამ სცენაზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმერეთის და საქართველოს გამორჩეულ ქალაქში, ქუთაისში, რომელიც მდიდარია თავისი დიდი კულტურით და წარსულით და შევეცდებით ყველას ვაჩვენოთ, რომ ხარაგაული მზადაა იბრძოლოს წარმატებისთვის.“ სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90-იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები ვხდებით. სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე, რომელიც როგორც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს დასთან ერთად ახალ, თანამედროვე, საინტერესო პიესებზე იმუშაოს. შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ვალოდია, აროსტომი, ტატიანა, გულთმისანი, კლავდია, სამუელა - ეს ის გმირები არიან, რომელთა სახეები ირინე ჩხეიძემ, ლია ჭიპაშვილმა, მაია ბერაძემ, ვასილ კიკნაძემ, ბათუ კიკნაძემ, ლუიზა კიკნაძემ, დავით ჭყოიძემ, ირმა სხილაძემ და ბექა ხიჯაკაძემ განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით შექმნეს. სპექტაკლი მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა. ხმის ოპერატორი: დავით კვირიკაშვილი, განათების ოპერატორი: ირაკლი შარიქაძე ოპერატორები: ზაზა ტაბატაძე და ავთო კვირკაშვილი გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 13 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. წარმატებები ხარაგაულის თეატრს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1.jpg
20/06/2021 08:09

21 ივნისს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  21  ივნისის ბიუროს მორიგი სხდომას   გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება ხუთი საკითხი. გთავაზობთ საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერიის       ჯანდაცვისა   და   სოციალური   დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                  მომხსენებელი: ნანა კიკნაძე     2. ხარაგაულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 აპრილის N9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური  დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                               მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ბორითში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების  1553.00 კვ.მ  მიწის ნაკვეთის  (ს/კ 36.03.33.190),   მასზე მდგარი შენობა ნაგებობით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ,                                                                                                     მომხს: ნანული კვინიკაძე        5. „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ (სრიგპ )საგრანტო კონკურსში, წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსაწონებლად წარმოდგენილი იდეების განხილვის შესახებ. მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/201212754_865296587675372_1374547846978213435_n.jpg
18/06/2021 12:56

ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს ამაგდარის წოდება გადაეცათ

17 ივნისს იმერეთის თეატრალური ფესტივალის მეთორმეტე სეზონი გაიხსნა. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი - ,,სიმართლე“ წარუდგინა. სპექტაკლს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი. ირინე ჩხეიძე, თეატრის დასთან ერთად, ესწრებოდა. ფესტივალის გახსნაზე, 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს: როლანდ ხიჯაკაძეს, ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკოლოზ დეკანოსიძეს, გაიოზ შუბითიძეს და ვასილ კიკნაძეს ამაგდარის წოდება გადაეცათ. „გილოცავთ ჩემო მეგობრებო ამაგდარის წოდებას. თქვენთან ერთად მოვდივარ ამდენი წელია. ბევრი მოგონება, სიხარული და წარმატება გვაკავშირებს. ჩვენ ერთად ვქმნით ხარაგაულის თეატრის ისტორიას და ვამაყობთ ამით. მიყვარხართ და მეიმედებით“ - ულოცავს თეატრის წევრებს რეჟისორი ირინე ჩხეიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი. სპექტაკლებს  შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. ფესტივალი COVID რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის თეატრი, დღეს, 17:00 საათზე გამართავს სპექტაკლს მაყურებლისთვის ხარაგაულის კინოთეატრში, ხოლო 19 ივნისს იმერეთის თეარტალურ ფესტივალზე ითამაშებს ახალ სპექტაკლს - „იმერული რეკვიემი“. ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ განმეორებით 23 ივნისს იქნება ნაჩვენები.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/202024155_1386995431685823_2620949259517867465_n.jpg
16/06/2021 15:32

