სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0047gghhj.JPG
08/08/2018 08:44

ათი წელი აგვისტოს ომიდან

ხარაგაულში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. სოფელ ხიდრის მკვიდრი, 28 წლის ზაზა გლუნჩაძე, ერთადერთი იყო ხარაგაულიდან, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგლე არჩილ მაღრაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირის ზაზა გლუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილს პატივი მიაგეს. გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა გაბრიელმა (კურტანიძე). რუსეთ-საქართველოს ომს იმერეთიდან 34 ახალგაზრდა ემსხვერპლა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/jjagsdgagsdaass.JPG
07/08/2018 15:14

12 მილიონი ლარი ხარაგაულში გზების რეაბილიტაციისთვის

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში სასოფლო გზების მოსაწყობად 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა!  წლის ბოლომდე კეთილმოწყობილი იქნება ხარაგაულის 52 სოფლის გზა, რაც, ჯამში, 80 კმ.-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას გულისხმობს.  პროექტები რეგიონული განვიათრების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია!   წინასაარჩევნო დაპირება - გზა ყველა სოფელს - გრძელდება და 2021 წლისთვის გზების კაპიტალური რეაბილიტაცია 78-ივე სოფელში დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0514_1.JPG
06/08/2018 13:58

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ გუნდი გახდა. ფინალური შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური ფასიანი  საჩუქარი გადასცა. მინი ფეხბურთის ტურნირი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით,  ორგანიზაციებს შორის  ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებისა და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები შეხვდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ტურნირში ასევე გამოვლინდნენ სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები:- საუკეთესო მოთამაშე-ბათუ კიკნაძე, მაყურებლის სიმპატია-გოჩა გელაშვილი და საუკეთესო მეკარე - ბათუ კიკნაძე. ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები შესაბამისი სიგელებით კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დააჯილდოვა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0536.JPG
06/08/2018 13:54

საკრებულომ შიდა აუდიტის და ადმინისტრაციული სამსახურების ანგარიში მოისმინა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 14 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში წარადგინეს ამავე სამსახურების უფროსებმა, კახა გოლუბიანმა და გიორგი ჭყოიძემ. ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წელს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დასკვნა ყველაზე მეტად კრიტიკული იყო და კარგი იქნება თუ ამ შენიშვნებს შესაბამისი სამსახურები გაითვალისწინებენ. საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობის შესახებ განიხილეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს. დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №18დადგენილებაში ,,ხარაგაულისმუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ნანა კიკნაძე); 3. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე); 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 10 წლის ვადით სასყიდლით პირდაპირი განკარგვის ფორმით (იჯარით) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ - სთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე); 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლისათვის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე) 9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე);  იხილეთ დანართი   10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ (მომხს: მანანა ბარბაქაძე)  იხილეთ დანართი   11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხს: დავით კიკნაძე). ზემოაღნიშნულ ყველა საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/38435748_987935851386535_2697864087571791872_n.jpg
03/08/2018 15:29

სერბაისში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სერბაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ვახანის ცენტრიდან სერბაისის მიმართულებით, ცენტრალური გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სერბაისში რეგიონული განვითარების ფონდიდან 192 006 ლარით ფინანსდება.  პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.  გზის სიგანე 3მ-ია. სერბაისში მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014.JPG
02/08/2018 17:09

ქროლში გზის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქროლში ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთზე ჩატარდება და ჯამში, 2 000 მეტრამდე გზა კეთილმოეწყობა.    საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ქროლში რეგიონული განვითარების ფონდიდან 258 990 ლარით ფინანსდება.  გზის გასწვრივ, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები. სახელშეკრულებო ვადებით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0089.JPG
02/08/2018 14:38

