სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0169.jpg
24/06/2021 12:11

ხარაგაულში ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა

23 ივნისს, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ა(ა)პ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში" ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობა  ჩატარდა . ტურნირში მონაწილეობას 16 მოჭადრაკე იღებდა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გიორგი ჭყოიძე და ივანე გოგოლაძე. პირველ ადგილი გიორგი ჭყოიძემ დაიკვა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის მიერ გამოყოფილი ფასიანი საჩუქრებით და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0004.jpg
21/06/2021 18:26

ბიუროს სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში განიხილეს

რა სახის სოციალური დახმარებები და ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს ხარაგაულის მერიაში და რა თანხა იხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალურ სფეროზე, აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატების კითხვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და სოციალური   დაცვის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე პასუხობდა. ბიუროს სხდომაზე ალექსანდრე ტაბატაძემ საზოგადოებას მერიაში მოქმედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო. ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, ხარაგაულის მერიაში სულ 23 პროგრამა მოქმედებს. მათგან ორი ჯანადცვისაა, დანარჩენი 21 კი სოციალური. გასულ წელს საგარანტიოების დაფინანსება განსაზღვრული იყო 307 000 ლარით, რომელიც მიმდინარე წელს-73 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 380 ათასი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წელს ერთჯერადი დაფინანსებების თანხა გაორმაგდა და 60 000 ლარიდან 120 ათას ლარამდე გაიზარდა.   თუ გასულ წელს დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას 57 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი იღებდა , 2021 წლიდან აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 65 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახს შეუძლია.   ამ დროისთვის ადმინისტრაციული დაპირება გაიცა 941 ადამიანზე, ხოლო ანგარიშსწორება მოხდა 287 100 ლარის ოდენობით“.   მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალური სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: „აღნიშნული სამსახური ჩემ საკურატორო სფეროს წარმოადგენს. სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებით. სამსახურის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართულია თითოეული თანამშრომელი. მიმდინარე წელს სოციალური მიმართულებით ხარჯები გავზარდეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისი არ არის და სრულად მძიმე სოციალურ ფონს ვერ მოვაგვარებთ. ძალიან დიდია საოპერაციო ხარჯებზე მომართვიანობა, რაც დაგეგმილს ბევრად აღემატება. მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამას დაემატა ვეტერანებისა და გადაუდებელი რეაგირების პროგრამები. სოციალური კომისია არის გამჭვირვალე, რომლის სხდომებშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა-‘’ განმარტა ვარლამ ჭიპაშვილმა.   სხდომაზე მეორე საკითხი სოციალური დახმარების გაცემაში ცვლილების შეტანის წესს ეხებოდა. ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარების მიღება შეეძლებათ, არა მხოლოდ სტიქიით, არამედ სიძველისაგან დაზიანებული სახლების და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეებსაც. ცვლილების თანახმად, შესაძლებელია ასევე დაზიანებულ სახლზე მოქალაქემ რამდენჯერმე მიიღოს დახმარება მიზნობრიობის დადგენის შემთხვევაში.   სხდომაზე ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს საგრანტო კონკურსში წარსადგენ პროექტებზე. როგორც მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. „კონკურსის პირობებიდან გამომდინარე პროექტები უნდა მოიცავდეს ტურისტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას. საკრებულოს მოსაწონებლად წარმოგიდგენთ, ხუთ პროექტს, რომელთაგან შეიძლება დაფინანსდეს ორი ან ერთი, ეს პროექტებია: ხუნევის ბაღის მშენებლობა, ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქცია-განახლება, ხარაგაულის პარკის რეაბილიტაცია, დევის ხვრელის მიმდებარე ტერიტორიისა და ოკაცეს კანიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.“   სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:                                                              ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                            მომხს” ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ბორითში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1553.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.33.190),   მასზე მდგარი შენობა ნაგებობით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;                                                                                                    მომხს: ნანული კვინიკაძე „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ (სრიგპ) საგრანტო კონკურსში, წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსაწონებლად წარმოდგენილი იდეების განხილვის შესახებ;                                                                                          მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghmcbnm_1%20(1).jpg
21/06/2021 12:28