სოფელ გედსამანიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელ გედსამანიაში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მეკა“ აწარმოებს. ,,პროექტის ფარგლებში ნიაღვარდამჭერი ცხაურები და ფერდების დამცავი გაბიონები მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად დავიწყეთ, პროექტი ორწლიანია, წელს 300 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია პროექტი მთლიანად წელს დასრულდეს"- აცხადებს შპს ,,მეკა"-ს დამფუძნებელი დირექტორი კახი კვატაია. სოფელ გედსამანიაში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით დაფინანსდა. ბეტონის საფარი აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0402.JPG
16/06/2021 12:46

ხარაგაულის მერი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად,  “შ.პ.ს.  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილეს, აკაკი მშვიდობაძეს, ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი სირაძეს, საპროექტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ნარიმანიძეს, გარემოს დაცვის და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაკა გოდერძიშვილს,  ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროს მამუკა ქვათაძეს და სამშენებლო და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ სოფელ ლეღვანში, თაგვების უბანში, მცხოვრები მოსახლეობა წინააღმდეგია ახალმა მაგისტრალმა მათ უბანი გადაკვეთოს. ეს პოზიცია დაადასტურა ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა, გელა მაღრაძემ.  მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკითხთან დაკავშირებით განმარტა: „ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას თუკი  ვინმეს საკუთრების უფლება შეიზღუდება, მათ კანონი დაიცავს. თუმცა, თუკი მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ არის წინააღმდეგი, რომ მობეტონებული გზა გარკვეულ მონაკვეთზე დაზიანდება - სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და დაბრკოლებების გარეშე უნდა განხორციელდეს.“ მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში, დამსვენებელთა შემოსვლის გამო,  წყლის მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ აუცილებელი იქნება წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობა. როგორც რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მამუკა ქვათაძემ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა და წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის 2-3 საათით გახანგრძლივდება. შეხვედრაზე, როგორც წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფელ ლეღვნიდან წამოსულ მაგისტრალზე  დიდვაკისა და საღანძილის მოსახლეობის დაერთება მოხდება. შეხვედრის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მერიის სამსახურებისა და  გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, „თაგვების უბნის“ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ახალ მაგისტრალს მათ უბანზე გაევლო და მშენებლ კომპანიას ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ. ,, ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და განვუმარტეთ, რომ თუკი წყლის მაგისტრალის მშენებლობისას მოხდება მათი საკუთრების დაზიანება, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. შემოთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტზე უარი განვაცხადეთ, რადგან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ ეს შესაძლოა პროექტისთვის საფრთხის შემცველი იყოს  ‘’ - აცხადებს დავით დევდარიანი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0397.JPG
16/06/2021 09:25