ბიუროს სხდომაზე მერიის სამსახურებმა ანგარიში წარადგინეს

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს და 6 აგვისტოს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად დაამტკიცეს.  ბიუროს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა წარადგინა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა ასევე, მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის უფროსი გიორგი ჭყოიძე. 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ისაუბრა ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ. წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, რომ კითხვები ბევრია და ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომაზე უფრო ვრცლად ისაუბრებენ. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 19 დეკემბრის #42  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; ( მომხს : ნინო მაღლაკელიძე); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ;( მომხს : ზურაბ ბანცაძე); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის  №18 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა  საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ( მომხს : ნანა კიკნაძე ); არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის  „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ - სთვის  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული  შენობა - ნაგებობების სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ( მომხს :   ჯაბა ბერაძე ). საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების საარჩევნო უბნებში შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს( მომხს: მანანა ბარბაქაძე ); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ ( მომხს:მანანა ბარბაქაძე ); ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ( მომხს: დავით კიკნაძე ).    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0255.JPG
01/08/2018 11:49

მაღალმთიან სოფელ ნუნისში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ნუნისი - მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „სამთა ნუნისი“.  ნუნისში სოფლის ცენტრალური გზის  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 2,5 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა და რეაბილიტირებული გზა ნუნისის ბერების მონასტრამდე მივა. რეგიონული განვითარების ფონდიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ნუნისში 311,444 ლარით დაფინანსდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_1.JPG
01/08/2018 11:44

ხარაგაულში სტიქიით დაზიანებული ობიექტების აღდგენა წლის ბოლომდე მოხდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული  ობიექტების აღსადგენად, სტიქიის ფონდიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოეყო. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. სოფლების გარკვეულ ნაწილში აღდგენილია ხიდები და ხიდბოგირები, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, აშენდა გაბიონები, მოხდა ძლიერი ქარის შედეგად დზიანებული სახლების სახურავების გამოცვლა, მობეტონდა გზები და მოეწყო სანიაღვრე არხები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, სტიქიის ფონდით აღდგენილ ობიექტებზე მონიტორნგი განახორციელეს. სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/kjajkakask.jpg
24/07/2018 11:07

,,ერთად ვიზრუნოთ გარემოზე,,

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პროექტის - „ერთად ვიზრუნოთ პლანეტაზე“ კოორდინატორს საქართველოში, ცისანა ჭიპაშვილსა და ეკობანაკის მონაწილეებს შეხვდა. ცისანა ჭიპაშვილმა სოფელ ისლარში, საფრანგეთის საელჩოს დაფინანსებით, ეკობანაკი გააკეთა, სადაც ხარაგაულელი ახალგაზრდები არიან გაერთიანებულები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები, 6 დღის განმავლობაში, ისლარის ეკობანაკში ისვენებენ, უტარდებათ გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები და სწავლობენ  სოფლის  ეკოლოგიურ პრობლემებს. პროექტის დასასრულს დაგეგმილია ექსკურსია ფოთში, სადაც ორგანიზაციას - „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის“ დანერგილი აქვს ბიო სისტემა და მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა სოფელ ისლარის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად კანალიზაციის არარსებობა და მდ. ჯიხველას დაბინძურება აწუხებს. როგორც ცისანა ჭიპაშვილი აცხადებს, ერთადერთი გამოსავალი შესაბამისი სანქციების დაწესება და გარემოს დაცვის მიზნით ცნობიერების ამაღლების საჭიროებაა. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მსგავსი პრობლემა დგას მთელი ხარაგაულის მოსახლეობის წინაშე. „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ფიქრობთ, მუშაობთ და ზრუნავთ გარემოს დაცვაზე. ძალიან მძიმე მდგომარება გვაქვს ამ მიმართულებით. დაბა ხარაგაულში გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შესაბამის უწყებებთან და გვაქვს დაპირება, რომ დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში კანალიზაციის სისტემა მოწესრიგდება“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. პროექტი „იზრუნე პლანეტაზე“ ევროპის ქვეყნების მასშტაბით იმართება და მასში  საქართველოც მონაწილეობს. 2018 წელს პროექტის მონაწილე ქვეყნების შეხვედრა  პორტუგალიაში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა საზოგადოებისთვის  ღია წერილი შეადგინეს. წერილში ახალგაზრდები საზოგადოებას გარემოს დაცვასა და გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ. იხ. ღია წერილი    
სრულად