23 ივნისს მიზანში სროლის ჩემპიონატი გაიმართება

23 ივნისს ხარაგაულში საერთაშორიო ოლიმპიური დღე აღინიშნება. ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტირში (მიზანში სროლა), მოყვარულებს შორის,  ჩემპიონატი კულტურისა და დასვენების პარკში 23 ივნისს, 13:00 საათზე, დაიწყება. ტურნირში ის მონაწილე გაიმარჯვებს, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ერთნაირი ქულების შემთხვევაში დამატებითი ტური დაინიშნება.     ინფორმაციას კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი უჩა ცხადაძე გვაწვდის. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 595 51 98 26.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0890.JPG
21/06/2021 12:19

მხატვრობისა და მუსიკის სინთეზი - პლენერი „გამა“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა

დღეიდან, საინტერესო, ახალი, იმერული მოტივებით სავსე 23 მხატვრული ტილო თეატრის ფონდს შეემატება. მხატვრებმა გედსამანიის, ბჟინევის, ვერტვიჭალის, ხუნევის და ვერტყვილის სოფლის ხედები მოხატეს. ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს მხარდაჭერისთვის. ,,ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ხარაგაულის მერისგან, ისევე როგორც საკრებულს თავმჯდომარისგან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა. ჩვენ, ყველა, ერთად, როგორც ერთი გუნდი ვქმნით ამ დღესასწაულს, და რომ არა ეს ხელშეწყობა, ეს ტრადიცია დაირღვევა. ყველას დიდი მადლობა ვინც გვერდით უდგას ლიტერატურულ თეატრს”- განაცხადა იზა ვეფხვაძემ საზეიმო დახურვაზე. კობა ლურსმანაშვილი - ,, ეს არის პროექტი, რომელსაც წლიდან წლამდე ელოდება ხარაგაული, დღეს ხარაგაული მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მობრძანებულ სტუმარს, ვეცდებით ხარაგაული ღირსეული მასპინძელი იყოს. ჩვენ ბევრი წარმატებული და ღირსეული ადამიანი გვყავს, რომლებიც ხარაგაულს წარმოაჩენენ. მთავარია, ხარაგაულელებმა მაქსიმალურად ვეცადოთ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ ყველას ერთად დავანახოთ ჩვენი სიყვარულის ზეიმი. მოდით ყველამ ერთად ვისაზრდოოთ ქალბატონი იზას სიტყვებით ,,მე თქვენ მიყვარხართ.“ სამხატვრო - მუსიკალური პლენერი ასევე იქცა ქართულ-ებრაული მეგობრობის დღესასწაულად. უკვე წლებია პლენერის ორგანიზებაში ხარაგაულის მერიასთან ერთად მონაწილეობას იღებს ქალაქ ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ბიზნესმენი და მეცენატი წლების განმავლობაში პლენერის დიდი მოამაგე, პაატა იოსებაშვილი. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ ხარაგაულის სიყვარულის და მეგობრობისთვის, მეგობრობის სიგელი და საჩუქრები გადასცეს ბიზნესმენსა და მეცენატს, წლების განმავლობაში პლენერის დიდ მოამაგეს, პაატა იოსებაშვილს, ქალბატონ მაია ჯანანაშვილს და მწერალ იზოლდა მოშიაშვილს. თითოეული სტუმარის მიმართ ხარაგაულის მერიის, საკრებულოს, დეპუტატის ბიუროს სახელით, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამოხატული. ხარაგაულის მერიის ინიციატივით ბავშვთა ზრუნვის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, პლენერის ფარგლებში მხარტვარმა ალექსანდრე ციხელაშვილმა სამი და თათია, თინანო და თეკლა ჭყოიძეები დახატა. ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რესტორან ,,მარანის“ მფლობელს , პაატა ჭიპაშვილს, რომელმაც თეატრს სამუზეუმო სივრცე დაუთმო და მასპინძლობა გაუწია. საზეიმო დახურვის დასასრულს სპეციალურად ,,გამასთვის“ დაწერილი ჰიმნი შესრულდა და პლენერის დროშაც დაეშვა. ხარაგაული, უკვე ტრადიციად ქცეულ სამხატვრო პლენერს, რომელიც მეგობრობის და სიყვარულის ზეიმად იქცა, ერთი წლით დაემშვიდობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0185.JPG
21/06/2021 12:04