უნდა ვიამაყოთ ყველამ ერთად ხარაგაულის თეატრით - რეზო კლდიაშვილი

პრემიერა შედგა. ხარაგაულის თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ წარსდგა. თანამედროვე დრამატურგის რეზო კლდიაშვილის პიესაზე  რეჟისორი ირინე ჩხეიძე თეატრალური დასთან ერთად  4 თვის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მუშაობდა. ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად პრემიერას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , პიესის ავტორი, რეზო კლდიაშვილი და  თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ლევან როხვაძე ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასასრულს კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის თეტრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს. ,,მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის თეატრალურ დასს და ქალბატონ ირინე ჩხეიძეს , აღფრთოვანებული ვარ, მე ვფიქრობ ის ნიჭიერება, რომელიც ხარაგაულს აქვს სრულად გამოვლინდა დღეს ამ სცენაზე. ესა რის ჩვენი სულის , ჩვენი გულის ნამდვილი გამოძახილი. მინდა წარმატებები ვუსურვო დასის თითოეულ წევრს, თითოეულ თქვენთაგანს და წარმატება ვუსურვო ხარაგაულს.“ თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს მადლობა გადაუხადა თეატრის მიმართა გამოხატული მხარდაჭერისადმი და აღნიშნა ,რომ დასის წევრები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ. ლევან როხვაძე : ,,დარბაზი სავსეა ოვაციებით, რომელიც ჩვენ ასე გვენატრება, ისევ გაცოცხლდა თეატრი და გილოცავთ. ხარაგაულის თეატრს სიხარულით ველოდებით იმერეთის მე-12 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც სიურპრიზები ელოდებათ.“ განსაკუთრებული ემოციების მატარებელი იყო პიესის ავტორის რეზო კლდიაშვილის სიტყვა: რეზო კლდიაშვილი: ,,სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ 8 წელიწადია სრული ანშლაგით მიდის ახმეტელის თეატრში, მინდა გითხრათ, რომ ის სპექტაკლი, ისე მიყვარდა და ისე ვიყავი მიჩვეული, რომ არც მქონდა სურვილი სხვაგან დადგმულიყო. აი ახლა ვიდექი და თურმე ეს ისეთი პატრიოტული სპექტაკლი ყოფილა, ფინალმა შემშალა, ცრემლები წამომივიდა, გაოგნებული ვარ, ეს რა დასია და ეს რა მსახიობებია, მთელი ჩემი ცხოვრება მოვდიოდი ხარაგაულში და ვერ მოვაღწიე და აი ამ სიბერეში ჩამოვედი და თურმე ამ დღეს უნდა მოვსულიყავი. ძალიან კარგები ხართ , მომენატრებით ძალიან, 19 ში ქუთაისში წარსდგებით , რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქია და  ამ სპექტაკლს ძალიან დიდი ინტერესით ელოდება. მე ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ ხარაგაულის თეატრით. ვერ გეტყვით , რომ არ ვარ განებივრებული, კარგი სპექტაკლებით , მაგრამ დღევანდელმა სპექტაკლმა შოკში ჩამაგდო.“ სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა.  90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები  ვხდებით. სპექტაკლი  მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა. სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ ხარაგაული  , 19 ივნისს იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგება. წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0004_1.JPG
14/06/2021 18:41

ბაზალეთში მერის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად  თამაზ ჭიპაშვილი დაინიშნა. თამაზ ჭიპაშვილი ამ დრომდე ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა. თენგიზ ჭიპაშვილი, რომელიც 2014 წლიდან ამ დრომდე, ბაზალეთში მერის წარმომადგენლად მუშაობდა, დღეიდან ასისტენტად გააგრძელებს მუშაობას. ბოლო პერიოდში ხარაგაულში  მერის სამი წარმომადგენელი შეიცვალა. წარმომადგენლებმა პოზიციები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/198498373_1161085490963638_1700557753931476700_n.jpg
14/06/2021 12:17

14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში , სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც კიცხის, ხიდრის, ვარძიის და წყალაფორეთის მოსახლეობა ჩაერთო.  „გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, რადგან ეს კონკრეტული აქცია მისი ინიციატივით ჩატარდა. იშვიათია, როცა თვითმმართველობიდან გვაქვს ასეთი შემოთავაზება და მზაობა. იშვიათია ასე ზედმიწევნით ზუსტად აანალიზებდე სისხლის უანგარო დონორთა მობილიზების საჭიროებას ქვეყანაში“ - აღნიშნავს სისხლის საქალაქო სადგურის მთავარი მენეჯერი მარინა რუხაძე. სწორედ ამიტომ, ხარაგაულის მერიას, საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სისხლის უანგარო დონორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. „ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც  ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა კიცხის ზონის მოსახლეობას აქციაში ჩართულობისთვის, ასევე მადლობა მერიის ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას აქციის ორგანიზებისთვის. კვლავ მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ქველმოქმედებაში“- ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.   „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს. 14 ივნისი  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს  უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობა წარმოადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd56_as6d_a6sd_65_1.JPG
11/06/2021 12:44

ექვს ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა.   საბჭომ  მაღალმთიან  დასახლებაში  მუდმივად  მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 9 მოქალაქეთა განცხადება განიხილა. ექვს გამცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო სამს უარი ეთქვა დოკუმენტში არსებული უზუსტობის გამო. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი. იხილეთ        
სრულად