სამხატვრო - მუსიკალური პლენერი „გამა“ საზეიმოდ გაიხსნა

სამხატვრო - მუსიკალურ პლენერი ,,გამა“ ოფიციალურად გაიხსნა. ხელოვანი ადამიანების შეხვედრის ადგილად, სოფელ ვერტყვიჭალაში, ეთნოგრაფიული რესტორნის ,,მარანი“ ტერიტორიაზე არსებული სამუზეუმო ღია სივრცე შეირჩა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დაესწრო. კობა ლურსმანაშვილი - ,,მე ვარ ამაყი, რადგან ვარ იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომელსაც გააჩნია უდიდესი წარსული, თავისი გამორჩეული, ბრწყინვალე და სახელგანთქმული პიროვნებებით. მინდა, მადლობა ვუთხრა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომ დღეს, აქ, ხარაგაულს წარმოაჩენს როგორც კულტურის, ხელოვნების განსაკუთრებულ მეგობარს, როგორც შემოქმედებითი ცხოვრებით სავსე მუნიციპალიტეტს. მიხარია, რომ ხარაგაულში, იმერეთის კოპწია , ლამაზ და გამორჩეულ რაიონში ასე მოუხარიათ ადამიანებს, მიხარიხართ და მეამაყებით. მადლობა აქ მობრძანებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის.“ პლენერში 23 მხატვარი ღებულობს მონაწილეობას, რომლებიც ხარაგაულის ხედებს დახატავენ და საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ, სადაც უკვე შეიქმნა პლენერ "გამას" მუზეუმი და დაცულია ნამუშევრები. სამხატვრო- მუსიკალური პლენერის იდეის ავტორი და სულისჩამდგმელის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერის ფარგლებში, 120 ფერწერული ტილო შეიქმნა. იზა ვეფხვაძე: ,,ხარაგაულის ხედებით მოხატული 120 ფერწერული ტილო, ეს დიდი სიმდიდრეა. ჩვენი მხატვრები 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში, იმერულ ოჯახებში იცხოვრებენ და ხარაგაულის სოფლებზე ულამაზეს ნახატებს შექმნიან. წელს პლენერში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მხატვრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სამხატვრო პლენერში დისტანციურად მონაწილეობას მიიღებენ ემიგრანტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ვფიქრობ, ჩვენი მხატვრული ტილოების იშვიათ კოლექციას, ახალი და საინტერესო ნამუშევრები შეემატება“- აცხადებს იზა ვეფხვაძე. პლენერის საპატიო სტუმრები თეატრის ებრაელი მეგობრები არიან. სპეციალურად პლენერისთვის ისრაელიდან სტუმრები ჩამობრძანდნენ, ქალაქ ხაიფის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ბიზნესმენი და მეცენატი წლების განმავლობაში პლენერის დიდი მოამაგე, პაატა იოსებაშვილი, მაია ჯანანაშვილი და მწერალი იზოლდა მოშიაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, პლენერი ,,გამა“ წელს უკვე მეექვსედ იმართება. მიმდინარე წელს პლენერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო, მხატვრობას დაემატება კლასიკური და საოპერო რეპერტუარი. პლენერის გახსნის დღეს თბილისის ოპერის მომღერლების თეა დემურიშვილის, მამუკა ლომიძის, არმაზ დარაშვილის, ლევან მაკარიძის, გიორგი მოციქულაშვილის და მაყვალა ხორბალაძის მიერ შესრულებული საოპერო ნომრებით, მუსიკალური ანტრაქტები გაკეთდა. პლენერი საოპერო მუსიკის კონცერტით დაიხურება. ,,გამა“ წელს მხატვრობის და მუსიკის სინთეზი იქნება. პლენერის მიმდინარეობის დროს დაცულია პანდემიიდან გამომდინარე ყველა საჭირო რეგულაცია.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153_3.JPG
21/06/2021 11:37

ხარაგაულის მერს 120 წლის თეატრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს

ხარაგაულის თეატრი სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარმატებით წარსდგა. დარბაზმა ხანგრძლივი აპლოდისმენტები გაუმართა რეზო კლდიაშვილის პიესის გმირებს. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას დაესწრო ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლევან როხვაძემ და თეატრის კრიტიკოსმა ლაშა ჩხარტიშვილმა მადლობა გადაუხადეს ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს თეატრის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ლევან როხვაძე: ,,აქ იმყოფება ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი , რომელიც მუხლჩაუხრელად სიყვარულს, სითბოს არ აცილებს ქართულ თეატრს. მე მინდა, დიდი სიყვარულით, ჩემი საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, მივესალმო და მას საჩუქრად ღვთისმშობლის ეს ძვირფასი ხატი გადავცე. ღვთისმშობლის მადლი მომადლოს უფალმა ისეთ ხალხს, ვინც ზრუნავს თეატრზე. ჩვენ ექსპრომტად მოვიფიქრეთ ეს საჩუქარი გაგვეკეთებინა, როდესაც დავინახეთ, რომ მობრძანდით და ამით მხარდაჭერა და ყურადღება გამოხატეთ თქვენი თეატრის მიმართ -" მიმართა ლევან როხვაძემ ხარაგაულის მერს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოგიხატოთ. ჩემთვის დიდი პატივია იმ სცენაზე დგომა, სადაც ჩვენი კორიფეები მოღვაწეობდნენ და მოგმართოთ თქვენ. ჩემთვის ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც მერი, წარმოვადგენდე მუნიციპალიტეტს, რომელსაც თეატრის არსებობის 120 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული რეჟისორი, ქალბატონი ირინე ჩხეიძე, რომელიც არაერთგზის დაჯილდოებულა აქ, ამ სცენაზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმერეთის და საქართველოს გამორჩეულ ქალაქში, ქუთაისში, რომელიც მდიდარია თავისი დიდი კულტურით და წარსულით და შევეცდებით ყველას ვაჩვენოთ, რომ ხარაგაული მზადაა იბრძოლოს წარმატებისთვის.“ სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა. 90-იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები ვხდებით. სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე, რომელიც როგორც თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს დასთან ერთად ახალ, თანამედროვე, საინტერესო პიესებზე იმუშაოს. შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ვალოდია, აროსტომი, ტატიანა, გულთმისანი, კლავდია, სამუელა - ეს ის გმირები არიან, რომელთა სახეები ირინე ჩხეიძემ, ლია ჭიპაშვილმა, მაია ბერაძემ, ვასილ კიკნაძემ, ბათუ კიკნაძემ, ლუიზა კიკნაძემ, დავით ჭყოიძემ, ირმა სხილაძემ და ბექა ხიჯაკაძემ განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით შექმნეს. სპექტაკლი მხატვრულად გაიოზ შუბითიძემ გააფორმა, მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, ანუშკა ჩხეიძე მუშაობდა. ხმის ოპერატორი: დავით კვირიკაშვილი, განათების ოპერატორი: ირაკლი შარიქაძე ოპერატორები: ზაზა ტაბატაძე და ავთო კვირკაშვილი გრიმი: ლიკა თაბუკაშვილი იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 13 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. წარმატებები ხარაგაულის თეატრს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1.jpg
20/06/2021 08:09

21 ივნისს ბიუროს სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  21  ივნისის ბიუროს მორიგი სხდომას   გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება ხუთი საკითხი. გთავაზობთ საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერიის       ჯანდაცვისა   და   სოციალური   დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                  მომხსენებელი: ნანა კიკნაძე     2. ხარაგაულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 აპრილის N9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური  დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის  დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                               მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ბორითში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების  1553.00 კვ.მ  მიწის ნაკვეთის  (ს/კ 36.03.33.190),   მასზე მდგარი შენობა ნაგებობით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ,                                                                                                     მომხს: ნანული კვინიკაძე        5. „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ (სრიგპ )საგრანტო კონკურსში, წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსაწონებლად წარმოდგენილი იდეების განხილვის შესახებ. მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/201212754_865296587675372_1374547846978213435_n.jpg
18/06/2021 12:56

ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს ამაგდარის წოდება გადაეცათ

17 ივნისს იმერეთის თეატრალური ფესტივალის მეთორმეტე სეზონი გაიხსნა. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი - ,,სიმართლე“ წარუდგინა. სპექტაკლს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი. ირინე ჩხეიძე, თეატრის დასთან ერთად, ესწრებოდა. ფესტივალის გახსნაზე, 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხარაგაულის სახალხო თეატრის უხუცეს წევრებს: როლანდ ხიჯაკაძეს, ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკოლოზ დეკანოსიძეს, გაიოზ შუბითიძეს და ვასილ კიკნაძეს ამაგდარის წოდება გადაეცათ. „გილოცავთ ჩემო მეგობრებო ამაგდარის წოდებას. თქვენთან ერთად მოვდივარ ამდენი წელია. ბევრი მოგონება, სიხარული და წარმატება გვაკავშირებს. ჩვენ ერთად ვქმნით ხარაგაულის თეატრის ისტორიას და ვამაყობთ ამით. მიყვარხართ და მეიმედებით“ - ულოცავს თეატრის წევრებს რეჟისორი ირინე ჩხეიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი. სპექტაკლებს  შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. ფესტივალი COVID რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის თეატრი, დღეს, 17:00 საათზე გამართავს სპექტაკლს მაყურებლისთვის ხარაგაულის კინოთეატრში, ხოლო 19 ივნისს იმერეთის თეარტალურ ფესტივალზე ითამაშებს ახალ სპექტაკლს - „იმერული რეკვიემი“. ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი“ განმეორებით 23 ივნისს იქნება ნაჩვენები.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/202024155_1386995431685823_2620949259517867465_n.jpg
16/06/2021 15:32

სოფელ გედსამანიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მაჟორიტარი დეპუტატის , პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი ძალისხმევის და ჩართულობის შედეგად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სოფელ გედსამანიაში მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. სოფელ გედსამანიაში ბეტონის საფარი გზის 1 350 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 535 948 ლარია. სამუშაოებს შპს ,,მეკა“ აწარმოებს. ,,პროექტის ფარგლებში ნიაღვარდამჭერი ცხაურები და ფერდების დამცავი გაბიონები მოეწყობა. სამუშაოები აქტიურად დავიწყეთ, პროექტი ორწლიანია, წელს 300 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია პროექტი მთლიანად წელს დასრულდეს"- აცხადებს შპს ,,მეკა"-ს დამფუძნებელი დირექტორი კახი კვატაია. სოფელ გედსამანიაში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით დაფინანსდა. ბეტონის საფარი აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0402.JPG
16/06/2021 12:46

ხარაგაულის მერი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად,  “შ.პ.ს.  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილეს, აკაკი მშვიდობაძეს, ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი სირაძეს, საპროექტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ნარიმანიძეს, გარემოს დაცვის და ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაკა გოდერძიშვილს,  ზემო იმერეთის და რაჭის რეგიონის ფილიალის უფროს მამუკა ქვათაძეს და სამშენებლო და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ სოფელ ლეღვანში, თაგვების უბანში, მცხოვრები მოსახლეობა წინააღმდეგია ახალმა მაგისტრალმა მათ უბანი გადაკვეთოს. ეს პოზიცია დაადასტურა ლეღვნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა, გელა მაღრაძემ.  მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საკითხთან დაკავშირებით განმარტა: „ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას თუკი  ვინმეს საკუთრების უფლება შეიზღუდება, მათ კანონი დაიცავს. თუმცა, თუკი მოსახლეობა მხოლოდ იმიტომ არის წინააღმდეგი, რომ მობეტონებული გზა გარკვეულ მონაკვეთზე დაზიანდება - სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გზა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და დაბრკოლებების გარეშე უნდა განხორციელდეს.“ მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში, დამსვენებელთა შემოსვლის გამო,  წყლის მომხმარებელთა რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ აუცილებელი იქნება წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობა. როგორც რეგიონის ფილიალის ხელმძღვანელმა მამუკა ქვათაძემ განმარტა, მიმდინარეობს მუშაობა და წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის 2-3 საათით გახანგრძლივდება. შეხვედრაზე, როგორც წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სოფელ ლეღვნიდან წამოსულ მაგისტრალზე  დიდვაკისა და საღანძილის მოსახლეობის დაერთება მოხდება. შეხვედრის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მერიის სამსახურებისა და  გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, „თაგვების უბნის“ მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ახალ მაგისტრალს მათ უბანზე გაევლო და მშენებლ კომპანიას ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ. ,, ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და განვუმარტეთ, რომ თუკი წყლის მაგისტრალის მშენებლობისას მოხდება მათი საკუთრების დაზიანება, აუცილებლად მოხდება მისი აღდგენა. შემოთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტზე უარი განვაცხადეთ, რადგან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ ეს შესაძლოა პროექტისთვის საფრთხის შემცველი იყოს  ‘’ - აცხადებს დავით დევდარიანი.  
სრულად